ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჩემპიონატში ორი რეკორდი დაამყარა
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჩემპიონატში ორი რეკორდი დაამყარა: 220 კილო აიტაცა და ორჭიდში 474 კილოს მოუყარა თავი.

- ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [VIDEO]

ლაშამ გაზეთ "ლელოსთან" მის გეგმებსა და რეკორდებზე ისაუბრა.

- 2017 წლის ევროპის ჩემპიონატი მინდა გავიხსენო: ატაცში იქ დამყარებული მსოფლიოს რეკორდი წინასწარ გქონდათ დაგეგმილი?

- არც ევროპასა და არც დუშეთში მსოფლიოს რეკორდებზე მისვლა თვითმიზანი არ ყოფილა. გიორგი ასანიძე შესანიშნავი მწვრთნელია. მან იცის, შეგირდი კონკრეტული შემთხვევისთვის როგორ არის მზად, რა სიმძიმის დაძლევა შეუძლია. სწორედ აქედან გამომდინარე განსაზღვრავს, როდის რა წონა შეუკვეთოს და სპორტსმენებს საამისოდ ფსიქოლოგიურადაც განაწყობს.

ევროპის ჩემპიონატზე მეორე მისვლისას 210 კილო რომ ავიტაცე, ვიგრძენი, რომ ბევრად მეტი შემეძლო. ამიტომ შევუკვეთეთ 217 კილო. ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელებს იმედები არ გავუცრუე.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, ამ შეჯიბრებისთვისაც კარგად მოვემზადე, მაგრამ რეკორდებზე არც ამჯერად გვიფიქრია. მეორე ცდაზე, ატაცში 212 კილოგრამის დაძლევისას, მე და მწვრთნელმა ტექნიკური წუნი შევნიშნეთ. საკუთარ თავზე გავბრაზდი. ვიცოდით, რომ 220 კილო მსოფლიოს რეკორდად არ ჩაგვეთვლებოდა, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად მაინც ვცადეთ და იოლადაც გამომივიდა.

აკვრაშიც მქონდა ხარვეზები, მეტიც - მეორე ცდა 154 კილოზე გამიცუდდა. მესამეზე კი ეს წონა ადვილად დავიმორჩილე, რითაც ორჭიდშიც ახალი სარეკორდო წონა გამოგვივიდა. ეს მაჩვენებლები ჩემთვის ზღვარი არ არის, ამერიკაში ვეცდები უკეთესი შედეგების მიღწევას - საქართველოს რეკორდების მოხსნას. თუმცა მსოფლიომდე რაღაც ხარვეზების გამოსწორება აუცილებლად მოგვიწევს, საამისოდ დროც საკმაო გვაქვს.

მე, მაგალითად, ასეთ რამეებს არც ვუყურებ და, რომც შევიტყო, ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ჩემთვის მეტოქესთან კი არა, რკინასთან გაჯიბრებაა მთავარი. ზოგს შტანგა უსულო არსება ჰგონია, ჩემთვის კი ის სულიერია, უნდა მოარჯულო, დამჯერი გახადო. ძალოსანსა და რკინას შორის ჰარმონია უნდა დამყარდეს, უნდა მოგენდოს, რომ მოძრაობისას სასურველ წონაზე წამოგყვეს, თორემ თუ გაგიჯიუტდა, არაფერი გამოვა. ამიტომაც ჩემი ჩვევები მაქვს - უწესრიგობას ვერ ვიტან. ყოველი წვრთნის შემდეგ შტანგას თუ სხვა სავარჯიშო იარაღს ვწმენდ და ისე ვალაგებ...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე

888
გვიყვარხარ და გვეამაყები ჩემპიონო!
ნაციონალური ცოცხი მრავალი ფერის და ფორმისაა
"პირველი" ან ასე იწერება, ან რომაულად; შენ რომ დაჯღვარკე ისე, შენი ბელადი მიშა წერს მხოლოდ. სკოლაში არ გივლია მეცოცხე გლახუნავ?
glaxuna
საამაყო ქართველი. 1 - ლი ნომერი გვინდა იყო მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში!
გიორგი
ლაშა შენ ყველა დროის საუკეთესო ძალოსანი უნდა გახდე!!!! საქართველო შენს გვერდზეა!!!
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..