ჯილარდინოს დარჩენა სურს

სტევან იოვეტიჩი რომ ძალიან აკლია "ფიორენტინას, ამას თქმა არ სჭირდება. ჩერნოგორიელმა ფორვარდმა სეზონის სტარტზე მიიღო უმძიმესი ტრავმა და მას შემდეგ, მოედანზე აღარც გამოჩენილა. მის გარეშე, "ვიოლას" შეტევა არც თუ კარგად გამოიყურება, ფლორენციელთა იერიშებს სიმწვავე აკლია, თავდასხმის წინა ხაზზე მოასპარეზე ალბერტო ჯილარდინო კი აშკარად ეულად გამოიყურება და თითქოს მოწყვეტილია დანარჩენ გუნდს. ამიტომ, ტოსკანელ გულშემატკივრებს ერთი სული აქვთ როდის გამოჯანმრთელდება ბალკანელი და როდის დაუბრუნდება მოედანს. ამასთან დაკავშირებით, კომენტარი თავად სტევანმა გააკეთა:

"თავს უკეთესად ვგრძნობ და როგორც ექიმები მეუბნებიან, ორ-სამ კვირაში სრულ მზადყოფნაში ვიქნები. როდესაც ტრავმა მივიღე, მითხრეს, რომ სეზონის ბოლომდე თამაში გამორიცხული იყო, მაგრამ როგორც ხედავთ, ვითარება შეიცვალა. მონდომებამ და ექიმების შრომამ შედეგი გამოიღო, ტრავმა მოშუშებულია, თუმცა კუნთი ჯერ კიდევ სუსტია და მის სრულად აღდგენამდე ოფიციალუირი პაექრობის გამართვა წარმოუდგენელია. სეზონის დასკვნით ნაწილში აუცილებლად დავეხმარები გუნდს და ამის გაცნობიერება ძალიან მახარებს".

ამასობაში, სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ალბერტო ჯილარდინო ნავსაყუდელს შეიცვლის. ჯილას მიმართ არაერთი გუნდი იჩენს ინტერესს, რომელთა შორის '"იუვენტუსი" გამოირჩევა. ტურინელებს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდათ ალბერტოს გადაბირება, მაგრამ ფლორენციელები მკაცრ უარზე დადგნენ. საინტერესოა, რა მოხდება ამ შემთხვევაში - ერთი კი ცხადია, თავად ფეხბურთელი ფლორენციაში თავს შესანიშნავად გრძნობს და სხვაგან წასვლის სურვილით არ იწვის. ამის შესახებ ჯილარდინოს პირადმა აგენტმა ისაუბრა:

"სად ითამაშებს მომდევნო სეზონში ჯილარდინო? - თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, აუცილებლად "ფიორენტინაში". ალბერტო ძალიან კარგად გრძნობს თავს ფლორენციაში და სურს, რომ "ვიოლას" ისტორიაში საკუთარი გვარი ჩაწეროს. ამიტომ, უმცირესია იმის შანსი, რომ ამ ზაფხულს ტრანსფერი შედგეს და ჯილამ სხვაგან გააგრძელოს კარიერა. ალბათ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ კლუბი მოისურვებს ჩემი კლიენტის გასხვისებას, ამის შანსი კი როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან მცირეა".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა