ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

reali

reali

ლეულს "რეალის" 7 ფეხბურთელი მოხვდა "ოქროს ბურთის" მაძიებელთა სიაში, რაც უპრეცედენტოდ ბევრია. მათ შორისაა გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსიც, თან მეხუთედ - კარიერაში. "ფრანს ფუტბოლთან" ინტერვიუში ის ამბობს, რომ დღევანდელი ფორმაციის "რეალი" ყველაზე მეგობრული და შეკრულია იმათ შორის, სადაც კი უთამაშია. რამოსი სხვა საინტერესო თემებზეც ლაპარაკობს...

არ მავიწყდება,

საიდან მოდის

ჩემი ფესვები

- ამას წინათ თქვით, რომ მოგბეზრდათ იმისი მოსმენა, თითქოს "რეალის" ფეხბურთელები არაამქვეყნიურები არიან...

- მე ვთქვი: "ჩვენზე ლაპარაკობენ ისე, თითქოს "ბევერლი-ჰილზზე" დავიბადეთ". მე კამასადან ვარ. ეს არის პატარა ქალაქი სევილიასთან ახლოს. არაფრით განვსხვავდები იმათგან, ვისაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ვიცნობ. არ მავიწყდება, საიდან მოდის ჩემი ფესვები. ხალხი კი ფიქრობს, რომ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ, ციდან ჩამოვარდა. არა, ჩემო ძვირფასებო! ამაში ბევრი ოფლი და სისხლია.

- ...მაგრამ თქვენ საფეხბურთო ელიტაში ხართ.

- გარკვეულწილად ასეა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მწვერვალზე ასვლა ერთია და იქ დიდხანს დარჩენა - გაცილებით რთული.

- "რეალის" 7 ფეხბურთელია "ოქროს ბურთის" მოგების კანდიდატი. გახარებული ხართ თანაგუნდელების აღიარებით?

- რა თქმა უნდა! ჩვენ ძალიან მეგობრული გუნდი გვყავს და ერთმანეთის წარმატება გვახარებს.

- ჩემპიონთა ლიგის 2014 წლის ფინალში ანგარიში რომ არ გაგეთანაბრებინათ, "რეალი" ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას, ხოლო კრიშტიანო რონალდო "ოქროს ბურთის" გარეშე დარჩებოდა...

- ძალიან მიხარია, რომ მის ოთხ "ოქროს ბურთში" ჩემი წვლილიცაა. ყველა ინდივიდუალური ჯილდო მან 100 პროცენტით დაიმსახურა, ეს არის საქმით და შრომით მოპოვებული აღიარება. ამაში ეჭვს ვერავინ შეიტანს.

ყველაფერი ასე

მარტივად არ არის

- "რეალში" კარგი ატმოსფეროა?

- უბრალოდ ვიტყვი: სუპერ! ეს არის საოცრად წარმატებული ნაზავი ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების. ჩვენ ერთი იდეით ვარ შეკრულები. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისათვის - აი, ჩვენ წარმატებების მთავარი წინა პირობა. თუმცა ამ გზაზე ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ჩავარდნებიც გვაქვს, გულშემატკივრებსაც ვაბრაზებთ ხოლმე... ესეც ფეხბურთის ნაწილია.

- ეს "რეალი" ყველაზე მეგობრულია იმათ შორის, სადაც მოგიწიათ თამაშმა?

- ასეთი იყო ესპანეთის ნაკრებიც, მაგრამ დღევანდელი "რეალი" ამ მხრივ მაინც განსაკუთრებულია.

- ცნობილია, რომ თქვენ გამოირჩევით "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ურთიერთობით...

- ასეც ხდება ხოლმე. მეც ხომ ისეთი დიდი ფიგურების გვერდით გავიზარდე, როგორებიც იყვნენ რაული, იერო, მიჩელ სალგადო, რობერტო კარლოსი... ეს ძალიან მეხმარებოდა გუნდთან სწრაფ ადაპტაციაში და დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, მათი დამსახურებაცაა.

- მაინც რას ეუბნებით ხოლმე ახალგაზრდა რეალელებს? როგორია რამოსისეული ზემოქმედების მეთოდები?

- ხანდახან ხმასაც ვიმაღლებ, მაგრამ აღზრდა სხვა რამეა, ამისთვის სახლში ორი შვილიც მყოფნის (იცინის).

ძირითადში

ადგილი შრომით

უნდა მოიპოვო

- გუნდის შიგნით ეგრეთ წოდებული "დაუწერელი კანონები" თუ მოქმედებს?

- არაფერი განსაკუთრებული. უპირველეს ყოვლისა, პატივი უნდა სცე პარტნიორებს და არა მხოლოდ მოედანზე. ძირითადში ადგილი შრომით უნდა მოიპოვო, თუმცა ეს ისე უნდა გააკეთო, რომ მეგობრული ატმოსფერო არ დააზიანო. მათ კი, რომელთაც ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვთ, ემოციები უნდა ჩაიცხრონ და კიდევ უფრო მეტი იშრომონ. თითოეულმა მათგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ სკამზე ზის თუ მოედანზე თამაშობს, გუნდის ნაწილია.

- და ასეთი მეგობრული სიტუცია რომ არ ყოფილიყო "რეალში", მაშინ?..

- ...მაშინ ჩვენ იმის ნახევარსაც ვერ მოვიგებდით, რაც მოვიგეთ. აქ ძალიან დიდია ზინედინ ზიდანის დამსახურება.

- პსჟ-ში ნეიმარსა და კავანის შორის ჯანსაღი ურთიერთობები არ არის. შეიძლება ლაპარაკი ფარულ კონფლიქტზეც. "რეალში" ასეთები არ ხდება?

- არა, ჩვენთან ყველაფერი მატჩის წინ არის გარკვეული. თუ რონალდო მოედანზეა, ის ურტყამს პენალტს, თუ არა და - მე. ყოველი შემთხვევისთვის, არის მესამე ვარიანტიც...

სერიოზული იყო,

ცოტათი

ჩაკეტილიც,

ბევრს არ

ლაპარაკობდა...

- თქვენ ერთადერთი ხართ დღევანდელ გუნდში, ვისაც ზინედინ ზიდანის გვერდით უთამაშია. ეს იყო 2005/06 წლები, თქვენი პირველი სეზონი "რეალში", ხოლო ზიდანისთვის - ბოლო.

- მეტიც, ჩვენ გასახდელშიც გვერდიგვერდ ვიყავით, რადგან მე "4" ნომერი ვარ, ის კი "5" იყო. მახსენდება მაშინდელი ზიდანი - სერიოზული, ცოტათი ჩაკეტილიც, ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ რასაც ლაპარაკობდა, ეს ყოველთვის საქმიანი ლაპარაკი იყო.

- მაგრამ პატარა უთანხმოებაც არ არის გუნდში?

- არა, რადგან ზიდანმა კარგად იცის, რაზე ფიქრობენ ფეხბურთელები, რა მოსწონთ და რა - არა. მწვრთნელს, რომელსაც მდიდარი სათამაშო გამოცდილება არ უმაგრებს ზურგს, შედარებით უჭირს ფეხბურთელებთან ურთიერთობა. ზიდანის შემთხვევაში კი პირიქითაა.

- ზიდანი "რეალის" მწვრთნელობას, გარკვეულწილად, თქვენ უნდა გიმადლოდეთ. ამბობენ, რომ რაფა ბენიტესის გათავისუფლების შემდეგ დაურეკეთ ზიდანს და უთხარით, რომ გუნდი მას უჭერდა მხარს. მართალია?

- ასე იყო! ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ზიზუ კარგად იცნობდა გუნდის "სამზარეულოს"...

- ხშირად გითამაშიათ გადამწყვეტი როლი "რეალის" გამარჯვებებში, გაგიტანიათ უმნიშვნელოვანესი გოლები... საიდან ამის უნარი?

- მჯერა საკუთარი თავის და ვიბრძვი მატჩის უკანასკნელ წამამდე. არასოდეს არ უნდა დაკარგო იმედი. იმ მომენტში, როცა ვიღაცამ შეიძლება ყურები ჩამოყაროს და პანიკაში ჩავარდეს, მე რთული სიტუაციიდან გამოსავალს ვეძებ. რა თქმა უნდა, ამაში რწმენაც მეხმარება.

- ღმერთის?

- ხშირად ვფიქრობ გარდაცვლილ ბებიასა და ბაბუაზე... ეს ღრმად პირადული თემაა. როცა მიჭირს, ცაში ვიყურები და ვლოცულობ. ეს ხშირად მეხმარება. მაგალითად, როცა ბოლო წამზე "რეალი" კუთხურს აწვდის, ამ დროს სწორედ ლოცვა შეიძლება დაგეხმაროს.

კრიტიკა

განადგურებს

ფსიქოლოგიურად

- მაგრამ ყველაფერს მხოლოდ ლოცვით ვერ ახსნით. მცველის კვალობაზე უჩვეულოდ შედეგიანი ხართ. დავიჯეროთ, ეს მხოლოდ რწმენითა და ლოცვით მოვიდა?

- ბავშვობაში თავდამსხმელად ვთამაშობდი, მაგრამ მერე და მერე მწვრთნელები ნელ-ნელა უკან მწევდნენ - ასე უკეთესი იქნებაო, მარწმუნებდნენ. ერთხელ მწვრთნელმა "საყრდენადაც" დამაყენა, ერთხელ ცენტრფორვარდიც ვიყავი... რა პოზიციაზეც უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ვფიქრობდი გოლის გატანაზე. ეს ალღოც ბუნების საჩუქარია.

- თქვენს ბუნებაში არ ზის მარცხთან შეგუება...

- კი ბატონო, მაგრამ წარუმატებლობების გარეშე არ არსებობს გამარჯვებები. ეს მედლის ორი მხარეა. რომ იცოდეთ, მარცხი გაცილებით სასარგებლოა გუნდისთვისაც და თითოეული ფეხბურთელისთვისაც. როცა საქმე ცუდად მიდის, შეიძლება, საკუთარი ძალების რწმენაც დაკარგო და ასეთ დროს კრიტიკა, უბრალოდ, განადგურებს ფსიქოლოგიურად. ამიტომ, ვცდილობ, არ მივაქციო ყურადღება არც კომპლიმენტებს და არც კრიტიკას. ეს ერთგვარად თავდაცვითი რეაქციაა. არადა, ყველას ჰგონია, რომ უგრძნობი ვარ და ჩემზე არაფერი მოქმედებს...

- მოედანზე სასტიკი და აგრესიული ხართ, თუმცა ცხოვრებაში მშვიდად გამოიყურებით...

- ადამიანზე მხოლოდ ფეხბურთით არ უნდა იმსჯელო. წლები გადის, ხანდახან ხვდები ნაცნობ ფეხბურთელებს, რომელთანაც მოედანზე გიჩხუბია კიდეც... აი, მაგალითად, რობერტო აიალა - "ვალენსიას" ცენტრალური მცველი. ჯარიმებისა და კუთხურების დროს ლამის ვჭიდაობდით, მაგრამ დამთავრდებოდა თუ არა თამაში, ერთმანეთს გადავეხვეოდით და კომპლიმენტებს ვეუბნებოდით. თამაშის მერე კი ჩვეულებრივი ბიჭები ვართ...

გიორგი ნინიძე

დოსიე

სერხიო რამოსი

დაიბადა 1986 წლის 30 მარტს, კამასაში (ესპანეთი)

საკლუბო კარიერა

2003-04 სევილია B 26(2)

2004-05 სევილია 39(2)

2005- რეალი 375(49)

სანაკრებო კარიერა

2002 ესპანეთიU17 1(0)

2004 ესპანეთიU19 6(0)

2004 ესპანეთიU21 6(0)

2005- ესპანეთი 147(11)

მსოფლიოს ჩემპიონი (2010), ევროპის ჩემპიონი (2008, 2012), ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2013/14, 2015/16, 2016/17), უეფას სუპერთასის მფლობელი (2014, 2016, 2017), ესპანეთის ჩემპიონი (2006/07, 2007/08, 2011/12, 2016/17), ესპანეთის თასის მფლობელი (2010/11, 2013/14), ესპანეთის სუპერთასის მფლობელი (2008, 2012, 2017).

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ