"ტოიოტა კავკასიამ" ახალი Land Cruiser Prado წარმოადგინა
"ტოიოტა კავკასიამ" ახალი Land Cruiser Prado წარმოადგინა. საქართველოში ახალი მოდელის პრეზენტაცია 7 ნოემბერს, "შატო მუხრანის" ტერიტორიაზე გაიმართა.

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.

"ლენდ კრუიზერი" ნამდვილად გამორჩეული და პოპულარული ავტომობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალ "პრადოს" ქართული საზოგადოება დიდი სიხარულით მიიღებს" - განაცხადა "ტოიოტა კავკასიის" პრეზიდენტმა მიცურუ კონიშიმ.

" Land Cruiser Prado"-ს 2018 წლის მოდელი გამოირჩევა ექსტერიერის ახლებური, უფრო თანამედროვე და გამოკვეთილი სტილით, დახვეწილი, კომფორტული და მაღალი ხარისხის ინტერიერის დიზაინით, გაუმჯობესებული დინამიკური მაჩვენებლებითა და მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი შესაძლებლობებით. ავტომობილი აღჭურვილია დამატებითი უგზოობის ოფციებით, რომელიც მაქსიმალურად უადვილებს მფლობელს გადაადგილებას უგზოობის პირობებში. განახლებულია საჭეც, რომელიც "Toyota Land Cruiser 200 (V8)" მოდელების საჭეების მსგავსია.

"შატო მუხრანის" ტერიტორიაზე ჟურნალისტებსა და სხვა სტუმრებს განახლებული "ლენდ კრუიზერ პრადოს" ტესტირების საშუალება თავად მიეცათ.

"ტოიოტა კავკასიის" პროდუქტის და ფასთწარმოქმნის სპეციალისტის, გაგა კოხრეიძის თქმით, "ნებისმიერ მძღოლს ახალ "Toyota Land Cruiser Prado"-ს საჭესთან შეუძლია თავი ნამდვილ ოფროუდერად იგრძნოს. ეს შესაძლებელია რამდენიმე ფუნქციით. ერთ-ერთი მათგანი არის ცოცვის რეჟიმი, რომელიც ინტეგრირებულია მტს-სთან (მულტირელიეფის სელექცია). მისი მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 5 სხვადასხვანაირი რელიეფის შესაბამისი მოჭიდება.

ისეთი მძიმე უგზოობა, როგორებიცაა ქვიშა, თოვლი, ტალახი და ქვა-ღორღი, ახალი "პრადოს" მფლობელებისთვის ადვილად გადასალახი დაბრკოლება იქნება. ასევე, დამატებითი ოფციაა 360-გრადუსიანი კამერა, რომელიც შესაძლებელს ხდის, მძღოლმა აკონტროლოს პერიმეტრი და ის ძალიან მოსახერხებელია ქალაქის პირობებში პარკინგის დროს ან საცობებში სიარულისას. გარდა ამისა, მანქანა აღჭურვილია ქვედა რელიეფის მონიტორის სისტემითაც, რომელიც მძღოლს საშუალებას მისცემს, დაინახოს, რა ხდება ავტომობილის ძარის ქვეშ."

ახალი "პრადოს" ინტერიერი ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და "Premium Beige", რომელიც სრულიად ახალია. სალონის პრემიუმ ხარისხის გაფორმებას აგვირგვინებს - "Silver Hairline" მეტალისებური ტექსტურით დამუშავებული ზედაპირები, რომლებიც ცენტრალური მართვის

პულტის დამუშავებას და სრულიად ახალ მუქი ყავისფერ ხის მსგავს იერს ესადაგება.

ავტომობილი უკვე გაყიდვაშია "ტოიოტას" ოფიციციალურ დილერებთან: "ტოიოტა ცენტრ თბილისსა" და "ტოიოტა ცენტრ თეგეტაში", ხოლო უფრო დეტალური ინფორმაცია მის შესახებ ხელმისაწვდომია

"ტოიოტას" ოფიციალურ web-გვერდზე: www.toyota.ge.

ავტორი: თეკლა ჯანელიძე

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა