ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქეცბაიას პირველი მარცხი

ქეცბაიას პირველი მარცხი

ისრაელი-საქართველო 1:0 - წაგება, რომელმაც ქართველ გულშემატკივრებს ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის დონე შეგვახსენა

დასასრული ყველა სერიას აქვს და რა გასაკვირია, რომ შინ ძლიერად მოთამაშე ისრაელმა საქართველოს ნაკრების ხანგრძლივ დაუმარცხებელ პერიოდს წერტილი დაუსვა. მატჩის შედეგს სენსაციური ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ ხორვატიის დამარცხებამ ქართველ ქომაგს მადა გაუძლიერა და სავსებით ლოგიკურად გვქონდა თელ ავივიდან თუნდაც ქულით დაბრუნების იმედი.

სამწუხაროდ, ჩვენს იმედებს ცივი წყალი გადაესხა. ჩვენმა ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევი ციკლის ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა და გამარჯვება ებრაელებს დარჩათ - უნდა ვაღიაროთ, რომ აბსოლუტურად დამსახურებულად. კარგად ვიცოდით, რომ ისრაელის ნაკრები შინ და გარეთ ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული გუნდია, მაგრამ გუშინ მან განსაკუთრებით შთამბეჭდავად ითამაშა - სწრაფი, კომბინაციური და ტექნიკური სტილით ჩვენს ბიჭებს თავგზა აუბნია და აქამდე საიმედო დაცვით გამორჩეულ საქართველოს ნაკრებს უკანა ხაზში საბედისწერო შეცდომა დააშვებინა.

დაპირებული ანშლაგი არ შედგა. “ბლუმფილდი” დაახლოებით სამი მეოთხედით შეივსო. როგორც აგვიხსნეს, იმიტომ, რომ გუშინ საღამოს ადგილობრივი საკალათბურთო “მაქაბი” მნიშვნელოვან საერთაშორისო მატჩს ატარებდა და ქომაგთა ნაწილმა არჩევანი ამ სანახაობის სასარგებლოდ გააკეთა. სრულად არ შევსებულა საქართველოს ნაკრების გულშემატკივართათვის გამოყოფილი ორი სექტორიც, მაგრამ თემურ ქეცბაიას გუნდს ათასამდე მხარდამჭერი მაინც ჰყავდა. ნაღდი საფეხბურთო ატმოსფერო კი ნამდვილად იყო. ხალხმა ისრაელის ჰიმნიც ხმაშეწყობილად იმღერა და მთელი 90 წუთის განმავლობაშიც არ შეუწყვეტია საყვარელი გუნდის ენერგიული მხარდაჭერა. სამხედრო სასულე ორკესტრიც კარგი მოსასმენი იყო.

ხორვატიასთან მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ქეცბაიამ ერთადერთი ცვლილება განახორციელა - ცენტრფორვარდის პოზიციაზე ლადო დვალიშვილს ოთარ მარცვალაძე ამჯობინა, გოგიტა გოგუას გამოკლების გამო კი 18-კაციან განაცხადში ნიკა გელაშვილი მოხვდა.

ორივე გუნდმა დაახლოებით იდენტური ტაქტიკით ითამაშა - ოთხი მცველით, სამი საყრდენით, ორი გარემარბითა და თითო ცენტრფორვარდით. საქართველოს ნაკრების განლაგებაში ახალი ბევრი არაფერი იყო, მხოლოდ ისაა ნიშანდობლივი, რომ დროდადრო ლევან კობიაშვილი მარცხენა ფლანგიდან მოედნის ცენტრისკენ იწევდა და ადგილს მურთაზ დაუშვილს უცვლიდა.

ჩვენები თავიდანვე დაბნეულად გამოიყურებოდნენ, არადა, ებრაელთა მხურვალე ქომაგობის მიუხედავად, სტადიონის გაბარიტების გამო “ბლუმფილდის” სიტუაცია სულაც არ ჩანდა ძალიან დამთრგუნველი. ჩვენი შემტევი სტრატეგია მარტივი იყო - როგორმე ბურთი მარცვალაძემდე უნდა მისულიყო. სამწუხაროდ, ხორვატიასთან საგოლე პასის ავტორს გუშინ გასაქანი არ მისცეს.

თამაში მთელმა გუნდმა ჩააგდო. ბევრი იყო ტექნიკური წუნი, ქეცბაიას შეგირდებს უჭირდათ სწრაფი აზროვნება და დროული გადაწყვეტილებების მიღება, ხშირი იყო ურთიერთშეუთანხმებლობა, როცა ამის საჭიროება დადგა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ განსაკუთრებით მწირი გვაქვს შემტევი პოტენციალი...

სავალალო იყო სტატისტიკაც - კუთხური საერთოდ არ მოგვიწოდებია, მეტოქის კარის ჩარჩოში კი ერთადერთხელ დავარტყით.

ბუნებრივია, იყო გადაღლილობის ფაქტორიც. ხორვატიის ძლევამ ჩვენს ბიჭებს დიდი ენერგია წაართვა, რასაც მგზავრობა და უცხო გარემოსთან აკლიმატიზაცია მოჰყვა. ებრაელებმა კი თამაშიდან თამაშამდე არსებული სამდღიანი ინტერვალი სამშობლოში გაატარეს და ლატვიის დამარცხების შემდეგ საქართველოსთან დაპირისპირებისთვის ძალები გაცილებით უკეთ აღიდგინეს.

მასპინძლებმა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება თავიდანვე სცადეს და სწრაფადაც უტევდნენ, მაგრამ ქართული დაცვა პირველ ტაიმში საფრთხეს უშეცდომოდ და აუღელვებლად ანეიტრალებდა. კარში პირველად ებრაელებმა დაარტყეს. მაორ ბუზაგლოს არცთუ სახიფათო დარტყმა ნუკრი რევიშვილმა იოლად გაანეიტრალა. სამაგიეროდ, მე-17 წუთზე აშკარად გადავრჩით. რევიშვილმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და რამი გერშონის თავური კუთხურზე მოიგერია.

ორიოდე წუთში ჩვენს საჯარიმოში კიდევ ერთხელ “დაცხა”. ელიანივ ბარდა მეკარესთან პირისპირ გავიდა, მას გასცდა კიდეც, მაგრამ კარიდან ძალიან მახვილ კუთხეში აღმოჩნდა და ეს სახიფათო მდგომარეობაც განიმუხტა. პირველ ტაიმში ქართველთა აქტივში ორიოდე არაზუსტი დარტყმა იყო.

თამაში საკმაოდ ხისტი გამოვიდა, დებიუტში კი უხეშობაც ძალიან ხშირი იყო. მე-3 წუთზე დაუშვილს მეტოქის ფეხი თავში მოხვდა და ძალების მოსაკრებად და მოედანზე დასაბრუნებლად გვარიანი დრო დასჭირდა.

34-ე წუთზე ალექსანდრე იაშვილი ორ მეურვეს გასცდა და საჯარიმოში ჩააწოდა. ლევან კობიაშვილი თავურის დარტყმას აპირებდა, მაგრამ ბურთს ვერ მიასწრო. 40-ე წუთზე ბებარს ნათხოს მიერ შესრულებული ჯარიმა კარს ზევიდან სულ მცირედით გადასცდა - რევიშვილი აქ უძლური იქნებოდა.

მატჩის დებიუტში მიღებულმა ტრავმამ დაუშვილს მოედანზე სრულად დახარჯვის საშუალება აღარ მისცა და მეორე ტაიმის დასწაყისიდანვე მოედანზე მის ნაცვლად დავით კვირკველია შევიდა, რომელმაც ჩვეული მარცხენა ფლანგი დაიკავა, კობიაშვილი კი ცენტრში გადავიდა.

57-ე წუთზე ნათხომ კიდევ ერთხელ დაარტყა ჯარიმა და კიდევ ერთხელ გადავრჩით. სამაგიეროდ, ვეღარაფერმა გვიხსნა ორიოდე წუთის შემდეგ. ჩვენი დაცვა ჩავარდა, მოედანზე ახლად შესულმა ტალ ბენ ჰაიმმა (მოგვარე და მოსახელე უფრო ცნობილ ფეხბურთელში არ აგერიოთ) ლიორ რაფაელოვისგან გამოზომილი გადაცემა მიიღო და რევიშვილს შანსი არ დაუტოვა. საგოლე დარტყმა ამ თამაშში მისი პირველი შეხება იყო ბურთთან.

ქეცბაიამ შეტევა მომენტალურად გააძლიერა. შეცვლაზე შესულ მაქაბელ დვალიშვილს სტადიონი გამაყრუებელი სტვენით შეხვდა, 71-ე წუთზე კი ლადომ თამაშის გადარჩენისა და ებრაული პუბლიკის დადუმების შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ მასპინძელთა მეკარისა და მცველების შეუთანხმებლობით ვერ ისარგებლა და ბურთი დაუცველ კარს ააცილა.

თუკი ეს ჩვენი ერთადერთი ნაღდი საგოლე შანსი იყო, ისრაელს ანგარიშის გაზრდა ბევრჯერ შეეძლო. ზემოთ ნახსენებ ეპიზოდებს ის მომენტიც უნდა დავუმატოთ, კახა კალაძე ბარდას დარტყმას რომ გადაეფარა - გოლი ალბათ, გარდაუვალი იქნებოდა.

მძიმე ტრავმის შემდეგ ისრაელის ნაკრებს იოსი ბენაიუნი დაუბრუნდა და ადვილი წარმოსადგენია, როგორი დახვედრა მოუწყო პუბლიკამ ქვეყნის მთავარ ვარსკვლავს.

თითქოს წაგება არ კმაროდაო, სახორვატიედ კობიაშვილი და მარცვალაძე დავკარგეთ. თელ ავივში მიღებული გაფრთხილებები მათ სპლიტში თამაშის უფლებას არ გვაძლევს.

ასე დასრულდა საქართველოს ნაკრების სამარტო ამბები. ორ მატჩში სამი ქულა ავიღეთ, რაც ამ შეხვედრებამდე ალბათ, ბევრს დააკმაყოფილებდა, გუშინ მაინც ძალიან საწყენი მარცხი ვიწვნიეთ. მარცხი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის დონე შეგვახსენა.

ამ შედეგმა მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო დაამწუხრა, მაგრამ პოზიტივის დანახვა ამაშიც შეიძლება - სულ ცოტა ხნის წინ ხომ საქართველოს ნაკრების მარცხი აღარც უკვირდათ და დიდად აღარც სწყინდათ.

ისრაელი-საქართველო 1:0

გოლები: 1:0 ბენ ჰაიმი II (59)

ისრაელი საქართველო

ავატე რევიშვილი

ბონდარავი სალუქვაძე

ბენ ჰაიმი I ხუბუტია

ქეინანი ამისულაშვილი

გერშონი კალაძე

ნათხო კანკავა

ქაიალი ხიზანიშვილი

ა. კოჰენი დაუშვილი

ბუზაგლო იაშვილი

რაფაელოვი კობიაშვილი

ბარდა მარცვალაძე

მწვრთნელი მწვრთნელი

ლ. ფერნანდესი თ. ქეცბაია

ისრაელი

53. ნათხო - ბენ ჰაიმი II

63. რაფაელოვი - ვერმუთი

72. ბარდა - ბენაიუნი

სათადარიგოები: გორეში, ტავატა, ალბერმანი, ბენ საჰარი

საქართველო

46. დაუშვილი - კვირკველია

64. იაშვილი - დვალიშვილი

73. მარცვალაძე - სირაძე

სათადარიგოები: ლორია, კაშია, ალადაშვილი, გელაშვილი

გაფრთხილება: ამისულაშვილი (43), მარცვალაძე (45), ა. კოჰენი (62), ბონდარვი (76), კობიაშვილი (89)

არბიტრი: ფ. ფოტრელი (საფრანგეთი)

ლევან ჯანეზაშვილი ისრაელიდან

• miron

ძალიან დიდ პატივისცეას იმსახურებს თემურ ქეცბაია და ნაკრების ყველა ფეხბურთელი, დიდი მადლობა თითოეულ მადგანს. მაგრამ თუ შემთხვევით თემური წაიკითხავს ამ კომენტარს, ვურჩევდი რომ მერებაშვილს მისცეს შანსი პლეიმეიკერის პოზიციაზე, ჩემი არც მეგობარია და არც ბიძაშვილი, მაგრამ დაიმსახურა მე მგონი რომ ერთხელ მაინც მისცეთ შანსი და მარჯვენა ფლანგზე არ აწვალოთ..

• bb king

გეთანხმებით, უმადურობა საშინელებაა და არ შეიძლება ამ ბიჭებს და ქეცბას დავუკარგოთ ამდენი წარმატება. ეჭვი არ მეპარება რომ ბოლომდე დაიხარჯნენ და უფრო მეტი აღარ შეეძლოთ. ქეცბაიას გოგუას საკითხშიც ვეთანხმები, დისციპლინა და მწვრთნელის პატივისცემა აუცილებელია! მაგრამ, ერთი რამე რო არ აღვნიშნო არ შემიძლია. გუშინ ჩვენი წაგების მიზეზს მინდა შევეხო. რა თქმა უნდა, ყველა დაღილი იყო, მაგრამ საქმეც მაგაშია, ქეცბაიამ ერთი რამე ვერ გათვალა, მთელი ნახევარდაცვა უნდა შეეცვალა ამ თამაშზე. ნახევარდაცვა გუნდის ხერხემალია და გუშინ გადაღლილობის გამო ისინი პარალიზებულები იყვნენ. ხორვატიასთან თამაშმაც მათ ზურგზე ყველაზე მეტად გადაიარა, რადგან იცით რომ ყველაზე მეტი სირბილიც მათ უწევთ. ისინი ეხმარებიან დაცვასაც და თავდასხმასაც. იაშვილი, დაუშვილი, კანკავა, ხიზანიშვილი უნდა შეეცვალა და კვირკველია, ალადაშვილი, კოშკაძე, გელაშვილი დაეყენებინა. ეს ბიჭები ვარსკვლავებს არ წყვეტენ, მაგრამ ფიზიკურად გუშინ ჯანზე იყვნენ და იბრძოლებდნენ, პასსაც გააკეთებდნენ და ორი საათი ფიქრი არ დაჭირდებოდათ ვის მივცეთ ბურთიო. გუშინ თუ დაუკვირდით გოლი იმ მომენტში გავიდა, დაცვა რომ წინ იყო წაწეული და შეტევაში ეხმარებოდნენ, ეს იმიტომ რომ ნახევარ დაცვა ვერაფერს აკეთებდა და მცველებს უწევდათ წინ წასვლა, საბოლოოდ გოლი გაუშვეს. მე არც კვირკველიას, კოშკაძის და ალადაშვილის ნათესავი ვარ, სხვები რომ გვყოლოდა ზამენებში მაგ პოზიციებზე იმათ დავწერდი, მარა ფაქტია, რომ სულ სხვა ბიჭები უნდა დაეყენებინა ნახევარდაცვაში. ესენი ისეთი დაღლილები იყვნენ, თვალებიდან ვერ იხედებოდნენ და რა უნდა მოთხოვო ამათ? მეკარეც რომ გამოეცვალა ამ თამაშში ფსიქოლოგიურად გაძლიერდებოდა ნაკრები, რადგან რევიშვილიც გადაღლილი და ნანერვიულები იყო ხორვატებთან, თვითონ ამბობს ქეცბა ორივე ერთნაირად ძლიერიაო და ჯობდა, ამ შემთხვევაში შეეცვალა. მაგრამ ალბათ თვითონაც გადაიღალა და გაუჭირდა ამის მოფიქრება. მაგრამ ვფიქრობ ეიმებს მაინც უნდა ეთქვათ ძალიან დაღლილები არიან და ამათი თამაში არ ღირსო. ფაქტია რომ გუშინ ნახევარდაცვის დუბლშემადგენლობა ბევრად ძლიერი და მოტივირებულიც იქნებოდა, სლოვენიასაც დუბლებმა არ მოუგეს?! ისრაელი ნაღდად ბანძი ნაკრებია, გუშინ მინიმუმ ორჯერ ისე სასაცილოდ დაკარგეს ბურთი ვიფიქრე ამათ ბოლნისის "სიონი" ან ზუგდიდის "ბაიაც" მოუგებს მეთქი ასე რომ მანდ დუბლშემადგენლობა ნაღდად არ გაგვაწბილებდა, თავდასხმასაც გააძლიერებდა და დაცვასაც. ეს დვალიშვილი კიდე სად ავაგდეთ... ცარიელ კარში ბურთს ბებიაჩემიც გაიტანს და სანამ გაუგდიათ ნაკრებიდან თვითონ წავიდეს. არც ხორვატიასთან ურბენია მაგას რო გუშინ გადაღლილი ყოფილიყო და არც მანამდე უქნია რამე ნაკრებში. ეგ საკლუბო ფეხბურთელია და ისრაელის ჩემპიონატში ალბათ ქაჩავს, მარა ნაკრები არაა მაგის საქმე. დარწმუნებული ვარ, ხორვატიასთან თამაშის მერე ბერძნებსაც გაუჭირდებოდათ 4 დღეში სხვა გუნდის დამარცხება, მარა გადაღლილობა მიზეზი არაა, და თავი არ უნდა ვიმართლოთ, უნდა შეგვეცვალა ხალხი. ქეცბაიას დიდი მადლობა ყველაფრისთვის! არ უნდა დავუკარგოთ შრომა და წარმატება. მან ჩვენი ნაკრების რწმენა დაგვიბრუნდა და მთავარი არაა ევრო 2012ზე გასვლა მთავარია, რომ გუნდი შენდება!!! ამას ყველა ხედავს.

• ზვიადი

რას ნიშნავს "დონე გაახსენა"? რა უმადურობაა??? მესმის ზოგადად ჩემპიონატის დონე გეხსენებინათ, კიდევ ვიტყოდი სიმართლის მარცვალი დევს ნთქვამში, მიკვირს რა სიხარულს განიჭებთ ბოროტი ქირქილი.რაა გასაკვირი იმაში, რომ რთული მატჩის შემდეგ მოკლე ხანში ძალები ვერ აღიდგინეს?!

• Giorgipirweli

რაც შეეხება გოგუას:ნამდვილად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მირჩევნია გუნდმა წააგოს, მაგრამ წესრიგი იყოს და დისციპლინას არავინ არღვევდეს. ეს მაგალითი იქნება მომავალი თაობისთვის. დარქმუნებული ვარ, რომ ქეცბაია უმიზეზოდ არავის დატოვებდა ნაკრების გარეთ!1

• Giorgipirweli

რეებს ლაპარაკობთ, ხალხო??? დაგავიწყდათ, ქულა რომ გვენატრებოდა??? რაც ქეცბაიამ შეძლო, უკვე საოცრებაა!!! 11 თამაშიდან ერთი წავაგეთ. რა ამბავი ატეხეთ??? გაიხსენეთ, ბოლოს როდის გვქონდა 6 ტურის შემდეგ 9 ქულა და ჯგუფიდან გასვლის შანსი. ხვალ რომ ქეცბაიამ ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანოს, ზოგიერთი ევროპის ჩემპიონობას მოითხოვს და არც შერცხვება. რას ქვია, რომ თამაშებს არუყურებთ? როცა ნაკრები ზედიზედ აგებდა, მაშინაც დავდიოდი საყურებლად იმიტომ, რომ მე საქართველოს ნაკრები მიყვარს. ერთ წელიწადში ადამიანმა ნაკრები გუნდს დაამგვანა და კიდევ უკმაყოფილო ხართ? დაფიქრდით, სანამ რამეს დაწერთ...

• state

დგეს თუ ბოლოს წინა ადგილზე არ ვართ და პირველ ადგილზე გასვლის შანსიც კი თუ გვაქვს ეს ქეცბაიას და ჩვენი ერონულის თანამშრომლობის დამსახურებაა და ეს ფაქტია.. რესურსები იმაზე დიდად მწირია ვიდრე ეს გარედან ჩანს ... მაგრამ ვიბრძვით იმით რაც გაგვაჩნია... მე პირადად ამ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი რომ გვაქვს ეგ წარმატებად მიმაჩნია უკვე... მომავალში გაუმჯობესების იმედით...... არ სეიზლება აკამდე მესამე ადგილზე არ იყო გასული საერტოდ და ეხლა მეორეზე გინდოდეს გასვლა... რტულია ფეხბურთი... კომენტირება შEდარებით უფრო ადვილი...

• Aleqsandre Barbaqadze

ჯანო ანანიძე და ყენია გვჭირდება მაგრად, თორე ისრაელის გოლის მერე ვიღას უნდა შეეტია რო გაეთანაბრებინათ? ეს იაშვილი და კობიაშვილიც მუდამ ვერ დაგვეხმარებიან გოგუას კიდე რა დაემარტა არავინ არ იცის?

• Rezo Chkhaidze

ვინმემ იცით ქეცბაიას და გოგუას შორის რა მოხდა? ოფიციალურად გააკეთა კომენტარი თემურიმ?

• shoda

ქეცბა ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. ხოლო ახლა ზოგიერთები მაგრად ცდილობენ რომ, როგორც მწვრთნელს ავტორიტეტი შეუქმნან! აცალეთ ქეცბას, კიდევ ბევრჯერ გამოაჩენს თავის გენიოსობას!!!

• giga

Levan გეტყობა რო აზრზე არა ხარ თითქმის არაფრის.რასაც შენ იძახი ნერვები მომიშალა. ზოგ-ზოგიეთებს ასეთი რა უდევს თავში ესთებს რო იძახის.ძალიან გთხოვთ გამახსენეთ ბოლოს 9ქულა როდის გვქონდა აღებული და 3 ბურთი გაშვებული.ასათიანი ნახევარი წელია მოედანზე არ გასულა და გუნდთან ერთად არც კი უვარჯიშია,გოგუამ კი ისეთი ქნა,რაც ადრეც გვახსოვს მისგან,თან არაერთხელ.შეიძლება ვინმეს ჯობდე,მაგრამ მწვრთნელს კაჩაობა არ უნდა დაუწყო! ჩვენ ნაკრებს რაც შეეხება,აშკარად ეტყობოდა რომ ხორვატიასთან თამაშმა დიდი ენერგია წაართვა,თანაც ისრაელისგან განსხვავებით ფრენაც მოუწიათ,რაც დამღლელიცაა.

• giga

Levan გეტყობა რო აზრზე არა ხარ თითქმის არაფრის.რასაც შენ იძახი ნერვები მომიშალა. ზოგ-ზოგიეთებს ასეთი რა უდევს თავში ესთებს რო იძახის.ძალიან გთხოვთ გამახსენეთ ბოლოს 9ქულა როდის გვქონდა აღებული და 3 ბურთი გაშვებული.ასათიანი ნახევარი წელია მოედანზე არ გასულა და გუნდთან ერთად არც კი უვარჯიშია,გოგუამ კი ისეთი ქნა,რაც ადრეც გვახსოვს მისგან,თან არაერთხელ.შეიძლება ვინმეს ჯობდე,მაგრამ მწვრთნელს კაჩაობა არ უნდა დაუწყო! ჩვენ ნაკრებს რაც შეეხება,აშკარად ეტყობოდა რომ ხორვატიასთან თამაშმა დიდი ენერგია წაართვა,თანაც ისრაელისგან განსხვავებით ფრენაც მოუწიათ,რაც დამღლელიცაა.

• state

მომავალსჰი ყურება სჯობს!!! ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ქეცბაიამ უთხრა ბიჩებს ურტყით კარშიო და ამიტომ ნებისმიერი პოზიციიდან ერთმანეთის დაუნახავად ურტყამენ კარში... ამიტომ გოლი კი არა გარდასახვები გამოსდით... საგოლებ პასის გაკეთება არავის უნდა... გამოსწორების და მეორე ადგილზე გასვლის იმედი მაქვს... მადლობა ბიჭებს ამ იმედისთვის!!!!

• levani

ჩვენი ნაკრების ყველაზე ამაზრზენი თამაში საქართველოს ისტორიის მანძილზე... საცოდაობა იყო ჩვენი ნაკრები გუშინ. ნერვებზე მოვიშალე. ან ეგ დვალიშვილი ვაპშე ვინ არის რა გაუკეთებია მაგას ნაკრებისთვის ცარიელ კარს ააცილა ბურთი. აი გოგუა და მალხაზ ასათიანი რომ არ გვყავდა ზუსტად მაგიტო წავაგეთ. ქეცბაიას რომ კითხო უგუნდოდ არისო ასატიანი,კლუბებში ვინც არის მაგათმა რა გააკეთეს გუშინ? არც არაფერი. აუ აგარ მინდა საერტოდ ამ ნაკრების თამაშების ყურება. ებრაელებმა როგორ უნდა მოუგოს დავით ყიფიანის და ალექსანდრე ჩივაძის სამშობლოს... ეეეეჰ!!!

• marina

იქნებ აჩუქეს კიდევაც ისრაელს 3 ქულა. დაპატიმრებული ბიზნესმენების სამაგიეროდ!?

• zuz

გუშინდელ თამაშმა გამახსენა ნაკრების ძველი თამაშები. ძალიან საცოდაობა იყო ჩვენების ყურება, ბევრ შეცდომებს უშვებდნენ და დროც არასპორტულად გაჰყავდათ, ამიტომაც დაისაჯენ...

• Aleqsa

ბიჭები ძალიან დაღლილები იყვნენ, ეს გასაგებიცაა. მაგრამ მეორე მხრიდან შევხედოთ, ამ 2 თამაშში 3 ქულის იმედი გვქონდა და ავიღეთ კიდევაც, ასე რომ არაფერია დაკარგული. ხორვატებთან 100% დახარჯვა, მგზავრობა და + გოგუას ფაქტორი. დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იქნებოდა ბიჭებისთვის. წარმატებები... ჩვენ გვჯერა თქვენი. ყველაფერი წინ არის.

• gachiana

მართალია ძალიან რთულია 3-4 დგეში 2 თამაშის ჩატარება, მითუმეტეს როცა გუნდში მარტო 13-14 მოთამაშეა რომელსაც შეიძლება დაეყრდნო, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიცყდება რომ ისრაელმა ჩვენზე 2სთ-ით გვიან ითამაშა შაბათს ლატვიასთან,მიუხედავად იმისა რომ ლატვია ბევრად დაბალი დონისაა ვიდრე ხორვატია მაინც არ არის ჩემი აზრით ეს გასასამართლებელი საბუთი.უბრალოდ რაც თემურმა თქვა მატჩის შემდეგ ვეთანხმები. ჩვენ არ ვართ მზად არამარტო ფიზიკურად არამედ კლასითაც 2 მატჩის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად. ამის შემდეგ 4 დგეში 2 თამაში გვიწევს სექტემბერში მაგრამ იქ გუნდები შედარებით დაბალი დონისაა შინ ლატვია სტუმრად მალტა. მანამდე 04.06 ხორვატიასი და ოქტომბერში საბერძნეთი ღმერთმა ქნას ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ წარიმართოს და ჩვენც გავერიოთ ევროპაში.

• Giorgipirweli

რა ფიზიკურ ფორმაში უნდა ყოფილიყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც ხორვატიასთან ძალების 150% დახარჯეს, მეორე დღეს ისრაელში გაფრინდნენ და მესამე დღეს უკვე თამასი ქონდათ. ვისაც სპორტთან შეხება ქონია, კარგად ეცოდინება ეს რასაც ნიშნავს...

• eddy

არაფერი ისეთი ძლიერად არ უთამაშია ისრაელის ნაკრებს - საშუალო დონის გუნდია. - უბრალოდ საქართველოს ნაკრების თამაშს სახელი არ ქონდა. რამოდენიმე ფაქტი: *- კარში ერთი ბურტი არ დაურტყიათ; *- ბევრი ახალგაზრდა ლეგიონერი მართლა იმ ლიგაში არის და იმ დონის გუნდში რასაც იმასახურებს - არანაირი იდეა არავისგან არ გამოჩნდა; *- დააკვიდიტ ბურთი როგორ გავიდა - ჯერ ერტ მხარეს გარბოდნენ კველა ჩვენი მცველები - მერე მეორე მხარეს - არავიტარი გააზრებული გუნდური ტამაში. *- ზოგერთა სისუსთის გამო კალაძეს და ამისულაშვილი სხათა საქმმის კეთებაც უწევტ; *- მე შეიდძლება მომეჩვენა მაგარმ კობიაშვილი რომელიც ნაკრებში ერტ-ერტი საუკეტესო - დზალიან ბევრს უბურტოდ აგარ მოძრაობს და არ არის საუკეტესო ფიზიკურ ფორმაში. ასე რომ ის ფაქთი ვინ სად თამაშობს ეტკობა ასახავს ტუ რა დონის მოტამაშეებიც არიან (იაშვილს მინდა ბოდიში მოვუხადო რადგან ყოველთვის ცდილობს რომ გაისარჯოს)

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!