საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ ამერიკელთა დამარცხების შემდეგ (21:20), ამერიკის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა დეივ ჰიუვეტმა და კაპიტანმა ბლეინ სქალმა პრესკონფერენცია გამართეს.
ფოტო: Rugby.ge © გოგიტა ბუხაიძე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ ამერიკელთა დამარცხების შემდეგ (21:20), ამერიკის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა დეივ ჰიუვეტმა და კაპიტანმა ბლეინ სქალმა პრესკონფერენცია გამართეს.

დეივ ჰიუვეტი: მინდა ვთქვა, რომ "არწივების" თამაშით ამაყი და ბედნიერი ვარ. მარცხის მიუხედავად მშვენივრად ვითამაშეთ. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, რომ გამოვიყენებდით ჩვენ პლიუსებს.

შევეცადეთ, საქართველოსთან დაგვეპირისპირებინა ის, რაშიც თვითონ იყვნენ მაგრები და შერკინებაში ნორმალურად გამოვიყურებოდით.

ამის ხარჯზე შევძელით, რომ საქართველომ შეცდომები დაუშვა. საერთო ჯამში, ამ თამაშით გამოჩნდა, რომ ჩვენი ნაკრები ვითარდება.

ტექნიკური ლელოს დროს, ქართველი მორაგბეებიც სცოდავდნენ, მაგრამ საბოლოოდ მსაჯმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

მიხეილ მესხის სტადიონზე მეორედ ვარ, პირველად აქ ახალი ზელანდიის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად ვიყავი. მშვენიერი ატმოსფეროა, რაც ყველა რაგბის ფანს მოსწონს. ტრიბუნები მოედანთან ახლოსაა და ძალიან კარგი სიტუაცია იქმნება.

ბლეინ სქალი: ჩვენ დღეს ძალიან კარგათ ვითამაშეთ, მინდა თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით და შედეგიც სახეზეა.

ცუდი ის არის, რომ დავმარცხდით და გვქონდა შანსი გაგვემარჯვა, მაგრამ ასეთი თამაშით უკმაყოფილო ვერ ვიქნებით.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაუმჯობესეთ და განვვითარდით, ახლა მთავარია ყველა ეს დეტალი მომავალში გამოვიყენოთ.

სოსო
ასეც ნუ იტყვით,საკლუბო დონეც საგრძნობლად ამაღლდა,თუნდაც სამი წლის წინანდელთან შედარებაც კი აღარ შეიძლება.თუნდაც ასეთ თამაშებში აბსოლიტურად გამოუცდელი ბათუმის თამაშიც გვარწმუნებს ამაში.კონტინენტურ ფარს ვგულისხმობ.
კრიტიკოსებს
მადლობის მეტი რა გვეთქმის! მაგარი მწვრთნელი და მაგარი კაცები არიან. ჩვენ რაგბი ხომ ჯერჯერობით მოწკლებულია საკლუბო დონეს და სულ არის დაახლოებით ორი ათეული საზღვარგარეთ მოთამაშე. ჰოდა ვუგებთ ეს ოხერი 300 მილიონიან ამერიკას, რომელსაც ეროვნულ დონეს ჩამოვრჩებით. რა პრეტენზიები და ამბიცია გვაქვს, რომ გინდა თუ არა რატომ დიდი ანგარიშით არ მოვუგეთ!!!
მზვერავს
მართლა რეებს ბოდიალობ მზვერავო? აი გაგებაში არ ხარ რას ამბობ და ვერც ვერავინ გაიგებს:)
Lasha
მთელი ტაიმი ისე ჩაამთავრო რომ ერთი ქულაც ვერ აიღო... ეს ამერიკასთან კი არა, ზელანდიასთანაც ძალიან ცუდია.
mamuka
ჩვენმა ბიჭებმა ტიტანური ძალა შეალიეს უელსს, ამას დაემატა ისიც რომ 5 გადაადგილება მოხდა ნაკრებში. ესენი ცხოვრებაში ვერ მოგვიგებენ გენაცვალეთ ლომებო
მზვერავ-ს
ჰეი, მზვერავ, რეებს ბოდიალობ :)))) არქეოლოგიურ შეკითხვას დაგისვამ კიდევ
მზვერავი
აგერ, თვითონაც ამბობენ რომ განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, და იმას კი აღარ იტყვიან რომ გამწარებულები ჩამოვიდნენ და სახეს იხევდნენ, მაგათი მიზანი ჩვენი უელსთან მოხდენილი ფურორის გაბათილება იყო. ჩვენ კიდე დავხვდით ბოჩოლებივით, და კიდე გიკვირთ შერკინებაში როგორ გვიგებდნენ. იმიტომ არის ამერიკა უხერხული მეტოქე, რომ პატივისცემის მიუხედავად ატანა არა აქვთ ჩვენი და ჩვენი წარმატებების მენტალურად და ყველანაირად, ყველაფერს აკეთებენ რომ მსოფლიო რუკაზე ჩვენი ზომის შესაბამისი ადგილი მიგვიჩინონ და დაგვიგდონ წიხლქვეშ ვინ ჩემის 52 -ე შტატად. და ამის ფონზე შენ ქართველი ბოჩოლასავით ხვდები მაგას, ყოვლად უწყინარად და უაგრესიოდ, უთავმოყვარეოდ. რუსეთზე რახან თავს ვიგიჟებთ ეს ნუ გგონიათ ძმა, ესეც არანაკლები უპრინციპულესი მეტოქეა და კიდე ბევრის თქმა შეიძლება... პატივს გვცემენ მაგრამ იმდენად არა, კარგები ხართ მარა ბევრს ნუ ბლატაობთო ჩვენ გაგვატარეთო ეხლაო რა.
დავითი
გაგებაში არ ხარ!! იქედანაც ჩანს რომ რაგბის ფედერაცია კი არა რაგბის კავშირია
ლევანი
4 წლის წინ თქვენ ხომ მოიგეთ 1 ქულით - ახლა წააგეთ ამ 1 ქულით. მოგება მოგებაა და წაგება წაგება.
გგგ
სცოდავდნენ სხვა შემთხვევებში, ოღონდ მაგ ლელოს დროს არა! დააკვირდეს, რამდენჯერ დაჯარიმდნენ შერკინებაში მისი ბიჭები.13 კაციან გუნდთან ჰქონდათ ჩამორჩენა. ჩვენ რომ დისციპლინაში არ მოვიკოჭლებდეთ, უფრო მეტი სხვაობით მორჩებოდა თამაში
კახა
Rato miblokav komentars aucileblad unda vaqo da vadido usaqmuri ragbis pederacia romelmac ertaderti rame moipiqra mayureblistvis purclebi daariga axali menejeri acali xedvebi tumca ra azri aqvs tu vinmes bidzashvili an natesavi da megobari ar xar ver gaixareb mishistebo tqventvis nu miitvlit am komentars tqven kide upro uaresebi iyavit da xart.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
აშშ-ის მწვრთნელი: საქართველო ექვს ერში თამაშს იმსახურებს
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ამერიკის მორაგბეთა ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით გვეწვია
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
მილტონ ჰეიგი: მნიშვნელობა არა აქვს რა ანგარიშით გაიმარჯვებ, მოგება ყოველთვის მოგებაა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის