სამშაბათი
ზედიზედ მეოთხე

13.11. ქუთაისი. რამაზ შენგელია

0:1 სტასევიჩი (24), 1:1 სიხარულიძე (35), 2:1 დვალი (51), 2:2 ნეხაიჩიკი (66)

საქართველო (4-3-2-1): კვასხვაძე - გეგეჭკორი (87.კაკაბაძე), კაშია (46. დვალი), ხოჭოლავა, შერგელაშვილი - აბურჯანია, კანკავა (62. მერებაშვილი), გვილია (87. კაჭარავა) - ჯიღაური (62. ქვილითაია), პაპუნაშვილი - სიხარულიძე (80. ყაზაიშვილი)

სათადარიგოები: მაკარიძე, ლორია, გრიგალავა, ლობჟანიძე, კვეკვესკირი, ნავალოვსკი

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ბელარუსი (4-1-4-1): იგნატოვიჩი (46. პავლიუჩენკო) - რიოსი, პოლიტევიჩი, გავრილოვიჩი, ვოლოდკო (63. მატვეიჩუკი) - კორზუნი - კოვალიოვი (82. კლიმოვიჩი), ბიკოვი, კარნიცკი (57. ნეხაიჩიკი), სტასევიჩი (88. პავლოვეცი) - ლაპცევი.

სათადარიგოები: ევდოკიმოვი, სიადსკო, სოროკა, ნავუმაუ, ბურკო

მწვრთნელი: იგორ კრიუშენკო

გაფრთხილება: ვოლოდკო (27), სიხარულიძე (30), ბიკოვი (44), სტასევიჩი (46)

არბიტრი: სურენ ბალიანი (სომხეთი)

ორი წელიწადია, ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს თავკაცობს და ამ ხნის განმავლობაში ოფიციალურ შეხვედრებში ვერ ვეღირსეთ მოგებას, თორემ, ამხანაგურ მატჩებში, ასე თუ ისე, ვყოჩაღობდით. ჩვენს ეროვნულ გუნდს ზედიზედ სამი ტესტ-მატჩი ჰქონდა მოგებული და იმედი გვქონდა, რომ 2017 წელს გამარჯვებით დავასრულებდით, მაგრამ კრიზისში მყოფ და გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე ბელარუსთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ სომხეთთან 1:4 განადგურდა, მხოლოდ ფრეს დავჯერდით...

შვიდი ცვლილება

...ისიც სათქმელია, რომ ექსპერიმენტული შემადგენლობით მხოლოდ სლავებს არ უთამაშიათ. კვიპროსთან მოგების შემდეგ ვლადიმირ ვაისმა ნაკრების შემადგენლობაში 7 ცვლილება განახორციელა და ეს შეხვედრა რეზერვის საქმეში სანახავად გამოიყენა. გიორგი ლორიას ნაცვლად, "ჯვაროსანთა" კარის დარაჯად როინ კვასხვაძე მოგვევლინა, რომელიც ნაკრებში ქუთაისის "ტორპედოს წარმოადგენს და ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის ძირითადში მისი გამოჩენა სასიხარულო მოვლენა იყო.

გადახალისებული იყო ნაკრების დაცვის ხაზიც. აქ განაპირა მცველებად ვაისმა ლაშა შერგელაშვილი და ლევან გეგეჭკორი დააყენა. დაცვის ცენტრს კვლავ გურამ კაშია და დავით ხოჭოლავა ამაგრებდნენ.

ცვლილებები იყო ნახევარდაცვაშიც. მოედნის ცენტრში, ჯაბა კანკავასთან ერთად, მწვრთნელმა ამჯერად ვაკო გვილია და გიორგი აბურჯანია გაამწესა. ფლანგებიდან კი გიორგი პაპუნაშვილი და ჯაბა ჯიღაური უტევდნენ, ხოლო გამოკვეთილი ფორვარდი ეროვნული ლიგის ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე გახლდათ. წინასწარ უნდა ვთქვათ, რომ სიხარულიძემ დიდი მონდომებით ითამაშა, "ჯვაროსანთა" შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ყველაზე მეტჯერ სწორედ ის დაემუქრა სტუმართა კარს და, რაც მთავარია, სადებიუტო გოლიც გაიტანა. სიხარულიძის მაგალითიდანაც გამოჩნდა, რომ შესაძლებელია საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელიც სასარგებლო იყოს ნაკრებისთვის...

გარემო

ასეთი შემადგენლობით საქართველოს ნაკრები პირველად თამაშობდა და ძნელად სავარაუდოა, ოდესმე კიდევ ითამაშოს, მაგრამ არც "თეთრი არწივები" დაფრინავდნენ და კრიზისში მყოფ გუნდთან ვერმოგება ჩვენი ნაკრების აქტივში ვერ ჩაიწერება.

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შესანიშნავი საფეხბურთო გარემო იყო შექმნილი. თუმცა, სტადიონი ცოტა გვიან შეივსო, რადგან გულშემატკივრებმა "ქართული მარშის" აქციის გამო სტადიონზე დროულად შესვლა ვერ მოახერხეს.

მატჩი

ვაისის საწმყსოს ეტყობოდა, რომ შეთამაშების პრობლემა ჰქონდა. ქართველებმა მატჩის განმავლობაში ბევრი შეცდომა დაუშვეს, თუმცა ამ მხრივ არც სტუმრები ჩამოგვრჩებოდნენ. მასპინძლები "პირველ ნომრად" კი თამაშობდნენ, მაგრამ კარში მხოლოდ მე-20 წუთზე დაარტყეს, როცა ჯაბა ჯიღაურს მეკარე სერგეი იგნატევიჩმა აუღო. აქტიურად ერთვებოდნენ შეტევაში ლევან გეგეჭკორი და ლაშა შერგელაშვილი, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი განაპირა მცველები ზოგჯერ უკან დაბრუნებას ვეღარ ასწრებდნენ და სტუმრებს კონტრშეტევებისთვის კარგი პლაცდარმი ექმნებოდათ...

კვასხვაძის კარში გასული პირველი გოლი სწორედ მარცხენა ფლანგის ჩავარდნას მოჰყვა - ალექსეი რიოსი შერგელაშვილს გაექცა და ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, მოწოდების სიმაღლეზე ვერც ცენტრალური მცველები აღმოჩნდნენ, მათ დენის ლაპცევი ჰყავდათ დატოვებული უყურადღებოდ, რომელმაც, მართალია, ბურთი ვერ შეიმაგრა, მაგრამ იგორ სტასევიჩის მისამართით გადაცემა გამოუვიდა და ბელარუსთა კაპიტანმა ეფექტური დარტყმით დაგვამწუხრა - 0:1.

გულშემატკივართა ყიჟინის ფონზე ვაისის გუნდმა აქტიურად შეუტია და სიხარულიძემ ორი შანსიდან ერთი გოლად აქცია. მან კუთხურის შემდეგ მახვილი კუთხიდან აიღო სტუმართა კარი - 1:1.

საქართველოს ნაკრებმა მეორე გოლიც "სტანდარტულის" შედეგად გაიტანა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ლაშა დვალმა ჩვენი გუნდი ხუთიოდ წუთში თავური დარტყმით დააწინაურა. ანგარიშის გაზრდა მართებდა ჯაბა კანკავას, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან კარგად ვერ დაარტყა.

ქართველები ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ შეტევაში მეტი ფანტაზია იყო საჭირო. ანგარიშის გაზრდას ვინ ჩივის, ვაისის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნებაც ვერ მოახერხა. კიდევ ერთხელ ჩავარდა დაცვა, სტასევიჩმა მარტივად მოძებნა საჯარიმოში მცველებისგან უყურადღებოდ მიტოვებული პაველ ნეხაიჩიკი, ბურთი თავზე დაასვა და ანგარიშის გათანაბრების მეტი აღარაფერი დარჩა - 2:2.

ვაისმა ცვლილებებს მიმართა. შეტევების გასაძლიერებლად მოედანზე გიორგი მერებაშვილსა და გიორგი ქვილითაიას უხმო. თამაშში ორივე აქტიურად ჩაერთო, ქვილითაიას ორჯერ მართებდა კიდეც გატანა, მაგრამ ჯერ ბურთი ვერ შეიმაგრა, შემდეგ კი მეკარემ დაასწრო.

მოგვიანებით გამოჩნდნენ მოედანზე ვაკო ყაზაიშვილი, ნიკა კაჭარავა და ოთარ კაკაბაძეც, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე ამხანაგურის მოგება ვეღარ მოახერხა.

დავით კოხრეიძე

ქუთაისიდან

20" - გვილიას გადაცემის შემდეგ კარში ჯიღაური ურტყამდა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

24" - გოლი! დაცვის მარცხენა ფლანგის შეცდომა. რიოსმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ტანმაღალი ფორვარდი ლაპცევი ბურთს უხეირიროდ დაუხვდა, მაგრამ სტასევიჩის მისამართით კარგი გადაცემა გამოუვიდა და ამანაც ძლიერი დარტყმით სტუმრები დააწინაურა - 0:1. ამ მომენტში ცენტრალურ მცველებსაც უფრო ყურადღებით მართებდათ თამაში.

30" - შერგელაშვილის ჩაწოდების შემდეგ სიხარულიძემ გავრილოვიჩსა და ვოლოდკოს პოზიციურად აჯობა, მაგრამ მისი თავური მეკარემ მოიგერია.

32" - საჯარიმოს შიგნიდან პაპუნაშვილი უზუსტოდ ურტყამს.

35" - გოლი! "სტანდარტულის" შემდეგ ბელარუსებმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთი ვერ გამოიტანეს და ირაკლი სიხარულიძემ მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა - 1:1.

40" - შერგელაშვილმა სიხარულიძის მისამართით ჩაწოდებას პირდაპირ კარში დარტყმა ამჯობინა, თუმცა სიზუსტე დააკლდა.

45" - კოვალიოვი კაშიასთან ორთაბრძოლაში ჩვენს საჯარიმოში წაიქცა და პენალტს ითხოვდა...

49" - გეგეჭკორის გადაცემის შემდეგ სიხარულიძე დასწრებაზე თამაშობდა. ბურთი მეკარემ მოიგერია.

51" - გოლი! შერგელაშვილის კუთხური, დვალის თავური და გოლი - 2:1.

56" - კანკავას გატანა მართებდა, მაგრამ პავლიუჩენკოს ვერ აჯობა.

66" - გოლი! კვლავ ჩვენი მცველების შეცდომა. სტასევიჩის ჩაწოდების შემდეგ, უყურადღებოდ დარჩენილმა ნეხაიჩიკმა ანგარიში თავურით გაათანაბრა - 2:2.

78" - გეგეჭკორმა მერებაშვილთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და კარშიც დაარტყა, მაგრამ კუთხე მახვილი იყო და მეკარეს ვერ აჯობა.

81" - ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე იყო, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა.

80" - ცენტრალური მცველების შეცდომა და ლაპცევის თავურის შემდეგ აშკარა გოლს გადავრჩით.

87" - ქვილითაია მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ პავლიუჩენკომ კარი დროულად დატოვა და ჩვენს ფორვარდს დაასწრო.

მატჩის შემდეგ

ვლადიმირ ვაისი (საქართველო): "დღევანდელ შეხვედრაში კარგთან ერთად ის ხარვეზებიც გამოჩნდა, რომლის გამოსასწორებლადაც უნდა ვიმუშაოთ. შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, მონდომება არც ერთ ფეხბურთელს არ დაეწუნებოდა. სამწუხაროდ, შანსების მიუხედავად, ვერ მოვიგეთ. რაც შეეხება კაშიას ცვლილებას, მას სანაკრებო და საკლუბო დონეზე ბევრი თამაში უწევს და თავად მთხოვა შეცვლა".

იგორ კრიუშენკო (ბელარუსი): "დღევანდელ შეხვედრაში ოპტიმალური შემადგენლობა არ გვყავდა. თავის გამოჩენის საშუალება ძირითადად ბელარუსის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს მივეცით. კარგი თამაში გამოვიდა, სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ქართველებს საკუთარი გულშემატკივრების გახარება უნდოდათ და მონდომებით თამაშობდნენ. ვფიქრობ, შედეგი კანონზომიერია, რადგან მომენტები ერთ კართანაც იყო და მეორესთანაც. ვიგებდით, მაგრამ სამწუხაროდ, "სტანდარტულებისას" მიუტევებელი შეცდომები დავუშვით და მდევრის როლში აღმოვჩნდით, თუმცა ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ და ვფიქრობ, შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა".

00000000000000000000

გურამ კაშია

სანამ ერთი

ქომაგი მაინც

მეყოლება,

ნაკრებში

მანამდე

ჩამოვალ!

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა მატჩის შემდეგ, რომელიც ქუთაისში 2:2 დასრულდა, ჩვენი გუნდის მცველმა გურამ კაშიამ კომენტარი გაავრცელა:

"მადლობა გორსა და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა მათ, ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს! მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც ამ ერთი ადამიანისთვის ჩამოვალ ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში", - წერს კაშია სოციალურ ქსელში.

მერაბ მამულაშვილი

000000000000000

ნაკრების დებიუტანტი

დაასაჩუქრეს

გუშინ, ქუთაისში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის ბოლო შეხვედრა გამართა და ბელარუსს დაუზავდა - 2:2.

საინტერესო იყო ამბავი, რომელიც საქართველოს ნაკრების მატჩისწინა ვარჯიშზე მოხდა: ეროვნული გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ნაკრების დებიუტანტს, თბილისის "დინამოს" 23 წლის მცველ ლევან გეგეჭკორს სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ახალწვეულის დაჯილდოება ნაკრებში ტრადიციად დამკვიდრდა: მანამდე, მსგავსი პრიზი მიიღო ირაკლი სიხარულიძემ, რომელმაც გუშინ თავისი პირველი სანაკრებო გოლიც გაიტანა...

მატჩის შემდეგ "ლელომ" გეგეჭკორთან ინტერვიუ ჩაწერა:

00000000000

ლევან გეგეჭკორი

შეკრებაზე

გატარებული

თითოეული

საათი მახსოვს...

- საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშეთ. როგორია პირველი შთაბეჭდილებები?

- ძალიან სასიამოვნო განცდა და დიდი მოტივაციაც იყო. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მწვრთნელი გენდობა და ძირითადში გაყენებს. ვაისის კეთილგანწყობას მთელი შეკრების დროს და მანამდეც ვგრძნობდი.

- თამაშამდე თანაგუნდელებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყვეს - წყალტუბოში სიმბოლური საჩუქარი გადმოგცეს...

- იმანაც ძალიან იმოქმედა, ნაკრების ვიმპელით ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ რომ დამასაჩუქრეს. თითქოს, დეტალია, მაგრამ - ძალიან სასიამოვნო. ნაკრებში დებიუტანტი ვარ და შეკრებაზე გატარებული თითოეული საათი და დღე მამახსოვრდება. ამაზე მეტი რა სტიმული უნდა იყოს, როცა მოედანზე გადიხარ, შენი ქვეყნის ჰიმნზე დგები და თამაშობ. ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია, იქაც მქონდა დიდი ემოცია და ახლა ხომ საერთოდ - ეროვნული გუნდი სხვა სიმაღლეზე მოხვედრის შანსი და იმედია.

- თავიდან შებოჭილი ჩანდით, მერე კი, განსაკუთრებით მეორე ტაიმის დასაწყისში, შეტევებში აქტიურად ჩაერთვეთ. ეს მწვრთნელის დავალება იყო?

- მწვრთნელზეა დამოკიდებული, რა დავალებას მოგცემს. ვაისს უყვარს, მცველი რომ ამწვავებს თამაშს და შეტევებში ერთვება. ვიგრძენი, შეიძლებოდა თამაში და მეც თამამად შევუტიე. ჩემს მხარეს მცველთან და ნახევარმცველთან უპირატესობის მოპოვება შეიძლებოდა და ეს გამოვიყენე.

- თუმცა, მეორე ტაიმში ბელარუსებიც მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. დაიღალეთ თუ შეტევებს რატომ ვეღარ აჩერებდით?

- ალბათ, ესეც ლოგიკური იყო. შინ ვთამაშობდით, მოგება გვინდოდა და მეორე ტაიმის ბოლოსკენ მთელი გუნდით შეტევაზე გადავედით. ასეთ დროს დაცვას ნაკლები ყურადღება ექცევა და მეტოქისთვის კონტრშეტევების წამოწყება შედარებით ადვილია. ბელარუსი კი სწორედ კონტრშეტევის გუნდია.

- მეტოქეზე რას იტყვით?

- საკმაოდ სწრაფი და საინტერესო გუნდი აღმოჩნდა. როგორც ვთქვი, კონტრშეტევები ეხერხებათ. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრა ჩვენი მოსაგები იყო.

მერაბ მამულაშვილი

000000000000000

დღეს. U21. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი. საქართველო-ლიტვა. მიხეილ მესხი. 19:00

მოგება და მეტი არაფერი!

დღეს, 19 საათზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ლიტვას უმასპინძლებს. რა თქმა უნდა, მოგების გარდა სხვა არცერთი შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს, რაკი ციკლი ძალიან ცუდად დავიწყეთ და ოთხი თამაშის შემდეგ მხოლოდ კინკილა ქულა გვაქვს...

...თან გია გეგუჩაძის გუნდს დანაკლისი აქვს. განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ხარაიშვილის არყოფნა, რაც ტრავმებითაა გამოწვეული... მაგრამ რას ვიზამთ...

ამბობენ, ლიტვასთან მატჩის შედეგის მიუხედავად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოსო. თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. გამოცდილი გეგუჩაძე, სავარაუდოდ, სწორედ ბალტიელებთან შეხვედრის შემდეგ გამოიტანს დასკვნას თავისი მომავლის შესახებ...

ამ დროისთვის ლიტვის ახალგაზრდული ნაკრები ჩვენს შესარჩევ ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზეა და საქართველოს უსწრებს. ბალტიისპირელთა აქტივში ფარერებთან მოპოვებული გამარჯვებაა, იმ ფარერებთან, რომელთანაც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 1:3 წააგო...

ლიტვის ახალგაზრდული ნაკრები საქართველოში სტუმრობამდე ბელარუსში ჩავიდა და იქაურ თანატოლებს ეთამაშა. მატჩში, რომელიც არცთუ სანახაობრივი გამოდგა, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - 0:0.

ლიტვის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამ შეხვედრაში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ადამონისი (46. კრაპიკასი), შვეიკაუსკასი, შიმკუსი (46. სილკაიტე), რუჟგისი (46. რუჟბერსკისი), რომანოვსკი (46. მიცკევიჩუსი), კლონიუნისი (46. ბანიუნისი), ლასიცკასი (46. იანონისი), იანკაუსკასი, მატულევიჩუსი, სადაუსკასი (46. კორსაკასი), ბარაუსკასი (80. ლევშინი).

მაინც, რა გუნდია ჩვენი დღევანდელი მეტოქე? ტრადიციულად, შეკრული, ორგანიზებული, ძნელად გასატეხი, მაგრამ აშკარა ხარვეზებით, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კარიტას ფალშასის გუნდის 9 ფეხბურთელი უცხოურ კლუბებს წარმოადგენს. მეტოქეს დააკლდება მეკარე ედვინას გარტმონასი, რომელსაც 19-წლამდელთა ნაკრების გოლკიპერი ტიტას კრაპიკასი შეცვლის. გუნდს უბრუნდებიან მცველი ალდას კორსაკასი და თავდამსხმელი მანფრედას რუზგისი. ნაკრებში პირველადაა მიწვეული მცველი ალეკსანდრას ლესვინასი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლის წინა შეხვედრა "მიხეილ მესხზე" ფინეთთან 2:2 დაასრულა. ჩვენი გუნდიდან თავი გიორგი ბერიძემ და რომან ჭანტურიამ გამოიჩინეს. ლიტვასთან მატჩისთვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები - ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან შოვნაძე (დინამო ბთ);

მცველები - გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კიევი, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბ);

ნახევარმცველები - ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (შტუმბრასი, ლიტვა);

თავდამსხმელები - რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

აქვე, ლიტვის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაც:

მეკარეები - ტიტას კრაპიკასი (სამპდორია), მარიუს ადამონისი (სალერნიტანა), არლიუს ბრაზინსკასი (შეფილდ უენსდეი);

მცველები - რიმვიდას სადაუსკასი (შტუმბრასი), რიჩარდას სვეიკაუსკასი (პალანგა), ალეკსანდრ ლესვინასი (უტენისი), დომინიკას ბარაუსკასი (შტუმბრასი), ალდას კორსაკასი (შტუმბრასი), დომანტას ანტანავიჩუსი (სუდუვა), სლიტას ოლბერკისი (მოგილიოვი);

ნახევარმცველები - დანიელ რომანოვსკი (ჟალგირისი), იუსტას ლასიკასი (ზემუნი), კლადას იანონისი (შტუმბრასი), ედვინას კლონიუნასი (კაუნო), დომანტას სიმკუსი (ატლანტასი), გლედურის მატულევიჩუსი (სუდუვა), ლინას მეგელატისი (ლეჩე), სკიმანტას რაკაუსკასი (ატლანტასი), კაროლის სილკაიტისი (იონავა), ელიგიუს იანკაუსკასი (ჟილინა), სვაიუნას ჩიჟასი (ტრაკაი);

თავდამსხმელები - ედვინას ბაიუნისი (კაუნო), მანფრედას რუზგისი (კიოლნი), ერნესტას მიცკევიჩუსი (კაუნო), ედგარას დუბიცკასი (ლეჩე).

III ჯგუფი

14 ნოემბერი

პოლონეთი-დანია 21:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. დანია 4 4 0 0 19-2 12

2. პოლონეთი 4 2 2 0 10-5 8

3. ფარერები 5 1 2 2 6-10 5

4. ფინეთი 4 0 3 1 6-11 3

5. ლიტვა 3 1 0 2 3-8 3

6. საქართველო 4 0 1 3 5-13 1

ალეკო კაკაურიძე

00000000000000000000000

ინფრასტრუქტურა

უსახლკარო აღარ არის!..

ანგისას ბაზაზე საფარი დააგეს

სასიხარულო ამბავი, რომელიც გუშინ ბათუმის "დინამოს" ოფიციალურმა გვერდმა ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა - ანგისას საფეხბურთო ბაზაზე ბალახის საფარის დაგება დასრულებულია. ეს კი, ფაქტობრივად, ბაზაზე მშენებლობის დასრულებას ნიშნავს.

ეს ნიშნავს იმასაც, რომ ბათუმელები მალე საკუთარი ბაზითა და სტადიონით ისარგებლებენ საშინაო არენის ძებნა აღარ დასჭირდებათ. სპორტულ კომპლექსში ააშენეს ტრიბუნები, სადაც ინდივიდუალური სკამები დაამონტაჟეს. ტრიბუნების კონსტრუქციის ქვეშ კი გასახდელები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები და კლუბის ოფისი განლაგდება.

ბათუმის "დინამოს" ბაზაზე ორი მოედანია - ჯერ ხელოვნური მოედანი დააგეს, რომელზეც გუნდი უკვე ვარჯიშობს, ახლა კი ნატურალური მოედნის დაგება დაასრულეს.

"გამსახურდიას დროს დაწყებული მშენებლობა ახლა დასრულდა", - ასეთი იუმორისტული რეპლიკით გამოეხმაურა ბათუმელი გულშემატკივარი ამ ფაქტს. შეუძლებელია ამ ფრაზაში ჩადებული კონტექსტი არ გაიზიარო. საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კლუბი 2006 წლის შემდეგ საკუთარი სტადიონისა და სავარჯიშო მოედნის გარეშე იყო დარჩენილი. ეს ყველაფერი კი ხდებოდა საქართველოს ერთ-ერთ საკვანძო ქალაქში...

ჯერ უცნობია, მოახერხებს თუ არა წლეულს ბათუმის "დინამო" საკუთარ ბაზაზე თამაშს: გუნდს ეროვნულ ლიგაში სამი მატჩი აქვს დარჩენილი. ამათგან ორს ბათუმში გამართავს - შაბათს, 18 ნოემბერს, "საბურთალოს" მიიღებს, ხოლო 26-ში - გორის "დილას". ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე ორივე თამაშის ჩატარების ადგილად ბათუმის "რაგბი არენაა" მითითებული. ამას გარდა, "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ლიგის ბოლოადგილოსნებისა და ლიგა 2-ში მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდების მატჩი 29 ნოემბერსა და 3 დეკემბერს გაიმართება.

წესით, საფარის დაგებიდან, ვიდრე მასზე პირველად ივარჯიშებენ, გარკვეული დრო უნდა გავიდეს, მოედანი ნიადაგთან რომ "შეხორცდეს". ამას გარდა, სტადიონი ფეხბურთის ფედერაციამ უნდა ჩაიბაროს და ჯერ უცნობია, რა ხარვეზები გამოჩნდება (ამის ალბათობა ყოველთვის არის), ან დამაკმაყოფილებელია თუ არა მოედნის ხარისხი.

ამ ყველაფრის გათვალისწიენებით, დიდი ალბათობით, ბათუმელები ახალ სტადიონზე მხოლოდ მომავალი სეზონიდან ითამაშებენ. მაგრამ ეს უკვე იმდენად მცირე დროა, მოთმენად ღირს. მთავარია, ბათუმის "დინამო" საკუთარ ქალაქში დაბრუნდა და უსახლკარო აღარ არის.

მერაბ მამულაშვილი

000000000000000000000000

რომან ჭანტურია

წარუმატებელი სერია

ლიტვასთან უნდა

შევწყვიტოთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ქულა ფინეთთან მოიპოვა (2:2). გია გეგუჩაძის გუნდი ორჯერ აგებდა, თუმცა მატჩის გადარჩენა რომან ჭანტურიას მიერ 86-ე წუთზე გატანილი გოლით შეძლო.

ტრავმის გამო ჭანტურიას არ უთამაშია ფარერებთან მატჩში, რომელშიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შერცხვა (1:3).

"რა თქმა უნდა, ფინელებთან მხოლოდ მოგება გვსურდა და ამისთვის ვემზადებოდით. ორჯერ ვაგებდით და ბოლო წუთამდე ვცდილობდით, ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ შემოგვეტრიალებინა... სამწუხაროდ, მხოლოდ ფრეს მივაღწიეთ. იყო პრობლემები და ფინეთთან მატჩის მეორე დღიდან მათ მოგვარებასა და მომდევნო თამაშისთვის მზადებაზე გადავერთვეთ", - ამბობს ჭანტურია.

საერთოდ, მიმდინარე ციკლი საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძალიან წარუმატებლად დაიწყო. 4 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ჯგუფის აუტსაიდერია. მომდევნო მატჩს გეგუჩაძის გუნდი დღეს, ლიტვის ნაკრებთან თბილისში გამართავს და მდგომარეობის შეცვლას შეეცდება. არადა, ამ ფორმაციის გუნდისგან გულშემატკივარი დიდ იმედებს ამყარებდა.

იტალიური "პრატოს" თავდამსხმელი ამაზეც გველაპარაკა: "რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ მაყურებელი, ჟურნალისტი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს შეხვედრებს უყურებს, უკმაყოფილოა. 4 თამაშში 1 ქულა გვაქვს და შეუძლებელია, ეს შედეგი ვინმეს ახარებდეს. მაგრამ ყველაზე მეტად უკმაყოფილოები თავად ვართ. ამიტომ, ყველანაირად შევეცდებით, უკვე შემდეგი თამაში ლიტვასთან ბევრად უკეთ ჩავატაროთ და წარუმატებელი სერია დავასრულოთ. მაგრამ მერწმუნეთ ერთ რამეში - ამ გუნდს ბევრად მეტი შეუძლია. ფინეთთან დადებითი მომენტები გამოჩნდა. ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ თამაში არ წაეგოთ. ამ დროს, მთავარია გუნდურობა, ერთმანეთის თანადგომა და ამ მდგომარეობიდან აუცილებლად გამოვალთ".

როგორც ცნობილია, ზაფხულში ყაზანის "რუბინმა" ქართველის სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა და "ემპოლიდან" "პრატოში" გაუშვა. დავინტერესდით, 21 წლის თავდამსხმელი ახალი წლიდან რომელ კლუბში ითამაშებს: "იანვრიდან "რუბინის" კუთვნილებაში გადავალ და გუნდი "ემპოლისგან" ტრანსფერის დარჩენილ 50 პროცენტსაც გამოისყიდის. ამის შემდეგ გადაწყდება, იტალიაში დავრჩები სეზონის ბოლომდე თუ რუსეთში გადავბარგდები".

ჭანტურია 15 წლიდან იტალიაში იზრდებოდა. მისი თქმით, ამ ქვეყანაში გატარებული წლები მისთვის დაუვიწყარია: "იტალიამ ბევრი რამ შემძინა, როგორც - ფეხბურთელს და როგორც - პიროვნებას. რეალურად, აქ დავიწყე დიდი ფეხბურთის თამაში, იტალიური საფეხბურთო სკოლა კი გამორჩეულია და მიხარია, რომ ეს გზა გამოვიარე. მაგრამ ცხოვრება წინ მიდის და იმედია, რუსულ კლუბში წარმატებული კარიერა მელის".

მერაბ მამულაშვილი

000

რატომ ჩამოვიდა

ინტერის

აკადემიის

კოორდინატორი?

იტალიური გრანდი საქართველოში

აკადემიის გახსნას აპირებს

მილანის "ინტერის" საზაფხულო სკოლების კორდინატორი ანდრია რატი თბილისშია და, დიდი ალბათობით, მომავალ წელს აქ ანალოგიურ საზაფხულო სკოლას გახსნის. ეს ამბავი შაბათს გახდა ცნობილი: იტალიური საფეხბურთო გრანდი, ნიჭიერ დამწყებ ფეხბურთელებს მთელ მსოფლიოში ეძებს - ძიების ერთ-ერთი ფორმა სხვადასხვა ქვეყანაში საზაფხულო სკოლების დაფუძნებაა. უკვე წლებია, ივნისში "ნერაძური" საკუთარ მწვრთნელებს აგზავნის სხვადასხვა ქვეყანაში, რათა 6-დან 16 წლამდე ნიჭიერი ბავშვები ავარჯიშონ და მათ შორის ყველაზე საინტერესო მოთამაშეები აღმოაჩინოს.

დიდი ალბათობით, იტალიური კლუბის პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში მომავალი წლიდან საქართველოც იქნება. ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" მოწვევით, "ინტერის"აკადემიის კოორდინატორი ანდრია რატი პარასკევს ჩამოვიდა და თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" საფეხბურთო ბაზა დაათვალიერა.

სინიორ რატის თქმით, "თავისუფალი ფეხბურთის" წინადადება მოსწონს და "ინტერის" საზაფხულო კემპის საქართველოში ორგანიზება რეალური საქმეა.

"თავისუფალ ფეხბურთთან" პარტნიორობის შედეგია, თბილისში კლუბის დავალებით რომ ჩამოვედი. მიხარია, ქართულმა მხარემ "ინტერს" ასეთი საინტერესო იდეა რომ შესთავაზა. საზაფხულო სკოლისთვის შემოთავაზებული ტერიტორია ვნახე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. დიდი ალბათობით, "ინტერსა" და "თავისუფალ ფეხბურთს" შორის პარტიონობა 2018 წელს დაიწყება", - ამბობს ანდრია რატი.

პეტრე სარდანაძე, "თავისუფალი ფეხბურთის" პროექტების მენეჯერი: "მოლაპარაკება დასასრულს მიუახლოვდა და, ფაქტობრივად, გადაწყვეტილება მიღებულია. თბილისში ჩამოვლენ "ინტერის" საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელები და ზაფხულში 75-მდე ბავშვს ავარჯიშებენ".

"თავისუფალი ფეხბურთის" დამფუძნებელი ლევან სეთურიძე ჩანაფიქრზე ვრცლად გველაპარაკა:

- მილანის "ინტერთან" თანამშრომლობა როდის დაიწყეთ?

- ეს ერთი წლის წინ მოხდა. მათი ასაკობრივი გუნდი თბილისის "დინამოს" მიერ ორგანიზებულ ტურნირზე ჩამოვიყვანეთ. ეს ქართულ სინამდვილეში სიახლეა. ამის შემდეგ გვქონდა მოლაპარაკებები საქართველოში სამომავლო პროექტების განხორციელებაზე. მინდა, ჩვენი ორგანიზაციის სახელით მადლობა გადავუხადო "ზესტაფონის" მეპატრონე ილია კოკაიას, რომელმაც კლუბის ბაზაზე საზაფხულო კემპის ჩატარების უფლება მოგვცა.

- "ინტერი" კემპებს რომელ ქვეყნებში აწყობს?

- წლევანდელს გეტყვით: კემპი ჩატარდა საბერძნეთში, სლოვაკეთში, ხორვატიაში, ჩინეთში, არგენტინაში, ბრაზილიასა და იაპონიაში.

- ამ ქვეყნებში "ინტერის" აკადემიებიც მოქმედებს?

- ყველგან არა. ამ კემპების შემდეგ საფეხბურთო აკადემია არგენტინაში, ჩინეთსა და იაპონიაში დააფუძნეს. ჩვენი მიზანიც აკადემიის დაფუძნებაა.

- "ინტერის" საზაფხული კემპის საკითხი როდის მიიღებს ოფიციალურ სახეს?

- ამიტომაც ჩამოვიდა ანდრია რატი და შემიძლია ვთქვა, რომ საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. კონტრაქტს მალე გამოაგზავნიან და ზუსტად მაშინ გვეცოდინება ყველაფერი. სავარაუდოდ, კემპი 2018 წლის ივნისში ან ივლისში გაიმართება.

- ბავშვებს რა კრიტერიუმებით შეარჩევთ?

- წინასწარ ინფორმაცია ცნობილი გახდება კემპების დაწყებამდე და კლუბებზე იქნება დამოკიდებული, გამოუშვებენ თუ არა ბავშვებს. მაგრამ აქ მხოლოდ თბილისელები არ იგულისხმებიან - დიდი სურვილი გვაქვს, საინტერესო ფეხბურთელები რეგიონებიდანაც ჩამოვიყვანოთ, სადაც უამრავი ტალანტია.

- შედეგად რას მიიღებენ ბავშვები? გამორჩეულებს "ინტერის" აკადემიაში წაიყვანენ?

- ჯერ იმას გეტყვით, რომ ყველა მონაწილე მიიღებს ეკიპირებას და სერტიფიკატს, რომ "ინტერის" კემპი გაიარა. ჩატარდება სახალისო-სასელექციო ტურნირი და თუ გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდება, მის კლუბთან მოლაპარაკება დაიწყება. ცხადია, მიზანი ისაა, რომ "ინტერმა" ყველაზე საინტერესო ბავშვები წაიყვანოს.

- აქ აკადემიის დაფუძნება სად გსურთ?

- ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ დაკონკრეტებას მოვერიდები. ცოტაც მოიცადეთ და უახლოეს მომავალში ამ თემაზე ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ...

მერაბ მამულაშვილი

00000000000000

კოკაია

აღმასკომზე

მიიწვიეს

11 ნოემბერს გამართულ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომის თაობაზე პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა და ის "ლელომაც" გაგაცნოთ. სხვადასხვა საკითხებთან ერთად, აღმასკომის წევრებმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლო რეინტეგრაციაზეც იმსჯელეს. როგორც ირკვევა, შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სხდომაზე "ზესტაფონის" მფლობელ ილია კოკაიას მიიწვევენ. იმედია, ამ საკითხს საბოლოოდ წერტილი დაესმება და "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს დაუბრუნდება.

მერაბ მამულაშვილი

საბურთალო ბროდარაცს

ვაკეში

დახვდება

"საბურთალო 2" სერბულ "ბროდარაცს" უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე წრის საპასუხო შეხვედრაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. თბილისური კლუბის მოთხოვნა უეფამ გუშინ დააკმაყოფილა.

ტურნირის დაწყებამდე, "საბურთალომ" ევროფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში გაგზავნილ განაცხადში საშინაო არენად დავით პეტრიაშვილის სახელობის არენა მიუთითა და თურქულ "ბურსასფორს" პირველ ეტაპზე სწორედ იქ უმასპინძლა. მაგრამ სერბულ კლუბთან სტადიონის შეცვლას უეფას საგანგებო ნებართვა დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ სერბეთში "საბურთალომ" პირველი მატჩი 1:1 ითამაშა. საპასუხო დაპირისპირება 22 ნოემბერს გაიმართება და 18 საათზე დაიწყება. სერბები თბილისში 20 ნოემბერს გვესტუმრებიან და სასტუმრო "გოლდენ პალასში" დაბინავდებიან.

დღეს "საბურთალო 2" "სართის" დაუპირისპირდება და ერთი ქულის მოპოვების შემთხვევაში, რეგიონალური ლიგის გათამაშების გამარჯვებული გახდება. მატჩი გლდანში, "ამერის" ყოფილ სტადიონზე 14 საათზე დაიწყება.

მერაბ მამულაშვილი

ქართული

გოლი

ჩემპიონის

კარში

სოსო ჩახვაშვილი ალბანურ "კორაბიში" წარმატებით თამაშობს. მისმა გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში 1:0 მოუგო ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "კუკეშს". ეს ერთადერთი გოლი შორეული დარტყმით სწორედ ჩახვაშვილის ანგარიშზეა.

ალბანეთში გადასვლამდე ის გორის "დილაში" იყო, უფრო ადრე კი "ცხინვალში", ირანსა და სომხურ "მიკაში" უთამაშია.

ალეკო კაკაურიძე

00000000000000000000

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის მორიგი სხდომის შესახებ ინფორმაციას რომ ვაგროვებდი, ძალიან საინტერესო ცნობას წავაწყდი. აღმასკომზე, ზოგადად, განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ჩემპიონატის რანგით უმაღლეს და პირველ ლიგაში მომავალი სეზონიდან უნდა აიკრძალოს ხელოვნურ საფარზე თამაში.

ეს არის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც შეუძლია, ამოქმედების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ჩვენი პირველობის სანახაობრივი მხარე და თან ფეხბურთელის ჯანმრთელობაც მეტად დაცული იყოს...

საქართველოს ჩემპიონატში თუ ჩვენი ქვეყნის გარეთ მოთამაშე არაერთ ფეხბურთელთან მისაუბრია და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ როცა ბუნებრივ ბალახზე თამაშის საშუალება არის, იქ ხელოვნური საფარი საერთოდ არ უნდა ახსენო.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს ძალიან შორს წავიდა. ზოგიერთი ხელოვნური საფარი ისეთია, შეუიარაღებელი თვალით ბუნებრივისგან საერთოდ ვერ გაარჩევ, მაგრამ ფეხბურთელი ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ინდიკატორია და ის ყველაზე კარგად ხვდება, რომელ საფარზე ურჩევნია თამაში, რომელია მისთვის ყველაზე უსაფრთხო და ასე შემდეგ...

რა თქმა უნდა, ჩვენს ბუნებრივ პირობებს ბევრი ქვეყანა ინატრებს და არანაირი აუცილებლობა არ გვაქვს, ხელოვნურ საფარზე ვითამაშოთ, მაგრამ ასეთი საფარი ბოლო დროს პოპულარული გახდა ჩვენში და ამას თავისი მიზეზები აქვს.

სანამ უშუალოდ არ დავინტერესდი ამ საკითხით, ბუნებრივი საფარის მოვლა იოლი მეგონა. ზედაპირულად მართლაც ასე ჩანს, მაგრამ მხოლოდ საქმეში კარგად ჩახედულმა ადამიანებმა იციან, თუ რამხელა შრომაა ყოველივე ამის უკან. რაოდენ დიდი გარჯა სჭირდება იმას, რომ მინდვრის საფარი უმაღლეს თუ არა, კარგ მდგომარეობაში მაინც იყოს.

ყველას როდი შეუძლია და ხელეწიფება ბუნებრივი საფარის მოვლა. ამიტომაა, ბოლო დროს საქართველოში უფრო ხელოვნურ საფარს რომ ეძალებიან. გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამით რისკის ქვეშ ვაყენებთ ფეხბურთელების ჯანმრთელობას.

ავიღოთ თუნდაც "ჩელე არენა". მის საფარს კრიტიკოსები არ აკლია და, რა თქმა უნდა, სამართლიანადაც. ახლა ყველა იმ ფეხბურთელს ვერ ჩამოვთვლით, რომელმაც ტრავმა მიიღო იქ, მაგრამ თამამად შეგვიძლია დავწეროთ, რომ მათი რაოდენობა ათზე მეტი თუ არა, ნაკლები მაინც არ იქნება.

ის კი არა, ზოგიერთ მოთამაშეს ხელოვნურზე მიღებულმა ტრავმამ კარიერა თითქმის დაუნგრია. აქ დავწერ მხოლოდ იმათზე, ვისი მაგალითიც უფრო მწვავეა და ხელისგულზეა.

რაღა დაგიმალოთ და, თავის დროზე ძალიან მომწონდა ბოლნისის "სიონის" გარემარბ ოთარ კობახიძის თამაში. ხელოვნურ საფარზე მიღებული ტრავმის გამო ეს ბიჭი დიდი ხნის განმავლობაში გაქრა ჩვენი თვალთახედვის არიდან. ახლა ის რანგით მესამე ლიგის ლიდერ "შევარდენში" ირჯება და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ!..

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე სულ ახალი მისული იყო "სამტრედიაში", ტრავმა რომ მიიღო. ამის შემდეგ მან, პრაქტიკულად, თავიდან დაიწყო საფეხბურთო ნაბიჯების გადადგმა და ნაყოფიერი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ დაუბრუნდა საყვარელ საქმეს...

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დრო ხომ დაიკარგა? ვინ იცის, რა სარგებლობას მოუტანდა იმავე "სამტრედიას" ცხადაძე, რომელსაც ჰქონდა ევროთასებსა და აზერბაიჯანულ კლუბებში თამაშის საკმარისი გამოცდილება. ვინ იცის, ასეთ შემთხვევაში ჩვენს ჩემპიონს ერთი გოლი მაინც გაეტანა "ყარაბაღის" კარში...

ფეხბურთელისთვის ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია. კიდევ უფრო ძვირფასი ხდება ის საქართველოში, როცა საქმე ეხება ჩვენს რეალობას. საიდუმლო არავისთვისაა, რომ არის კლუბების კატეგორია, რომელიც ნაკლებად ან საერთოდ არ ზრუნავს ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე და ეს მათ სასახელოდ სულაც არ მეტყველებს.

არის მეორე და მეტად მნიშვნელოვანი მომენტიც. ასპროცენტიანი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ თუ ჩვენი ორი წამყვანი ლიგის მატჩები ბუნებრივ საფარზე გაიმართება, სანახაობრივი მხარე მნიშვნელოვნად მოიმატებს.

ცოდვა გამხელილი სჯობს: ჩვენში არსებული ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მეტი წილი ვერ აკმაყოფილებს თუნდაც ელემენტარულ მოთხოვნებს. ზაფხულში, გნებავთ, გაზაფხულის მიწურულს და შემოდგომის დასაწყისში, მასზე თამაში ძალიან არასასიამოვნოა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საფარი უსაშველოდ ხურს და ფეხბურთელს ფეხი ეწვება.

აქ ხომ არ არის ლაპარაკი იმაზე, როგორ ცუდად გორავს ბურთი, რა ძნელია კარში დარტყმა და ბურთის დამორჩილება. აქ საუბარი გვაქვს ფიზიკურ ტკივილზე, რომლის გაძლებისა და თმენის ვალდებულება არცერთ ჩვენს ფეხბურთელს არ აქვს. ასეთი ვალდებულება ბუნებაში არ არსებობს და როცა ეს ასე ხდება, რომელ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ?!

რა თქმა უნდა, შეიძლება ზოგიერთ კლუბს, მეტადრე მის ხელმძღვანელობას არც კი ესიამოვნოს ეს ამბავი. ბუნებრივი მინდვრის დაგება (არ ვიცით, დაეხმარება თუ არა ფეხბურთის ფედერაცია ამაში კლუბებს) და მერე მისი მოვლა ქართული მასშტაბებით სოლიდურ თანხას მოითხოვს, მაგრამ თუ ხარისხი გვინდა, ფულის დახარჯვაც არ უნდა დაგვენანოს.

გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ფეხბურთი მდიდრების სპორტია და ძალიან ხშირად უფრო დიდ წარმატებას აღწევს ის, ვისაც მეტი ფული აქვს. გინდა აქედან მიუდექი, გინდა იქიდან, თუ კერძო ინვესტიცია არ შემოვიდა ქართულ ფეხბურთში, ისე მაინც არაფერი გამოვა და არ გამოვა არც ამ ძალიან კარგ ამბავში.

თუ გვინდა ხარისხიანი ფეხბურთი, მასში ნებისმიერ შემთხვევაში ფული უნდა გადავიხადოთ. ჩვენი კლუბების ხელმძღვანელთა უმეტესობა კი მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სუბსიდიას შეჰყურებს. ასე არაფერი გამოვა!

XXI საუკუნის ფეხბურთმა თავად მოიტანა ეს აქსიომა: ვინც არ არის მზად უმაღლეს დონეზე სათამაშოდ, გვერდზე უნდა გადგეს, რაკი ახლა სხვა დროა და თუ ძველ გზას არ დავაგდებთ, მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რატომ გვჯობნიან თუნდაც აზერბაიჯანული კლუბები.

ასე რომ, გვინდა თუ არა, ეს "უხერხულობა" უნდა მივიღოთ, როგორც აუცილებლობა. მავანი იტყვის, ისლანდიაში სულ ხელოვნურ საფარზე თამაშობენ და შედეგი არ აქვთ თუ რაო?! ასეთებს უნდა ვუპასუხოთ შემდეგი: ჯერ ერთი, ჩვენ ისლანდია არ ვართ და იქ ისეთი ბუნებრივი პირობებია, წელიწადის ძალიან ბევრ დღეს, თუ არ გაქვს ხელოვნური საფარი, ფეხბურთს ვერ ითამაშებ.

მეორეც, ისლანდიელებს თავიანთი საფეხბურთო სკოლა აქვთ, რომელიც ბურთის გაგორებასა და პასზე სულაც არ არის დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და არ უნდა მოვწყდეთ იმ ფეხბურთს, რომელიც წლების განმავლობაში იყო ჩვენეული, ქართული...

ამისთვის კი გვჭირდება ის, რაზეც ზემოთ დავწერეთ. იმდენად ცხადი და ნათელია ყველაფერი, მგონი, ზედმეტი ახსნა აღარც კი სჭირდება, მაგრამ მაინც...

ალეკო კაკაურიძე

0000000000000000

პოსტფაქტუმ

ტარიელ

ხეჩიკაშვილი

დარწმუნებული

ვარ,

ფეხბურთის

განვითარების სახელმწიფო პროგრამა

აუცილებლად გაგრძელდება!

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაცხადებული სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 დარჩება, 4 კი სხვა უწყებას შეუერთდება. "სეკვესტრში" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროც მოხვდა. კვირიკაშვილის განმარტებით, ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა, ხოლო სპორტულ მიმართულებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მიხედავს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა "პირველ არხთან" განაცხადა, რომ სპორტში რჩება.

"პოსტზე კიდევ ერთი თვე ვიმუშავებ და მერე ისევ იმ სფეროს დავუბრუნდები, სადაც მთავრობაში მისვლამდე ვიყავი - ეს არის ბიზნესი, ქართული ფეხბურთი და, ზოგადად, სპორტი. გარედან ყურებას ნამდვილად არ ვაპირებ. ჩემთვის პრიორიტეტული არასოდეს ყოფილა რეგალია - მთავარია ქვეყნისა და სპორტის სიყვარული", - ამბობს ხეჩიკაშვილი.

ცხადია, გვაინტერესებს, გაგრძელდება თუ არა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მისი პერიოდის დროს მიიღეს: "ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობის დროს ქართულ სპორტში დაწყებული აღმშენებლობის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ჩემი მინისტრობის დროს მიიღეს, ერთ-ერთი ინიციატორი მეც გახლდით, მაგრამ ეს მთავრობის მხარდაჭერისა და კეთილი ნების გამოხატულება იყო. დარწმუნებული ვარ, მთავრობის მიერ დაწყებული ყველა პროექტი გაგრძელდება და პლუს, სხვა სასიკეთო პროექტებიც განხორციელდება".

ხეჩიკაშვილი არ აკონკრეტებს, სპორტში ყოფნას რა როლში აპირებს: "ჯერ ამის თქმა არ შემიძლია. სპორტს ვემსახურებოდი ბიზნესიდან, ახლა მინისტრის როლში და მომავალშიც ასე ვაპირებ. მინისტრობის პერიოდში დიდი გამოცდილება მივიღე. პლუს, უცხოეთში მშვენიერი კავშირები ჩამომიყალიბდა და ამ ყველაფერს სასიკეთო საქმეების გასაკეთებლად გამოვიყენებ. მჯერა, ბიზნესში დაბრუნების შემდეგ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ".

სერგო კორძაია

00000000000000000000000

მსოფლიოს ჩემპიონატი 2018

საკვალიფიკაციო ეტაპი. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი

კატასტროფა იტალიურად

ვენტურა დათესეს და ტკივილი მოიმკეს

იტალია-შვედეთი 0:0

პირველი მატჩი 0:1

იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კანდრევა (76. ბერნარდესკი), ფლორენცი, ჟორჟინიო, პაროლო, დარმიანი (63. ელ შაარავი) - გაბიადინი (63. ბელოტი), იმობილე.

შვედეთი (4-4-2): ოლსენი - ლუსტიგი, ლინდელიოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი - კლესონი (72. როდენი), იოჰანსონი (19. სვენსონი), ლარსონი, ფორსბერგი - ტოივონენი (54. ტელინი), ბერგი.

1958 წლის შემდეგ იტალიის ნაკრები პირველად დარჩა მუნდიალს მიღმა. ის ჩემპიონატი შვედეთში გაიმართა. გუშინ კი "სკუადრა აძურას" ცოდვა სწორედ შვედეთის ნაკრებმა დაიდო. რა თქმა უნდა, ეს მთელი იტალიისთვის დიდი ტრაგედიაა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა...

არადა, მართლაც საცოდაობაა - ჯანლუიჯი ბუფონის დიდებული სანაკრებო კარიერა ისე დასრულდა, თავის ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშა. ეს იყო ჯიჯის პირადი ტრაგედიაც. არადა, ის ამას ნამდვილად არ იმსახურებდა.

იტალიამ ითამაშა ძალიან სწორხაზოვანი და უფანტაზიო ფეხბურთი, თუმცა ბოლო წამამდე ჰქონდა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გოლის გატანის შანსი, მაგრამ... შვედებმა ლომებივით იბრძოლეს, რიგ მომენტებში კი მასპინძელთა ფორვარდებს აშკარად აკლდათ სიზუსტე.

ცალკე უნდა აღინიშნოს შვედეთის ნაკრების მეკარე რობინ ოლსენის უაღრესად საიმედო თამაში. მან მთელი შეხვედრა მართლაც უმაღლეს დონეზე ჩაატარა. თუნდაც, მატჩის ენდშპილი რად ღირს, როცა მან სტეფან ელ შაარავის ურთულესი ბურთი აუღო.

იტალიაში ახლა გლოვაა. უმიზეზოდ არაფერი ხდება. "აძურას" დღეს არ ჰყავს სუპერშემადგენლობა, მაგრამ იმ დონის ფეხბურთელები კი ჰყავს, ერთფეროვან და თუნდაც მებრძოლ შვედეთს რომ მოუგოს. იტალიური ფეხბურთის მამები თავიანთი შეცდომისთვის დაისაჯნენ. არავინ იცის, რატომ თავკაცობდა იტალიის ნაკრებს ჯან პიერო ვენტურა, მაშინ, როცა ამ ქვეყანას, როგორც ყოველთვის, დღესაც არაერთი დიდებული მწვრთნელი ჰყავს...

რა თქმა უნდა, ვენტურა დატოვებს თანამდებობას, მაგრამ ეს გაფუჭებულ საქმეს ვეღარ უშველის. ახლა იტალიურ ფეხბურთში რეფორმების დროა და ვინძლო, სწორედ ამ ასპექტში, უკეთესიც კი იყოს, იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ ვერ გავიდა...

ცალკე თემაა ესპანელი არბიტრის, მატეო ლაოსის მსაჯობა. კაცმა არ იცის, რატომ მიენდო მას ამ უპრინციპულესი შეხვედრის განსჯა. ფაქტია, ლაოსმა აქეთაც და იქითაც არ დანიშნა თერთმეტმეტრიანები, ბოლოს კი მთელი იტალია გადაიკიდა ხელით თამაშისთვის არდანიშნული პენალტის გამო, "სკუადრა აძურას" თამაშის დამატებით დროში გადაყვანის დიდებულ შანსს რომ აძლევდა...

ალეკო კაკაურიძე

0000000000000

უფრო დიდი, ვიდრე რეალზე გამარჯვება

დღეს ევროპის კონტინენტიდან მუნდიალის ბოლო მონაწილე გაირკვევა. დუბლინის "ავივა სტედიუმზე" ირლანდია დანიას მასპინძლობს. პირველმა მატჩმა კოპენჰაგენის "პარკენზე" აბსოლუტურად არაფერი გაარკვია, გუნდებს შორის ისევ 0:0-ია.

მარტინ ო"ნილის კრებული ფავორიტია, რადგან ირლანდია შინ თამაშობს, მაგრამ, ამავე დროს, დანიელებს დიდი უპირატესობა ექნებათ, თუ სტუმრად გოლის გატანას მოახერხებენ.

I მატჩი

კოპენჰაგენში დანიის ნაკრებმა ვერ გამოიყენა ის უპირატესობა, რომ შემადგენლობაში კრისტიან ერიქსენი ჰყავს. მართალია, სკანდინავიელებს ბურთზე კონტროლი დამყარებული ჰქონდათ, მაგრამ "ტოტენჰემის" ვარსკვლავის მცდელობებს სერიოზული ხიფათი არ მოჰქონდა ირლანდიელთა კართან და თუ მოჰქონდა, საოცრად თამაშობდა მეკარე დარენ რენდოლფი. ერთი მომენტი ირლანდიელებმაც შექმნეს, თუმცა არც კასპერ შმეიხელმა დააღალატა თავისი გუნდი.

ურთიერთშეხვედრები

დანიური დაპირისპირება მე-14 იყო ამ გუნდებისთვის. 5-ჯერ ირლანდიელებმა იმარჯვეს, 6 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 3 შემთხვევაში დანიელებმა იმარჯვეს. ბურთების შეფარდება 20:16-ია კუნძულელთა სასარგებლოდ.

ფორმა

ირლანდიის ნაკრები შინ დამაჯერებლად თამაშობს, ო"ნილის გუნდმა ბოლო 13 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი დათმო (7 მოგება, 5 ფრე). დანიაც საუკეთესოდ თამაშობს სტუმრად - 3-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

მატჩს პოლონელი არბიტრი შიმონ მარცინიაკი განსჯის.

ირლანდიელთა რიგები ოჯახური მიზეზით დატოვა რობ ელიოტმა. "ნიუკასლის" მეკარის ნაცვლად კოლინ დოილი გამოიძახეს. პირველ მატჩში ტრავმა მიიღო ჰარი არტერმა, თუმცა მისი თამაში დუბლინში სავარაუდოა. გუნდს უბრუნდება დისკვალიფიკაციამოხდილი დევიდ მეილერი.

სავარაუდო შემადგენლობები

ირლანდია (4-4-2): რენდოლფი - უორდი, კლარკი, დაფი, კრისტი - მეილერი, ჰენდრიკი, ბრეიდი, არტერი - მაკლინი, მერფი

დანია (4-3-3): შმეიხელი - ანკერსენი, კიაერი, ბიელანდი, ლარსენი - ერიქსენი, დელეინი, კვისტი - პოულსენი, იორგენსენი, სისტო

კომენტარები

მარტინ ო"ნილი (ირლანდიის მწვრთნელი): "ასეთი შემადგენლობით დანიის ნაკრებს დუბლინში გოლის გატანა ნამდვილად ძალუძს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აქცენტი ორი გოლის გატანაზე უნდა გავაკეთოთ. "ავივაზე" გაცილებით კრეატიულები უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ, მაგრამ დასამალი რა არის, პენალტებშიც ვვარჯიშობთ".

კრისტიან ერიქსენი (დანიის ნაკრების ნახევარმცველი): "ვფიქრობ, თუ მოვიგებთ, ეს ჩემთვის სეზონში უდიდესი გამარჯვება იქნება, უფრო დიდი, ვიდრე "ტოტენჰემის" გამარჯვება "რეალზე". მუნდიალზე გასვლა ძალიან დიდი ამბავი იქნება, როგორც ჩემთვის, ისე ქვეყნისთვის. რა უნდა იყოს იმაზე კარგი, როცა შენი ნაკრები მუნდიალზე გაგყავს".

ნიკოლოზ ნეფარიძე

000000000000000000

ერმანელმა ჟურნალისტმა რაფაელ ჰონიგშტაინმა დაწერა ბიოგრაფიული წიგნი იურგენ კლოპზე. ვფიქრობთ, კლოპი საკმარისად პოპულარულია საიმისოდ, რომ მისი ბიოგრაფიის თუნდაც ერთი ფრაგმენტი საინტერესო იყოს "ლელოს" მკითხველისთვის. დღეს სწორედ ამ წიგნის ერთ ასეთ ფრაგმენტს გთავაზობთ...

...2014 წლის 11 აპრილს იურგენ კლოპი ჰანს-იოახიმ ვატცკეს მიუნხენის "ჰილტონ პარკ ჰოტელში" შეხვდა. მან "დორტმუნდის" შეფს უთხრა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლას აღარ აპირებდა...

რამდენიმე დღით ადრე, როცა "დორტმუნდი" "ბაიერნთან" სათამაშოდ ემზადებოდა, მწვრთნელს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება საკუთარ მომავალზე. მან უაღრესად მომხიბლავი და მაცდუნებელი შეთავაზება მიიღო ინგლისის ჩრდილოდასავლეთიდან. კლოპისათვის ეს იყო შანსი, გაეწვრთნა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი...

"ჩვენ სასადილოში შევხვდით ერთმანეთს. ეს იყო ძალიან საინტერესო საუბარი. მან მითხრა საკუთარი გეგმების თაობაზე და ისიც დაამატა, რომ საღამოს აუცილებლად უნდა გველაპარაკა. მე სადილი მქონდა დაგეგმილი ჩემს გოგონასთან, რომელიც მიუნხენში ცხოვრობს. ამიტომ, ჩვენი შეხვედრა მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა. კლოპმა მითხრა - აღარ მინდა ზეწოლის ქვეშ ვიყო, ისინი უარით გავისტუმრეო", - იხსენებს ვატცკე.

ცოტა ხნით ადრე, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე-აღმასრულებელი დირექტორი ედი ვუდვორდმა გერმანიაში ჩასვლა გადაწყვიტა, რათა კლოპი ენახა. დევიდ მოიესის ხანმოკლე ეპოპეა "ოლდ ტრაფორდზე" უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. "წითელი აშმაკების" ფავორიტი სწორედ ჰერ იურგენი იყო. მას გუნდის თამაშისთვის ოდინდელი ხიბლი უნდა დაებრუნებინა...

ვუდვორდმა უთხრა კლოპს, რომ "ოცნებების თეატრი" (ასეც უწოდებენ "ოლდ ტრაფორდს") სხვა არაფერია, თუ არა "დისნეილენდი ზრდასრულებისთვის" - მითიური ადგილი, სადაც ყველა საფეხბურთო ოცნება სრულდება...

კლოპი ყოყმანობდა. ერთი, რომ მას არ ეთმობოდა მის მიერ გამოძერწილი "დორტმუნდი", მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ 6 წლის შემდეგ, შეიძლება, მართლაც უპრიანი ყოფილიყო სამუშაო ადგილის გამოცვლა.

თავიდან ვატცკემ გადაწყვიტა, რომ ძალიან პრინციპული ყოფილიყო და დაევალდებულებინა კლოპი, პატივი ეცა მისი კონტრაქტისთვის, რომელიც ძალაში იყო 2018 წლის ჩათვლით. მაგრამ ბოლომდე მიხვდა რა სიტუაციის არსს, გამოცდილმა ჩინოსანმა არჩია, სხვა გზით ემოქმედა.

მან მიმართა კლოპს, რომ თუ მას მართლაც უნდა წასვლა "იუნაიტედში", მაშინ ჯობია, პირდაპირ უთხრას ამის თაობაზე. ვატცკემ შენიშნა, რომ მისი და კლოპის მეგობრობა კარგა ხანია, იმსახურებს იმას, რომ მხარეებმა ურთიერთობებს მხოლოდ ბიზნესის კუთხით არ შეხედონ. საბოლოოდ, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ კლოპის ეპოპეა "სიგნალ იდუნა პარკზე" ჯერ დამთავრებული არ იყო და რომ ის უნდა დარჩეს "დორტმუნდის" მწვრთნელად.

"იუნაიტედი" მაინც არ აკლებდა ცდას. 22 აპრილს, როცა "მანჩესტერმა", ბოლოსდაბოლოს, გაათავისუფლა მოიესი, კლოპის კანდიდატურის თაობაზე მსჯელობა ახალი ძალით გაგრძელდა. გერმანელი ტოტალიზატორების ფავორიტიც გახდა სამწვრთნელო მარულაში...

ყველა ჭორი მან თავადვე მოკლა: "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან დიდი კლუბია და მე კარგად ვიცნობ მის გულშემატკივრებს. მაგრამ მაინც, მე ვრჩები "დორტმუნდში", რადგან მაქვს ვალდებულება ამ ხალხის წინაშე და ეს ხალხი არის შეუვალი იმაში, რომ დიახაც, უნდა დავრჩე", - განაცხადა კლოპმა.

ეს ამბავი ასე მორჩა, მაგრამ საგა პრემიერლიგასა და კლოპს შორის ამით არ დასრულებულა. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ საქმეში ჩაერთო "მანჩესტერ სიტი", მერე კი გაჩნდა ძალიან სერიოზული ინტერესი "ტოტენჰემის" მხრიდან.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რაც კლოპმა "იუნაიტედის" გაწვრთნა იუარა, მისი და "დორტმუნდის" ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. კლოპმა განაცხადა, რომ 2014/15 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ის კლუბთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებდა.

გაცხადდა თუ არა ეს ამბავი, კლოპის სახლში ტელეფონის ზარი თითქმის არ გაჩერებულა. განსაკუთრებით დიდ ინტერესს მის მიმართ "ლივერპული" იჩენდა. მერსისაიდული კლუბის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ კიდეც მწვრთნელის აგენტ მარკ კოსიკს.

კლოპის აგენტს ესმოდა შეთავაზების მთელი სერიოზულობა, მაგრამ ის მაინცდამაინც არ ჩქარობდა. მას აფიქრებდა ის, თუ რამდენად სერიოზული იყო კლოპის მიმართ ენფილდელთა ინტერესი.

ერთხელ, დორტმუნდში ყოფნისას, კლოპს მისმა უახლოესმა მეგობარმა მარტინ კოსტმა ჰკითხა, თუ სად აპირებს სამუშაოდ წასვლას. "მე მას ვუთხარი, რომ გერმანიაში დარჩენილი იყო მხოლოდ ნაკრები, რომელსაც ჰყავდა მთავარი მწვრთნელი, და "ბაიერნი". იურგენი ჩაფიქრდა", - იხსენებს მისი მეგობარი და იქვე დასძენს, რომ კლოპს ძალიან უნდოდა, რაღაც დიდის ნაწილი ყოფილიყო და ეს "დიდი" იყო სწორედ "ლივერპული".

კლოპის კიდევ ერთი მეგობარი კრისტიან ჰაიდელი ამბობს: "მან მითხრა, რომ ინგლისში მუშაობა ჰქონდა გადაწყვეტილი და ძალიან აინტერესებდა, გაართმევდა თუ არა თავს ამ საქმეს. მე მას ვუთხარი, რომ მთელი მსოფლიო მის "საიდუმლო იარაღებზე" ლაპარაკობს და რომ ის შეძლებს, ოღონდ, ინგლისური ფეხბურთი სხვანაირია და თუ თავად არ არის დარწმუნებული, რომ ყველაფერი გამოუვა, მაშინ იქ საერთოდ არ უნდა წავიდეს... "ლივერპული" მისთვის იდეალური ადგილია, რადგან ის ყოველთვის ძალიან ემოციურად უდგება საქმეს და ის მისთვის უბრალო სამუშაო არ არის...

"ენფილდი" ის ადგილია, სადაც კლოპი თავს საუკეთესოდ გრძნობს. ეს მისი პრინციპებთან ბოლომდე თანხვედრაშია".

0000000000000000000

შოუ ზედმეტია

"მანჩესტერ იუნაიტედს" ლუკ შოუს გაყიდვა სურს. ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში თამაში სურს, მაგრამ ამის საშუალება არ ეძლევა. გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელები შოუს შეელევიან, თუ მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებენ. ამ დროისთვის, ფეხბურთელის შეძენა ყველაზე მეტად თურქულ გრანდ "ფენერბაჰჩეს" უნდა. 22 წლის შოუ "იუნაიტედში" 2014 წელს, "საუთჰემპტონიდან" გადავიდა.

მოურინიომ ფორსბერგი ნახა

ჟოზე მოურინიო შვედეთისა და იტალიის ნაკრებთა სტოკჰოლმურ შეხვედრას დაესწრო. მისი მიზანი ემილ ფორსბერგზე დაკვირვება იყო. 26 წლის შვედმა, ვინც გერმანული "ლაიპციგის" ღირსებას იცავს, შესანიშნავად ითამაშა "სკუადრა აძურას" წინააღმდეგ და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. ელიან, რომ მოურინიო ხელიდან არ გაუშვებს ფეხბურთელის შეძენის შანსს. თავად ფორსბერგიც არ არის წინააღმდეგი, დატოვოს "ლაიპციგი". უკვე კარგა ხანია, ფეხბურთელს უფრო მაღალ დონეზე სურს ძალების მოსინჯვა და აგერ, შანსიც...

სინკლერი დააპატიმრეს

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ტრევორ სინკლერი დააპატიმრებულია. "მირორის" ინფორმაციით, 44 წლის ვეტერანი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მთვრალი სინკლერი მოქალაქეს დაესხა თავს და შეურაცხყოფა მიაყენა მას...

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს, მას არაერთ ინგლისურ გუნდში უთამაშია, ყველაზე უკეთ კი ქომაგს ის "მანჩესტერ სიტიდან" და "ვესტ ჰემიდან" უნდა ახსოვდეს.

გვერდი მოამზადა

ალეკო კაკაურიძემ

0000000000000000

სოსო მათიაშვილზე და მის ფანტასტიკურ ლელოზე ბევრი დაიწერა. მსოფლიოს ყველა გამოცემა, რომელიც რაგბის აშუქებს, ამის შესახებ წერს. წწწ.ტელეგრაპჰ.ცო.უკ-მა სოსო მათიაშვილი ნოემბრის ტესტების პირველი დღის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"კანადის ნაკრების 54:22 დამარცხებით მილტონ ჰეიგის ბიჭებმა განაცხადი გააკეთეს, რომ კარდიფში უელსის ნაკრებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან. სოსო მათიაშვილმა კი 34 ქულა მოიპოვა და ეროვნული ნაკრების რეკორდი დაამყარა. მისი მეორე ლელო სასწაულებრივი იყო" - წერს ბრიტანული გამოცემა.

0000000

რაგბი. ეროვნული ნაკრები

თუ მოვიგებთ, ჩვენი

არგუმენტები ექვს ერში გაწევრიანებაზე,

გაძლიერდება

საქართველოს ნაკრები უელსში კანადასთან გამართული მატჩის შემდეგ მალევე გაემგზავრა. "ბორჯღალოსნები" ახლა კარდიფში არიან და "წითელ ურჩხულებთან" დაპირისპირებისთვის ემზადებიან.

ჩვენი გუნდი კარდიფში უცვლელი, გაფართოებული შემადგენლობით ჩავიდა. მომავალმა მეტოქემ, რომელსაც ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდა, გასულ უქმეებზე "პრინსიპალიტი სთედიუმზე" ავსტრალიის ნაკრებთან 21:29 წააგო.

"ვფიქრობ, რომ მომავალი მატჩისთვის გუნდის შემადგენლობაში ბევრ ცვლილებას განვახორციელებთ. რამდენიმე ახალბედა მორაგბეს მივცემთ შანსს, თავი გამოიჩინოს. იქნებიან ისეთებიც, ვინც გუნდიდან წასული იყო და დაგვიბრუნდა." - თქვა BBჩ-ისთან საუბრისას უელსის ნაკრების თავკაცმა უორენ გეთლენდმა.

აღსანიშნავია, რომ "ვოლაბებთან" მატჩში დაშავდა ჯონათან დევისი, რომლის ნაცვლადაც გეთლენდმა ვეტერან ჯიმი რობერტს უხმო. მას ეროვნულ გუნდში 96 კეპი აქვს მოხვეჭილი.

ცხადია, საინტერესოა მომავალი მატჩისადმი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის მოსაზრება, რომელიც წწწ.ტჰეგუარდიან.ცომ-თან საუბრისას გამოთქვა:

"ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ვეთამაშებით, მსოფლიოს რაგბის ერთ-ერთ მექაზე. უელსის ნაკრებთან ერთი კვირა დავყავი, როცა სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან საასპარეზოდ ემზადებოდა. მსგავსი განცდა არასდროს მქონია, რაც იქ ნანახმა ჩემში გამოიწვია. როცა ლაპარაკი ეხება ეგრეთ წოდებულ "დავითისა და გოლიათის" ბრძოლას, ჩვენს მორაგბეებს ვეუბნებით, რომ მეტოქეებს ზუსტად ისევე აქვთ ორი ხელი და ორი ფეხი, როგორც ჩვენ.

თუ შევძლებთ, პირველი დონის რომელიმე ნაკრების დამარცხებას, ჩვენი არგუმენტები ექვსი ერის გათამაშების გაფართოებაზე საგრძნობლად გაძლიერდება. სანამ ამას არ შევძლებთ, ჩვენი პრეტენზიები, უბრალოდ, ფუჭი ლაპარაკია".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უელსის ნაკრებებს აქამდე ერთმანეთთან არასდროს უთამაშიათ. ასპარეზობა კარდიფში, შაბათს, თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), კარლენ ასიეშვილი (ბრივი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), ჯაბა ბრეგვაძე (კრასნი იარი), შალვა მამუკაშვილი (კარკასონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), სოსო ბეკოშვილი (ბრივი), ლაშა ტაბიძე (ბორდო);

მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), გიორგი ჩხაიძე (დომონი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე);

მესამე ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ლონდონ აირიში), ბექა ბიწაძე (ნარბონი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი);

#9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გიორგი ბეგაძე (ლოკომოტივი), გელა აფრასიძე (მონპელიე);

#10: ლაშა ხმალაძე (ბათუმი), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), რეზო ჯინჭველაშვილი (არმაზი);

#12-13: დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), გიორგი კოშაძე (ხარები);

#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), სოსო მათიაშვილი (აკადემია), გიორგი კვესელაძე (არმაზი);

#15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), მირიან მოდებაძე (აია), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

0000000000000

რაგბი. ლეგიონერები

გრენობლი ისევ ლიდერია

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა. საპლეიოფო ზონაში ახლა ქართველ მორაგბეთა სამი გუნდია. ესენია: "გრენობლი", "მონ დე მარსანი" და "კოლომიე".

მე-12 ტურის შეხვედრებში მხოლოდ ოთხმა ქართველმა მორაგბემ იასპარეზა. უმრავლესობა ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ზოგს კი ტრავმა აწუხებს.

ლიდერი ისევ ბექა გიგაშვილის "გრენობლია". "ალპელებმა", მართალია, სტუმრად წააგეს "პერპინიანთან" 23:43, მაგრამ უახლოეს მდევარ "მონტობანს" ერთი ქულით მაინც უსწრებენ. გიგაშვილი ისევ ძირითადში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.

ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს ასევე ელიზბარ ყუფარაძემ (დაქსი) და გიორგი ნაცარაშვილმა (კარკასონი). ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) კი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.

XII ტური

კოლომიე-მონ დე მარსანი 17:11

ბაიონი-მასი 44:36

ბეზიე-ანგულემი 24:34

კარკასონი-ვანი 27:30

დაქსი-მონტობანი 16:20

ნევერი-ნარბონი 16:6

ორიაკი-ბეზიე 25:23

პერპინანი-გრენობლი 42:23

თ მ ფ წ ბ ქ(პ)

1. გრენობლი 12 9 0 3 +85 40(4)

2. მონტობანი 12 9 1 2 -11 39(1)

3. პერპინიანი 12 7 1 4 +107 36(6)

4. მარსანი 12 7 0 5 +125 35(7)

5. კოლომიე 12 7 1 4 +49 35(5)

6. ბიარიცი 12 7 0 5 +32 31(3)

7. ორიაკი 12 5 1 6 +30 26(4)

8. ნევერი 12 6 0 6 -1 26(2)

9. მასი 12 5 0 7 -5 24(4)

10. ვანი 12 5 0 7 -33 24(4)

11. ანგულემი 12 5 1 6 -41 24(2)

12. ბაიონი 12 5 0 7 -50 24(4)

13 დაქსი 12 5 0 7 -58 24(3)

14. ბეზიე 12 5 0 7 -39 23(3)

15. ნარბონი 12 4 1 7 -81 21(3)

16. კარკასონი 12 2 0 10 -107 13(5)

00000000000000

რაგბი. ნოემბრის ტესტები

ლოგიკურიც იყო და

ბევრი უცნაურიც

ნოემბრის ტესტები ლოგიკურად დაიწყო - მომგებმა ყველამ მოიგო. თუმცა, რამდენიმე ანგარიში მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

უწინარესად, ეს ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების დაპირისპირებას ეხება. როგორც ჩანს, "ბოკეს" მთავარმა მწვრთნელმა ალისტერ კუციამ ირლანდიის ნაკრებს ტყუილად არ უწოდა "ევროპის ოლ ბლექსი". აფრიკელთა მწვრთნელი, როგორც ჩანს, წინასწარ გრძნობდა მოსალოდნელ კატასტროფას. სხვაგვარად იმას, რაც "ბოკემ" "ავივა სთედიუმზე" განიცადა, ვერაფერს დაარქმევ.

"სამყურებმა", მატჩი 38:3 მოიგეს. ამაზე უარესი შედეგიანობა "ბოკეს" წლეულს გამართულ ოთხი ერის გათამაშებაში ჰქონდა, როცა "ოლ ბლექსთან" მშრალი ანგარიშით დამარცხდა - 0:57. ყოველივე ამის შემდეგ, კუცია ისევ ნაკრების მწვრთნელია!

ირლანდიამ, შესანიშნავად ითამაშა განსაკუთრებით რაკში, ერთი-ერთზე ბრძოლებისას დაჩაგრა მეტოქე და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ქართველი ქომაგების ყურადღება განსაკუთრებით მიპყრობილი იყო ორი მატჩისკენ, რომლებშიც 2019 წლის მსოფლიოს თასზე ჩვენი მეტოქეები ირჯებოდნენ. ფიჯის ეროვნულმა გუნდმა ვერაფერი გააწყო სტუმრად იტალიასთან და 10:19 დამარცხდა. მატჩი მძიმე, საკმაოდ უსახური გამოდგა. ფიჯელთა ნაქებმა გარემარბებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს. სამაგიეროდ, ისევ საუკეთესო იყო "რასინგის" მეორეხაზელი ლიონე ნაკარავა, რომელმაც "სკუადრა აძურას" ერთადერთი ლელო გაუტანა. სვარაუდოდ, იმ გარემარბებზე უფრო სახიფათო ჩვენი გუნდისთვის სწორედ ნაკარავაა, რომელიც ფიჯის ნაკრების თამაშს ქმნის და, შესაბამისად, უკანახაზელებს განავარდების საშუალებას აძლევს. ამ მატჩში ეს იშვიათად ხდებოდა, თუმცა თვითონ მაინც "გაინავარდა".

მეორე, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო შეხვედრა უელსისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის დაპირისპირებაა. "ვოლაბებმა", როგორც მოსალოდნელი იყო, 29:21 მოიგეს. "წითელ ურჩხულებს" ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მორაგბე აკლდა და ეს გუნდის თამაშს აშკარად დაეტყო.

მომდევნო მატჩში, რომელსაც უელსის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდთან გამართავს, "წითელი ურჩხულების" თავკაცი უორენ გეთლენდი გუნდის კიდევ უფრო გადახალისებას გეგმავს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ არგენტინის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს ლონდონში, "თვიქნემზე" სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. "პომების" გამარჯვება (21:8) ყველა პარამეტრით მოკრძალებულად უნდა ჩაითვალოს. საერთო მოსაზრებით და ინგლისის რაგბის კავშირის ოფიციალურად დამტკიცებული სტრატეგიით, ინგლისის ნაკრები მსოფლიოს რაგბის ჰეგემონიისკენ მიისწრაფვის. ასეთი თამაშით კი, ამის მიღწევა ძალიან ძნელი იქნება.

არგენტინელებმა კი, წლეულს რაც ითამაშეს, თითქმის ყველა წააგეს. "პუმებს" მხოლოდ ერთი მოგება აქვთ. ივნისის ტესტებზე მათ საქართველოს ნაკრები დაამარცხეს.

ბოლოს "ოლ ბლექსზეც" ვთქვათ - მსოფლიოს უძლიერესმა გუნდმა პარიზში, "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთის ნაკრები პირველ ტაიმში სრულიად უშანსოდ დატოვა. "ლე ბლომ" მდგომარეობა ოდნავ მეორე ტაიმში გამოასწორა. თუმცა, მაინც სოლიდური სხვაობით დამარცხდა - 18:38.

ნოემბრის ტესტები

18 ნოემბერი

იაპონია-ტონგა

ნამიბია-ურუგვაი

ბელგია-ბრაზილია

რუმინეთი-სამოა

იტალია-არგენტინა

ინგლისი-ავსტრალია

ესპანეთი-კანადა

გერმანია-აშშ

შოტლანდია-ახ. ზელანდია

ირლანდია-ფიჯი

საფრანგეთი-ს. აფრიკა

გვერდი მოამზადა

ბესიკ ჯანგავაძემ

-00000000000000000

პრესკონფერენცია. ილიას ზუროსი

ილიას ზუროსი:

კრიტიკული მომენტია, მაგრამ

უნდა გავერთიანდეთ

კალათბურთის ფედერაციაში მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის პრესკონფერენცია გაიმართა.

- მინდა მადლობა ვუთხრა კალათბურთის ფედერაციას, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა და კიდევ ერთხელ მომცა საქართველოს ნაკრების გაძღოლის შანსი. თანამშრომლობა ორი წლის წინათ დავიწყეთ, გვქონდა გეგმა, რომელსაც მივყვებოდით და ეტაპობრივად წინ მივიწევდით. ამჯერად ახალ გეგმას ვისახავთ, რომლის პირველი ნაწილი კარსაა მომდგარი - რამდენიმე დღეში დაიწყება მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.

შესავალი სიტყვის შემდეგ ზუროსმა პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება:

- ყველამ კარგად ვიცით, რომ კრიტიკულ მომენტში ვართ. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ახალი სისტემაა, მატჩები მთელ წელზე ნაწილდება. დიდი პრობლემაა ფიბა-სა და ევროლიგას შორის შეუთანხმებლობა, რომლის შედეგიც ის არის, რომ ნაკრები ისეთი ძლიერი ვერ იქნება, როგორიც უნდა იყოს. სადღეისო ინფორმაციით, ვერ ჩამოდიან გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია.

საერთოდ, სიტუაცია ძალიან რთულია: როდესაც ევროლიგის კლუბი კალათბურთელს მილიონს უხდის, ყოველთვის ცდილობს მოთამაშე თავად გამოიყენოს სათანადოდ და მოუფრთხილდეს. საქმე კიდევ უფრო რთულდება იმიტომაც, რომ თავად კლუბს აქვს ევროლიგაზე თამაში სწორედ მაშინ, როცა სანაკრებო მატჩებია. ექსტრემალურად მძიმე მდგომარეობაში არიან მოთამაშეები. მათ უყვართ ნაკრები, საკუთარი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს პროფესიონალები არიან და კლუბთან ვალდებულებებზე ფიქრობენ. მათ ხომ არ იციან, რა მოხდება გუნდში, თუ ნაკრებში სათამაშოდ ჩამოვლენ.

ზუროსმა არსებულ რესურსზე ილაპარაკა:

- ევროლიგის კალათბურთელების არყოფნა მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, სხვა გუნდებსაც ვერ დაეხმარებათ ევროლიგელები. ჩვენ კი ვეცდებით, არსებული რესურსით მივაღწიოთ შედეგს. ფაქტობრივად, მთელი წინა ხაზი იცვლება. ნაკრები სრულად გერმანიასთან თამაშამდე ორიოდე დღით ადრე იკრიბება. ამ დროში კი სათამაშო სისტემებისა და სტრატეგიის დახვეწას ვერ მოასწრებ. თუმცა ვიმედოვნებ, კალათბურთელების, მწვრთნელთა შტაბისა და საერთოდ, ყველას ერთმანეთის გვერდში დგომით სწორი ნაბიჯებით ვივლით, გავაკეთებთ საუკეთესოს კალათბურთისა და ქვეყნისთვის.

საქართველოს ნაკრები სრულად (ორ ევროლიგელს თუ არ ჩავთვლით) 20 ნოემბრისთვის შეიკრიბება.

როგორც კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ აღნიშნა, ამერიკელი მაიკლ დიქსონი კვლავაც ხალისით გამოხატავს საქართველოს ნაკრებში თამასის სურვილს, რაც ჩვენი გუნდისთვის იდეალური ვარიანტია. ზუროსს 18 წლის ცენტრის, გოგა ბითაძის შესახებაც ჰკითხეს...

- ბითაძე ნაკრების მომავალია, ნიჭიერი კალათბურთელია, მაგრამ, მოდი, ჯერ დრაფტზე ნუ ვილაპარაკებთ, მით უმეტეს, იმის თქმაც არ გვინდა, რომელი გუნდი რომელ ნომრად აიყვანს. როგორც აღვნიშნე, მას შეუძლია გახდეს ტოპ-კლასის მოთამაშე, მაგრამ ერთიანად არავის არაფრისთვის მიუღწევია, არც კალათბურთში და არც ცხოვრებაში. აუცილებელია გოგამ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ იაროს წინ და ყველაფერი კარგად გამოუვა, - განმარტა ბერძენმა სპეციალისტმა, რომელმაც ნაკრების სხვა ახალგაზრდებზეც ილაპარაკა:

გუნდში დაბრუნდნენ ლევან ფაცაცია და ნიკოლოზ ცქიტიშვილი...

- ლევანი საქართველოს ნაკრებს სხვა დინამოელებთან ერთად 17 ნოემბერს შეუერთდება. მისი იმედი გვაქვს. რაც შეეხება ნიკა ცქიტიშვილს, მასზე ჟურნალისტები ყოველ პრესკონფერენციაზე მეკითხებოდნენ. მას რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრე და მზაობა გამოთქვა, რომ ნაკრებს დაეხმაროს. იგი ჩვენი მწვრთნელების მეთვალყურეობით აქტიურად ემზადება საკვალიფიკაციო ეტაპისთვის.

საინტერესოა, ჩვენი ნაკრების დამრიგებლის მოსაზრება მეტოქეებზე.

- პირველ რიგში ჩვენს თავზე, ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ. უნდა ვილოცოთ, რომ ყველა კალათბურთელი ჯანმრთელად ჩამოვიდეს. აღვნიშნე, რომ შესათამაშებლად დრო არ გვაქვს, ბევრი ახალი კალათბურთელი იქნება, ამიტომ ნამდვილად რთული სათქმელია, რას უნდა ველოდოთ ჩვენგან. კიდევ უფრო რთული სათქმელია, მეტოქებისგან რას უნდა ველოდოთ. ვიცით, რომ გერმანიის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი რიოდლი ევროპის ჩემპიონატზე ფლემინგის ასისტენტი იყო. სერბეთს ისევ ჯორჯევიჩი გაწვრთნის, მაგრამ ორივე გუნდს განახლებული შემადგენლობები ეყოლება. ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ: ვიბრძოლოთ, თამაშში გული ჩავდოთ, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ დაცვას...

სამწვრთნელო

ცვლილებები

ცვლილებები განხორციელდა სამწვრთნელო შტაბში. გასული ევრობასკეტის შემდეგ ამოწურული კონტრაქტები არ გაუხანგრძლივდათ მთავარი მწვრთნელის ასისტენტებს - იურიცა გოლემაცს, ირაკლი ხოშტარიას და კოტე ტუღუშს. ზუროსის გადაწყვეტილებით, მათი ადგილები დაიკავეს "ოლიმპის" მწვრთნელმა, დავით როგავამ და ბერძენმა სპეციალისტმა გეორგიოს ლიმნიატისმა. ეს უკანასკნელი პროფესიონალი კალათბურთელი იყო და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებშიც გამოდიოდა.

სამწვრთნელო შტაბში, ასისტენტის პოზიციაზე მუშაობას აგრძელებენ უცხოელი სპეციალისტები - სერბი მილოშ გლიგორიევიჩი და ხორვატი ტიხომირ ბუიანი.

შეიცვალა ფიზმომზადების მწვრთნელიც. დამსახურებული ავთო ბერიძის ადგილი ახალგაზრდა სპეციალისტმა - ირაკლი შიოშვილმა დაიკავა.

- მივიღეთ გადაწყვეტილება, ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ახალი მწვრთნელები მოგვეწვია. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტმა მწვრთნელმა მიიღოს სანაკრებო გამოცდილება. რაც მეტი ასეთი სპეციალისტი იმუშავებს საქართველოში, მით უკეთესი იქნება ქართული კალათბურთისთვის.

- დაისვა შეკითხვა: ესაუბრა თუ არა ხოშტარიასა და ტუღუშს გადაწყვეტილების მიღებისას. ნაკრების თავკაცმა აღნიშნა:

კოტე და ირაკლი ჩემი მეგობრები არიან, ძალიან კარგი მეგობრები. მათთან გუნდის შესახებ ახლაც ვლაპარაკობ, ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ. მწვრთნელის პროფესია ძალიან რთულია, შესაძლოა, ერთმა კალათბურთელმა ორქულიანი გააცუდოს, თამაში წააგო და გუნდს მწვრთნელი ემშვიდობება. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ იკარგება ურთიერთობები. ბერძენი ვარ, მაგრამ საქართველოში ბევრი მეგობარი შევიძინე, ვისთანაც ურთიერთობა ყოველთვის მექნება. თავს თქვენიანად ვგრძნობ, ვგრძნობ რომ ერთად ვართ და ერთად ვიბრძვით ქვეყნისა და ქართული კალათბურთის წარმატებისთვის.

00000000000000

საქართველოს ნაკრები

ზუროსის სია სკიტათი და ევროლიგელებით

გუშინ გამოცხადდა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა. ილიას ზუროსის სიაში 24 კალათბურთელია.

მათგან შვიდი ლეგიონერია. ისინი გუნდს შეკრების პირელივე დღიდან ვერ შეუერთდებიან, რადგან კლუბებთან აქვთ ვალდებულებები. შაბათ-კვირის მატჩების შემდეგ კი ნაკრებში გამოცხადდებიან.

ყველა? ეს ჯერაც საკითხავია. მართალია, ნაკრების განაცხადში თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინიც არიან, მაგრამ მათი გუნდები ევროლიგის წარმომადგენლები გახლავან და ნაკლებია ალბათობა, რომ ნაკრებში გამოუშვან.

სასიამოვნო სიახლე გამოცდილი ნიკა ცქიტიშვილის გუნდში დაბრუნებაა. მას თბილისში შვიდი წელია ოფიციალური სანაკრებო მატჩი არ გაუმართავს. ბოლოს 2010 წელს ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშა.

შეგახსენებთ: მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 24 ნოემბერს გერმანიაში ვითამაშებთ, 27-ში - სერბეთში.

მოთამაშე პოზიცია სმ გუნდი

თორნიკე შენგელია ფორვარდი 206 ბასკონია (ესპანეთი)

გიორგი შერმადინი ცენტრი 216 უნიკახა (ესპანეთი)

მანუჩარ მარკოიშვილი უკანახაზელი 197 რეჯო ემილია (იტალია)

გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 პოლიტექნიკა (რუმინეთი)

მაილ დიქსონი უკანახაზელი 186 სტრასბური (საფრნგეთი)

დუდა სანაძე უკანახაზელი 196 პისტოია (იტალია)

მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 დინამო

გოგა ბითაძე ცენტრი 211 მეგა ბიმაქსი (სერბეთი)

ილია ლონდარიძე ცენტრი 206 დინამო

ანატოლი ბოისა უკანახაზელი 194 კაკტუსი

ბექა ბექაური ფორვარდი 207 ქუთაისი

ნოდარ გოგოძე უკანახაზელი 192 დინამო

ნიკა ცქიტიშვილი ფორვარდი 213 უკლუბოდ

ლევან ფაცაცია უკანახაზელი 198 დინამო

აკაკი დვალიშვილი ცენტრი 207 ქუთაისი

ბექა წივწივაძე უკანახაზელი 188 ქუთაისი

რევაზ როგავა უკანახაზელი 193 ოლიმპი

ნიკა დარბაიძე ფორვარდი 203 ოლიმპი

გეგი ბაქრაძე ფორვარდი 203 ოლიმპი

გიგი გოგობერიშვილი უკანახაზელი 195 რუსთავი

ოთარ პერტაია უკანახაზელი 180 ბრემერჰავენი (გერმანია)

ნიკა მეცხვარიშვილი ფორვარდი 200 ზაზა

რატი ანდრონიკაშვილი უკანახაზელი 190 ბასკონია

მერაბ ბოქოლიშვილი უკანახაზელი 194 ოლიმპი

000000000000000000

დაპირისპირება გუნდში?

ილიას ზუროსის პრესკონფერენციისას ასეთმა შეკითხვამაც გაიჟღერა:

- ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას რამდენიმე კალათბურთელმა ულტიმატუმი წამოგიყენათ, თუ ხუთეულში არ დაგვაყენებთ, გუნდიდან წავალთო. თუ იყო ასეთი რამ და იყო თუ არა გუნდში უთანხმოება?

- მე მიყვარს ჩემი გუნდის ყველა კალათბურთელი, ისინი ჩემი ბიჭები არიან. ჩემი გუნდი ჩემი ოჯახია. მსოფლიოში არ მეგულება ადამიანი, რომელიც საკუთარ ოჯახში მომხდარ ამბავს ხალხში სამსჯელოდ გამოიტანს. ოჯახის ამბები ოჯახშივე უნდა მოგვარდეს. დამიჯერეთ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებშიცაა პრობლემები, განხეთქილებები, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცის, რადგან მათ ეს შიგნით მოაგვარეს. მხოლოდ სუსტი გუნდების მოთამაშეები ჭორაობენ საჯაროდ და შედეგიც არა აქვთ.

გვერდი მოამზადა

ვაჟა სიმონიშვილმა

0000000000000000000

წყალბურთი. ინტერვიუ ანდრია ბითაძესთან

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ უნდა გაგვიჭირდეს

საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების 20 წლის ცენტრალური თავდამსხმელი ანდრია ბითაძე მეორე წელიწადია, რომის "ვის ნოვას" ღირსებას იცავს. 2016-2017 წლების იტალიის ჩემპიონატში სერია A-ს ბინადარმა ქართველის გუნდმა უმაღლესი ეშელონი დატოვა და პირველ ლიგაში გადაინაცვლა. მართალია, წინა პირველობის ბრინჯაოს პრიზიორ "სპორტმენეჯმენტს" ახალ სეზონში ჩვენებურის გადაბირება სურდა, მაგრამ ბითაძე ისევ რომაულ კლუბში დარჩა.

- პირველ ლიგაში თამაში უარყოფითად თუ არა, დადებითად მაინც არ აისახება ჩემს კარიერულ წინსვლაში, მაგრამ ამ ეტაპზე ასე ვამჯობინე, - გვითხრა ანდრიამ, რომელიც გუშინ საღამოს იტალიის დედაქალაქიდან სამშობლოში დაბრუნდა, - სკოლის დამთავრების შემდეგ, მართალია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, თუმცა ბოლო წლებში იცხოურ კლუბებში თამაშის გამო წყალბურთს მეტ ყურადღებას ვუთმობდი, ვიდრე სწავლას, ამიტომ ახლა კალიფორნიის ან სანდიეგოს უნივერსიტეტში მინდოდა გადასვლა, მაგრამ საბუთების გაგზავნა დავაგვიანე. ამის შესახებ "ვის ნოვას" პრეზიდენტმა რომ შეიტყო, იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში (ლუისი) შემომთავაზა სწავლის გაგრძელება, თუ მათთან დავრჩებოდი - წლეულს წარმატებული ათლეტებისთვის საინტერესო პროგრამა აქვთო. ცხადია, დავთანხმდი. ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა, "ლუისი" მირჩია და მეც ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. ახლა როგორც წყალბურთისთვის, ისე სწავლისთვისაც მეტი დრო მექნება.

- თქვენს კლუბზე რას იტყვით?

- იტალიის ჩემპიონატის სერია A-ს პირველი ლიგის შეჯიბრება 25 ნოემბერს დაიწყება. ტურნირში 26 გუნდი მონაწილეობს. მართალია, სიძლიერით უმაღლეს ლიგას ვერ შეედრება, მაგრამ 5-6 ისეთი კლუბი გამოდის, ზედა ეშელონის ნებისმიერ ბინადარს რომ გაუწევენ ღირსეულ მეტოქეობას. მოასპარეზენი სამხრეთისა და ჩრდილოეთის ჩემპიონატებში ითამაშებენ. "ვის ნოვა" სამხრეთშია, რეზი იმნაიშვილის ახალი კლუბი "სორი" - ჩრდილოეთში. ამიტომ რეგულარულ ჩემპიონატში ვერ შევხვდებით, მაგრამ, ვფიქრობ, ზედა ეშელონის ორი საგზურისთვის პლეი ოფში ნამდვილად მოგვიწევს დაპირისპირება.

- ჩემპიონატისთვის მზად ხართ?

-გუნდში უმთავრესად ახალგაზრდები არიან - ჩემზე უმცროსებიც. ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს - 42 წლის ალესანდრო კალკატერა, იტალიის ლეგენდა, ქვეყნის ჩემპიონატების ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი, რომელიც ოთხი ოლიმპიადის მონაწილეა, 1996 წელს ატლანტაში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. ჩემპიონატისთვის მონდომებით ვემზადებით. თბილისში გამომგზავრებამდე ოთხთა ტურნირში ვითამაშეთ: მთავარი პრიზისთვის მასპინძელი "პესკარა", "ვის ნოვა", "რომა 2007" და "ბარი", ფაქტობრივად, თანაბარი ძალის გუნდები იბრძოდნენ. ჯერ შეთამაშება და გამოცდილება რომ გვაკლია, ეს სტარტზე მასპინძლებთან შეხვედრისას გამოჩნდა - პაექრობა ორი ბურთით დავთმეთ (4:6), არადა, ოთხი პერიოდის განმავლობაში თერთმეტჯერ მოვიპოვეთ რიცხობრივი უპირატესობა და რეალიზება მხოლოდ ერთხელ შევძელით. სამაგიერიდ, მე-2 ტურში "რომა 2007" დავამარცხეთ 7:6, ხოლო ბოლოს "ბარის" შვიდი ბურთით ვაჯობეთ (13:6) და მეორე ადგილი დავიკავეთ. სამ შეხვედრაში, მართალია, მხოლოდ ორი გოლი გავიტანე, მაგრამ გუნდს რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებაში შევეშველე. ალბათ, ამიტომაც ტურნირის საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად დამასახელეს.

- საქართველოს ნაკრებზეც მინდა გკითხოთ...

- გაისად თებერვალ-მარტში ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრება გველის: ჯერ ევროპის თასზე გამოვალთ, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ. ვიმედოვნებ, რომ 2018 წლის ზაფხულში კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე მესამედ ვითამაშებთ. პლეი ოფში მეტოქედ ისრაელის ნაკრები გვეყოლება. ეს ის გუნდი არ არის, რომლის ძლევაც საქართველოს წყალბურთელებს გაუჭირდებათ. ერთი წლის წინათ მათ სტუმრად მოვუგეთ დიდი ანგარიშით საკვალიფიკაციო ტურნირში. განვლილ პერიოდში საქართველოს ნაკრებმა დიდი წინსვლა განიცადა: უწინ თუ უცხოეთიდან ჩამოგვყავდა მოთამაშეები გუნდის გასაძლიერებლად, ახლა - პირიქით, ჩვენი თერთმეტი წყალბურთელი გამოდის საზღვარგარეთის სერიოზულ კლუბებში. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა და იქ წარმატებული ასპარეზობა არ უნდა გაგვიჭირდეს.

ვაჟა დანელია

0000000000000000000

სამბო. მსოფლიოს ჩემპიონატი

სამბისტთა მედლები სოჭიდან

სოჭში დამთავრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა: 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. აქედან თითო ვერცხლი და ბრინჯაო გოგონებმა დაიმსახურეს, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - ვაჟებმა. გოგოებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ელენე ქებაძე (+80) გახდა, ევროპის ორგზის ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი (72) კი მესამეზე გავიდა.

ვაჟებში ვერცხლის მედალი დავით ლორიაშვილმა (100) მოიპოვა, თორნიკე ჭოველიძე (62) და ლევან ნახუცრიშვილი (74) კი მესამეზე გავიდნენ. შედეგი თითქოს არაა ურიგო, მაგრამ რეალობაა, რომ ბევრი ლიდერი უმედლოდ დარჩა, გუნდურ ჩათვლაში კი პრიზიორებში ვერ მოვხვდით.

სოჭში ჩვენი გუნდის პირველი მედალოსანი ოძელაშვილი გახდა, ვინც ზედიზედ ორი სეზონია, არავის უთმობს ევროპის ჩემპიონის ტიტულს. ის პირველი ქართველი ქალია, ვინც უფროსთა შორის საჭიდაო სახეობებში გახდა პირველხარისხოვანი შეჯიბრების გამარჯვებული. ერთი ეგაა, რომ ცნობილი გვარის წარმომადგენელი ბოლო წლებში მსოფლიოზე ვერ ახერხებს ფინალში გასვლას. ის შარშანაც მესამეზე გავიდა და ამჯერადაც ბრინჯაოს დასჯერდა, თუმცა ურიგო შედეგი არც ესაა. პირიქით - მისასალმებელია მისი სტაბილურობა და ამ წონის ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოს მასშტაბით.

სტაბილურობა არც ქებაძეს დაეწუნება - შარშან მსოფლიოზე ისიც მესამე იყო, ამჯერად კი ის შედეგი გააუმჯობესა და ფინალში გავიდა, სადაც რუს ანასტასია გასპარიანთან დამარცხდა. ჩვენებურს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა.

ვაჟთა ნაკრებისგან მეტს ველოდით, ამჯერად კი ყველაზე უკეთ მარტყოფელი დავით ლორიაშვილი გაისარჯა. მან ფინალამდეც საკმაოდ კარგი მეტოქეები დაამარცხა. მაგალითად, ბელარუსი ანდრეი კაზუსიონაკი, ვინც ძიუდოშიც საკმაოდ ტიტულოვანია - ევროპის ჩემპიონია, და სომეხი არსენ ხანჯიანი. ჩვენებური ფინალშიც იგებდა გადამწყვეტ შეხვედრას ზეტიტულოვან რუს ალსიმ ჩერნოსკულოვთან, მაგრამ, სამწუხაროდ, მტკივნეულ ილეთზე მოყვა და დამარცხდა.

ბათუმელი ჭოველიძე ნაკრების დებიუტანტი იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, მედალოსანი გამხდარიყო. მისგან განსხვავებით, მცხეთელი ნახუცრიშვილი გუნდის გამოცდილი წევრი და ერთ-ერთი ლიდერია. მას მსოფლიოსა და ევროპაზე აქამდეც ბევრი მედალი მოუპოვებია, თან ევროპის წლევანდელი ჩემპიონია, თუმცა იქვე მძიმე ტრავმაც მიიღო და მას შემდეგ არსად უჭიდავია. სატურნირო პრაქტიკის ნაკლებობის მიუხედავად, სოჭში მესამეზე მაინც გავიდა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამჯერად უმედლოდ დარჩნენ ჩვენი გუნდის ისეთი გამოცდილი წევრები, როგორებიც არიან გივი ნადარეიშვილი (52), გენადი ჩირგაძე (57), პაატა ღვინიაშვილი (90) და ბექა ბერძენიშვილი (+100), მათთან ერთად კი ჭიდაობდნენ შმაგი ლაგაზაური (68) და ზაურ გაგნიძე (82). ქალთა გუნდში აგრეთვე შედიოდნენ სალომე აბაშიძე (56) და თეონა სუხიტაშვილი (68).

ირაკლი თავაძე

00000000000000

ჩოგბურთი

ქალები ჩამოქვეითდნენ

გამოქვეყნდა ახალი რეიტინგ-ლისტები, გთავაზობთ ჩვენებურთა მდგომარეობას:

ვაჟები

ერთეულები. 60 (61). ნიკოლოზ ბასილაშვილი (826 ქულა), 1022 (995). გიორგი ცივაძე (10), 1254 (1257). ალექსანდრე ბაკში (4), 1623 (1630). ირაკლი მეტრეველი (1), 1888 (1904). ვაჟა შუბლაძე (1).

ქალები

ერთეულები. 350 (341). სოფიო შაფათავა (125), 362 (357). ეკატერინე გორგოძე (117), 552 (545). მარიამ ბოლქვაძე (48).

წყვილები. 71 (70). ოქსანა კალაშნიკოვა (1040), 241 (225). სოფიო შაფათავა (298), 331 (329). ეკატერინე გორგოძე (177), 635 (630). მარიამ ბოლქვაძე (55), 760 (753). თათია მიქაძე (34), 958 (956). სალომე დევიძე (19).

ვაჟა დანელია

0000000000000

ჭადრაკი

ჭოლაძემ

ფავორიტს სძლია

გუშინ იტალიაში დაიწყო 20-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც სამი ქართველი იბრძოლებს.

პირველ ტურში ფიდეს ქართველმა ოსტატმა მარიამ ჭოლაძემ (2112) სიურპრიზი შემოგვთავაზა - თეთრი ფიგურებით შეჯიბრების ერთ-ერთი ფავორიტი, აზერბაიჯანის ქალთა ნაკრების წევრი დიდოსტატი გუნაი მამაზადა (2399) დაამარცხა. თეთრებით თამაშობდა 18-წლამდელებში ევროპის ორგზის ჩემპიონი, ქალთა საერთაშორისო ოსტატი ნინო ხომერიკი, რომელმაც სლოვენიელ მონიკა როზმარის აჯობა.

ვაჟებში ნოე თუთისანი (2361) რეიტინგით მეოთხმოცეა. მან სტარტზე ინდოელ დიდოსტატ მურალი კარტიკეინთან წააგო.

ვაჟა დანელია

000000000000000

თავისუფალი ჭიდაობა. ბერიაშვილის ტურნირი

ბერიაშვილი - 28-ედ!

გლდანის ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრმა თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ოთხგზის და მსოფლიოს ჩემპიონ ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა ამავე სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა შორის, რომელიც უკვე 28-ედ ჩატარდება ანუ საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე შეჯიბრებაა. მასში მასპინძელთა ცალკეული გუნდების გარდა ახლო სამეზობლოდან სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებებიც მონაწილეობდნენ. განსაკუთრებით კარგად აზერბაიჯანელები გამოვიდნენ, რომლებმაც ორი ოქრო დაისაკუთრეს, თუმცა სხვა სინჯის მედლებიც ჰქონდათ. მასპინძელთაგან ქუთაისის გუნდმა იყოჩაღა, რომელმაც 3 ოქრო წაიღო იმერეთში. ურიგოდ არც თბილისის ნაკრები გამოსულა - 2 ოქრო, მედლების უმეტესობა კი, ცხადია, საქართველოში დარჩა.

45 კგ. 1. იგორ აფციაური (თბილისი); 2. ლუკა ჩხიტუნიძე (საჩხერე); 3. ზურაბ ჯაყელიძე (აჭარა), ნარეკ გოგანიანი (სომხეთი).

48 კგ. 1. გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი); 2. დავით ქობულაძე (თბილისი); 3. ალექსანდრე მელაძე (გორი), შამილ გაჯიევი (ყვარელი, ორც).

51 კგ. 1. ნიკოლოზ ბერუაშვილი (რუსთავი); 2. აკოფ პოღოსიანი (ნინოწმინდა); 3. ოთარ ადეიშვილი (სამტრედია), არტურ სარდარიანი (სომხეთი).

55 კგ. 1. აზარ ახმატოვი (აზერბაიჯანი); 2. დავით ქაქალიშვილი (ყვარელი); 3. ფირუზ ქვლივიძე (საგარეჯო), დავით აბდალაძე (ქუთაისი).

60 კგ. 1. ელმარ კაზიმოვი (აზერბაიჯანი); 2. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური); 3. გიორგი შონია (აფხაზეთი), დავით ფაცინაშვილი (გორი).

65 კგ. 1. დავით კოღუაშვილი (ქუთაისი); 2. სახო აზიზოვი (აზერბაიჯანი); 3. ლუკა ჯანეზაშვილი (გორი), გიორგი ბენდიანიშვილი (ონი).

71 კგ. 1. ბაგრატ გაგნიძე (ქუთაისი); 2. ვლადიმერ კაკოშვილი (თბილისი); 3. ლუკა ხუჭუა (სამტრედია), რაშად აზიზოვი (აზერბაიჯანი).

80 კგ. 1. გიორგი ნებურიშვილი (გამარჯვება); 2. გიორგი ჩანქსელიანი (ხონი); 3. ბაკო კანთიძე (თბილისი), შაქრო ჯაფარიძე (ამბროლაური).

92 კგ. 1. გიორგი ჩიხრაძე (ონი); 2. ნიკა ბერულავა (თბილისი); 3. ლუკა კირჩხიძე (აჭარა), რაჟდენ კეთილაძე (ხონი).

100 კგ. 1. სოლომონ მანაშვილი; 2. გიორგი არღვლიანი; 3. მამუკა სადღობელაშვილი (სამივე - თბილისი), დავით კაცაძე (ქუთაისი).

ირაკლი თავაძე

000000000000000

დოპინგი

გერმანული პროგნოზი - რუსეთს ოლიმპიადაზე არ დაუშვებენ

ცნობილმა გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაიო ზეპელტმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (ჭADA) არ დაუბრუნებს ლიცენზიას რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (ღUშADA), საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კი ჩამოაშორებს რუსეთის ოლიმპიურ გუნდს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადას.

გუშინ, დოპინგის შესახებ სკანდალური გამოძიებების ავტორი გერმანიის ტელევიზიით გამოვიდა და გააკეთა პროგნოზი იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რუსი სპორტსმენების პიონჩანგის ოლიმპიადაზე მონაწილეობის საქმეში.

"სანდო წყაროზე დაყრდნობით ვამბობ, რომ ოთხშაბათს ან ხუთშაბათს, ჭADA დაადასტურებს, რომ ღUშADA არ შეესაბამება ორგანიზაციის კოდექსს და ძალაში დატოვებს მის დისკვალიფიკაციას, - განაცხადა ზეპელტმა. - ამას ექნება უზარმაზარი ეფექტი და შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ჩამოშორება პიონჩანგის ოლიმპიადიდან. ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისთვის სამი მიზეზი არსებობს: პირველი - რუსეთი დღეს, როგორც არასდროს, ეწინააღმდეგება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ერეოდა სადოპინგო პროგრამაში. მეორე - არ მიუშვა ექსპერტები დახურულ სინჯებამდე, რომელიც მოსკოვში ინახება. მესამე - არსებობს მონაცემთა ახალი ბაზა, რომელიც უკვე გადაეცა ჭADA-ს და რომელშიც უფრო მეტი მტკიცებულებაა რუსეთის წინააღმდეგ. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ ექცევა და ურთულესი არჩევანი აქვს გასაკეთებელი. თუ ის რუსეთს გარიცხავს, ეს გააფუჭებს ურთიერთობას ქვეყანასთან. თუ არ გარიცხავს, მაშინ ბახი საკუთარი თავის წინააღმდეგ აამხედრებს მთელ მსოფლიოს. ოლიმპიური კომიტეტი ვერ დარჩება გულგრილი ამ საკითხის მიმართ და ყველაზე სავარაუდო შედეგი იქნება - რუსეთის არდაშვება პიონჩანგის ოლიმპიადაზე".

ჰაიო ზეპელტი - არის ადამიანი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სადოპინგო გამოძიებების სათავეებთან იდგა. სწორედ მისმა ფილმმა, რუსულ მძლეოსნობაში არსებულ დოპინგზე, გამოიწვია მოვლენათა მთელი წყება - ღUშADA-სთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა, რიოს პარალიმპიადაზე რუსების არდაშვება და სხვა უსიამოვნო მოვლენები.

0000000000000

კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი

დღის ფაქტები

- "ბოსტონმა" კაირი ირვინგის გარეშე ითამაშა, მაგრამ მაინც შეძლო ზედიზედ მე-12 გამარჯვების მოპოვება.

- "დეტროიტმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო საკუთარ მოედანზე. "მაიამიმ" 37-დან 13 სამქულიანი ჩააგდო.

- "ოკლაჰომას" სასტარტოს ორი მოთამაშე აკლდა - კარმელო ენტონი და სტივენ ადამსი, მაგრამ შეძლო "დალასის" ძლევა. რასელ უესტბრუკმა თავის დაბადების დღეზე 27 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა.

- ჯეიმს ჰარდენმა, რომელიც წინა ხუთ მატჩში საშუალოდ 37.8 ქულას აგროვებდა, ამჯერად, 26 ქულით დაკმაყოფილდა, სამაგიეროდ, სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა 15 შედეგიანი პასით.

ბოსტონი-ტორონტო 95:94

24:24, 20:25, 33:27, 18:18

ბ: ჰორფორდი (21), ბრაუნი (18), როზირი (16), სმარტი (14+9 პასი), ტატუმი (13+7 მოხსნა).

ტ: დეროზანი (24), ლაური (19+7 პასი), მაილზი (10).

დეტროიტი-მაიამი 112:103

31:29, 24:29, 28:23, 29:22

დ: ჰარისი (25+7 მოხსნა), ბრედლი (24), ჯექსონი (17), კენარდი (14), სმიტი (11+7 პასი), დრამონდი (8+17 მოხსნა).

მ: უაიტსაიდი (20+12 მოხსნა), დრაგიჩი (18+7 პასი), უეიტერსი (16), რიჩარდსონი (15), ჯ. ჯონსონი (10).

ინდიანა-ჰიუსტონი 95:118

18:35, 33:28, 20:24, 24:31

ი: ოლადიპო (28), საბონისი (17), ტერნერი (13+8 მოხსნა), სტივენსონი (8+10 მოხსნა).

ჰ: ჰარდენი (26+5 მოხსნა+15 პასი), გორდონი (21), კაპელა (20+17 მოხსნა), არიზა (15), მბა ა მუტე (11).

ოკლაჰომა-დალასი 112:99

18:20, 26:22, 39:25, 29:32

ო: ჯორჯი (37+8 მოხსნა), უესტბრუკი (27+6 მოხსნა), გრანტი (10+8 მოხსნა).

დ: ბარნსი (22+13 მოხსნა), ფერელი (18), სმიტი (15), პაუელი (11).

0000000000000000

კალათბურთი

ასეთი იქნება შესარჩევი

ევროპული გრანდების სავარაუდო ხუთეულები ფიბას მსოფლიოს თასის შესარჩევზე

საინტერესო თემას შეეხო ესპანური გაზეთის Mარცა-ს ორშაბათის ნომერი. ახლოვდება ფიბას მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის პირველი ტური. ცნობილია, რომ ევროლიგა შესარჩევ მატჩებზე არ გაუშვებს თავის კლუბებში მოთამაშე კალათბურთელებს. ბუნებრივია, ოკეანის გაღმიდანაც სეზონის ამ ნაწილში ევროპაში ვერავინ ჩამოვა სათამაშოდ. სხვათა შორის, გაირკვა, რომ არც ჩინეთის ლიგა აპირებს თავის კლუბებში მოთამაშე ევროპელების გამოშვებას ძველი კონტინენტის შესარჩევ ტურნირზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Mარცა-მ ფიბას მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის პირველი ტურისთვის 11 ევროპული გრანდის სავარაუდო სასტარტო ხუთეულები ჩამოწერა:

ესპანეთი: კინო კოლომი, ხაიმე ფერნანდესი, ჩაბი რაბასედა, პაბლო აგილარი, ფრან ვასკესი.

გერმანია: ისმეტ აკპინარი, კარსტენ ტადა, რობინ ბენცინგი, დანილო ბარტელი, მაიკ ცირბესი.

ხორვატია: როკ სტიპჩევიჩი, ფილიპ კრუსლინი, დომაგოი ბოსნიაკი, მირო ბილანი, დარკო პლანიჩიჩი.

სლოვენია: ლუკა რუპნიკი, იაკა ბლაჟიჩი, კლემენ პრეპელიჩი, საშა ზაგორაცი, გასპერ ვიდმარი.

საფრანგეთი: ენდრიუ ალბისი, ედვინ ჯექსონი, შარლ კაუდი, ბორის დიაო, მუსტაფა ფოლი.

საბერძნეთი: იოანის ათანასიუ, მაიკლ ბრამოსი, დუშან საკოტა, პანაიოტის ვასილოპულოსი, იოანის ბურუსისი.

იტალია: არიელ ფილოი, პიეტრო არადორი, ალესანდრო ჯენტილე, პოლ ბილიგა, ანდრეა კროსარიოლი.

ლიტვა: ადას იუშკევიჩუსი, რენალდას სეიბუტისი, მარიუს გრიგონისი, ეიმანტას ბენძიუსი, კშიშტოფ ლავრინოვიჩი.

პოლონეთი: ეი ჯეი სლაუტერი, ლუკაშ კოშარეკი, მატეუშ პონიტკა, დამიან კულიგი, პრჟემეკ კარნოვსკი.

სერბეთი: სტეფან იოვიჩი, ივან პაუნიჩი, მარკო სიმონოვიჩი, სტეფან ბირჩევიჩი (ან მილან მაჩვანი), მიროსლავ რადუდიცა.

თურქეთი: ქენან შიპაჰი, დოშუშ ბალბაი*, ბირქან ბათუქი*, ფურქან ალდემირი, სემიჰ ერდენი.

* ბალბაი და ბათუქი ევროლიგის გუნდის - "ეფესის" მოთამაშეები არიან, მაგრამ განაცხადეს, რომ კლუბი ნებას რთავს ფიბა-ს ტურნირში მონაწილეობაზე.

000000000000000 ფორმულა 1

კრიმინალური გრანპრი

ფორმულა 1-ში ბრაზილიის გრანპრიზე "მერსედესის" შემდეგ, საბურავების მწარმოებელი კომპანია "პირელიც" დაზარალდა ადგილობრივი მძარცველებისგან.

სან პაულუში რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა მანქანას, რომელშიც "პირელის" პერსონალი იმყოფებოდა, - იტყობინება Aუტოსპორტ. ორი დღით ადრე, მსგავსი ამბავი შეემთხვა გერმანულ საჯინიბო "მერსედესს". მაშინაც, დამნაშავეები შეიარაღებულნი იყვნენ, მაგრამ გუნდის თანამშრომლები უვნებელნი გადარჩნენ. გატაცებულ იქნა საფულეები და ძვირფასეულობა.

პირველი ინციდენტის შემდეგ, ბრაზილიის გრანპრის ორგანიზატორებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააძლიერეს დაცვა "ინტელაგუშის" ტრასის გარშემო, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა ახალ ინციდენტს. აღნიშნავენ, რომ "პირელის" თანამშრომლები უდანაკარგოდ გაექცნენ დამნაშავეებს.

კალათბურთი

ნიქსმა ლიტველი დაითხოვა

"ნიუ იორკ ნიქსმა" თავისი რიგებიდან გაუშვა ლიტველი ფორვარდი მინდაუგას კუზმინსკასი. ამით მან ადგილი გაათავისუფლა შემადგენლობაში ფრანგი ცენტრისთვის ჟოაკიმ ნოასთვის, რომელიც 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ბრუნდება მოედანზე, - იტყობინება კლუბის პრეს-სამსახური.

ცოტა ხნის წინ, კუზმინსკასმა უკმაყოფილება გამოთქვა წლევანდელ სეზონში თავისი როლით - ფორვარდმა ჯამში მხოლოდ ორი წუთი ითამაშა მიმდინარე რეგულარულში.

გობერი ერთი თვე ვერ ითამაშებს

"იუტას" ცენტრი რუბი გობერი ოთხი კვირით გამოვიდა მწყობრიდან მარჯვენა მუხლში დაზიანების გამო, - წერს "ჯაზის" პრესსამსახური.

ფრანგმა დაზიანება "მაიამისთან" მატჩში მიიღო. როგორც გობერი ამბობს, ტრავმა დიონ უეიტერსის "ბინძური თამაშის" ბრალია - მაიამელი ბურთისთვის გადახტა და ამ დროს, მუხლში ჩაარტყა გობერს.

NBA უფრო აინტერესებთ

როგორც გამოცემა თჰე შპორტს Bუსინესს Dაილყ წერს, NBA-ის თამაშების სატელევიზიო აუდიტორია 2017-18 წლების სეზონის სტარტზე 15 პროცენტით არის მომატებული. გაზრდილია როგორც ეროვნული არხების, ასევე რეგიონული სპორტული ქსელების რეიტინგი.

ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს თNთ-ს, რომლის მაყურებელთა საშუალო რაოდენობა NBA-ის მატჩების ტრანსლირებისას 2.6 მილიონს შეადგენს. ეს საუკეთესო მაჩვენებლია ამ არხისთვის 2013-14 წლების შემდეგ. თNთ-ის რეიტინგი შარშანდელი სეზონის სტარტთან შედარებით, 11 პროცენტით გაიზარდა.

ტელეარხ EშPN-ის რეიტინგებმა 4 პროცენტით მოიმატა, NBA თV-ის - 59 პროცენტით, რეგიონული ქსელების - 14 პროცენტით.

გვერდი მოამზადა

გია თვალაბეიშვილმა

000000000000000

მესი: მე არ ვწყვეტ ვინ

უნდა ითამაშოს

ნაკრებში!

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა

ლიონელ მესიმ ინტერვიუ მისცა

ტელეარხ თყჩ შპორტს-ს...

რთულ შესარჩევზე

- ყოველთვის მეგონა, რომ შევძლებდით ნებისმიერი სირთულიდან გამოძრომას. ამასთან, დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვუგებდით ვენესუელას და პერუს, რადგან სხვა გამოსავალი არ გვქონდა. მაგრამ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ორივე მატჩს ფრედ ვითამაშებდით და ყველაფერი ბოლო ტურში ეკვადორის დამარცხებაზე იქნებოდა დამოკიდებული. უდიდეს შრომად დაგვიჯდა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა, მაგრამ ჩვენ უფლება არ გვქონდა იქ არ გავსულიყავით.

ხორხე სამპაოლიზე

- სამპაოლი ძალიან ჭკვიანი ადამიანია, რომელსაც ცხადად აქვს წარმოდგენილი, რა სურს საკუთარი გუნდებისგან. დიდ პატივისცემას იმსახურებს ის, თუ როგორ ცხოვრობს საკუთარი პროფესიით, როგორ ამზადებს მოთამაშეებს, როგორ იყურება მომავალში. ასე იყო ჩილეს ნაკრებში და "სევილიაში". სწორედ ამას ველოდით მისგან.

ნაკრების კრიტიკაზე

- ყველას გულზე მოგვხვდა ის, რასაც ნაკრებზე მთელი ამ დროის განმავლობაში ლაპარაკობდნენ. ამდენი წელი კრიტიკის შემდეგ, უკვე შევეჩვიეთ ყოველგვარ ველურობას და უკვე შეგვიძლია ამასთან გამკლავება. გუნდის შიგნით ძალიან მძიმე მომენტები გადავიტანეთ. და წაგებული ფინალების გარდა, იყო ჩვენ წინააღმდეგ მიმართული ბევრი დარტყმა. ყველა თანაგუნდელთან მქონდა საუბარი - ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, უკვე დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ და არგენტინის ნაკრების ღირსებას ვიცავთ. მომავალშიც ვეცდებით ერთმანეთს დავეხმაროთ მინდორზეც და მის ფარგლებს გარეთაც. იმედი მაქვს, შევძლებთ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მოგებას - თითოეულ ჩვენგანს ამის სურვილი აქვს. და თუ მოვიგებთ, გპირდებით, რომ ფეხით მივალ ჩემი სახლიდან აროიო-სეკო დო სან-ნიკოლასამდე (დაახლოებით 50 კილომეტრი).

კონკურენტებზე

- არ მინდა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრა. ის ძალიან მძიმე მეტოქეა, ერთ-ერთი კანდიდატი ჩემპიონობაზე. კიდევ - ბრაზილია, გერმანია, საფრანგეთი... ეს ის გუნდები არიან, რომლებმაც, ჯერჯერობით, საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვეს.

საკუთარ მომავალზე

- მომავალში არ ვიყურები, წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება ჩემს თავს ხვალ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ, ყოველი მომენტისგან სიამოვნებას ვიღებ, მიხარია, რომ ყოველ კვირას შემიძლია ფეხბურთის თამაში. როცა მოვა მომენტი, მივიღებ გადაწყვეტილებას - სად გავჩერდე და რა გავაკეთო მომავალში. მინდა ვითამაშო "ნიუელსში", იქ დავასრულო კარიერა. არგენტინის ჩემპიონატში დაბრუნება - ეს ოცნებაა. მაგრამ, რეალობა ისეთია, რომ არასოდეს იცი, რა გელოდება ქუჩის კუთხეში.

ნაკრებში საკუთარ

- გავლენაზე

ტყუილია ის, თითქოს მე ვწყვეტ ჩემი მეგობარი ფეხბურთელებიდან ვინ უნდა ითამაშოს ნაკრებში, ან ვინ უნდა გაწვრთნას გუნდი. მე არ მეხება ეს საკითხები, უბრალოდ, ჩემს სამუშაოს ვასრულებ მოედანზე. მეცინება, რადგან ეს სისულელეა. და მეორე მხრივ, საწყენია, რადგან ლაპარაკია მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებზე - მასკერანოზე, დი მარიაზე, ბილიაზე... როცა ასეთ რამეს ლაპარაკობ, ეს ნიშნავს, რომ არ აფასებ ჩვენს დამსახურებებსა და საფეხბურთო თვისებებს. არავინ მოხვედრილა ნაკრებში ჩემი ინიციატივით. ამბობდნენ, რომ მე ნაკრებში იკარდის მიწვევის წინააღმდეგი ვიყავი. სისულელეა, მსგავსი ამბებით არასოდეს ვყოფილვარ დაკავებული.

00000000000000000

აშშ-მ

ფედერაციის თასი მოიგო

პირველად

2000 წლის შემდეგ

ქალთა ჩოგბურთის მთავარი გუნდური ტურნირის - ფედერაციის გამარჯვებული აშშ-ის ნაკრები გახდა. ამ გუნდმა ფინალში სტუმრად, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეძლო ადგილობრივი გუნდის დამარცხება - 3:2.

ერთეულებში ჩატარებული პირველი ოთხი მატჩის შემდეგ, საერთო ანგარიში იყო - 2:2. ყველაფერი წყვილთა შეხვედრას უნდა გაერკვია, რომელშიც კოკო ვანდევეგემ და შელბი როჯერსმა 6:3, 7:6 დაამარცხეს ალექსანდრა სასნოვიჩისა და არინა საბალენკას დუეტი. აღსანიშნავია, რომ სამივე ქულა აშშ-ის გუნდს ვანდევეგემ მოუტანა.

ბელარუსს ფინალში აკლდა ლიდერი ვიქტორია აზარენკა, რომელმაც ოჯახური პრობლემების გამო ვერ შეძლო სამშობლოში ჩასვლა.

აშშ-ისთვის ეს იყო პირველი გამარჯვება ფედერაციის თასზე ბოლო 17 წლის განმავლობაში. 2000 წელს, ტურნირის ტრიუმფატორები გახდნენ - ლინდსი დევენპორტი, მონიკა სელეში, ჯენიფერ კაპრიატი და ლაიზა რეიმონდი. ფინალში მათ ესპანეთი დაამარცხეს.

ბელარუსი-აშშ

0:1 ალექსანდრა სასნოვიჩი-კოკო ვანდევეგე 4:6, 4:6

1:1 არინა საბალენკა-სლოან სტივენსი 6:3, 3:6, 6:4

1:2 არინა საბალენკა-კოკო ვანდევეგე 6:7(5), 1:6

2:2 ალექსანდრა სასნოვიჩი-სლოან სტივენსი 4:6, 6:1, 8:6

2:3 საბალენკა/სასნოვიჩი-როჯერსი/ვანდევეგე 3:6, 6:7(3)

0000000000000

ფედერერი არ უნდა მივიჩნიოთ ყველა დროის საუკეთესოდ

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ამერიკელ ანდრე აგასის მიაჩნია, რომ როჯერ ფედერერი არ უნდა მივიჩნიოთ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად.

"ჩოგბურთელი არ შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესოდ ისტორიაში, თუ მთავარ კონკურენტთან დაპირისპირებაში უარყოფითი ბალანსი აქვს. ნადალი უფრო ხშირად ამარცხებდა როჯერს. მე შემეძლო იოლად მეთქვა საწინააღმდეგო და დამესახელებინა ფედერერი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვეულებრივი კამათია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფედერერი უნიკალურია ყველაფერში: სიდიადე, სიზუსტე, სიმსუბუქე. ის ისე არ თამაშობს, როგორც სხვები. გეჩვენება, რომ ის ყველაფერს აკონტროლებს და პოულობს გამოსავალს ნებისმიერ სიტუაციაში. ეჭვგარეშეა, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება სპორტში", - მოჰყავს ანდრე აგასის სიტყვები ფრანგულ Lე Mატინ-ს.

გვერდი მოამზადა

გია თვალაბეიშვილმა

00000000000000000

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია