"მანჩესტერ სიტიმ" რთული გამარჯვება მოიპოვა დებიუტანტ "ჰადერსფილდთან" საგარეო მატჩში და მდევართან 8-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა
"მანჩესტერ სიტიმ" რთული გამარჯვება მოიპოვა დებიუტანტ "ჰადერსფილდთან" საგარეო მატჩში და მდევართან 8-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა. ეს იყო პეპ გვარდიოლას გუნდის ზედიზედ მე-11 მოგება მიმდინარე პრემიერლიგაში, რითიც 2015 წელს დაფიქსირებული თავისივე რეკორდი გაიმეორა.

და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 1995 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "სიტიმ" მოიგო ისეთი საგარეო მატჩი, რომლის პირველ ტაიმსაც აგებდა...

შაბათი, ენფილდი...

...მატჩის შემდეგ "ლივერპულის" მწვრთნელი ძალიან გაბრაზებული იყო - არბიტრმა ცვლილება უარგუმენტოდ გაგვიწელა, თორემ, სანამ ვილიანი გაიტანდა, სისტემას გადავაწყობდით და ეგებ, გოლი თავიდან აგვეცილებინაო...

როცა იურგენ კლოპი ასეთ მიზეზს ეძებს, ესე იგი, იქ საქმე მართლაც გადასაწყობია...

ტურის მთავარ მატჩს "ენფილდმა" უმასპინძლა, სადაც "ჩელსის" 2013 წლის მერე არ წაეგო. დღეს პრემიერლიგაში ისეთი სიტუაციაა, გრანდებს ერთმანეთშიც აღარ უნდა აძლევდეთ ხელს ქულების გაყოფა. "მანჩესტერ სიტის" დომინაცია, და არა მხოლოდ სატურნირო არითმეტიკის გათვალისწინებით, იმდენად თვალსაჩინოა, ეგებ გულში ფიქრობენ კიდეც, რომ ახლა უფრო აქტუალური მეორე ადგილისთვის ბრძოლაა, რომელიც საგაისოდ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის გარანტიას იძლევა...

თუმცა, ვინ იცის. არც იურგენ კლოპი და არც ანტონიო კონტე ის ხალხი არ არის, ადვილად რომ დანებდება და ხელებს ჩამოუშვებს. რა თქმა უნდა, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, მაგრამ რესურსი...

დიახ, სწორედაც რესურსის პრობლემა აქვს დღეს "ლივერპულს", რაც გუნდს დიდი გაქანების საშუალებას არ მისცემს და მოჰამედ სალაჰიც თუ არ იქნა ფორმაში, სხვები არასტაბილურები არიან, ეს კი გრძელი მარათონისთვის იარაღად ვერ გამოდგება. ამის დასტურია ისიც, რომ პრინციპულ ოპონენტთან დაპირისპირებაში კლოპმა ფრონტის ხაზზე არა სადიო მანე და რობერტო ფირმინო, არამედ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და დენ სტარიჯი დააყენა...

სალაჰი კი მართლაც პირველი ვიოლინოა და შაბათსაც, გარდა იმისა, რომ დააწინაურა თავისიანები ოქსლეიდ-ჩემბერლენის პასით, ბოლო წუთებში გმირიც შეიძლებოდა გამხდარიყო, ტიბო კურტუას მისი შორეული დარტყმა რომ არ მოეგერიებინა.

სამაგიეროდ, გაუმართლა კონტეს, რომელმაც იყნოსა, რომ ვილიანი იყო ის კაცი, რომელიც "ჩელსის" ქულას გადაურჩენდა. ასეც მოხდა - ვილიანმა ლამის საჯარიმოს კუთხიდან შორეულ ძელთან რბილად ჩაუშვა ბურთი. სიმონ მინოლე აშკარად ჩაწოდებას ელოდა და მეტოქის შემტევის ეშმაკობას მოუმზადებელი შეხვდა - 1:1.

იურგენ კლოპი (ლივერპული): "ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ვილიანი გაგვიტანდა... თამაშის დიდ ნაწილში ჩვენ ვდომინირებდით და გამარჯვებასაც ვიმსახურებდით, მაგრამ... მოხდა ის, რაც მოხდა. როგორც ჩანს, უფრო უკეთ უნდა გვეთამაშა. მსოფლიო ძალიან უცნაურია დღეს და ამიტომაც შემიძლია, მშვიდად ვიცხოვრო მომავალ მატჩამდე ამ ერთი ქულით".

ანტონიო კონტე (ჩელსი): "ვფიქრობ, ჩვენ კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ძალიან ძნელი იყო ამ თამაშისთვის მობილიზება და ძალების აღდგენა ხანგრძლივი მოგზაურობის ("ჩელსიმ" ხომ შუა კვირაში აზერბაიჯანში ითამაშა - რედ.) შემდეგ, მით უმეტეს, ყველამ ვიცით, რასაც ნიშნავს "ენფილდზე" თამაში... გარკვეულწილად, არ გაგვიმართლა იმ ეპიზოდშიც, როცა გოლი გავუშვით, რადგან სწორედ მატჩის იმ მონაკვეთში გვქონდა ერთგვარი უპირატესობა და მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით... თუმცა, ბედნიერი ვარ იმითიც, თუ როგორი ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ ჩემს ფეხბურთელებს გოლის გაშვების შემდეგ".

ფაქტები

"ლივერპული" არ დამარცხებულა "ჩელსისთან" პრემიერლიგის ბოლო 6 მატჩში (2 მოგება, 4 ფრე).

"ლივერპულმა" "ჩელსის" პრემიერლიგაში შინ ბოლო 2012 წლის მაისში მოუგო (4:1).

"ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე პრემიერლიგის ბოლო 9 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, თუმცა ეს გაშვებული გოლები გუნდს 4 ქულის დაკარგვად დაუჯდა (1:1 "ბარნლისა" და "ჩელსისთან").

ვილიანმა გოლი მოედანზე შესვლიდან 144-ე წამზე გაიტანა. ეს არის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი შეცვლაზე შესული ფეხბურთელისთვის.

მას მერე, რაც 2015 წელს იურგენ კლოპი "ლივერპულის" მწვრთნელი გახდა, "წითლებმა" "დიდი ექვსეულის" გუნდებთან მატჩებში 38 ქულა დააგროვეს. მეორე შედეგი "ჩელსის" აქვს - 32 ქულა.

იურგენ კლოპი "ლივერპულის" მეოთხე მწვრთნელია, ვისაც "ჩელსისთან" თავისი პირველი 5 პრემიერლიგური მატჩი არ წაუგია.

Video

25.11.17 ლივერპული-ჩელსი 1:1

ყველაზე ძნელი...

"ბრაიტონთან" უკბილო გამარჯვების შემდეგ ჟოზე მოურინიომ თქვა - ჩვენთვის ეს იყო ყველაზე მძიმე მატჩი ამ სეზონშიო. რაღაც დოზით, "განსაკუთრებული" მართალია, მაგრამ სხვა საქმეა, რატომ გაუხდა "მანჩესტერს" ასე საქმე?

"სამართლიანი უნდა ვიყო და ვთქვა, რომ "ბრაიტონმა" ძალიან კარგად ითამაშა და, შეიძლება იმაზე მეტიც დაიმსახურა, ვიდრე მიიღო", - თქვა ჟოზემ.

ფაქტია, "ბრაიტონი" მართლაც ყოჩაღად და უშიშრად თამაშობდა მანამ, ვიდრე ეშლი იანგის დარტყმის შემდეგ ლიუის დანკისგან რიკოშეტირებული ბურთი მეტ რაიანს თავზე გადააფრინდებოდა და კარში ჩაეშვებოდა...

ასე იყო თუ ისე, "სეზონის ყველაზე მძიმე მატჩის" მოგებით "იუნაიტედმა" ზედიზედ მე-11 საშინაო გამარჯვება იზეიმა.

ფაქტები

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაუშვა, რაც 13 ტურის შემდეგ ყველაზე ცოტაა ამ გუნდისთვის 2007/08 წლების სეზონიდან მოყოლებული.

2016/17 წლების სეზონიდან დაწყებული, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 51 მატჩიდან 26-ში შეძლო კარის "მშრალად" შენახვა.

ანტონი მარსიალმა ("მანჩესტერი"), სასტარტო შემადგენლობაში ყოფნისას, მიმდინარე სეზონის 5 პრემიერლიგურ მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა 7-ჯერ შეცვლაზე შესულმა 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Video

25.11.17 მანჩესტერი-ბრაიტონი 1:0

რა თქმა უნდა, კეინი...

"ტოტენჰემი" მთელი 70 წუთის განმავლობაში მდევრის როლში იყო უმწვრთნელო "ვესტ ბრომვიჩთან" (გუნდი მოედანზე ტონი პულისის ექსასისტენტმა გარი მეგსონმა გაიყვანა, ვისაც პრემიერლიგის გუნდი 2009 წლის შემდეგ არ გაუწვრთნია) მატჩში და ვინ გადაარჩენდა გუნდს, თუ არა ჰარი კეინი! - "დეზების" მთავარმა მეგოლემ დელე ალის პასი მიიღო და ახლო მანძილიდან შეძლო გაყაიმება.

პრემიერლიგის 128 მატჩში კეინმა "ტოტენჰემის" 100 გოლში (87 გაიტანა, 13 გაატანინა) დაიდო წილი. ამას გარდა, 2017 წლის სტარტიდან მოყოლებული, ჰარიმ ყველა ფრონტზე 45 მატჩი ჩაატარა და 47-ჯერ დაამწუხრა მეკარეები. დაგვეთანხმებით, ძალიან შთამბეჭდავი სტატისტიკაა, რასაც ვერ ვიტყვით "ვესტ ბრომვიჩზე", რომელსაც აგვისტოს შემდეგ 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

ფაქტები

"ტოტენჰემისა" და "ვესტ ბრომვიჩის" ბოლო 5 პრემიერლიგური მატჩიდან 4 ფრედ დასრულდა.

მას მერე, რაც "უემბლიზე" გადაბარგდა, "ტოტენჰემმა" პირველ 7 საშინაო მატჩში იმაზე მეტი ქულა დაკარგა, ვიდრე "უაით ჰართ ლეინზე" ბოლო 23 მატჩში - 9 ქულა.

პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩიდან "ტოტენჰემმა" 4-ში გაუშვა გოლი, მაშინ, როცა წინა 5 მატჩიდან ასევე 4-ში შეძლო კარის "მშრალად" შენახვა.

"ვესტ ბრომვიჩმა" პრემიერლიგის ბოლო 25 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 2-ში არ გაუშვა გოლი.

Video

25.11.17 ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 1:1

ისევ სანჩესი, ისევ ბოლო წუთი...

"არსენალმა" გაჭირვებით მოუგო "ბარნლის", ალექსის სანჩესის მიერ ბოლო წამზე გატანილი 11-მეტრიანის წყალობით. ეს ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა შარშანდელს, როცა "მეთოფეებმა", იმავე "ბარნლისთან", იმავე სანჩესის პენალტით 98-ე წუთზე მოიპოვეს გამარჯვება იმავე ანგარიშით (სხვათა შორის, "ბარნლი" ზედიზედ მესამედ დამარცხდა "არსენალთან" შინ 0:1).

ამას გარდა, გუშინდელი გამარჯვება იყო სულაც მესამე შემთხვევა, როცა არსენ ვენგერის გუნდმა "კერკეტი" "ბარნლი" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატეხა.

ტურის სხვა ფაქტები

"უოტფორდმა" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 7 საგარეო მატჩში იმაზე მეტი (13) ქულა მოიპოვა, ვიდრე მთლიანად 2016/17 წლების სეზონის 19 გასვლით შეხვედრაში (12).

ეს იყო "უოტფორდის" მიერ ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული საგარეო მატჩი პრემიერლიგაში 1986 წლის ("ჩელსი", 5:1) მაისის შემდეგ.

"უოტფორდის" შემტევ რიჩარლისონს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტ (7) საგარეო გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (4 გაიტანა, 3 გაატანინა).

"უოტფორდს" 13 მატჩში 21 ქულა აქვს, რაც გამეორებაა 1982/83 წლების სეზონის მისივე შედეგის. ეს იყო "უოტფორდის" პირველი სეზონი ინგლისის მთავარ ლიგაში და თან წარმატებულიც - მეორე ადგილი "ლივერპულის" შემდეგ.

"ნიუკასლმა" ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო.

რაფა ბენიტესმა ("ნიუკასლი"), როგორც მწვრთნელმა, პრემიერლიგაში ზედიზედ ორი საშინაო მარცხი ბოლოს 2005 წლის იანვარში იწვნია "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედისგან".

"სუონსიმ" 13 მატჩში მხოლოდ 9 ქულა დააგროვა, რაც "გედების" ყველაზე ცუდი სტარტია პრემიერლიგაში.

პირველად მოხდა, რომ "ბორნმუთს" პრემიერლიგის ზედიზედ 3 მატჩში არ გაუშვია გოლი.

2013 წლის მაისის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "სუონსიმ" ზედიზედ 3 მატჩში ვერ გაიტანა გოლი.

პრემიერლიგა. XIII ტური:

ვესტ ჰემი-ლესტერი 1:1

გოლები: 0:1 ოლბრაიტონი (8), 1:1 კუიატე (45)

კრ. პალასი-სტოკი 2:1

გოლები: 0:1 შაქირი (53), 1:1 ლოფტუს-ჩიკი (56), 2:1 სახო (90+2)

მანჩესტერ იუნ-ბრაიტონი 1:0

გოლი: 1:0 დანკი (66-საკ. კარში)

მანჩესტერ იუნ (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ლინდელიოფი, სმოლინგი, იანგი - პოგბა, მატიჩი - რაშფორდი (80. ფელაინი), მატა (62. იბრაჰიმოვიჩი), მარსიალი (71. მხითარიანი) - ლუკაკუ.

ნიუკასლი-უოტფორდი 0:3

გოლები: 0:1 ჰიუზი (19), 0:2 იედლინი (45-საკ. კარში), 0:3 გრეი (62)

ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 1:1

გოლები: 0:1 რონდონი (4), 1:1 კეინი (74)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი (60. ლორენტე), ბ. დევისი - უინქსი (61. დემბელე), დაიერი - ერიქსენი, ალი, სონი - კეინი.

ლივერპული-ჩელსი 1:1

გოლები: 1:0 სალაჰი (65), 1:1 ვილიანი (85)

ლივერპული (4-3-3): მინოლე - გომესი, მატიპი, კლავანი, მორენო - მილნერი, ჰენდერსონი, კოუტინიო (89. ლალანა) - სალაჰი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (89. მანე), სტარიჯი (66. ვეინალდუმი).

ჩელსი (3-5-1-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი - ძაპაკოსტა (83. ვილიანი), ბაკაიოკო (77. პედრო), კანტე, დრინკუოტერი (74. ფაბრეგასი), ალონსო - აზარი, მორატა.

საუთჰემპტონი-ევერტონი 4:1

გოლები: 1:0 ტადიჩი (18), 1:1 სიგურდსონი (45), 2:1 ოსტინი (52), 3:1 ოსტინი (58), 4:1 ს. დევისი (87)

ბარნლი-არსენალი 0:1

გოლი: 0:1 ალექსის სანჩესი (90+2-პენ)

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - კოსიელნი, მუსტაფი, მონრეალი - ბელერინი, რემზი, ჯაკა, კოლაშინაცი - ივობი (67. უილშირი), ალექსის სანჩესი - ლაკაზეტი (79. უელბეკი).

Video

26.11.17. ბარნლი - არსენალი 0:1

ჰადერსფილდი-მანჩ. სიტი 1:2

გოლები: 1:0 ოტამენდი (45+1-საკ. კარში), 1:1 აგუერო (47-პენ), 1:2 სტერლინგი (84)

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი, კომპანი (80. გაბრიელ ჟეზუში), დელფი - დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა (89. მანგალა) - სტერლინგი, სანე, აგუერო (86. გიუნდოგანი).

გაძევება: ლა პარა (90+6. ჰადერსფილდი)

Video

26.11.17. ჰადერსფილდი - მანჩესტერ სიტი 1:2

სუონსი-ბორნმუთი 0:0

ბომბარდირები:  10 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 9 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 8 - გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ალვარო მორატა (ჩელსი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური

28 ნოემბერი: ბრაიტონი-კრ. პალასი, ლესტერი-ტოტენჰემი, უოტფორდი-მანჩესტერ იუნ, ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი

29 ნოემბერი: არსენალი-ჰადერსფილდი, ბორნმუთი-ბარნლი, ჩელსი-სუონსი, ევერტონი-ვესტ ჰემი, მანჩესტერ სიტი-საუთჰემპტონი, სტოკი-ლივერპული

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"ქუჩაში თუ დამინახავთ, მოდით და ჩამეხუტეთ" - გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტის" ფანებს მიმართა
"არ მესმის იმ ხალხის, ვინც ფერგიუსონს გვარდიოლაზე წინ აყენებს" - ჯეიმი კარაგერი
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
სერ ალექს ფერგიუსონმა ალ-ხელაიფის წერილი მისწერა და "არსენალი" გააკრიტიკა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
ზაბარნი შეიძლება ინგლისში თავისი ყოფილი მწვრთნელის გუნდში გადავიდეს
ინგლისში ყველაფერს აკვირდებიან - მამარდაშვილს "ლივერპულის" მწვრთნელად ირაოლას დანიშვნის ამბავი მოეწონა
გლასნერი ან სლოტი - "მილანს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა ჰყავს
[VIDEO] სუპერტალანტი, რომელსაც "კვარას" ადარებდნენ და კარიერა 1 ღამეში გაინადგურა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"ეს არის მიზეზი, რის გამოც ფეხბურთელებს არასდროს ვუმეგობრდები" - პეპ გვარდიოლა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
"როდის დავუბრუნდები სამწვრთნელო საქმიანობას?" - გვარდიოლამ შეკითხვას უპასუხა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს