მთავარ ინგლისურ ლიგაში ერთი ისეთი მატჩია, უიქენდის ცენტრალური დაპირისპირების ტიტულს რომ იმსახურებს
მთავარ ინგლისურ ლიგაში ერთი ისეთი მატჩია, უიქენდის ცენტრალური დაპირისპირების ტიტულს რომ იმსახურებს - "ენფილდზე" "ლივერპული" მიიღებს "ჩელსის" და ეცდება, კიდევ უფრო გამოიკეთოს ხასიათი ბოლოდროინდელი, არცთუ ურიგო პრემიერლიგური სპექტაკლების შემდეგ.

ჩემპიონთა ლიგაში მერსისაიდელებმა რაღაც სასწაულით ვერ მოუგეს "სევილიას", "ჩელსიმ" კი აზერბაიჯანში ისე მოიგო, ხეირიანად ოფლიც არ მოუდენია. დიდი ალბათობით, ანტონიო კონტემ ძირითად შემადგენლობაში იმიტომაც არ დააყენა ალვარო მორატა, რომ "ლივერპულისთვის" ჯანმრთელად შემოენახა.

ამ შეხვედრისადმი ჩვენს მოლოდინს ისიც ზრდის, რომ ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და უპირატესობას შემტევ, ლაღ ფეხბურთს ანიჭებს. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს თამაში არ დაემსგავსება იმ შეხვედრებს, რომელთაგანაც თავიდან ბევრს ელოდები, ბოლოს კი ხელში აღარაფერი გრჩება.

ტრავმირებულებს რაც შეეხება, ორივე გუნდი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობითაა. კი წერენ, რომ ფილიპე კოუტინიოს მინდორზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ ის, დიდი ალბათობით, მაინც დაეხმარება თავისიანებს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ქერიკის, ბაილისა და ჯოუნსის გარეშეც არ უნდა ჰქონდეს პრობლემა "ბრაიტონთან" მატჩში. ბოლო დროის წარუმატებლობის შემდეგ ჟოზე მოურინიომ "ნიუკასლთან" გატეხა ნავსი და ახლა ლიგის დებიუტანტთან შეჩერებას, მით უმეტეს, არ აპირებს.

"ტოტენჰემი" მისთვის უხერხულ მეტოქედ ქცეულ "ვესტ ბრომვიჩს" მიიღებს. ამ გუნდების შეხვედრებში ძალიან ხშირად ფიქსირდება ხოლმე ფრე, თუმცა "დეზებს" მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა თუ სურთ, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოიგონ. მით უფრო, ვიქტორ ვანიამასა და ტობიას ალდერვეირელდს თუ არ ჩავთვლით, მაურისიო პოჩეტინოს ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავს.

"მანჩესტერ სიტი" ბენჟამენ მენდის გარეშე ესტუმრება "ჰადერსფილდს" და სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვერ მოიგოს. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დაფრინავს და თუ ასე გაგრძელდა, მალე ინგლისში ჩემპიონობისთვის ბრძოლა ნაადრევად მორჩება.

"არსენალი" კი 3 ქულისთვის ჩააკითხავს "ბარნლის". არადა, მეტოქე შინ კარგად თამაშობს. ყოველ შემთხვევაში, არსენ ვენგერის გუნდს უკან დასახევი გზა აღარ აქვს. გასულ უქმეებზე "ტოტენჰემთან" მოგება, წესით, კარგი სტიმული უნდა იყოს "მეთოფეებისთვის".

ფაქტები

"ვესტ ჰემს", ყველა ტურნირის ჩათვლით, 6 მატჩია, "ლესტერი" არ დაუმარცხებია.

ასევე, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 5 მატჩია, "კრისტალ პალასს" არ მოუგია.

"მანჩესტერი" და "ბრაიტონი" პრემიერლიგაში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

"ბორნმუთმა" "სუონსის" ბოლო 6 მატჩიდან 5 მოუგო.

"ტოტენჰემისა" და "ვესტ ბრომვიჩის" ბოლო 5 ურთიერთშეხვედრიდან 3 ფრედ დასრულდა.

"ლივერპულსა" და "ჩელსის" შორის ბოლო 5 მატჩიდან ოთხში ორივემ გაიტანა.

ბოლო 6 მატჩია, "არსენალი" უგებს "ბარნლის".

ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური

პარასკევი, 24 ნოემბერი

ვესტ ჰემი-ლესტერი 23:59

შაბათი, 25 ნოემბერი

კრ. პალასი-სტოკი 19:00

მანჩესტერ იუნ-ბრაიტონი 19:00

ნიუკასლი-უოტფორდი 19:00

სუონსი-ბორნმუთი 19:00

ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 19:00

ლივერპული-ჩელსი 21:30

კვირა, 26 ნოემბერი

საუთჰემპტონი-ევერტონი 17:30

ბარნლი-არსენალი 18:00

ჰადერსფილდი-მან. სიტი 20:00

ბომბარდირები: 9 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ალვარო მორატა (ჩელსი); 7 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს