იტალიის ჩემპიონატში "კანტუ" მეორე ადგილზეა და თუ ასე გააგრძელა, ევროლიგის ზონაში მოხვედრაზეც სერიოზულ განაცხადს გააკეთებს

იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "კანტუმ" "დინამო სისარისთან" სტუმრად 76:74 გაიმარჯვა. ამ მოგებით კანტუელებმა მეორე პოზიცია გაიმყარეს - 17 გამარჯვება აქვთ და ერთი მოგებით უსწრებენ "მილანს". მართალია, მილანელებს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, გამოტოვებული თამაში მოიგონ, რადგან პირველადგილოსან "მონტეპასკის" ხვდებიან.

ასეა თუ ისე, რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 7 ტურით ადრე "კანტუ" მეორე ადგილზეა და თუ ასე გააგრძელა, ევროლიგის ზონაში მოხვედრაზეც სერიოზულ განაცხადს გააკეთებს.

"სისარისთან" გამარჯვებას გამოეხმაურა იტალიური პრესა. გამოცემა "ლაპროვინციაში" გამოქვეყნდა მწვრთნელის, ანდრეა ტრინჩიერისა და მანუჩარ მარკოიშვილის ნააზრევი.

"მწვრთნელი მეოთხე პერიოდში ბოლომდე ენდო ქართველ მანუჩარ მარკოიშვილს, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ორი სამქულიანი ჩააგდო. მან 10-დან 8 ქულა მეოთხე რაუნდში მოაგროვა. ქართველის თამაშს ანდრეა ტრინჩიერი გამოეხმაურა:

- მანუ სტაბილური კალათბურთელია. ამიტომ, მას გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის თავისუფლად ვენდობი.

მწვრთნელმა სხვა მოთამაშეებზეც ილაპარაკა, თუმცა ჩვენთვის გაცილებით საინტერესო მანუს კომენტარია:

- "სისარის" ძლევა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. მეტოქის გულშემატკივრების წინაშე თამაში რთული იყო, თუმცა "სისარის" მეტად კორექტული ქომაგი ჰყოლია. პირველ ტაიმში სათანადოდ კონცენტრირება გაგვიჭირდა, თუმცა მეორე ნახევრიდან მდგომარეობა გამოვასწორეთ (განსაკუთრებით დაცვაში), თამაშის რიტმიც კარგად ვიგრძენით, რაც შეტევაში გარჯაზე დადებითად აისახა და დამსახურებულად მოვიგეთ.

იტალიელმა ჟურნალისტებმა მანუჩარს წარმატების მთავარ მიზეზზეც ჰკითხეს...

- ბოლო ტყორცნა მაარტენ ლეუნენმა განსაკუთრებული ცივსისხლიანობით ისროლა. მოგებაც ამან განაპირობა, - განმარტა მანუმ, რომელმაც სატურნირო მდგომარეობაზეც ილაპარაკა. - ნამდვილად არ ვუყურებთ უშუალო კონკურენტის, "მილანის" შედეგებს - მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი, რადგან ვიცით, რომ მეორე ადგილზე გასვლა, პირველ რიგში, სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული. მთავარი კი ის არის, რომ "კანტუს" ოპტიმალური ფორმისთვის არ მიუღწევია - აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებთ, რომ პლეი ოფებამდე კიდევ მოვუმატებთ.

დავძენთ, რომ მეორე ადგილზე გასვლა "კანტუს" დიდ ფორას მისცემს: მეოთხედფინალშიც და ნახევარფინალშიც მოედნის უპირატესობას დაუბევებს. შარშან, მანუს გუნდი მეოთხე იყო, მეოთხედფინალში ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსს" აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ევროგრანდ "მონტეპასკის" გადაეყარა და ფინალში ვერ შეაღწია. ამჯერად, რეგულარულ ეტაპზე მეორე ადგილზე გასვლა "კანტუს" ფინალამდე "მონტეპასკისაც" ააცილებს.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა