შაბათს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე, სამინისტროსა და სეოკ-ის სხვა ხელმძღვანელები...

შაბათს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე, სამინისტროსა და სეოკ-ის სხვა ხელმძღვანელები თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ესტუმრნენ, სადაც ეს გუნდები მსოფლიოს პირველობისთვის მზადების მორიგ ეტაპს გადიან. სპორტის მმართველ სტრუქტურათა ხელმძღვანელებს ისედაც ახლო კავშირი აქვთ ნაკრებებთან და ჩართულნი არიან ყოველდღიურობაში, მაგრამ ახლა მდგომარეობის უშუალოდ ადგილზე გაცნობა გადაწყვიტეს. მით უფრო, ვარძელაშვილი სულაც ახალდანიშნული მინისტრია და ჯერ კიდევ ფედერაციების გაცნობის პროცესშია. ის სამინისტროში უკვე შეხვდა მოჭიდავეებს, ახლა კი მათი დარბაზში ხილვა მოიწადინა. თან ამ ვიზიტს სხვა დატვირთვაც ჰქონდა - ოლიმპიურ ბაზაზე სამივე ზემოხსენებულმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჭიდაობა ქართული სპორტისთვის მოწინავე სახეობაა, რომლისგანაც ყველაზე მეტად ელოდებიან მედალს ოლიმპიადაზე, მინიმუმ, ორ ოქროს, ხოლო სექტემბერში მოსკოვში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა სულაც განსაკუთრებული პრესტიჟის საქმეა. როგორც გეწაძემ აღნიშნა, ამ ჩემპიონატით ქვეყნის პრეზიდენტიც დაინტერესებულა და ჩვენი ბიჭებისთვის მოსკოვში წარმატება უსურვებია.

...ბაზაზე სტუმრები მაშინ მივიდნენ, როცა მოჭიდავეებმა ვარჯიში ის-ის იყო, დაამთავრეს და ტანვარჯიშის დარბაზში გროვდებოდნენ. ვარძელაშვილი გორელ გიორგი გოგშელიძეს განსაკუთრებული სითბოთი მიესალმა, რომელსაც ჯერ კიდევ შიდა ქართლში რწმუნებულად მუშაობის პერიოდიდან იცნობს, და საკმაოდ დიდხანს ესაუბრა. თუმცა მინისტრს არც სხვა ვარსკვლავები დავიწყებია და ყველას პრობლემებით დაინტერესდა.

სამივე გამომსვლელმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მოსკოვში გასამართი მსოფლიოს პირველობის მნიშვნელობას და დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვას. ხელმძღვანელებმა სპორტსმენებს პირობა მისცეს, რომ ყველაფერს გაუკეთებენ ღირსეულად მოსამზადებლად, მაგრამ ისიც დაამატეს, ლეიბზე თქვენ უნდა იჭიდაოთ და გაიმარჯვოთ, თქვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებსო. ითქვა იმის შესახებაც, თუ რაოდენ დიდია სპორტსმენთა როლი უცხოეთში საკუთარი სამშობლოს წარმოსაჩენად. სადღეისოდ მხოლოდ სპორტში შეგვიძლია საერთაშორისო წარმატებების მოპოვება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერც ოსკარს მივწვდებით და ვერც სხვა მასშტაბურ წარმატებასო, თქვეს და იქვე სთხოვეს მოჭიდავეებს, ეს ფაქტი კარგად გაიაზრონ და გულთან ახლოს მიიტანონ.

ბაზიდან წამოსულმა სტუმარ-მასპინძლებმა სასტუმროში გადაინაცვლეს, სადაც სპორტსმენებმა სასადილოს მიაშურეს, სტუმრები კი მწვრთნელებთან ერთად საკონფერენციო დარბაზში მთელი საათით განმარტოვდნენ სათათბიროდ. ბუნებრივია, დახურული თათბირის დეტალები არ ვიცით, მაგრამ გავარკვიეთ, რომ ბერძენ-რომაელები მეორე შეკრებაზე ალუშტაში აღარ მიდიან და დუშეთში დარჩებიან, `თავისუფლები~ კი ისედაც იქ აპირებდნენ ვარჯიშის გაგრძელებას. ბერძენ-რომაელები მსოფლიომდე ტურნირში არ გამოვლენ, `თავისუფალთაგან~ კი რამდენიმემ, შესაძლოა, პოლონეთში იჭიდაოს.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა