და რაულს დაემუქრა

ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ იმის შესახებ, რომ ფილიპო ინძაგის გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და ისიც დავძინეთ, რომ პიპოს მილანურ დერბიში ასპარეზობის შანსი გაუჩნდა. ეს ცნობა ელვისებური სისწრაფით გავრცელდა იტალიაში და "მილანის" გულშემატკივრებიც იმედებით აღივსნენ. თუმცა, მთლად ასე კარგადაც არ ყოფილა საქმე და ამაში თავად ინძაგის სიტყვები დაგარწმუნებთ:

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ფეხის ტკივილი აღარ მაწუხებს და იმის უფლებაც კი მომცეს, რომ მინდორზე გავიდე და ბურთი გავაგორო. ამასთან, მსუბუქად ვვარჯიშობ, რომ ნელნელა ფორმის აღდგენის პროცესი დავიწყო. ეს ყველაფერი ძალიან მახარებს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი მილანურ დერბიში შესაძლო ასპარეზობის შესახებ, სიმართლეს არ შეეფერება. მინიმუმ ოცი დღე კიდევ მჭირდება იმისთვის, რომ საკუთარ თავს ჯანმრთელი ვუწოდო და მოედანზე სათამაშოდ გავიდე. ეს მინიმუმ და ისე, შესაძლოა ერთი თვეც დამჭირდეს. ასე რომ, ჩემი დერბიში ასპარეზობა გამორიცხულია. ექიმები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ მხოლოდ მაშინ დავუბრუნდე

მოედანს, როდესაც 100%-ით გამოჯანმრთელებული ვიქნები".

ინძაგი დიდი მატჩების სპეციალისტია, გადამწყეტ მომენტში შეუძლია გოლის გატანა და თამაშის ბედის გადაწყვეტა. სწორედ ამიტომ, გულშემატკივრებს დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ პიპო დერბიმდე გამოჯანმრთელებულიყო. ასეა თუ ისე, "მადონინა" ინძაგის გარეშე ჩაივლის - უშუალოდ მატჩის შესახებ მას შემდეგი მოსაზრება აქვს: "როგორც წესი, ასეთ მნიშვნელოვან თამაშებს ფავორიტები ვერ იგებენ, მე კი მუდმივად მესმის საუბრები იმის შესახებ, რომ ფავორიტი სწორედ "ინტერია". ლეონარდოს გუნდი მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს და შედეგიც შესანიშნავი აქვს, მაგრამ მაინც მგონია, რომ გამარჯვება და სკუდეტო ჩვენ დაგვრჩება. რაც მთავარია, სატურნირო ცხრილს სწორედ ჩვენ ვუდგავართ სათავეში და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ლიდერის პოზიცია არ უნდა დავთმოთ. "ინტერი" აუცილებლად შეგვიტევს და შეეცდება მოედნის ცენტრზე გაბატონდეს - ჩვენ კი ორი არჩევანი გვაქვს, ან უკნიდან ვითამაშოთ, ან ცენტრში გავმართოთ ბრძოლა. ჩემი პირადი აზრია, რომ აუცილებლად პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ და უკან არც ერთი ნაბიჯით არ დავიხიოთ".

ფილიპო ინძაგის სამომავლო გეგმებზეც მოუხდა საუბარი და მეტად საინტერესო კომენტარი გააკეთა: "ჩემი სურვილია, რომ მომდევნო სეზონში "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში კიდევ არაერთი გოლი გავიტანო. ამ დროისთვის, გოლების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენი რაულია, მაგრამ კუდში ვუდგავარ და კარგი შანსი მაქვს, რომ გადავასწრო კიდეც. მართალია, "შალკე" მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ არა მგონია, რომ "ინტერთან"' რამეს გახდეს, მომდევნო სეზონში კი გელზენკირხენელები და შესაბამისად, რაული ლიგის მიღმა რჩებიან. მე კი აუცილებლად ვითამაშებ ამ ტურნირში და ვეცდები ესპანელი უკან მოვიტოვო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი უმთავრესი მიზანი საკუთარი მიღწევების გაუმჯობესებაა, გუნდურ ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე ვაყენებდი და ასე იქნება მომავალშიც. აქვე, მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო რაულის მიმართ, რომელთანაც მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ვარ. ჩემი აზრით, ესპანელი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და საერთოდაც, ფეხბურთის თამაში ჩემზე უკეთ გამოსდის".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა