ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მსოფლიოში უძლიერესის სახელისთვის

მსოფლიოში უძლიერესის სახელისთვის

ინტერვიუ. ტომას დი ბენედეტო
“რომას” რომ ახალი მესაკუთრე ამ დღეებში გამოუჩნდება, ეს ამბავი ჯერ იურიდიულად ჯერ არ გადაწყვეტილა, თუმცა რომ მოხდება, ეჭვი არავის ეპარება. იტალიურმა მასმედიამ, რა თქმა უნდა, ხელიდან არ გაუშვა შანსი, ტომას დი ბენედეტოსთან ამ დიადი კლუბის სამომავლო პერსპექტივებზე ემსჯელა. ბიზნესმენი აშშ-ის მოქალაქეა და სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ როგორც ყველა იტალიური ძირის მქონე ადამიანი, ისიც ჭეშმარიტი ტიფოზია. "ბოსტონ ინტერნეშენელ გრუპის” პრეზიდენტი 77 მილიონ ევროდ “რომას” 67%-ს დაისაკუთრებს. მაშ ასე, ბიზნესმენი “ჯალოროსის” შესახებ ჟურნალისტთან პირველად ალაპარაკდა, მას “გაძეტა დელო სპორტის” კორესპონდენტი ესაუბრა.

- მისტერ დი ბენედეტო, რატომ “რომა”, როდის გაჩნდა კლუბის შეძენის იდეა?

- სხვა კლუბზე არც კი მიფიქრია. ჩემი დამოკიდებულება რომთან ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლის დროს ჩამოყალიბდა. ჩემი კოლეჯი “კამპუსი” რომთან დღემდე ინარჩუნებს მჭიდრო საქმიან კავშირებს. ეს ჯადოსნური ქალაქია და საფეხბურთო ბიზნესში წარმოადგენდე მას, დიდი პატივია.

- თქვენ პრეზიდენტი იქნებით, თუმცა კლუბს სხვა აქციონერებიც ეყოლება. ვინ იქნებიან ისინი, მოგვიყევით მათზე.

- ჩემი მეგობრები, წარმატებული მენეჯერები და ბიზნესმენები. მათ ჰქონდათ თავისუფალი სახსრები ამ გარიგებაში მონაწილეობისთვის. ისინი აღფრთოვანებულნი არიან ჩვენი სამომავლო გეგმებით. ჯეიმს პალოტა, მაგალითად, “ბოსტონ სელტიქსის” მეწილეა. ის ჩვენი პროექტის სპორტულ მხარეზე იქნება პასუხისმგებელი. მაიკლ რუეინი, ამ ადამიანმა ზეწარმატებული კარიერა გაიკეთა საინვესტიციო ფონდებსა და უძრავი ქონებით ვაჭრობაში, ის ახალი სტადიონის აშენების საქმეს გაუწევს კურირებას. რიჩარდ დამორე კი ელექტრონული მასმედიის სპეციალისტია.

- ვინ დაიკავებს კლუბში სპორტული და ფინანსური მენეჯერების თანამდებობებს?

- უახლოეს დღეებში საქმე საბოლოოდ მოგვარდება. იქამდე კი არაფრის გადაწყვეტას არ ვაპირებთ. პატივს ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც “რომაში” ამჟამად მუშაობენ. უპირველესად მათ დაველაპარაკებით და ჩვენს იდეებს გავაცნობთ. ვეცდებით, მინდორზე და მის ფარგლებს გარეთ იდეალური გუნდები შევკრათ. ეს ერთადერთი გზაა წარმატების მისაღწევად და ჩვენი ინვესტიციების ამოსაღებად.

- პრეზიდენტის რანგში პირველად რა გადაწყვეტილებას მიიღებთ?

- უეფას “ფინანსური ფეარ პლეის” წესების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გუნდის გაძლიერებაზე უარს ვიტყვით.

- რას ფიქრობთ ამჟამინდელ გუნდზე?

- იმედი მაქვს, “რომა” ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. წელს გუნდმა აშკარად ვერ გაამართლა იმედები და რანიერიც სწორედ ამიტომ წავიდა პოსტიდან. მართალია გუნდი ბოლო დროს ცოტა გამოფხიზლდა, თუმცა სტაბილურობა არ ჰყოფნის.

- მოგწონთ მონტელა?

- ის დიდი თავდამსხმელი იყო. მან ფეხბურთელებს თავისი ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი გადასდო. ჯერ რას ვნახე, თავი არ შეურცხვენია.

- მომავლის “რომას” გეგმები უკვე მოხაზულია?

- მე გვერდით მყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ფეხბურთში შექმნილ მდგომარეობას ზედმიწევნით იცნობენ. მოვა დრო და ჩვენ ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ერთად განვიხილავთ ყველაფერს და გადაწყვეტილებებს ისე მივიღებთ. ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის გაყიდვა მოგვიწევს, თუმცა შევიძენთ ახალ მოთამაშეებს მათ ადგილას. ალბათ 5 ან 6 ახალწვეული გვეყოლება.

- “სტადიო ოლიმპიკოზე” რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? თქვენ ხომ “რომა”-“ინტერის” მატჩს დაესწარით...

- დიახ, ის მატჩი ვუჩინიჩის სუპერგოლით მოვიგეთ. იმ საღამოს ყველაზე მეტად რომაელი ტიფოზების საქციელმა გამაკვირვა, რადგან ამერიკაში არაფერი ამის მსგავსი არ მინახავს. სამწუხაროა, რომ ამ ქალაქში არ არის სტადიონი, რომელიც ასეთ ერთგულ გულშემატკივრებს შეეფერებათ. “ოლიმპიკოზე” ტრიბუნები მინდვრიდან ძალიან შორს არის და ფეხბურთელებს ხმოვანი მხარდაჭერა აკლდებათ. საჭიროა ახალი ინგლისური ტიპის არენა, რომელიც ფეხბურთელებზეც დადებით ზეგავლენას მოახდენს.

- “რომას” ისტორიას მეტნაკლებად მაინც თუ იცნობთ?

- ამ კლუბს დიდი და სახელოვანი ისტორია აქვს. მართალია, მუდმივად გამარჯვებულთა შორის არ ვტრიალებდით, მაგრამ მაინც. თბილად მახსენდება ბოლო სკუდეტო და გასული საუკუნის 80-იანი წლების კონტისა და ფალკაოს დიდი გუნდი. ჩვენ აღვადგენთ კლუბის ტრადიციებს და წარსულს დავიბრუნებთ.

- ალბათ იცით, რომ იტალიურ ფეხბურთს ამჟამად საუკეთესო დროება არ უდგას.

- დიახ, ვიცი. სამარცხვინო და შემაშფოთებელია, რომ იტალიამ ჩემპიონთა ლიგაში მე-4 ადგილი გერმანიას დაუთმო. მიმაჩნია, რომ მთავარი საკლუბო პრობლემა ნორმალური სტადიონების არქონაა. ეს ერთი მხრივ კომფორტია ტიფოზებისთვის და მეორე მხრივ ბიზნესის კუთხითაც კარგია. ფეხბურთი უმნიშვნელოვანესი დარგია იტალიის ეკონომიკისა თუ კულტურისთვის და ხშირად ის იდეალურ სურათს ხატავს იმისას, თუ რა ხდება ქვეყანაში ზოგადად. დროა, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რათა კლუბებმა ახალი სტადიონების აშენება შეძლონ. ეს ერთადერთი გზაა ხალხის სტადიონებზე და ჩვენი ფეხბურთის გამარჯვების გზებზე დასაბრუნებლად.

- სხვა გამოსავალს ამ გზაზე ვერ ხედავთ?

- უპირველესად რაც გვჭირდება ეს არის ახალი ტექნოლოგიები და მისი ბოლომდე ათვისება. თუკი კლუბში ამ შესაძლებლობებს ბოლომდე გამოვიყენებთ, გავზრდით შემოსავლებს და ამით საშუალება მოგვეცემა სულ უფრო მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელი გადმოვიბიროთ.

- ნება მოგვეცით, ინტერვიუს ბოლოს საკუთარ თავს პროვინციალიზმის უფლება მივცეთ და გკითხავთ, რას ფიქრობთ “ლაციოზე”?

- მე თქვენ მოგიყვებით ჩემი ცხოვრების ერთ თავგადასავალს. გასულ წელს “კამპუსის კოლეჯის” იუბილეს ვზეიმობდით, იმ კოლეჯისას, რომელიც მე დავამთავრე და ზემოთ რომ გიამბეთ, საზეიმო საღამოზე გულზე დაბნეული მქონდა ყვითელ-წითელი ვარდი. იქ შევხვდი “კამპუსის” ყოფილ სტუდენტებს, რომლებიც ასევე “რომას” ფანები აღმოჩნდნენ. მხოლოდ კოლეჯის უფროსი იყო “ლაციოს” ტიფოზი. მე მას ვუთხარი, რომ იმედი მაქვს, მომავალში რომს ორი ძლიერი გუნდი ეყოლება, უფრო სწორად ერთი ძალიან ძლიერი და მეორე მსოფლიოში უძლიერესი-თქო.

ლევან ბიბილაშვილი

პირველი შეხვედრა უკვე შედგა - "იუვენტუსმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

იილდიზით გრანდები არიან დაინტერესებული

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე