ამ უქმეებზე დიღმის ძიუდოს აკადემიამ ჭაბუკთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა
ამ უქმეებზე დიღმის ძიუდოს აკადემიამ ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც ერთ-ერთი საკვანძო შეჯიბრებაა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე წასაყვანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად. თავის მხრივ, ამ მიზანმა მოზარდებზეც იმოქმედა და ჩემპიონატში 207 ფალავანი მონაწილეობდა.

დაახლოებით ერთი თვის წინათ ამ ასაკის მოჭიდავეებმა გლდანში, ოლმპიურ ბაზაზე მაისურაძის სახელობის მემორიალში იჭიდავეს. ახლანდელ მედალოსანთა შორის ბევრი მაშინდელი პრიზიორიც მოხვდა, ახალი სახელებიდან კი ერთზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას - 100-ში გამარჯვებულ ზურაბ გედეხაურზე, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონ გურამ გედეხაურის შვილია. ვეტერანი მოჭიდავე ათწლეულებია, მოსკოვში ცხოვრობს. ის დღესაც იქაა, თუმცა ცოლ-შვილი უკვე გამოუშვა თბილისში და ახლო მომავალში, ალბათ, თავადაც დაბრუნდება, მანამდე კი მისმა შვილმა პირველი ხმამაღალი სიტყვა თქვა ქართულ საჭიდაო სარბიელზე.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებამდე ბევრი დროა, ნაკრების კანდიდატები იქამდე კიდევ რამდენიმე ტურნირში გამოვლენ. გუნდიც საბოლოოდ ამის შემდეგ დაკომპლექტდება. 7 აპრილიდან ისინი დუშეთში შეკრებას დაიწყებენ, მერე კი ბაქოში იასპარეზებენ.

კვარცხლბეკი. ბიჭები.

42 კგ. 1. რამაზ ზოიძე, 2. ირაკლი შავაძე, 3. გიზო მელაძე (სამივე - აჭარა), დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი).

46 კგ. 1. ბაკურ გოგოლი (სენაკი), 2. ლეონ ხოზრევანიძე (აჭარა), 3. გიორგი მელია (სამტრედია), აკაკი ჩანჩიბაძე (ოზურგეთი).

50 კგ. 1. ედნარ შავაძე (აჭარა), 2. ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო), 3. გია ბილვანიძე (აჭარა), გიორგი ხუჭუა (ოზურგეთი).

54 კგ. 1. გიორგი ტოტიკაშვილი (გარდაბანი), 2. მურთაზ ჩაბრავა (სენაკი), 3. თემურ კვაჭაძე (ოზურგეთი), მურად მიქელაძე (აჭარა).

58 კგ. 1. ლერი მარიამიძე (თბილისი), 2. გიორგი ჯაფარიძე (ოზურგეთი), 3. შმაგი ბოლქვაძე, გელა ბოლქვაძე (ორივე - აჭარა).

63 კგ. 1. გიორგი თოიძე (ოზურგეთი), 2. იონა ფირცხალავა (წყალტუბო), 3. ვლადიმერ კირტავა (აბაშა), გია ჩხაიძე (აჭარა).

69 კგ. 1. ნიკა ფირცხალავა (წყალტუბო), 2. გიორგი ჩხარტიშვილი (აჭარა), 3. ნიკა გავაშელი (თბილისი), შალვა ხაჩიძე (ბორჯომი).

76 კგ. 1. ლაშა გობაძე (აჭარა), 2. არჩილ შენგელია (სენაკი), 3. დავით ზვიადაური (რუსთავი), თორნიკე მაზმიშვილი (თბილისი).

85 კგ. 1. კუკური კირცხალია, 2. ნიკოლოზ კახელაშვილი (ორივე - თბილისი), 3. ირაკლი კოვზირიძე (წყალტუბო), გიორგი მდინარაძე (ოზურგეთი).

100 კგ. 1. ზურაბ გედეხაური, 2. ბექა კანდელაკი (ორივე - თბილისი), 3. მირიან კომახიძე (აჭარა), თორნიკე ბაბუნაშვილი (წყალტუბო).

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა