ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პრემიერლიგა. XII ტური: ათამაშე ტრიო და მოიგე! [VIDEO]

პრემიერლიგა. XII ტური: ათამაშე ტრიო და მოიგე! [VIDEO]

პრემიერლიგის გრანდებს წარმატებული დღე ჰქონდათ. თუ არ ჩავთვლით "არსენალი"-"ტოტენჰემს", "დიდი ექვსეულის" ყველა გუნდმა მოიგო
პრემიერლიგის გრანდებს წარმატებული დღე ჰქონდათ. თუ არ ჩავთვლით "არსენალი"-"ტოტენჰემს", "დიდი ექვსეულის" ყველა გუნდმა მოიგო. მდევართან 8-ქულიან ჰანდიკაპს ინარჩუნებს "მანჩესტერ სიტი", რომელმაც დაგეგმილი 3 ქულა წაიღო ლესტერიდან. ჩვენ კი ტურის მთავარი მატჩით დავიწყოთ...

დღის მატჩი თავისთვისაც, გუნდისთვისაც...

"არსენალმა" ჩრდილოლონდონელ მომხვდურთან პირველივე ტაიმში გადაწყვიტა თამაშის ბედი და დაამტკიცა, რომ თავისი პოტენციალით ღირსია, იყოს მოწინავეთა შორის, თუ საქმეს სერიოზულად მოეკიდება...

36-ე წუთზე შკოდრან მუსტაფიმ ამ სეზონში თავისი პირველი არსენალური გოლი გაიტანა, როცა თანამემამულე მესუთ იოზილისგან (მატჩის საუკეთესო მოთამაშე BBC-ის ვერსიით) მიიღო პასი და თავურით შეარხია უგო ლორისის კარის ბადე, ხუთიოდ წუთში კი უკვე ალექსის სანჩესმა დააგვირგვინა ალექსანდრ ლაკაზეტის გადაცემა.

ეგ იყო მხოლოდ, რომ მუსტაფის გოლი მოჰყვა ჯარიმას, რომელიც არბიტრ მაიკლ დინის მხრიდან ერთობ საეჭვო გადაწყვეტილება იყო. თუმცა, საერთო ჯამში, "არსენალი" მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და მაურისიო პოჩეტინოს სამსაჯო შეცდომებზე აპელირება არას არგებს.

ლოგიკური იყო მეორე გოლიც და იქვე, ლორისმა კინაღამ მესამედაც გამოიტანა ბურთი ბადიდან, როცა სანჩესს რთული ბურთი აუღო...

"ტოტენჰემი" უჩვეულოდ ინერტული იყო. სამუნდიალო პლეი ოფის ემოციებისგან დაცლილი კრისტიან ერიქსენი თითქოს ცდილობდა შეტევების გამწვავებას, მაგრამ მეორე მხრივ, აშკარად ვერ აჩვენეს თავიანთი სტანდარტი ჰარი კეინმა და დელე ალიმ, რომელთაც ტრავმების გამო სანაკრებო მატჩები გაუცდათ...

თუმცა ვნახეთ ორი ეპიზოდი, როცა "მამლებს" ანგარიშის "დასველება" შეეძლოთ - ჯერ მაშინ, როცა იმავე ერიქსენის დარტყმული ძელს მოხვდა, ხოლო ერიკ დაიერის თავური პეტრ ჩეხმა მოიგერია.

"არსენალის" შეტევა ძალიან ძლიერი იყო იოზილი-სანჩესი-ლაკაზეტის ტრიოთი და მხოლოდ გაკვირვებას იწვევს, რატომ არ იყენებს არსენ ვენგერი ხშირად ამ სამეულს, რატომ აქვს ნაკლები ნდობა 52 მილიონ ფუნტად ნაყიდ ლაკაზეტს? არადა, როცა კი მწვრთნელი მათ დაეყრდნო, "მეთოფეებმა" ყოველთვის მიზანში მოარტყეს...

ასე იყო თუ ისე, "არსენალმა" ბოლო 7 ურთიერთდაპირისპირებაში პირველად სძლია "ტოტენჰემს", ამ უკანასკნელს კი "ემირეითსზე" ნათამაშები 12 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული, ხოლო "დიდი ექვსეულის" წარმომადგენელი სტუმრად ბოლოს 2016 წლის 14 თებერვალს ჰყავს დამარცხებული - 2:1 "მანჩესტერ სიტისთან".

კომენტარები

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ თამაში თანაბარი იყო. ზოგადად კი იმედგაცრუებელი ვარ, რადგან ფეხბურთელებმა თავი გადადეს პოზიტიური შედეგის მისაღწევად, მაგრამ არ დაგვიფასდა, მაინც დავმარცხდით. მიმაჩნია, რომ ანგარიში არ შეეფერება თამაშის ხასიათს. მატჩის ბედი გადაწყვიტა დეტალებმა, რაც მაინცდამაინც ჩვენს წინააღმდეგ იყო".

არსენ ვენგერი (არსენალი): "ამაყი ვარ ჩემი გუნდით. ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ ყველა ასპექტში, პლუს ამას, იყო უდიდესი სურვილი გამარჯვების და ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა... მუსტაფი შესანიშნავი იყო, ისევე, როგორც სამკაციანი დაცვა. აღფრთოვანებული ვარ იოზილითაც - მან დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ დიდებული ინდივიდუალისტია, არამედ, შესანიშნავად მუშაობს გუნდზეც".

ფაქტები

"არსენალმა" მოიგო ზედიზედ მე-11 პრემიერლიგური საშინაო მატჩი, რაც საუკეთესო სერიაა 2005 წლის შემდეგ, როცა თებერვალ-ნოემბერში მიჯრით 13 თამაშში გაიმარჯვა საკუთარ მოედანზე.

"ტოტენჰემის" მწვრთნელის რანგში მაურისიო პოჩეტინომ 6 ლონდონური დერბიდან წააგო 4.

"ტოტენჰემის" მეკარე უგო ლორისს არასოდეს შეუნახავს კარი "მშრალად" "დიდი ექვსეულის" გუნდებთან საგარეო მატჩებში - 24 მატჩში გაუშვა 56 გოლი, ანუ საშუალოდ 2,3 გოლი ერთ თამაშში.

"არსენალის" შემტევმა ალექსის სანჩესმა დაასრულა 11-მატჩიანი უგოლო სერია "დიდი ექვსეულის" გუნდების წინააღმდეგ. ბოლოს მან "ჩელსის" გაუტანა 2016 წლის სექტემბერში.

შკოდრან მუსტაფიმ სამივე პრემიერლიგური გოლი მესუთ იოზილის პასებით გაიტანა.

პრემიერლიგაში დებიუტის (2013) შემდეგ მესუთ იოზილმა 45 საგოლე პასი შეასრულა - ყველაზე მეტი, ვიდრე მთავარი ინგლისური ლიგის ყველა მონაწილემ, და 21-ჯერ მეტი, ვიდრე "არსენალის" ყველა მოთამაშემ აღნიშნულ პერიოდში.

ჰარი კეინმა 9-დან მე-7 ლონდონურ დერბიში ვერ შეძლო გოლის გატანა.

Video

18.11.17 არსენალი - ტოტენჰემი 2:0

საუკეთესო ფეხბურთი პრემიერლიგის ისტორიაში?..

პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიმ" კიდევ ერთი თვალსასეირო სპექტაკლი დადგა და უკბილო "მელიებს" 2 უპასუხო გოლი მიართვა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ქალაქელთა" მოგებების სერია (ყველა ტურნირის ჩათვლით) უკვე 16 მატჩს უტოლდება.

"სიტი" მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა. აქ ზედმეტია ლაპარაკი სათამაშო პერიპეტიებზე - გვარდიოლას გუნდი ყველა პარამეტრით აღემატებოდა მეტოქეს, უფრო მთავარი მატჩის შემდგომი რეაქციებია, რომელთაგან რამდენიმეზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

მაგალითად, "ლესტერის" ყოფილმა მწვრთნელმა დევიდ პლიტმა თქვა, რომ დღესდღეობით, არ ეგულება პრემიერლიგაში გუნდი, რომელსაც "სიტის" დამარცხება შეუძლია: "ვფიქრობ, ისინი 10 ფეხბურთელითაც ადვილად მოიგებდნენ ამ თამაშს და საერთოდაც, მე ვერ ვხედავ გუნდს, რომელსაც "მანჩესტერ სიტის" დამარცხება შეუძლია. საოცარი გუნდია! ნახეთ, როგორ ეპყრობიან ბურთს, როგორი ნიჭიერები არიან და როგორ იყენებს გვარდიოლა ამ ნიჭს".

"არსენალის" ყოფილმა მცველმა მარტინ კიოუნმა კი პირდაპირ განაცხადა: "ეს არის ჩემი პროგნოზი და არ მეშინია ამის თქმის - "მანჩესტერ სიტი" ამ სეზონში არც ერთ თამაშს არ წააგებს".

"ტოტენჰემის" ექსფორვარდი გარეთ კრუკსი: "ეს არის საუკეთესო ფეხბურთი, რაც კი პრემიერლიგაში ოდესმე ვინმეს უთამაშია".

ფაქტები

კევინ დე ბრუინმა ("მანჩესტერ სიტი") პრემიერლიგაში ჩატარებულ 76 მატჩში მონაწილეობა მიიღო 50 გოლში (16 გაიტანა, 34 - გაატანინა).

გაბრიელ ჟეზუშის ("მანჩესტერ სიტი") ხელი 21 მატჩიდან 20 გოლში (15 გოლი, 5 საგოლე პასი) ურევია.

პრემიერლიგის ბოლო 6 მატჩში ლეროი სანემ ("მანჩესტერ სიტი") 12 გოლში მიიღო მონაწილეობა - 6 გაიტანა და ამდენივე გაატანინა.

დავიდ სილვას ("მანჩესტერ სიტი") 72 საგოლე პასი აქვს გაკეთებული - ყველაზე მეტი, ვიდრე პრემიერლიგის ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს 2010 წლის (დავიდ სილვას დებიუტი) შემდეგ.

მეორე შემთხვევაა, რომ პრემიერლიგის გუნდს 12 ტურის შემდეგ 34 ქულა აქვს. ანალოგიური შედეგი "მანჩესტერ სიტის" 2011/12 წლების სეზონშიც ჰქონდა.

Video

18.11.17 ლესტერი - მანჩესტერ სიტი 0:2

ორი დაბრუნება ერთი გოლით

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლოდროინდელ გარჯას რომ აანალიზებდნენ, პრემიერლიგის ექსპერტები ლამის ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს ძალიან დაეტყო პოლ პოგბას ტრავმა, რომ "იუნაიტედი" ნახევარდაცვაში ვეღარ არის ისეთი გაუვალი, როგორიც პოგბასთან ერთად იყო, ხოლო ეს უკანასკნელი რომ ეხმარებოდა შემტევებს და თავადაც გაჰქონდა თავისი წილი, ამაზე აღარ ვლაპარაკობთ...

აგერ, დაბრუნდა პოგბა და ეგრევე გაიტანა, მანამდე კი საგოლედ უპასა ანტონი მარსიალს.

7-თვიანი უქმობის შემდეგ "იუნაიტედში" კიდევ ერთი დიდი დაბრუნება შედგა - ბოლო 14 წუთი ითამაშა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რაც მოურინიოს გუნდის შეტევით პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.

"წითელმა ეშმაკებმა" შთამბეჭდავი გამარჯვებით საკლუბო რეკორდიც დაამყარეს - 38 მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" მარცხის გარეშე.

Video

18.11.17 მანჩესტერ იუნაიტედი - ნიუკასლი 4:1

ფაქტები სხვა მატჩებიდან

"ლივერპულმა" პრემიერლიგის ბოლო 8 საშინაო მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

პრემიერლიგის ისტორიაში მოჰამედ სალაჰს "ლივერპულის" ყველა ფორმაციის ფეხბურთელებს შორის სეზონის სტარტიდან საუკეთესო საგოლე მაჩვენებელი აქვს - 9.

ფილიპე კოუტინიო მესამე ადგილზეა "ლივერპულის" ყველა დროის ფეხბურთელებს შორის საგოლე პასების მხრივ - 31. პირველია სტივენ ჯერარდი (92), მეორეზე - სტივ მაკმანამანი (58).

2017 წლის მაისის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა "საუთჰემპტონის" ფეხბურთელების ერთი დარტყმაც არ წასულა კარისკენ.

"ვესტ ბრომვიჩმა" "ჩელსისთან" 22 პრემიერლიგური მატჩიდან 17 წააგო.

"ვესტ ბრომვიჩს" პრემიერლიგაში 10 ტურია არ მოუგია.

"ვესტ ბრომვიჩმა" ბოლო 8 თვის განმავლობაში 10 საშინაო პრემიერლიგური მატჩიდან ერთიც ვერ მოიგო.

ანტონიო კონტემ "ჩელსის" მწვრთნელის რანგში 50-ე მატჩი ჩაატარა.

"ჩელსიმ" პრემიერლიგის ბოლო 12 საგარეო მატჩიდან 10-ში გაიმარჯვა.

ედენ აზარმა "ჩელსის" ბოლო 6 პრემიერლიგურ მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ანტონიო კონტეს მწვრთნელობის პერიოდში "ჩელსიმ" მოიგო ყველა ის 16 მატჩი, რომელშიც ედენ აზარმა გაიტანა ერთი გოლი მაინც.

"ჰადერსფილდს" არ გაუტანია გოლი (47 დარტყმიდან) პრემიერლიგის ბოლო 5 საგარეო მატჩში.

კალუმ უილსონმა ("ბორნმუთი") მეორედ მოახერხა პრემიერლიგის მატჩში ერთი და მეტი გოლის გატანა, ხოლო ჰეთ-თრიკი შეასრულა პირველად, 2015 წლის აგვისტოს შემდეგ ("ვესტ ჰემთან").

"ბარნლის" საუკეთესო სტარტი აქვს 1974/75 წლების სეზონის შემდეგ, ხოლო 1975 წლის შემდეგ პირველად მოახერხა ტოპლიგაში ზედიზედ 3 მატჩის მოგება.

ჯეკ კორკმა ("ბარნლი") გაიტანა პირველი გოლი პრემიერლიგის ბოლო 43 მატჩში, თანაც - ყოფილი გუნდის ("სუონსი") წინააღმდეგ.

"კრისტალ პალასს" 12 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს. პრემიერლიგაში მხოლოდ ერთმა გუნდმა ("ევერტონი" 1994/95 წლების სეზონში) შეძლო გავარდნისგან თავის დაღწევა სეზონის ამ ეტაპზე 5 და ნაკლები ქულების პირობებში.

პრემიერლიგა. XII ტური:

არსენალი-ტოტენჰემი 2:0

გოლები: 1:0 მუსტაფი (36), 2:0 ალექსის სანჩესი (41)

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - კოსიელნი, მუსტაფი, მონრეალი - ბელერინი, რემზი, ჯაკა, კოლაშინაცი - იოზილი (84. ივობი), ალექსის სანჩესი - ლაკაზეტი (73. კოკელენი).

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - დავინსონ სანჩესი, დაიერი, ვერტონგენი - ტრიპიერი, სისოკო, დემბელე (63. უინქსი), დევისი - ერიქსენი, ალი (75. სონი) - კეინი (75. ლორენტე).

ბორნმუთი-ჰადერსფილდი 4:0

გოლები: 1:0 უილსონი (26), 2:0 უილსონი (31), 3:0 არტერი (70), 4:0 უილსონი (84)

გაძევება: ფრენსისი (45. ბორნმუთი)

ბარნლი-სუონსი 2:0

გოლები: 1:0 კორკი (29), 2:0 ბარნსი (40)

კრ. პალასი-ევერტონი 2:2

გოლები: 1:0 მაკარტური (2), 1:1 ბეინსი (6-პენ), 2:1 ზაჰა (35), 2:2 ნიასე (45)

ლესტერი-მანჩესტერ სიტი 0:2

გოლები: 0:1 გაბრიელ ჟეზუში (45), 0:2 დე ბრუინი (49)

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი (31. მანგალა), კომპანი, დელფი - დე ბრუინი (90. გიუნდოგანი), ფერნანდინიო, დავიდ სილვა - სტერლინგი (84. ბერნარდო სილვა), სანე, გაბრიელ ჟეზუში.

ლივერპული-საუთჰემპტონი 3:0

გოლები: 1:0 სალაჰი (31), 2:0 სალაჰი (41), 3:0 კოუტინიო (68)

ლივერპული (4-3-3): მინოლე - ალექსანდრე-არნოლდი, კლავანი, ლოვრენი, მორენო - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, კოუტინიო (69. ჩანი) - სალაჰი (80. მილნერი), მანე (74. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ფირმინო.

Video

18.11.17 ლივერპული - საუემპტონი

ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 0:4

გოლები: 0:1 მორატა (17), 0:2 აზარი (23), 0:3 ალონსო (38), 0:4 აზარი (62)

ჩელსი (3-5-1-1): კურტუა - კრისტენსენი, კეჰილი, ასპილიკუეტა - ძაპაკოსტა, ფაბრეგასი (67. დრინკუოტერი), კანტე (77. ვილიანი), ბაკაიოკო, ალონსო - აზარი (71. პედრო) - მორატა.

Video

18.11.17 ვესტ ბრომი - ჩელსი 0:4

მანჩესტერ იუნ-ნიუკასლი 4:1

გოლები: 0:1 გაილი (14), 1:1 მარსიალი (37), 2:1 სმოლინგი (45+2), 3:1 პოგბა (54), 4:1 ლუკაკუ (70)

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ლინდელიოფი, სმოლინგი, იანგი - პოგბა (70. ფელაინი), მატიჩი - რაშფორდი, მატა (83. ერერა), მარსიალი (77. იბრაჰიმოვიჩი) - ლუკაკუ.

უოტფორდი-ვესტ ჰემი 2:0

გოლები: 1:0 ჰიუზი (11), 2:0 რიჩარლისონი (64)

ორშაბათი, 20 ნოემბერი

ბრაიტონი-სტოკი 23:59

ბომბარდირები: 9 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ალვარო მორატა (ჩელსი); 7 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური

24 ნოემბერი: ვესტ ჰემი-ლესტერი

25 ნოემბერი: კრ. პალასი-სტოკი, მანჩესტერ იუნ-ბრაიტონი, ნიუკასლი-უოტფორდი, სუონსი-ბორნმუთი, ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი, ლივერპული-ჩელსი

26 ნოემბერი: საუთჰემპტონი-ევერტონი, ბარნლი-არსენალი, ჰადერსფილდი-მანჩესტერ სიტი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი

ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს

"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა

ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა

მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა

"ქუჩაში თუ დამინახავთ, მოდით და ჩამეხუტეთ" - გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტის" ფანებს მიმართა

"არ მესმის იმ ხალხის, ვინც ფერგიუსონს გვარდიოლაზე წინ აყენებს" - ჯეიმი კარაგერი

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

სერ ალექს ფერგიუსონმა ალ-ხელაიფის წერილი მისწერა და "არსენალი" გააკრიტიკა

[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა

"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე

ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება

"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"

"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა

"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს

ზაბარნი შეიძლება ინგლისში თავისი ყოფილი მწვრთნელის გუნდში გადავიდეს

ინგლისში ყველაფერს აკვირდებიან - მამარდაშვილს "ლივერპულის" მწვრთნელად ირაოლას დანიშვნის ამბავი მოეწონა

გლასნერი ან სლოტი - "მილანს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა ჰყავს

[VIDEO] სუპერტალანტი, რომელსაც "კვარას" ადარებდნენ და კარიერა 1 ღამეში გაინადგურა

[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა

"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი

"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა

"ეს არის მიზეზი, რის გამოც ფეხბურთელებს არასდროს ვუმეგობრდები" - პეპ გვარდიოლა

უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

"როდის დავუბრუნდები სამწვრთნელო საქმიანობას?" - გვარდიოლამ შეკითხვას უპასუხა

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან

ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს

[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს