ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

დუშეთის კულტურის სახლში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო. ტალახაძემ თავისივე მსოფლიო რეკორდი (217 კილოგრამი) გააუმჯობესა, რითაც ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

წელს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება და ტურნირი 28 ნოემბერს დაიწყება. მძიმეწონოსნები 5 დეკემბერს იასპარეზებენ. ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატს მთავარი ფავორიტის სტატუსით ხვდება.

მომზადებულია 1tv.ge-ს მიხედვით

დათო
აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანით,დარწმუნებული ვარ მან ჯერ კიდევ ბოლომდე არ იცის როგორ ამაყობს მისით ერი და როგორ ჭირდება საქართველოს ის სიხარული რომელსაც ის გვანიჭებს, ლაშა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია!!!. გეწეოდეს უფალი, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა, თავს გაუფრთხილდი, შენ ეროვნული საგანძური ხარ. მადლობა!
სოსო
ეს ბიჭი გამაგიჟებს,მსოფლიო რეკორდზე სამი კილოგრამით მეტი ისე ასწია,სამ კილოს კიდევ თავისაუფლად დაამატებდა. თავის დროზე რუსმა ძალოსანმა ვასილი ალექსეევმა თუ არ ვცდები 56 მსოფლიო რეკორდი დაამყარა მძიმე წონაში,მაგრამ ყოველთვის ნახევარი კილოთი აუმჯობესებდა და როგორც გამიგია,ყოველ რეკორდზე 200დოლარს აძლევდნენ ჯილდოდ.არ ვიცი სიმართლეა ეს თუ არა,არც ის ვიცი,ახლა არის თუ არა პრემია რეკორდზე,მაგრამ იმ ძველი ანეგდოტის სიტყვებით რომ ვთქვათ:დატეხე ძუკუ.ეს რა თქმა უნდა ხუმრობით,მაგრამ ყოველი ლაშას რეკორდი ჩვენი დიდი სიხარულია და თუ ლაშა რეკორდს ცოტ ცოტაობით გაზრდის,ცვენ სიხარული გაგვიმრავლდება,ხოლო თუ ამაზე პრემიაცაა,მაშინ ხომ ლაშაც იხეირებს.საერთოდ კი .ჩემთვის,ლაშა ტალახაძე ბოლო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო სპორტსმენია და ვფიქრობ კიდევ დიდ ხანს იქნება ასე.
emigranti
ამ დევკაცს რომ ვუყურებ სიხარულის ჟრუანტელი მივლის...მსგავსი ფენომენი საუკუნეში ერთხელ თუ დაიბადება. მგონი ლაშას მომდევნო ათწლეული საქართველოს ნომერი პირველი სპორტსმენის წოდება გარანტირებული აქვს. უკვე ლამის ცოცხალი ლეგენდაა თან ასეთი ახალგაზრდა. სპორტსმენებში ალბათ მაიკლ ჯორდანს, დიეგო მარადონას და მაიკლ ფელპს შევადარებდი. გაიხაროს შენმა მშობლებმა ასეთი შვილის გაზრდისათვის.
gela gloveli 568825305
რა გინდა, რატომ გვაჩვევ ასეთ რამეებს? უკან დასახევ გზას იჭრი, ხო იცი? ვხუმრობ... იმედი გვაქვს შენი პროფესიონალიზმისა.. რამდენიმე წელი გააგრძელე ასეთი ვარჯიში და ლეგენდათა ლეგენდად მოიხსენიება მერე შენი სახელიიიი... გენაცვალეე, ყველაზე მეტად დასაფასებელი მაგის გამო ხარ, ჩემო კარგო, რომ ოლიმპიადაზე ვითომ არც ყოფილხარ,(არამც თუ ჩემპიონი გახდი), ასე გააგრძელე, მადლობა შენ გამზრდელებს ასეთი შრომისმოყვარეობა და სიდარბაისლე რომ ჩაგინერგეს, მ რ ა ვ ა ლ ჟ ა მ ი ე რ !!!
სუხია
ლაშა ჯერ ახალგაზრდაა. მინიმუმ 3 ოლიმპიადაზე თითო ოქრო გარანტირებული გვაქვს.

ყოჩაღ ლაშა.
glaxuna
საამაყო,დიდებული ქართველი ხარ- ხელის გულზე უნდა გატარებდეს სრულიად ქართველობა!

ძალიან ძლიერია, 500 კგ-ს შეეჭიდება ვითომ რამდენიმე წელიწადში? წარმატებები გოლიათო
Rezo
ამის მეტი უკეთესი ხარისხის ვიდეო არ ეკუთვნოდა ამ ამბავს, ყოჩაღ ქართული მედია
S.K.
SUPERMAN!!! სამწუხაროდ ვერ მოვნახე ხერხი აქ პასუხად ფოტო გამოვდო. ჩამოსული იყო ერთი მნიშვნელოვანი ამერიკელი სტუმარი. მოინახულა სპორტის მუზეუმი და გადაიღო ფოტო, სადაც ცდილობს ლაშას "ოლიმპიური" შტანგა აწიოს. სასაცილოა. დაივიწყეთ ალექსეევი, ჟაბოტინსკი... არაერთი ოლიმპიური ოქრო!!!
soxumeli
ოფიციალურ ჩათვლაში ხომ შედის იმედია?
soxumeli
გენაცვალე ლაშა!!!
დავით ღონღაძე
ყოჩაღ ლაშა!მჯერა,რომ 2-3 წელიწადში 500კილოგრამს დაძ ლევ ორი მოძრაობით,გამრავლდი და გაიხარე,ღმერთი გფარავდეს
ნოდო
ოლიმპიადაზე და მსოფლიოზეც ეტყობოდა რო რეზერვი აქ სასწაულად ბრვრი ასე რო გამიკვირდა ტქო რო ვტქვა მოვიტყუებ
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..