იტალიის დედაქალაქ რომში გრძელდება პარამოფარიკავეთა (ეტლით მოსარგებლე) მსოფლიოს ჩემპიონატი
იტალიის დედაქალაქ რომში გრძელდება პარამოფარიკავეთა (ეტლით მოსარგებლე) მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს სამი წარმომადგენელი (მწვრთნელები - მალხაზ მესხი და მერაბ ბაზაძე) მონაწილეობს.

როგორც გაუწყეთ, ასპარეზობის პირველ დღეს B კატეგორიის სპორტსმენებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისპრიზიორმა, მსოფლიოს თასის შვიდგზის გამარჯვებულმა ირმა ხეცურიანმა ჯგუფში ფრანგი სოფი შაბლონი, უკრაინელი ინა დოლოჰი, იტალიელი მარტა მონსეტი, ბერძენი კელი ლუფაკი დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.

იქაც ზედიზედ სძლია პოლონელებს - იადია პაჩეკსა (15:6) და პატრისია ჩაჰარეზას (15:10), ფინალში ტაილანდელ ჟანა სუსის აჯობა 15:10 და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

გუშინ A კატეგორიის წარმომადგენელთა შეჯიბრებაში ჩაება მოხმალავე ნინა თიბილაშვილი, რომელიც ხმალში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია, რაპირაში მსოფლიოს თასის მფლობელი და ორგზის პრიზიორი, დაშნაში მეორე და მესამეადგილოსანი, უფროსებში მსოფლიოს თასზე ოთხჯერ მესამე იყო.

თავის სპორტულ კოლექციას ნინამ გუშინ კიდევ ერთი - მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაო შესძინა: ჯგუფში დაამარცხა იტალიელი სოფია ბრუნატი, ფრანგი სანდრინე ქუინოლა, რუსი ვიქტორია სმერტინა, ტაილანდელი ატიტაია ჩოოკერტი და მხოლოდ ერთი პაექრობა დათმო უნგრელ ამარილა ვერეშთან. პლეი-ოფში სანდრინე ქუინოლას აჯობა 15:12, შემდეგ იტალიელ ლორედანა ტრიგილიას მოუგო - 15:10, ნახევარფინალი კი უკრაინელ ნატალია მორკვიჩთან დათმო (13:15) და მესამე ადგილზე გავიდა.

ახლა ეტლით მოსარგებლე მოფარიკავეთა C კატეგორიაში ძალებს მოსინჯავს დიანა ჯიშიაშვილი. დღეს იგი რაპირაში, ხვალ კი დაშნაში იბრძოლებს მედლებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
წარმატებული პარასპორტსმენი ვაქცინაციის კამპანიას უერთდება
ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა
რა პოტენციალი აქვს ფარიკაობას საქართველოში? - მისი ისტორია მსოფლიოსა და საქართველოში
პირველი მედალი პარაოლიმპიადაზე - თიბილაშვილმა ვერცხლი მოიპოვა!
ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ხმლით ფარიკაობასა და დაშნაში