რალი მსოფლიოს ჩემპიონატი
როგორც ჩანს, წელს რალის მსოფლიოს ჩემპიონატზე საინტერესო ბრძოლის მოწმენი გავხდებით. სეზონის დაწყებიდან უკვე სამი ეტაპი გავიდა და ჯერჯერობით არ შეინიშნება მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონის სებასტიან ლოების დომინირება. ლეგენდარულ ფრანგს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ კონკურენტები.

შეგახსენებთ, 2011 წლის პირველი რბოლა შვედეთში ლოებმა ჩააგდო, არ ეკუთვნოდა გამარჯვება მექსიკაში მეორე ეტაპზე, სადაც პირველობა თითქმის გარანტირებული ჰქონდა მის ახალგაზრდა თანამემამულეს სებასტიან ოჟიეს, მაგრამ უხეში შეცდომის გამო ვერ მიაღწია ფინიშს და მოგება ლოებს აჩუქა. და აი, ახლა ოჟიემ უშეცდომოდ იარა პორტუგალიის ღორღიან გზებზე და კარიერაში მესამე, პორტუგალიაში კი ზედიზედ მეორე გამარჯვებას მიაღწია.

დისტანციის პირველ ნაწილში ბრძოლა ძალიან დაძაბული იყო. ლიდერთა ოთხეულის წევრები - "სიტროენისა" და "ფორდის" წარმომადგენლები - მორიგებით იგებდნენ სპეცმონაკვეთებს და მათ შორის სხვაობა ძალიან მცირე იყო. მაგრამ შემდეგ მიკო ჰირვონენს საბურავი დაუზიანდა და სიჩქარის დაგდება მოუწია. მისი მანქანიდან მტვერმა კი ლოებს შეუშალა ხელი. ორივემ ბევრი დრო დაკარგა. ამის შემდეგ კი "ფორდის" წევრებს მთელი რიგი ტექნიკური პრობლემები შეექმნათ და ოჟიეს უბრალოდ კონკურენტი აღარ დარჩა.

ლოებმა საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა და ბონუსური ქულების წყალობით საერთო ჩათვლაში ჰირვონენს გაუთანაბრდა. ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა კიმი რაიკონენმა მორიგი რბოლაც დამაჯერებლად წარმართა და მხოლოდ დასკვნით სპეცმონაკვეთზე დაუთმო მეექვსე ადგილი მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონ პეტერ სოლბერგს.

სეზონის მეოთხე რბოლა 14-16 აპრილს იორდანიაში უნდა გაიმართოს, მაგრამ მეზობელ სირიაში არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო ეს ეტაპი, შესაძლოა, ორგანიზატორებმა გააუქმონ.

III ეტაპი. პორტუგალიის რალი

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 4:10.53,4; 2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - +31,8; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +3.22,1; 4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +6.16,3; 5. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - +7.48,5; 6. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +10.17,4; 7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +10.54,1; 8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - +11.38,8...

საერთო ჩათვლა

1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 58 ქულა; 2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 58; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 48; 4. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 41; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 31; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 28; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 12; 8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 10; 9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 10; 10. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, "ფორდ ფიესტა") - 6...

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის