საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარცხის მიზეზად კი გადაღლა და შეცდომები დაასახელა
- ხორვატიის ნაკრების დამარცხების შემდეგ ბიჭებმა ძალების აღდგენა ვეღარ მოასწრეს და სწორედ ამის ბრალი იყო, დღეს ფიზიკურად კარგად რომ ვერ გამოიყურებოდნენ. მარცხის მიუხედავად, ჩემს ფეხბურთელებს თავდადებისთვის მადლობას ვეტყვი.

ეს მატჩშიც დაცვიდან დავიწყეთ და სანამ იმ საბედისწერო შეცდომას დავუშვებდით, ჩვენი გეგმა კარგად მუშაობდა. შემდეგ მთელი ძალებით შეტევაში გადავედით და მეორე ტაიმში საკმაოდ ხარისხიანად ვითამაშეთ, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. მარცხის მიუხედავად, ჯგუფიდან გასვლის შანსებს ვინარჩუნებთ და მის გამოყენებას ბოლომდე ვეცდებით.

- რამდენად დიდია ამ შედეგში ფერნანდესის წვლილი?

- უდიდესია. იგი ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო და სამწვრთნელო ნიჭიც აშკარად აქვს.

- ისრაელის ნაკრების თამაშში თქვენთვის მოულოდნელი რამ ხომ არ შეგინიშნავთ?

- სიურპრიზი არ ყოფილა, ვიცოდი, რომ ისრაელი შინ ძლიერია და ასე იყო დღესაც.

- ისრაელს მიმდინარე შესარჩევ ციკლში მეორედ შეხვდით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ფერნანდესმა უკეთ შეისწავლა თქვენი გუნდი, ვიდრე თქვენ ისრაელი?

- არა, უბრალოდ, ჩვენ მეტი შეცდომა დავუშვით და აქ მეტოქეზე ინფორმაციის ქონა-არქონა არაფერ შუაშია.

- თუ აქვს საქართველოს ნაკრებს შემადგენლობის გაძლიერების რეზერვი?

- შანსი ყველა კანდიდატს მივეცით და ყველამ ნახა, ვის რა შეუძლია. დიდი რესურსი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ძიებას გავაგრძელებთ.

დასასრულს ქეცბაიამ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის ნაკრებს კიდევ შეხვდება და რევანშის შანსი მიეცემა.

ლევან ჯანეზაშვილი ისრაელიდან

Kaxa
მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა ჩვენი ნაკრების შესახებ. ძალოან მტკიოდა როცა უყურებდი წლების მანძილზე როგორ არგამოგვდიოდა, ან ვერ გამოგვდიოდა, რაც გულშემატკივრებისთვისაც გულისდამწყვეტი იყო, მაგრამ რაც თემომ გადაიბარა ნაკრები მინდა ვთქვა რომ საგრძნობლად გამოსწორდა ჩვენი ბიჭების თამაში, არშეიძლება ადამიანს 10 თვეში მოვთხოვოთ შეუძლებელი, ნაკრები შენების პორცესშია და მაქსიმალური ხელშეცყობა უნდა ჰქონდეს როგორც მთავრობისგან, ისე გულშემატკივრებისგან,და ასევე რათქმაუნდა ფეხბურთელებისგანაც, ჩვენს ფეხბურთელებს რაც შეეხება, არმინდა ვაცყენინო მაგრამ რეალობა ისაა რომ კადრები არგვყავს,და ფეხბურთელთა "ბანკი" რასაც ქვია, რაქნას მწვრთნელმა რითი გადაავსოს ნაკრების რიგები, რითი დააკომპლექტოს, მოქანდაკეს თუ თიხას არმივაწოდებთ თავის ქმნილებას ვერდაასრულებს და გაჩერდება, ასე რომ თემომ მიქელანჯელოს დავიდი რომ დაასრულოს მასალა უნდა ჰქონდეს, ამ პრობლემის გადაჭრა არვიცი რა და როგორ უნდა მოხერხდეს მაგრამ სამუშაო ზუსტად ამაზეა. მაგრამ რათქმაუნდა არუნდა დავივიცყოთ ის მიხცევები რაც ამ მოკლე მანძილზე ნაკრებმა ანახა,მარცხი ისრაელთან რათქმაუნდა არასასიამოვნოა მაგრამ დაუმარცხებელი გუნდი ჯერ არყოფილა და არც იქნება, მთავარია აღებული რითმი გაგრძელდეს,მიზანი დასახული იყოს,და რათქმაუნდა ახალი ფეხბურთელების ძიება და აღმოჩენა უნდა იყოს. მე წარმატებას უსურვებ ნაკრებს,თემოს და მთელს საქართველოს.პატივისცემით საქართველოს ემიგრანტი.
Tornike
მართალი ხარ დათო! პრინციპში, ძალიან კარგად ჩამოაყალიბე თუ რაც უნდა გაკეთდეს, და რაც შეიძლება სწრაფად, თუ გვინდა, რომ რამეს მივაღწიოთ
dato
სიმართლე გითხრათ, აღარ მინდა ერთ კონკრეტულ თამაშზე ლაპარაკი. ეს გრძელდება უკვე უამრავი წელია და მე პირადად დავიღალე. ეხლა ნებისმიერ ესტონელს, ან იტალიელს, ან ნებისმიერ სხვას რომ ვკითხოთ, ჩვენი ჯგუფიდან ვინ უნდა გავიდეს, ვინ იტყვის, საქართველოო? იმიტომ, რომ შეუძლიათ, ობიექტურად შეხედონ საქმეს. გასაგებია, რომ ჩვენი ნაკრებია და ჩვენი ქვეყანაა და მთლად ობიექტურად ვერ განვსჯით, მაგრამ იმდენი მაინც მოვახერხოთ, რომ უაზრო მოლოდინები არ გვქონდეს. სერბიას რო ესტონეთმა მოუგო და ბელორუსმა საფრანგეთს, და ა. შ. იქ, ფიქრობთ, ჯგუფიდან გასვლაზე დაიწყეს ლაპარაკი? გულშემატკივრებზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ჟურნალისტი რო ქვია კაცს, იმან მაინც ხო უნდა გააკეთოს მეტ-ნაკლებად ღრმა ანალიზი და რეალურად შეაფასოს მდგომარეობა(წინამდებარე სტატიის ავტორს არ ვგულისხმობ)? თავის მოტყუებას გავს ეს ყველაფერი. რო მოვიგებთ, ისეთებს მოისმენ, რო საქართველო ბრაზილია გეგონება. წავაგებთ და, იწყება თვითგვემა და თავზე მიწას ვიყრით და აუ, რა უვარგისები ვართო და იმას რო ფეხი არ აეცილებინაო და ა. შ. და უსასრულოდ. ბოლო-ბოლო, გავიგოთ, ჩვენნაირი ქვეყნის, ჩვენნაირი საფეხბურთო მეურნეობის მქონე ქვეყნის, ჩვენნაირი ჩემპიონატის მქონე ქვეყნის, ჩვენნაირი საფეხბურთო სკოლების პატრონი ქვეყნის გუნდი არ გადის ხოლმე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე! და რატომ უნდა გადიოდეს? რა ლოგიკით? იმიტო, რო ჩვენ ეგრე გვინდა? ერთადერთი მეტ-ნაკლებად მსგავსი მაგალითი არსებობს _ ლატვია 2004_ გამონაკლისი წესიდან და ისიც ჩვენთან შედარებით რა დონის ქვეყანაა, არ მალაპარაკოთ. გასაგებია, რომ ქეცბაიას ფაქტორმა დადებითდ იმოქმედა და შედეგი გაუმჯობესდა. ივანიშვილს მადლობა და ბაზაც რო გვაქვს, ეს დაგვეხმარება. ყენია, ანანიძე და კიდე 1-2 კაცი დაგვეხმარება. მერე? რა რესურსები აქვს ქვეყანას, ფედერაციას? ფული? განვითარების გრძელვადიანი პროგრამა? პროფესიონალი კადრები ფედერაციაში ან სამინისტროში, ან კლუბებში და სკოლებში? ჩემპიონატი, სადაც ნაკრების დონემდე ვინმე გაიზრდება? აგენტები, რომლებიც კარიერულ პროგრესზე ორიენტირებულ პოლიტიკას ეწევიან? კომენტატორები/ჟურნალისტები? სტადიონები, ბაზები, ინტერნატები... თქვენ ვინც ახლა გაგახსენდათ, ის ხალხი მეც ვიცი და მგონია, რო დიდი მადლობა გვაქვს მათთვის სათქმელი და მათი პიროვნებები განაპირობებს იმ ეპიზოდურ წარმატებებს, რომლებიც განსაზღვრავს, თუ ინარჩუნებს ჩვენი ფეხბურთის დონეს. რამდენიმე კონკრეტულ ადამიანზეა ლაპარაკი და მორჩა. ან, გავარკვიოთ რა გვჭირს, რა გვინდა, რა შეგვიძლია, როგორ გვინდა, როდის გვინდა, ვინ რა უნდა გააკეთოს და ა. შ., ან შემდგომშიც გავაღრმავებთ იმ არასრულფასოვნების კომპლექსს, რომელიც ხორვატიასთან თამაშზე გამოფენილ ერთ ბანერზე კარგად ჩანდა. ცოდო კაცის ნათქვამი არაა? ,ქართველებსაც შეგვიძლია!' ეს ,ც' რას ნიშნავს? იმას, რო არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს. ინგლისურადაც ეწერა, სხვათა შორის. რა შეგვიძლია? ერთ თამაშში ხორვატიის დამარცხება? კი! რუსეთისაც, პოლონეთისაც, ბულგარეთისაც, უნგრეთისაც და ა. შ. ეგ ისედაც ყველამ იცის. და აზერბაიჯანმაც დაამარცხა თურქეთი.
drinjo
bevria samuchao dacvachi,rac me maxsovs xurcilava,dzodzuachvili,kostava,chivadze,burts rom aigebdnen imaze ki ar pikrobdnen sad moechorebimat burti,aucileblad gargvevebs aketebdnen ginda centrchi ginda kraebse, chichit tamachi kargs arapers mogvitans,imedia es kvelaperi gamoscoreba.carmatebas vusurveb nakrebs
guja_kakhadze
რევანში აუცილებლად იქნება, ქეცბაია გვყავდეს ოღონდ კარგად.
gabro62
სანამ კალაძე ითამაშებს ნაკრებში ვერაფერს ვერ მივაღწევთ
Levan
შენი ბრალი ამაში არაფერია თემოო,რაც შენ ამ 2 წელიწადში გააკეთე ალბათ ამას ვერავინ იზამდა,10 თამაში წაუგებლად!!!!!ეს ხომ ფანტასტიური ჩვენი ნაკრების დონიდან და ჩემპიონატიდან გამომდინარე..მე მჯერა რო ევროპაზე გავალთ,მთავარია ის 3 მატჩი მოვიგოთ(საბერძნეთი,ლატვია,მალტა) და ყვეალფერი აკრგად იქნება,ნუ ხორავტებთან ალბათ 90% წავაგებთ,მთავარია გუნდში იყვნენ ანანიძის ნაირი შემტევი ფეხბურთელები თორე ასე შორს ევრ წავალთ
მამუკა ჯიქია
ხორვატიასთან მოგების შემდეგ ეიფორიას ისრაელმა ცივი წყალი გადაასხა.
თემო
საღოლ ქეცბაიას ეს მარცხი არაუშავს შანსი კიდევ გვაქვს და რომც არ გვქონდეს ამ კაცმა ძალიან ბევრი შეძლო და გააკეთა
akaki
მე მინდა შევეხო, მხოლოდ ჩვენი, გულშემატკივრების და ნაწილობრივ ჟურნალისტების შეცდომას. 65 წელზე მეტია "აქტიური" გულშემატკივარი ვარ და არ მახსოვს არცერთი შემთხვევა მატჩისწინა ზეიმები ფათერაკით არ დაგვემთავრებინოს. თვალი გადაავლეთ ჩვენსა და იზრაელის მატჩისწინა გადაცემებს. დავიმახსოვროდ ეს და აღარ გავიმეოროდ. ეს ცრურწმენა არაა ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია, რომელიც ზოგჯერ საბედისწეროდ იქცევა.
Shota
ყველაფერს აქვს დასასრული ძმებო! წაგებასაც აქვს თავისი პლუსი, ვნახეთ სად გაგვიჭირდა, რა ადგილას! მთავარია გავაგრძელოთ ასეთ ტემპსჰი მუშაობა და თემურს და გუნდს გვერდში დავუდგეთ!!! წინ ბევრი ბრდზოლა გველის! Xორვატიასჰი ცავაგებთ თუ არა ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია გუნდი შენდება!!!
dato
ეგ არაფერი, ჩვენ შანსი გვაქ და მე მჯერავს მეორე ადგილისთვის ბრძოლა შეგვიძლია, სახლში საბერძნეთი ასევე მალტასთან თამაშები ჩვენი რეზერვია და მანდ უნდა მოვიგოთ, გასვლაზე ხორვატიაში ალბათ წავაგებთ, მაგრამ არაუშავს, ეს ისეთი ჯგუფია კაცმა არ იცის რა მოხდება.
guja_kakhadze
არც ადრე ვიყავით კარგ ფიზიკურ ფორმაში.ეს თემომაც არაერთხელ აღნიშნა. ამას დაემატა დაღლილობა და შედეგიც ლოგიკური მივიღეთ.შემდეგ თამაშებს უკეთესად ჩავატარებთ.დარწმუნებული ვარ ჯგუფიდანაც გავალთ. აი შემდეგ კი მარტო მარცვალაძის სისწრაფით ვერაფერს მივაღწევთ.სასწრაფოდ გვჭირდება მაღალ ტემპში მოთამაშე ფეხბურთელები.წარმატებას ვუსურვე ჩვენ ბიჭებს.
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!