დიდ მატჩამდე 24 საათით ადრე
ხვალ კარდიფში, საქართველოს დროით 18:30 საათზე უელსთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე, მილთონ ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს. ჰეიგის მისამართით დასმული პირველი კითხვა უელსელთა გადახალისებულ შემადგენლობას ეხებოდა. ახალ ზელანდიელი სპეციალისტი არ ფიქრობს, რომ ამით უელსელთა თამაშს სიმწვავე დააკლდება:

„მსგავს ცვლილებებს ველოდით, რადგან უელსმა გასულ კვირაში ოთხმატჩიანი ტესტ-სერია დაიწყო და ასეთ დროს ყველა თამაშის ერთი შემადგენლობით ჩატარება ძალიან რთულია. ეს ცვლილებები ჩვენთვის არაფერს ცვლის. ჩვენს წინააღმდეგ ის მორაგბეები წარსდგებიან, რომლებიც უელსის სანაკრებო სისტემაში „იხარშებიან“ და მაღალი ხარისხის თამაშით გამოირჩევიან. ეს ცვლილება ორპირიან ხმალს წააგავს - შესაძლოა ამ ბიჭებს ნაკლები გამოცდილება ჰქონდეთ, თუმცა მეორეს მხრივ იღებ ღონეს, მოტივაციას და ენთუზიაზმს. ხვალინდელი შეხვედრა ყველა მათგანისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ეცდებიან მწვრთნელებს დაანახონ, რომ ამ კვართის ტარების ღირსნი არიან“

ჟურნალისტები ბორჯღალოსნების ვარჯიშის სიტემითაც დაინტერესდნენ, რომლის დროსაც ბურთს დიდი ყურადღება ეთმობოდა:

„ბოლო ექვსი წელიწადია ბურთით ვარჯიშს დიდი ყურადღება ეთმობა. ჩვენი ფილოსოფიაა, რომ როდესაც შესაძლებლობა მოგვეცემა ბურთი გავშალოთ და ამას ვაკეთებთ კიდეც. არა აქვს მნიშვნელობა ვინაა მოწინააღმდეგე, თუ სწრაფად ასუფთავებ რაქებს და სისწრაფეში ქმნი შესაძლებლობებს, გაქვს უნარი, რომ წნეხის ქვეშ მიიღო და გასცე პასები, მაშინ ნებისმიერ მეტოქეს შეუქმნი პრობლემებს და ჩვენი მიზანი სწორედ ესაა“ - ამბობს ჰეიგი და ძლიერ მეტოქეებთან ხშირად თამაშის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„უელსის ნაკრებს 2019 წლის მსოფლიო თასზეც შევხდებით და ახლა ერთმანეთს ძალებს მოვუსინჯავთ. ჩვენ ვაფასებთ ამ შესაძლებლობას და უნდა დავამტკიცოთ, რომ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ კარგად თამაში შეგვიძლია. კვირის დასაწყისში გუნდში ვისაუბრეთ, რომ შარშან ეს შოტლანდიასთან არ გამოგვივიდა, თუმცა ერთი წლის თავზე ჩვენი თავდაჯერებულობა გაიზარდა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ახლა მეტის გაკეთებას უნდა ვეცადოთ“

პრესკონფერენციას ექვსი ერის ხსენების გარეშე არ ჩაუვლია:

„მხოლოდ ძლიერ მეტოქეებთან თამაშით შეძლებ დაინახო რამდენად განვითარდი. ტიერ ერთის ქვეყნებთან კარგი თამაში, იქნება მკაფიო მესიჯი, რომ უფრო მეტ ასეთ შეხვედრას ვიმსახურებთ. ასევე ეს იქნება შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს საუბრები ექვსი ერის კარის გახსნასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ძალიან კარგად ვითამაშოთ. ჩვენ მხოლოდ ჩვენი თამაშის გაკონტროლება შეგვიძლია და თუ კარგად თამაშს და პროგრესს განვაგრძობთ, დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროც დადგება“.

„გულშემატკივარს ჩვენი სჯერა“

მერაბ შარიქაძემ კვირის დასაწყისში ვარჯიში გამოტოვა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და ფიქრობს, რომ უელსთან ჯახს გუნდიც კარგ ფორმაში ხვდება:

„ექიმებმა კარგად მიმკურნალეს და ახლა ყველაფერი რიგზეა. გუნდიც ბრწყინვალე ფორმაშია და იმედია ხვალ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ. 2015 წლის მსოფლიო თასზე ამ სტადიონმა ძალიან კარგი მოგონებები დაგვიტოვა და იმედია ეს გამოცდილება ხვალინდელ მატჩშიც დაგვეხმარება“.

კაპიტანი ფიქრობს, მეტოქის უპირატესობა სწრაფი თამაში იქნება, კანადასთან 54:22 მოგების შემდეგ კი, ქართველი გულშემატკივარი ძლიერ მეტოქესთან კარგი თამაშის მოლოდინშია:

„უელსის მთავარი სიძლიერე სწრაფი თამაშია. ისინი ნახავდნენ ჩვენი და კანადის შეხვედრას, ეცდებიან ბურთი სწრაფად გაათამაშონ და უპირატესობა ამის ხარჯზე მოიპოვონ. ქართველი ქომაგი რაგბში ძალიან კარგადაა გათვითცნობიერებული და ზუსტად იციან რა სიძლიერის გუნდთან მოგვიწევს შეხვედრა, თუმცა კანადასთან კარგი თამაშისა და გამარჯვების შემდეგ, მათ ბევრად მეტი უნდათ. მათ ჩვენი სჯერათ და გამარჯვების მოლოდინში არიან“.

შარიქაძეს პრესკონფერენციაზე ჰართპურიშინ გატარებულ წლებზე და უელსისა და გლოსთერის ფლანკერ როს მორიარტიზეც კითხეს:

„ეს ჩემთვის დიდი გამოცდილების ორი საოცარი წელიწადი იყო. იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რაც კარიერაში გამომადგა და ამისათვის ჰართპური კოლეჯის მადლობელი ვარ. მორიარტი ჩემი მეგობარია, ჩვენ ჰართლპურიში ერთად ვსწავლობდით და ვთამაშობდით. სამწუხაროდ, ახლა ის ტრავმირებულია და მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

boria
ვინმემ დადეთ რა სად უყურო ლაივს
ალეკო
ღმერთმა ხელი მოგიმართოდ!
777
დაჰკრეს ნაღარა, გულნი შეზარა... უუუხ, მიაწექით ლომებო
გიორგი
როდესაც თქვენ გხედავთ, გული სიამაყით მევება, რომ ქართველი ვარ. ღირსეულად უნდა ვითამაშოთ, რისი იმედიც ქართველების 90%-ს აქვს...
badri
შესანიშნავი და ღირსეული კაპიტანი ჰყავს ბორჯღალოსნებს, ნამდვილი ლიდერი და პროფესიონალი, მელიტონას არც აქ უღალატა ინტუიციამ. მერაბ შარიქაძე არის მაგალითი ყველა სპორტსმენისათვის, განსაკუთრებით ფეხბურთელებისათვის. დიდებული მორაგბეა.
aleko
რო იცოდეთ მანდ ქინქლაძემ რამდენიმე წლის წინ ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა უელსელებს. ეხლა დროა რაგბიშიც ვასწავლოთ რამე ახალი:D
gio
მგონია რომ ფიზიკურად ყველასთან თამაში შეგვიძლია. გავიხსენოთ ახალ ზელანდიასთან თამაში 2015ში. მიდით ბიჭებო ყველაფერი კარგად იქნება!
Giga
Mjera da mwams rom dgevandeli dge ragbis istoriashi sheva dges chveni qveynis vajkacebi amistvs dual gones ar daushureben as qveyanas asaxekeben
გულშემატკივარ
დღევანდელ დღეს 53 წლის წინათ ქართველმა ფეხბურთელებმა ისტორია შექმნეს, გახდნენ რა საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. დღეს რეგბისტებს აქვთ შანსი თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანონ ჩვენი რაგბი.
სოსო
თქვენ ვაჟკაცები ხართ!წინ კი სახელია! დავუმტკიცოთ უელსელებს რომ ჩვენც შეგვიძლია რაღაცა.
tazo
ღმერთი თქვენთან ბიჭებო!გვიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით!წარმატებები!თუ ისე იფრენთ როგორც კანადასთან !!!!!!!:)):)):)):))
გია
მსაჯის მეშინია...
guri
შევაზანზაროთ უელსი.
ირაკლიუსი
მიდით ბიჭებო, ბოლომდე დაიხარჯეთ თქვენებურად და რაც იქნება იქნება, ჩვენ უბრალო ხალხს მხოლოდ გამარჯვებების გამო კი არ გვიყვარხართ არამედ მონდომებისთვის და ერთგულებისთვის.... ღმერთი ჩვენსკენ
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის
საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან