ხვალ "მიხეილ მესხის" სტადიონზე, 18:00 საათზე ამერიკასთან გასამართ მატჩამდე
ამერიკასთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე მილტონ ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

მატჩი ხვალ, 25 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე გაიმართება.

- შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. რით არის ეს განპირობებული?

- დატვირთული ორი კვირა გვქონდა, ამ თამაშებს ახლდა მგზავრობა. ახალი ბიჭებით მეტ ენერგიას შემოვიტანთ. გუნდი ცოტათი განახლდება და ამ მორაგბეებსაც მიეცემათ თამაშის საშუალება. ეს ცვლილებები ბუნებრივია, ამით არის განპირობებული.

- ერთით მეტი მორკინალი გვყავს განაცხადში, რატომ?

- მორკინალებს საკმაოდ დიდი შრომის გაწევა მოუწიათ ამ თამაშებში, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკა ფიზიკურად ძლიერი გუნდია. აქედან გამომდინარე, ეს იყო გამოწვეული ისევ და ისევ გაძლიერების მიზნით.

განსაკუთრებული მიღწევაა, ბოლო თვის განმავლობაში სამი ცენტურიონი გვეყოლება. გიორგი ჩხაიძეც შეუერთდება ამ ჯგუფს. ბევრი ასეთი მორაგბე არ არის მსოფლიო რაგბიში.

- მოწინააღმდეგე რომ შეაფასოთ, როგორი გუნდია?

- საკმაოდ ძლიერი გუნდია, ფიზიკურად არიან ძლიერები. იმით არიან ცნობილნი, რომ ბურთის განზე გატანა უყვართ. მეორე-მესამე ხაზში ჰყავთ კარგი მორაგბეები. საკმაოდ კარგი და სწრაფი უკანახაზელები ჰყავთ. განსაკუთრებით გამოსაყოფია ფრთის მოთამაშეები.

- უელსთან თამაში რომ ყოფილიყო "დინამოზე", შევძლებდით თუ არა იმ ლელოს დადებას?

- ყოველთვის უკეთესია სახლში თამაში, ყოველთვის უფრო მეტ ენერგიას ვიღებთ, როცა საქართველოში ვთამაშობთ.

- გვყავს თუ არა ოპტიმალური შემადგენლობა ხვალისთვის, რომ თამაში მოვიგოთ?

- მნიშვნელობა არა აქვს, ვის ვეთამაშებით, მოცემული სიტუაციიდან ყოველთვის საუკეთესო გუნდს ვარჩევთ. ჩვენი მიზანია, მოედანზე გავიდეთ და მოვიგოთ.

მერაბ შარიქაძე: "ყველაზე დიდი ზეწოლა მოდის ხვალინდელ თამაშზე. ყველას აინტერესებს, უელსთან თამაში გამოგვივიდა თუ ეს არ იყო შემთხვევით და ასეთი გუნდი ვართ. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები".

აშშ-ის მწვრთნელი: საქართველო ექვს ერში თამაშს იმსახურებს

საქართველო - აშშ: ჩვენს ნაკრებში ხუთი ცვლილებაა

roma
დარწმუნებული ვარ რომ ეს თამაში მოგება არ იქნება ქულებით, ეს იქნება ქართველი ვაჟკაცების გალაშქრება ამერიკულ რაგბზე, პატივს ვცემ მოწინააღმდეგეს ძალიან დიდს მაგრამ რა ვქნა რეალობა უნდა დავწერო დღეს გადავუვლით და დავანახებთ მსოფლიოს რომ ჩვენი ადგილი საუკეთესოებშია, წარმატებები ბიჭებს, ბათუმი თქვენთანააა. ღმერთი თქვენსკენ
Vasili
მაგარი ფსიქოლოგია ეს კაცი, ამბობს ჩვენი მიზანია გავიდეთ და მოვიგოთო და არა როგორც ფეხბურთელები გავიდეთ და ვიომოთ :D ( სადაა მაგათი საომარი თორე კი :D :D :D) .../ ხვალ მოვიგებთ თუ წავაგებთ მაინც მაგარ გუნდათ დავრჩებით,,, მაგრამ მგონია რო მაინც დავამარცხებთ აშშ-ს...
კაკო
ღვინო ჩემზე იყოს!
ბესო
წარმატებები ჩვენს გუნდს !!! მნიშვნელობა არა აქვს რეიტინგს . მოტივაცია დიდი იქნება დარწმუნებული ვართ . ამერიკაზე გამარჯვება ყველაზე მაგარი იქნება . რაის უელსი და რაის შოტლანდია ))) , ბოლო-ბოლო ზე სახელმწიფოს ნაკრებს ვხვდებით .
რეზო
100%!
euhh
warmatebebi chvens lomebs.ratqmaunda mogeba msurs.magram atidan atic rom wavagot mudam mival stadionze radgan warmatebis misagwevad da chvens gasaxareblad mtel suls guls da sindiss deben tamashshi
კოტე
პატივცემულ "ავტორს" და სპორტალის რედაქციას! რამდენიმე მარტივი კითხვა მაქვს თქვენთან: 1. როდოს შეწყვიტავთ გულშემატკივრის შეურაცყოფას? 2. როდის შეწყვიტავთ გულშემატკივრის ფეხებზე დაკიდებას? 3. როდის შეწყვიტავთ ამ გადმოკოპირებას და მასზე "საავტორო" უფლებების დადებას? 4. აღარ გრცხვენიათ? საქართველოში ნომერი 1 სპორტის ასე გამასხარავება შეიძლება? თუ ავტობუსის ფული არ გაქვთ რომ პრესკონფერენციაზე წახვიდეთ მე გამოგიგზავნით! თუ პასტა და ფურცელი არ გაქვთ მითხარით და დაგეხმარებით! თუ მეტი ფანტაზია არ გაქვთ რა კითხოთ აქ კომენტარები მაინც წაიკითხეთ გულშემატკივარს რა აინტერესებს! აჰა დამბლოკეთ ახლა რომ თქვენ საოცარ "ნაშრომს" ჩრდილი არ მიადგეს! სირცხვილი თქვენი!
გია
მე ხვალ თქვენს გვერდით ვარ, ბიჭებო!!! ჩემი ხუთი მეგობარიც დავპატიჟე!!! აბა, ლაღად და მამაცურად, როგორც ყოველთვის!!!!
კაკო
გულშემათკივრობთ მთელი გულით და ხვალაც თქვენთნ ვიქნბით, აბა თქვენ იცით.... მილტონ მაგარი კაცი ხარ!
გიორგი
მოვიგეთ თუშავაგებთ ამას არსებითად მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მოგების ჟინი და ბრძოლა მოედნის ყველა მონაკვეთზე რითაც ასე გვანებივრებთ. გენაცვალეთ!!!
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს