ქართული გოლები, დებიუტები და... გაძევება

ლეგიონის უქმეების მიმოხილვას რუსული პრემიერლიგით დავიწყებთ, სადაც მე-14 ტური გაიმართა. ჩემპიონმა "რუბინმა" ყაზანში მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. მასპინძელთა დაცვის მარჯვენა ფლანგზე საიმედოდ გაისარჯა ლაშა სალუქვაძე. 28 წლის ქართველმა მცველმა "ჩემპიონატისგან" კარგი შეფასება მიიღო - 6. ჩემპიონატის დასაწყისში ლაშას გაუჭირდა სასტარტო შემადგენლობაში ადგილის შენარჩუნება, მაგრამ აგერ უკვე 5 ტურია ქართველი შეუცვლელად იცავს რუსეთის ჩემპიონის ღირსებას. სხვათა შორის, მოსკოველთა შემადგენლობაში პრემიერლიგის დებიუტი ჰქონდა 18 წლის ირაკლი ლოგუას, რომელიც მოსკოვის "დინამოს" აღზრდილია და რუსეთის მოქალაქეა. "რუბინს" 29 ქულა აქვს.

მალხაზ ასათიანის "ლოკომოტივი" ნოვოსიბირსკსს ეწვია და ადგილობრივ "სიბირს" 2:2 დაუზავდა. რკინიგზელები პირველი ტაიმის შემდეგ იგებდნენ 2:0-ს, მაგრამ 49-ე წუთზე კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ასათიანმა საჰაერო ორთაბრძოლა წააგო, ბურთი უხეიროდ მოიგერია და ალექსეი მედვედევმა გაიტანა. ალბათ სწორედ ამიტომ ასათიანის თამაში "ჩემპიონატმა" 5 ბალით შეაფასა. "ლოკომოტივმა" 14 ტურში 22 ქულა დააგროვა.

მოსკოვის ცსკა-მ "ხიმკის" არენაზე უმასპინძლა ნალჩიკის "სპარტაკს" და 1:2 წააგო. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. სტუმრებს ქართველმა ლეგიონერებმა მოაგებინეს. მე-8 წუთზე დავით სირაძემ საჯარიმოში მიიღო ბურთი და ერთი შეხებით ის არმიელთა კარში გადაგზავნა. 45-ე წუთზე თავი გოგიტა გოგუამ გამოიჩინა. გოგუა ძალზე აქტიური იყო მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში 41-ე წუთზე ის ალან ძაგოევმა წააქცია, რასაც მცირე გარჩევა მოჰყვა, მსაჯმა ორივე გააფრთხილა. შესვენებაზე კრასნოჟანმა გოგუა სათადარიგოთა სკამზე დასვა, შეეშინდა ემოციურ ქართველს წითელი ბარათისთვის არ გამოეკრა ხელი. მე-2 ტაიმში სირაძეც გააფრთხილეს, მსაჯთან კამათისათვის. ქართველი ფორვარდი 82-ე წუთზე შეცვალეს. გოგუა და სირაძეც საუკეთესოები იყვნენ ნალჩიკელთა რიგებში - მათ 6,5-6,5 ბალი დაიმსახურეს. მატჩის შემდეგ "სპარტაკის" მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გოგუას მცირე ტრავმა ჰქონდა, თანაც მსაჯ სუხინას ის ადრე ორჯერ ჰყავდა გაძევებული... სირაძემ და გოგუამ ჩემპიონატში თავიანთი მე-2 გოლები გაიტანეს. "სპარტაკმა" 25 ქულა მოაგროვა.

ჩრდილოკავკასიურ დერბიში "ანჟიმ" 1:0 მოუგო "ტერეკს". მასპინძელთა რიგებში მხოლოდ დავით კვირკველიამ ითამაშა ჩვენებურთაგან (5,5), ხოლო ნუკრი რევიშვილი და გიორგი ილურიძე სათადარიგოთა სჯამზე დარჩნენ. სტუმართა რიგებში 85-ე წუთზე გამოჩნდა ლევან გვაზავა, რომელმაც ყვითელი ბარათის მიღება "მოასწრო". "ტერეკს" 17 ქულა დარჩა, "ანჟის" 16 გაუხდა.

მოსკოვის "სპარტაკმა" სტუმრად ვერ მოუგო "კრილია სოვეტოვს". სპეციალისტთა მტკიცებით, ჯანო ანანიძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში, კარპინმა ის 85-ე წუთზე შეცვალა. "ჩემპიონატმა" 17 წლის ქართველის თამაში 6 ბალით შეაფასა. "სპარტაკი" 20 ქულით მე-6 ადგილზეა.

უკრაინული ვიშალიგის III ტურში ვასილ გიგიაძის "ტავრიამ" 2:1 მოუგო დონეცკის "მეტალურგს". მასპინძელთა ვეტერანმა ფორვარდმა 71-ე წუთამდე ითამაშა. 35-ე წუთზე მას გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ 8 მეტრიდან ააცილა, არადა იდაჰორმა მას გამოზომილი პასი მისცა. "ტავრიას" მთავარმა მწვრთნელმა სერგეი პუჩკოვმა გიგიაძის შეცვლის მიზეზად ქართველის დაღლა დაასახელა.

უჩა ლობჟანიძის "დნიპრომ" სეზონი შესანიშნავად დაიწყო, 3 მატჩში 3 მოგება. შაბათს "დნიპრო" სტუმრად "ილიჩევეცს" გაუსწორდა - 5:1. როცა ანგარიში 4:1 იყო, მწვრთნელმა ლობჟანიძე (75-ე წუთი) დასვა. ვლადიმირ ბესონოვმა აღნიშნა, რომ მეორე ტაიმში ლობჟანიძე ვერაფერს უხერხებდა კრივოშეენკოს, ამიტომაც შეცვალა. ამ მატჩში მასპინძელთა რიგებში მხოლოდ 85-ე წუთზე გამოჩნდა გიორგი გაბედავა. სხვათა შორის, წინა დღით "დნიპროს" დუბლებში ევგენი ბოხაშვილმა დუბლი მიითვალა.

"ზესტაფონის" მომავალმა მეტოქე "კარპატიმ" შინ 1:0 მოუგო ზაპოროჟიეს "მეტალურგს". სანდრო გურული სასტარტოში იყო, მაგრამ თამაშის ჩამთავრება არ ეწერა, 75-ე წუთზე მან უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, ბოლო წუთზე კი უარესად იუხეშა და მსაჯისგან მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო.

ფინური იკონენლიგის მე-14 ტურში ანზორ კალაძის ოპს-მ შინ 1:0 მოუგო გიორგი ოსიტაშვილის "კოტეპეს". კალაძე 75-ე წუთზე შეცვალეს, ოსიტაშვილი - 61-ეზე. ირაკლი სირბილაძის კპვ "კემის" ესტუმრა და 2:5 დამარცხდა. სირბილაძეს ამჯერად თავი არ გამოუჩენია. ისე კი მის ანგარიშზე "სოკერვეის" ინფორმაციით 8 გოლია.

გუშინ ერთპიროვნულმა ლიდერმა "როვანიემიმ" სტუმრად 3:0 გაანადგურა აუტსაიდერი ტპვ. პავლე ხორგუაშვილი სასტარტოში იყო, მეორე ტაიმში მოედანზე მისი ტყუპისცალი ვალტერიც გამოჩნდა. ქართველებს ამჯერად თავი არ გამოუჩენიათ. 14 ტურის შემდეგ "როვანიემი" 33 ქულით პირველია და მდევარს 7 ქულით უსწრებს.

მოლდოვის ჩემპიონატი ტირასპოლის დერბით გაიხსნა, ლამის მუდმივმა ჩემპიონმა "შერიფმა" "ტირასპოლს" დიდი ანგარიშით მოუგო - 3:0. ვაჟა თარხნიშვილი კვლავ კაპიტნის სამკლავურით გაუძღვა გუნდს. აგვისტოში თარხნიშვილი 39 წლისა ხდება, ის უკვე 11 წელიწადია "შერიფშია" და მე-13 სეზონი დაიწყო გუნდთან ერთად.

ჩემპიონატი დაიწყო შვეიცარიის ჩელენჯლიგაშიც (რანგით მეორე), "შაფჰაუზენში" იჯარით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი გიორგი ივანიშვილი გადავიდა. "შაფჰაუზენმა" კარგი სტარტი აიღო, სტუმრად "ნიონი" 4:1 გაანადგურა. სტუმართა მე-19 ნომერმა ქართველმა II ტაიმი ითამაშა.

ბელარუსის ჩემპიონატის მე-19 ტურში ბრესტის "დინამომ" მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე გაიტანა მასპინძელი "ვიტებსკის" კარში - 1:0. 90 წუთი ითამაშა სტუმართა ახალწვეულმა გივი კვარაცხელიამ, ზაზა ჭელიძეს არ უთამაშია. "დინამო" 27 ქულით მეექვსეა.

ვირსლიგის ლატგალიურ დერბიში თამაზ პერტიას "დაუგავამ" 2:0 მოუგო "ბლაზმას". ანგარიში 70-ე წუთზე მამუკა ღონღაძემ გახსნა. პერტიას გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს ჯემალ ჯალიაშვილმა და ახალწვეულმა მამუკა ღონღაძემ, მეორე ტაიმში ორივე შეცვალეს, გიორგი ჩიხრაძეს კი არ უთამაშია. რიგის დერბიში "სკონტომ" 6:1 გაანადგურა "ოლიმპსი", რომლის შემადგენლობაში კოტე ზარნაძემ, ლაშა ღონღაძემ და დავით ჯანელიძემ 90-90 წუთი ითამაშეს. სტუმართა ერთადერთი გოლის ავტორი ლაშა ღონღაძეა (მე-13 წუთი).

ესტონულ მეისტრილიგაში იქაური "კლასიკო" გაიმართა - "ლევადიამ" "ფლორას" უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა. სტუმართა რიგებში 69-ე წუთზე ზაქარია ბეგლარიშვილი გამოჩნდა. ლიდერთა მატჩს 3,2 ათასი მაყურებელი დაესწრო - სიამაყით გვამცნობს ესტონური "სოკერნეტი"...

ქართული გოლი გავიდა ყაზახეთშიც, 10 კაცით დარჩენილმა "ატირაუმ" მაინც შეძლო 2:1 მოგება სტუმრად. 33-ე წუთზე გამარჯვების გოლი "ჟეტისუს" კარში გიორგი ფეიქრიშვილმა გაიტანა.

ლელო

[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა
"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება