ბუნდესლიგის მორიგ ტურში სუპერმატჩი არ არის, მაგრამ რამდენიმე ისეთი შეხვედრაა, ქომაგის ინტერესი რომ არ უნდა მოაკლდეს
ბუნდესლიგის მორიგ ტურში სუპერმატჩი არ არის, მაგრამ რამდენიმე ისეთი შეხვედრაა, ქომაგის ინტერესი რომ არ უნდა მოაკლდეს. დავიწყოთ ლიდერით. იუპ ჰაინკესის "ბაიერნს" მოგება არ უნდა გაუჭირდეს, რადგან მისთვის სასურველ მეტოქეს, "აუგსბურგს" ეთამაშება.

"ბაიერნის" ბანაკიდან კარგი ამბები ისმის. მართალია, იანვრამდე ვერ დაბრუნდება მანუელ ნოიერი, მაგრამ შეიძლება ითამაშოს ხუან ბერნატმა. ძირითად გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიში ფრენკ რიბერიმ, მაგრამ დიდი ალბათობით, ექიმები არ გარისკავენ და ზეგამოცდილ ფრანგს უფრო სერიოზული ბრძოლებისთვის გაუფრთხილდებიან.

მეორე ადგილზე მყოფ "ლაიპციგს" რთული გასვლითი მატჩი ელის "ლევერკუზენთან". "ფარმაცევტები" არასტაბილურად კი თამაშობენ, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. გუნდები, პრაქტიკულად, ოპტიმალური შემადგენლობით წარდგებიან ერთმანეთის პირისპირ. ერთადერთი სერიოზული დანაკლისი "ლაიპციგს" აქვს - ვერ ითამაშებს ფრანგი ფორვარდი ჟან-კევინ ოგასტენი.

"დორტმუნდის" ლაზარეთი ისევ სავსეა. ბუნდესლიგის ერთ-ერთ ფავორიტს ჩემპიონთა ლიგაში შანსი აღარ აქვს და უკვე მთლიანად შიდა ასპარეზზე გადაერთვება. სხვა საქმეა, რომ დორტმუნდელებს ბევრი წამყვანი ფიგურა აკლიათ. ამის მიუხედავად, სტუმარს, მოგების გარდა, სხვა გზა არ დარჩენია, რადგან "ბაიერნი" უკვე დიდი სისწრაფით მიქრის საჩემპიონო გზაზე.

"ჰოფენჰაიმი" "აინტრახტს" მიიღებს. მასპინძლებს ჩეხი პაველ კარადაბეკი დააკლდებათ. ცხადია, ამ მატჩში გოლების სიმრავლეს ველით, მაგრამ ბოლო შეხვედრებში ეს ასე არ ხდება. ფაქტია, "ჰოფე" ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე ამოდსაცქერი გუნდია.

შესანიშნავ ფორმაში მყოფი "შალკე" შინ ფავორიტის რანგში ისტუმრებს "ჰამბურგს". გარდა იმისა, რომ ბოლო ტურებში კარგად გამოიყურებიან, "ხუმარებს" შემადგენლობაც კარგი ჰყავთ. მათ ამ შეხვედრაში პაბლო ინსუა დააკლდებათ.

ახლა "შალკეს" ქომაგების მთავარი საფიქრალი ის არის, შეძლებენ თუ არა თამაშს მატია ნასტასიჩი და ლეონ გორეტცკა. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გორეტცკაა. მასთან ერთად და მის გარეშე "შალკე" ორი სხვადასხვა გუნდია.

ტურის ერთ-ერთი ინტრიგაა ისიც, შეძლებენ თუ არა პირველი გამარჯვებების მოპოვებას "ვერდერი" და "კიოლნი". თუ ეს გუნდები ამ დროისთვის ჯერაც მოგებების გარეშე იქნებოდნენ, ამას, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა. ფაქტია, ორი ტრადიციული ბუნდესლიგური კლუბი გავარდნის რეალური პერსპექტივის წინაშეა.

ფაქტები

"დორტმუნდი" ბოლო ოთხი მატჩია, "შტუტგარტს" ამარცხებს.

"კიოლნსა" და "ვერდერს" ჯერ ერთი თამაშიც არ მოუგიათ მიმდინარე ბუნდესლიგაში.

"ჰოფენჰაიმსა" და "აინტრახტს" შორის უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში ორივე გუნდს არ გაუტანია.

"გლადბახმა" ოთხი მატჩია, მარცხის სიმწარე არ იცის.

პარასკევი, 17 ნოემბერი

შტუტგარტი-დორტმუნდი 23:30

შაბათი, 18 ნოემბერი

ბაიერნი-აუგსბურგი 18:30

ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 18:30

ლევერკუზენი-ლაიპციგი 18:30

მაინცი-კიოლნი 18:30

ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 18:30

ჰერტა-გლადბახი 21:30

კვირა, 19 ნოემბერი

შალკე-ჰამბურგი 18:30

ვერდერი-ჰანოვერი 21:00

ბომბარდირები: 11 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 6 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
[VIDEO] პირველი გოლი ახალ სეზონში - ზივზივაძემ "აინტრახტს" გაუტანა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
[VIDEO] დიდი სენსაცია ბუნდესლიგაში - "აუგსბურგმა" "ბაიერნი" სტუმრად "ქამბექით" დაამარცხა!
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
გოჩოლეიშვილმა "ბაიერთან" შეუცვლელად ითამაშა - "ჰამბურგი" დამარცხდა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
"ჰამბურგი" გამოსყიდვას არ გეგმავს - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" დაბრუნდება
[VIDEO] წუთები დიდ სენსაციამდე - "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" მარცხს გადაურჩა!