საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მეორე ტურში საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს
შარშან შემოდგომით საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში ჩაება. ჩვენები შესარჩევ ჯგუფში ბრიტანელებთან და ბერძნებთან ერთად მოხვდნენ. პირველი ტურის მატჩში შინ, „ოლიმპიკის“ აუზში, კუნძულელებს და 9:3 მოუგეს, ელინელებმა კი მანჩესტერში სძლიეს ინგლისელებს 11:2.

და, აი, მეორე წრის ორთაბრძოლების ჯერიც დადგა. 30 მარტს საქართველოს ნაკრები კვლავ მასპინძლის როლში იქნება და ჯგუფის ფავორიტ საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება. სიტყვა „ფავორიტი“ შემთხვევით არ გვიხსენებია: ჩვენი ხვალინდელი მეტოქე მსოფლიო წყალბურთის ელიტის წარმომადგენელია. 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ელადელებმა ბრინჯაოსთვის ბრძოლა რუსებთან დათმეს და მე-4 ადგილს დაყაბულდნენ, 2005 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გათამაშების ცხრილში კი ერთი ადგილით მაღლა აინაცვლეს.

2002 წელს საბერძნეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობა მოიგო, შარშან შტუტგატში 1993 წელს დაბადებულთა ევროპის პირველობაზე ბერძნებმა მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმეს და II ადგილზე გავიდნენ. საკმაოდ ძლიერი სამლიგიანი ეროვნული ჩემპიონატი აქვთ. პირველ ლიგაში 12 გუნდი იბრძვის მედლებისთვის, მათგან ოთხი კლუბი რეგულარულად გამოდის ევროლიგასა და ლენტროფის გათამაშებაში. ერთ-ერთ გუნდს ქართველი გულშემატკივრებიც იცნობენ - წლეულს ლენტროფის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 რაუნდში, რომელსაც კოტორმა უმასპინძლა, „პანიონიოსმა“ „ლიგამუსი-თბილისი“ დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მომდევნო ეტაპებზე სხვა მეტოქეებსაც სძლია, მათ შორის - ნახევარფინალში უნგრეთის „ჰონვედს“ და ფინალში იტალიის „სავონას“ დაუპირისპირდება.

საბერძნეთის ნაკრები დღეს თბილისში ასეთი შემადგენლობით გვეწვევა:

1. ფილიპოს კარამპეტსოსი (პანათინაიკოსი), 2. ემანუილ მილონაკისი (ოლიმპიაკოსი), 3. არტინ ელმისიანი (ვოულიაგმენი), 4. ანდრეას მირალისი (პანიონიოსი), 5. ევანგელოს-იოანის დელაკასი (ოლიმპიაკოსი), 6. არგირის ტეოდოროპოულოსი (ოლიმპიაკოსი), 7. ხრისტოს ასროდაკისი (ოლიმპიაკოსი), 8. გეორგიოს ტიკასი (ოლიმპიაკოსი), 9. კონსტანტინოს მოურიკისი (პანიონიოსი), 10. იოანის ფოუნტოულისი (ოლიმპიაკოსი), 11. ავრაამ ალიჩანდისი (ლარისა), 12. მატეოს ვოუგარაკისი (ვოულიაგმენი), 13. სტილიანოს პროტონოტარიოსი (ვოულიაგმენი). მთავარი მწვრთნელი ანდრის დრაგანი, მწვრთნელი ვამიაკირის კონსტანტინოსი.

საქართველოს ნაკრები სტუმრებს ასეთი შემადგენლობით დაუხვდება:

1. ზურაბ ჭუმბურიძე (ლიგამუსი), 2. გალაქტიონ ლაითაძე (თბილისი), 3. მარკო ელაჩა (რიეკას პრიმორიცა, ხორვატია), 4. იოვან პოპოვიჩი (ლიგამუსი), 5. მარკო კორდიჩი (ლიგამუსი), 6. გიორგი ხვედელიანი (ლიგამუსი), 7. რევაზ ჩომახიძე (ლიგამუსი), 8. მიხეილ ბაღათურია (თბილისი), 9. ზურაბ რურუა (კ. ლიგამუსი), 10. კონსტანტინე გეგელაშვილი (ლიგამუსი), 11. ტატო ნიკოლეიშვილი (ლიგამუსი), 12. მარკო ელეზი (ბრეშია, იტალია), 13. ალექსანდრე ნამორაძე (თბილისი). მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი, მწვრთნელი მირიან ასათიანი.

მატჩი „ოლიმპიკში“ 21 საათზე დაიწყება.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი