უელსის ნაკრების დაცვის მწვრთნელი შონ ედვარდსი ქართველებთან ფიზიკურად მძიმე მატჩის მოლოდინშია
უელსის ნაკრების დაცვის მწვრთნელი შონ ედვარდსი ქართველებთან ფიზიკურად მძიმე მატჩის მოლოდინშია.

ამის შესახებ მან უელსის რაგბის კავშირის ოფიციალური გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

18 ნოემბერს "პრინსიფალითი სთედიუმზე" ერთმანეთის პირისპირ ახალზელანდიელი მეგობრების, უორენ გეთლანდისა და მილტონ ჰეიგის გუნდები წარდგებიან. ედვარდს კარგად ესმის, რომ უელსს რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს:

"უკანასკნელ 10 წელიწადში მსოფლიო თასს მიღმა ეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი თამაშია, რადგან ისინი ექვს ერში მოხვედრისთვის იბრძვიან. მათ იციან, რამხელა მნიშვნელობა ექნება ჩვენ წინააღმდეგ კარგ თამაშს და ეს ნამდვილად შეუძლიათ".

აღმოსავლეთევროპელები სახელგანთქმულნი არიან ფიზიკური ძალით, თუმცა ედვარდსმა იცის, რომ ეს ქართველების ერთადერთი ძლიერი მხარე არაა:

"ჩვენ ვიცით, რომ ქართველებს გამორჩეული მორკინალები ჰყავთ, თუმცა ისინი იმაზე უკეთეს რაგბის თამაშობენ, ვიდრე გგონიათ. მეტოქეს სრული პატივისცემით ვეპყრობით და ჩემთვის, როგორც დაცვის მწვრთნელისთვის, მნიშვნელოვანია მათი პირველი მიძალების შეჩერება. მათ ჰყავთ ძლიერი შერკინება, კარგები არიან დერეფანში, 10 ნომერი კრეატიული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა, ხოლო 12 ნომერი თითქმის ყველა ჯერზე ახერხებს უპირატესობის შექმნას. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ".

გეთლანდმა თქვა, რომ წინა მატჩთან შედარებით, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. რის პრისლენდი, რის პაჩელი, ოუენ უატკინი და ჰალემ ემოსი სასტარტოში უნდა გამოჩნდნენ. ჯონათან დევისი ავსტრალიასთან მატჩში დაშავდა და უელსს ქართველების წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. მას ექვსი თვით უქმობა ემუქრება.

"ჯონი უდიდესი დანაკლისია და მისი ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება. ჩვენ მას უმოკლეს დროში გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ბოლო მსოფლიო თასზე დავამტკიცეთ, რომ ტრავმირებული მოთამაშეების ღირსეულად შეცვლა შეგვიძლია. ვიყავით ყველაზე საშინელ ჯგუფში, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა; გვქონდა ტრავმირებული მოთამაშეების დიდი სია. მორაგბეები მარჯვნივ და მარცხნივ გვემტვრეოდა, თუმცა ამის გადალახვა მოვახერხეთ", - ამბობს ედვარდსი.

უელსთან თამაშის წინ საქართველოს ექვს ერში მოხვედრის საკითხი ბრიტანულმა The Guardin-მა კიდევ ერთხელ წამოსწია. გამოცემამ "ბორჯღალოსნებს" ვრცელი სტატია მიუძღვნა სათაურით -

"საქართველო ზედმეტად კარგია მეორე დონისთვის, თუმცა ელიტაში ჯერ ვერ მოხვდა".

"საქართველო, რომელიც შაბათს უელსს ეთამაშება, რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის გადაზრდილია, თუმცა აღმოაჩინა, რომ მისთვის ექვსი ერის კარი ჯერაც დაკეტილია.

საქართველო კარდიფში მიმდინარე კვირაში, თბილისიდან სტამბულის გავლით ექვსსაათიანი მგზავრობის შემდეგ ჩამოვიდა. 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ გუნდი მილტონ ჰეიგმა ჩაიბარა და გუნდს დიდი პროგრესი აქვს, თუმცა ჰეიგი შიშობს, რომ ეს პროგრესი შესაძლოა შენელდეს, რადგან გასაქანი არსაით აქვთ.

"ევროპის ერთა თასი საჭირო გამოცდილებას ვერ გვაძლევს. როდესაც ნოემბრის ტესტ-მატჩების დრო დგება, ვხედავთ, დონეებს შორის ასტრონომიული სხვაობაა. 2011 წლის შემდეგ პირველი დონის გუნდებთან სულ ხუთჯერ ვითამაშეთ, ნახევარზე ნაკლები, ვიდრე ფიჯიმ და სამოამ. მაქვს კითხვა, როგორ გავაგრძელოთ პროგრესი?!" - ამბობს 53 წლის სპეციალისტი, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა ვერნ კოტერის დამხმარის რანგში დაიწყო:

"უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გამოჩნდა, რომ ევროპის ერთა თასისთვის გადავიზარდეთ. ეს არაა რუმინეთის, რუსეთისა და მისი მსგავსი გუნდების უპატივცემულობა, თუმცა მივაღწიეთ სტადიას, რომლის შედეგად კანადასთან 54 ქულა ავიღეთ. მიუხედავად ამისა, უკმაყოფილო დავრჩი, რადგან ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რისი სურვილიც მქონდა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვისურვებდი, რომ უელსის შემდეგ გვქონოდა თამაში პირველი დონის გუნდთან, რათა საკუთარი შესაძლებლობები შევამოწმოთ".

იტალია ასეთივე მდგომარეობაში იყო 2000 წელს, როდესაც ხუთი ერი ექვსად გადაკეთდა, მსგავსად არგენტინისა, რომელიც 2012 წლიდან სამი ერის ნაწილი გახდა. ორივე ქვეყანას დიდხანს მოუწია ლოდინი. მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო ცდილობს, რომ განვითარებად ქვეყნებს დაეხმაროს და ექვსმა ერმა ახალი წევრები მიიღოს.

"ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ერთ დროს ექვსეულში მოვხვდებით. არის საუბრები და ინგლისის რაგბის კავშირის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ ბრაუნმა თქვა, რომ საქართველოს ნახვის დრო დადგა. ეს დიდწილად იქნება დამოკიდებული უელსთან და გაისად იტალიასთან თამაშზე, თუმცა ვიაზრებთ იმას, რომ პრიორიტეტი კომერციული სიცოცხლისუნარიანობაა. როდესაც საქართველოში ჩავედი, ჩვენი კვართის სპონსორობა 10 ათასი დოლარი ჯდებოდა. ახლა ეს თანხა ბევრად დიდია" - ამბობს ჰეიგი.

მხარდამჭერებს შორისაა "მონპელიეს" მფლობელი მოედ ალტრადი, რომელიც ეხმარება ქართულ კლუბს და 20 წლამდე ასაკის ნაკრებებს. ახლახან, ჰეიგის შეგირდებმა მის ბაზაზე სამდღიანი შეკრება გაიარეს.

"ქართული რაგბის გასაოცარი ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მხოლოდ 15 ათასი რეგისტრირებული მორაგბე გვყავს. ეს რიცხვი იზრდება, რადგან მშობლები, რომლებიც ფეხბურთს უყურებდნენ, რაგბის ფასეულობების დამფასებლები გახდნენ. მე ვნახე ერთ-ერთი სოფლის 15 წლის ბავშვები, რომლებმაც უელსელ თანატოლებს 50 ქულა გაუკეთეს და რამდენჯერმე შესანიშნავად გაჭრეს ხაზი. ვიკითხე და გაირკვა, რომ ამ სოფელში სტადიონი მოეწყო და ბავშვები მასთან ყოველდღე მიდიან. საქართველოში ჩასვლისას მხოლოდ ორი მოედანი გვქონდა, ახლა კი მათი რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. იმ დროისთვის სამოას, კანადას და აშშ-ს ჩამოვრჩებოდით, თუმცა ახლა სიტუაცია შეცვლილია", - ამბობს ჰეიგი.

ჰეიგი საქართველოში 2019 წლის ბოლომდე უნდა დარჩეს. მას შეუყვარდა ეს ქვეყანა და იქ მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. უფროსი გოგო ტანმოვარჯიშეა და თავისუფლად საუბრობს ქართულად.

"ეს შესანიშნავი ადგილია შესანიშნავი საკვებით, - ახასიათებს საქართველოს ახალზელანდიელი. - იქ ოთხი შესანიშნავი სეზონია, ცივი ზამთარი, ცხელი ზაფხული და ლამაზი შემოდგომა და გაზაფხული".

მან ძლიერი მწვრთნელთა გუნდი შეკრა ავსტრალიელ რიჩარდ გრემთან, ბრედ ჰარისთან, ახალზელანდიელ დინ ქამინსთან და ქართველ ლევან მაისაშვილთან ერთად, რომელიც პერიოდულად "სარასენსში" იმაღლებს კვალიფიკაციას. მორკინალების უმრავლესობა საფრანგეთის ტოპ 14-ში, ან ინგლისის პრემიერშიფში თამაშობს, თუმცა ადგილობრივ მოთამაშეებს დატვირთული გრაფიკი აქვთ:

"ისინი კვირაში ორჯერ ჩვენთან ვარჯიშობენ. 2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ჰყავდა ძლიერი შერკინება და იშვიათად იყენებდა ხაზის მოთამაშეებს. ახლა ეს შეცვლილია. მე ვისურვებდი, რომ ყველანი უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ, თუმცა ის ვარჯიშები, რაც მათ უტარდებათ, ისეთივე კარგია, როგორც საფრანგეთში ან ინგლისში".

2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველო ჯგუფში უელსთან ერთად მოხვდა და ჰეიგი თვლის, რომ იმ პერიოდისთვის მისი გუნდი უკეთესი იქნება:

"ჩვენ უფრო კარგები ვართ, ვიდრე 2015 წელს ვიყავით. გასულ წელს შოტლანდიაში დავმარცხდით, ხელოვნურსაფარიან მოედანზე, რაც მათ წისქვილზე ასხამდა წყალს, თუმცა შევიძინეთ თავდაჯერებულობა.

ზაფხულში არგენტინას ვეთამაშეთ და ბიჭებს ვუთხარი, რომ ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა, მაგრამ დებიუტში მეტოქეს 4 ჯარიმა ვაჩუქეთ, თუმცა მატჩის მიწურულს ბიჭები მიხვდნენ, რომ შედეგი შეიძლებოდა სხვაგვარი ყოფილიყო და საბოლოოდ მეტოქეს მხოლოდ 16 ქულით ჩამოვრჩით".

rugby.ge

borjgalosnebi
და 2007 ში ირლანდიასთან მოგებული თამაში წაგვაგებინეს. შოკი იყო რაგბის სამყაროსთვის მაშIნდელი საქართველოს ნაკრების თამაში.
სოსო
მილტონ ჰეიგმა ან არ იცის,ან საჭიროდ არ ჩათვალა ეთქვა,რომ 2003 წელს,როცა პირველად გავედით მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე,საქართველოში სულ 200 რეგისტრირებული მორაგბე იყო და არც ერთი ბალახის საფარიანი სათამაშო მოედანი.ფანტასტიკაა და არავინ დაიჯერებდა.ალბათ ამიტომაც არა თქვა,მაგრამ ეს ხომ სიმართლეა.
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის
საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს