ყველაფერი 18 აგვისტოს დაიწყო. მაშინ მარსელინოს სადებიუტო მატჩში "ვალენსიას" თავკაცის პოსტზე "ღამურებმა" სიმონე ძაძას გოლით "ლას პალმასის" კარში ლა ლიგა გამარჯვებით დაიწყეს
ყველაფერი 18 აგვისტოს დაიწყო. მაშინ მარსელინოს სადებიუტო მატჩში "ვალენსიას" თავკაცის პოსტზე "ღამურებმა" სიმონე ძაძას გოლით "ლას პალმასის" კარში ლა ლიგა გამარჯვებით დაიწყეს.

ამას მოჰყვა საგარეო ფრე ყველაფრის მომგებ "რეალთან" - 2:2. თანაც, "სამეფო კლუბი" მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ასენსიოს წყალობით დაუძვრა მარცხს და ყველა მიხვდა, რომ "ვალენსია" ამჯერად აღარ ხუმრობდა.

კიდევ ორ საპატიო ფრეს ("ატლეტიკოსთან" და ქალაქის დერბიში "ლევანტესთან") მოჰყვა საოცარი სერია, რომელიც აქამდე გრძელდება - მარსელინოს გუნდი ზედიზედ 8 ტურია, მხოლოდ იგებს! ასეთი სტარტი გუნდს იმ 6 სეზონშიც კი არ ჰქონია, როცა ლა ლიგის ჩემპიონი ხდებოდა. სხვათა შორის, თუ თასის მატჩს მივათვლით, "ვალენსია" ზედიზედ 9 მატჩია, მოედნიდან მხოლოდ გამარჯვებული გამოდის.

ყველაფერს აქვს დასასრული და "ვალენსიას" სერიაც აუცილებლად დასრულდება, ეს კი შესაძლოა, ამ ტურში მოხდეს, როცა "მესტალია" ტურის ცენტრალურ მატჩს მასპინძლობს - ლევანტეში ერთპიროვნული ლიდერი "ბარსელონა" ჩადის, რომელსაც მარსელინოს გუნდზე 4 ქულით მეტი აქვს.

სწორედ ეს შეხვედრა ასრულებს ტურს. შესაძლოა, ერთ-ერთმა გუნდმა ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადოს.

ამ შეხვედრას დისკვალიფიკაციების გამო ლუის სუარესი და ჟერარდ პიკე უნდა დაკლებოდნენ, მაგრამ "ბარსამ" ურუგვაელის ყვითელ ბარათზე "ლეგანესთან" მატჩში საჩივარი შეიტანა და სუარესი გაამართლეს. ასე რომ, პიკე ვერა, მაგრამ სუარესი "მესტალიაზე" ითამაშებს.

მასპინძელთა მთავარი დანაკლისი ამ წარმატების შემოქმედი მარსელინოა. მწვრთნელი ბარსელონაში "ესპანიოლთან" მატჩში გააძევეს და ლა ლიგამ იგი ორი მატჩით დასაჯა.

მოვუსმინოთ დავიდ ვილიას, რომელსაც ორივე კლუბში უთამაშია: "დღეისათვის ესპანეთის ორი საუკეთესო გუნდის თამაშია. "ვალენსიასა" და "ბარსელონას" დაპირისპირება ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე კარგი სანახავი დუელია. ორივე გუნდი უშიშარია. ასე რომ, დიდი მატჩი გარანტირებულია. "ვალენსიას" მესის გაჩერება გაუჭირდება, მაგრამ უნდა შეეცადოს. თუმცა კლუბს დიდი უპირატესობა აქვს - სტადიონი. მე კარგად ვიცი, რა ძალა აქვს "მესტალიას".

საბოლოო ჯამში, "ვალენსიას" მოგებათა სერიის გაგრძელება უფრო გამიხარდება", - განუცხადა "ელ გუახემ" "მარკას".

"ბარსას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ ლეო მესის მცირე დასვენების საშუალება მისცა, როცა "იუვენტუსთან" მხოლოდ შეცვლაზე შეიყვანა. სხვათა შორის, არგენტინელი ლიგაზე 2003 წლის მერე პირველად ვერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში. ვალვერდემ განაცხადა, რომ მესის დასვენება ესაჭიროებოდა, რომ "ვალენსიასთან" მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.

ამავე ტურში "სამეფო კლუბი" "მალაგას" მასპინძლობს, რომელსაც "რეალის" ლეგენდა მიჩელი წვრთნის. დაუმარცხებელი "ატლეტიკო" ვალენსიაში "ლევანტეს" სტუმრობს. ძალიან საინტერესოა "ვილიარეალისა" და ლიგის ბოლო ტურის გმირი "სევილიას" დაპირისპირებაც".

ფაქტები

"ვალენსიას" ზედიზედ 9 თამაშში (ყველა შეჯიბრებაში) აქვს მოგებული.

ბოლოს "ვალენსიამ" მე-13 ტურს დაუმარცხებლად 2001/02 წლების სეზონში უწია. მაშინ "ვალენსია" მეხუთედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

ბოლო ტურში დანიელ პარეხომ "ვალენსიას" მაისურით 250-ე მატჩი ჩაატარა.

"ვალენსიამ" ბოლო 6 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი მოუგო "ბარსელონას".

"ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 19 მატჩიდან 18 მოიგო.

"რეალმა" "მალაგას" ბოლო 14 საშინაო მატჩიდან 12 მოუგო.

"მალაგას" ლა ლიგის ბოლო 6 საგარეო მატჩში გოლი არ გაუტანია.

"ატლეტიკოს" ლა ლიგაში ბოლო 18 მატჩია, სტუმრად არ წაუგია.

"სევილიამ" ბოლო 4 საგარეო მატჩი დათმო ლა ლიგაში.

ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური

პარასკევი, 24 ნოემბერი

სელტა-ლეგანესი 23:59

შაბათი, 25 ნოემბერი

ალავესი-ეიბარი 16:00

რეალი-მალაგა 19:15

ბეტისი-ჟირონა 21:30

ლევანტე-ატლეტიკო 23:45

კვირა, 26 ნოემბერი

დეპორტივო-ბილბაო 15:00

სოსიედადი-ლას პალმასი 19:15

ვილიარეალი-სევილია 21:30

ვალენსია-ბარსელონა 23:45

ორშაბათი, 27 ნოემბერი

ესპანიოლი-ხეტაფე 23:59

ბომბარდირები: 12 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 8 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი); 7 - როდრიგო (ვალენსია), ანტონიო სანაბრია (ბეტისი), კრისტიან სტუანი (ჟირონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა