აძურას ჯილა უკაპიტნებს; სლოვენიასთან მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ, იტალია უკრაინასთან გამართავს შეხვედრას

სლოვენიასთან მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ, იტალიის ეროვნული ნაკრები კიევში გაემგზავრა, სადაც უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს შეხვედრას. მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგურია, ჩეზარე პრანდელი შეგირდებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას და სრულ მობილიზებას ითხოვს:

“უნდა დავივიწყოთ სიტყვა ამხანაგური და ბრძოლისთვის მოვემზადოთ. სლოვენიასთან პაექრობაში ბევრი ხარვეზი იყო ჩვენ თამაშში და მსურს, რომ უკრაინასთან გაცილებით უკეთ წარმოვჩინდეთ. პირველ რიგში, ეს თამაშის ტემპს ეხება, უფრო მობილურები უნდა ვიყოთ, მეტი ვიმოძრაოთ, სწრაფად გადავიდეთ დაცვიდან შეტევაზე და პირიქით. შეთამაშების მხრივაც იყო გარკვეული პრობლემები და ამაზეც სამუშაოა. მოკლედ, უკრაინასთან გასამართ პაექრობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მსურს მაღალ დონეზე მოასპარეზე “სკუადრა აძურა” ვიხილო”.

პრანდელი ბრძოლაზე და მაქსიმალურ მობილიზებაზე საუბრობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სასტარტო შემადგენლობაში მეტწილად ის ფეხბურთელები მოხვდებიან, რომლებიც სლოვენიაში სათადარიგოთა სკამზე იჯდნენ. იტალიური სპორტული გამოცემები სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებენ და ჩვენც, ტრადიციულად, რგოლების მიხედვით მივყვეთ…

მეკარე

ჯანლუიჯი ბუფონმა სლოვენიაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ “აძურამ” სამი ქულის აღება მოახერხა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევში ჯიჯი სამატჩო განაცხადში არ იქნება და უკრაინის დედაქალაქს მხოლოდ ტურისტის რანგში ესტუმრა. ძირითად შემადგენლობაში ემილიანო ვივიანო მოიაზრება, რომელიც მიმდინარე სეზონში მართლაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მეორე ნახევარში კი ალბათ სალვატორე სირიგუ ჩადგება იტალიის ნაკრების კარში.

როდესაც ჩეზარე პრანდელის ჰკითხეს თუ რომელია მეორე მეკარე, პასუხად შემდეგი სიტყვები მოისმინეს: “ბუფონი პირველია და ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება. რაც შეეხება ჯიჯის მთავარ შემცვლელს, ერთი კონკრეტული გვარის დასახელება ნამდვილად გამიჭირდება. ამ დროისთვის, ვივიანოს და სირიგუს მივიჩნევ ნაკერებში ასპარეზობის ღირსად, ორივე მათგანი ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ მათი სახით, იტალიას საიმედო კიპერები ჰყავს.

დაცვა

სლოვენიასთან პაექრობაში დაცვის ხაზმა მაღალ დონეზე ითამაშა, რაზეც ანგარიში ნათლად მეტყველებს. კიევში გასამართი პაექრობისთვის ჩეზარე პრანდელი სავარაუდოდ ძირეულად შეცვლის უკანა ხაზს და ოთხი ფეხბურთელიდან მხოლოდ ჯორჯო კიელინის დატოვებს სასტარტო თერთმეტეულში. “იუვენტინო” დაცვის ცენტრში იმოქმედებს და სავარაუდოდ, დანიელე გასტალდელოს შეუწყვილდება. “სამპდორიას” ბოლო დროინდელი შედეგები არც თუ სახარბიელოა, მაგრამ გასტალდელომ მიიღო სანაკრები შეთავაზება და ვნახოთ, როგორ გამოიჩენს თავს.

მარცხენა ფრთაზე ფედერიკო ბალცარეტის ნაცვლად დომენიკო კრიშიტო გაირჯება, რომელიც მარჩელო ლიპის დროს ხშირად თამაშობდა ძირითად შემადგენლობაში. საერთოდ, მარცხენა ფრთაზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა და კრიშიტოს შანსი ეძლევა, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოს. სხვათა შორის, ბალცარეტიმ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა სლოვენიასთან და გარდა უშუალო მოვალეობების მაღალ დონეზე შესრულებისა, საგოლე გადაცემაც მიითვალა აქტივში. არადა, მხოლოდ იმიტომ მიეცა თამაშის საშუალება, რომ ერთ-ერთ ვარჯიშზე ანდრეა რანოკია დაშავდა და ფლანგზე სააპარეზოდ გამზადებულ ჯორჯო კიელინის ცენტრში მოუხდა ასპარეზობა. მოკლედ, ბალცარეტი უკვე ვიხილეთ საქმეში და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს კრიშიტო. შეიცვლება მარჯვენა მცველიც – კრისტიან მაჯოს ნაცვლად, რომელმაც ასევე შესანიშნავი შთაბვჭდილება დატოვა სლოვენიასთან, ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ დავიდე სანტონს ვიხილავთ. “ინტერის” “ჩეზენაში” განათხოვრებული განაპირა მცველი საკმაოდ კარგ ფორმაშია და ამადაც მიიღო სანაკრებო მიწვევა.

ნახევარდაცვა

სლოვენიასთან პაექრობაში იტალიამ 4-4-2 ტაქტიკით იასპარეზა და თუ აპენინელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ასე იქნება უკრაინასთანაც. რიკარდო მონტოლივომ და ალბერტო აკვილანიმ ლიუბლიანაშიც ითამაშეს სასტარტო შემადგენლობაში და სავარაუდოდ, კიეშიც ძირითადში იქნებიან. როგორც ჩანს, პრანდელის კიდევ ერთხელ სურს მათზე დაკვირვება, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, რამდენად სჭირდება ეს ორი მოთამაშე “აძურას”.Nსტეფანო მაურიმ და ტიაგო მოტამ საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშეს სლოვენიაში და ასეთი ვარაუდიც აქედან მომდინარეობს. რაც შეეხება დანარჩენ ორ შუახაზელს, ერთი ანტონიო ნოჩერინო იქნება, ხოლო მეორე კლაუდიო მარკიზიო. ორივე მათგანი მეორე ნახევარში ჩაერთო სლოვენიასთან თამაშში და ამჯერად, პირველივე წუთებიდან შეერკინებიან მეტოქეს. განსაკუთრებული ყურადღებით ნოჩერინო სარგებლობს, რომელმაც საკმაოდ კარგად წარმოაჩინა ლიუბლიანაში თავი და მწვრთნელის ქებაც დაიმსახურა. მოვუსმინოთ ანტონიოს:

“ბედნიერი ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის საშუალება მომეცა და თანაც, ოფიციალურ პაექრობაში. ყველაზე მეტად “პალერმოს” ვემადლიერები, გუნდს, რომელმაც განვითარების საშუალება მომცა და ეროვნული გუნდისკენ გამიხსნა გზა. დღეს, მართლაც რომ საუკეთესო ფორმაში ვარ და ეს დაუღალავი შრომის შედეგია. ჩემი მთავარი მიზანია, რომ ეროვნულ ნაკრებში დავიმკვიდრო ადგილი და სტაბილურად ძირითად შემადგენლობაში ვიასპარეზო”.

თავდასხმა

ალბერტო ჯილარდინო რომ ძირითად შემადგენლობაში იქნება, ამას წყალი არ გაუვა. თუ არ გჯერათ, ჩეზარე პრანდელის მოუსმინეთ: “უკრაინასთან პაექრობაში იტალიის ნაკრებს ალბერტო ჯილარდინო უკაპიტნებს. ის მსოფლიოს ჩემპიონია, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი “აძურაში” და ამას ნამდვილად იმსახურებს. საერთოდ, ჯილაზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ და მჯერა, რომ თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს”.

პრესასთან გასაუბრება ჯილარდინომაც მოისურვა და გამოცხადებული ნდიობისთვის ჩეზარე პრანდელის მადლობა გადაუხადა. იქვე დასძინა, ნაკრების კაპიტნობა უდიდესი პატივია ჩემთვის და ამ ერთი თამაშით მთელი ცხოვრება ვიამაყებო. ჯილას მხარდამხარ სავარაუდოდ ჯუზეპე როსის ვიხილავთ, რომელიც სლოვენიაში მეორე ტაიმში ჩაერთო თამაში და საერთო სურათი არ გაუფუჭებია. ვნახოთ როგორ წარმოაჩენს თავს, მით უმეტეს, როგორც ამბობენ ძირითდში ასპარეზობა სურს და ზოგადად, საკმოდ დიდი ამბიციები აქვს. წესით, მეორე ნახევარში უნდა ვიხილოთ მოედანზე სებასტიან ჯოვინკო, რომელიც გერმანიის ნაკრებთან ამხანაგურ პაექრობაში გამოჩნდა “აძურას” შემადგენლობაში და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აქვე დავძინოთ, რომ აქამდე იტალიის და უკრაინის ნაკრებები ექვსჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ხუთჯერ “სკუადრა აძურამ” გაიმარჯვა, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ბოლოს კი იტალიის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას გავეცნოთ:

ვივიანო – სანტონი, კიელინი, გასტალდელო, კრიშიტო – აკვილანი, მარკიზიო, მონტოლივო, ნოჩერინო – როსი, ჯილარდინო.

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა