ულიმ გერმანიის საფეხბურთო კავშირს და აინტრახტს შეუტია

დიდი ხანია, „ბაიერნის“ პრეზიდენტ ული ჰიონესს სკანდალური განცხადება არ გაუკეთებია და აი, ავსტრალიასთან ამხანაგური მატჩის წინ, „ენაჭარტალა ულიმ“ გერმანიის საფეხბურთო კავშირი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. მისი აზრით, ავსტრალიის ნაკრების დარ გუნდთან ტესტ-მატჩის ჩატარება გერმანიის ნაკრებს სპორტული თვალსაზრისით არაფერს აძლევს. ჰიონესმა ფრანკფურტის „აინტრახტის“ ხელმძღვანელებიც გამოლანძღა – რა თქმა უნდა, ულისთვის საძულველი კრისტოფ დაუმის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის გამო.

ულის აზრით, ავსტრალიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის ჩატარებაზე დათანხმების მთავარი მოტივი, გერმანული მხარისთვის ფულის შოვნაა და მეტი არაფერი. „გერმანიის საფეხბურთო კავშირი ასეთ ტესტ-მატჩებს მხოლოდ იმიტომ თანხმდება, რომ ფული გააკეთოს, რადგან ბუნდესნაკრებს ავსტრალიის დარ გუნდთან ტესტ-მატჩის ჩატარება სპორტული თვალსაზრისით არაფერს მოუტანს. სამაგიეროდ, DFB მიიღებს ხუთ მილიონ ევროს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, - განაცხადა ჰიონესმა და იქვე დასძინა, - ბუნდესლიგა გადამწყვეტ ფაზაშია შესული და წესით, საფეხბურთო კავშირს ავსტრალიასთან ტესტ-მატჩზე უარი უნდა ეთქვა. რას მოგვიტანს ეს შეხვედრა? არაფერს, გარდა ფულისა! გერმანიის ჩემპიონატი სწორ გზაზე დგას და თუ ასე გაგრძელდა, ბუნდესლიგა მალე ევროპის საუკეთესო ლიგა გახდება. გერმანიის ჩემპიონატის ნებისმიერი შეხვედრა გაცილებით საინტერესოა, ვიდრე გერმანიის ნაკრების ამხანაგური მატჩი ავსტრალიასთან. მეტსაც გეტყვით: იოახიმ ლიოვმა ამ შეხვედრაში ფაქტობრივად მეორე გუნდი უნდა ათამაშოს და ჩემი აზრით, „ბაიერნის“ პირველი და მეორე გუნდების დაპირისპირება გაცილებით საინტერესო იქნება, ვიდრე გერმანიის მეორე ნაკრების თამაში ავსტრალიასთან.“

გერმანიის საფეხბურთო კავშირის გაკრიტიკების ფონზე, ულიმ უშუალოდ გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი შეაქო. „გერმანიის ნაკრები მუდმივად პროგრესს განიცდის და ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მთავარი ფავორიტები ჩვენ და ესპანეთი ვიქნებით,“ - აღნიშნა მან.

ჰიონესი ბუნდესლიგაში მწვრთნელების უდიდეს როტაციასაც შეეხო და ფრანკფურტის „აინტრახტის“ მენეჯერი ჰერიბერტ ბრუხჰაგენი შემოელანძღა: „როგორც ჩანს, ბუნდესლიგის კლუბების მენეჯერებს ჯადო გაუკეთეს. სხვანაირად ვერ ვხსნი იმ საგიჟეთს, რაც ბოლო სამი-ოთხი კვირის განმავლობაში დატრიალდა. ყველაზე დიდი ჯადო კი „აინტრახტის“ მენეჯერ ბრუხჰაგენისთვის გაუკეთებიათ, რომელმაც მოგებული თამაშის შემდეგ, მიხაელ სკიბე გაათავისუფლა და მის ნაცვლად კრისტოფ დაუმი დანიშნა.“

როგორც იცით, ჰიონესი და დაუმი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ...

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა