კლოდ პიუელმა "ლესტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ერთი 3 ქულა იზეიმა
კლოდ პიუელმა "ლესტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ერთი 3 ქულა იზეიმა, თან გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც - "მელიებმა" ჩემპიონობისთვის მებრძოლი "ტოტენჰემი" გააკრეს ბეჭებზე.

"ჩემპიონობა" ვახსენეთ და შეიძლება ადრე იყოს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ "კინგ ფაურზე" განცდილმა ფიასკომ სწორედაც დიდი დარტყმა მიაყენა "მამლების" საჩემპიონო შანსებსა თუ ოცნებებს...

"მშვიდი რევოლუცია" - ასე აფასებენ პიუელის ერთთვიან მუშაობას ინგლისელი ექსპერტები. მისი ხელმძღვანელობით "ლესტერმა" 5 მატჩი ჩაატარა, 2 მოიგო, ამდენივე ფრედ ითამაშა და ერთიც წააგო, ისიც - "მანჩესტერ სიტისთან".

დავუბრუნდეთ "ტოტენჰემს". როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგაში წარმატებულ გარჯას შინაური საქმეები ეწირება. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა მიმდინარე პრემიერლიგაში უკვე 4 მატჩი წააგო, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც მთელ წინა ჩემპიონატში.

კონკრეტულად ბოლო მატჩში დამარცხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი "ტოტენჰემის" დაცვა იყო, რომელიც ზედმეტად "მაღლა", ცენტრისკენ იყო აწეული, რაც ჯეიმი ვარდის მეტ სივრცეს უტოვებდა სტუმრების უკანახაზელთა ზურგს უკან მოქმედებისთვის. ამის შედეგი იყო სწორედ მისი გოლიც, როცა კარიდან წინ გამოსულ უგო ლორისს ეფექტურად გადაუგდო ბურთი თავზე.

საინტერესოა, როგორ შეაფასეს დაპირისპირება თავად მწვრთნელებმა. პიუელმა თქვა: "ეს იყო საუკეთესო მატჩი, რაც კი გუნდმა ჩემს ხელში ითამაშა. ამას გარდა, ძალიან საინტერესო რაღაცები მენიშნა სამომავლოდ. შესაძლოა, ამაზე ავაგოთ კამპანიის დარჩენილი ნაწილი და ცხრილშიც გაცილებით სოლიდურ პოზიციაზე აღმოვჩნდეთ... ფანტასტიკური გოლები გავიტანეთ, მაგრამ მარტო გოლები არ არის საქმე, თამაშის ხარისხიც, ბურთის კონტროლიც მაღალ დონეზე გვქონდა".

მაურისიო პოჩეტინო: "ძალიან ცუდად დავიწყეთ მატჩი, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც საბოლოო შედეგი. ეს კარგი გაკვეთილია ჩვენთვის. ყველა თამაშში თავიდანვე უნდა ვიზრუნოთ გოლზე... "ლესტერმა" გაცილებით მეტი ჟინით ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა შანსები თამაშის გადასარჩენად, მეტოქის გამარჯვება მაინც დამსახურებულია".

Video

28.11.17. ლესტერი - ტოტენჰემი 2:1

"3:0-ს ვიგებდით და ისეთი სიტუაცია იყო, შეგვეძლო სიგარაც გაგებოლებინა, მაგრამ... მათ არაფრისგან გაიტანეს ორი გოლი და იოლი გზა გაგვირთულეს. საბოლოოდ, ლინგარდმა "მოკლა" თამაში. არ უნდა მიგვეყვანა საქმე აქამდე. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში 3 გოლი გავიტანეთ, მეორე ნახევარში ისეთი თამაში წავიდა, გაცილებით ადვილი იყო მეტოქის კარის აღება, მაგრამ რეალური შანსები ვერ გამოვიყენეთ", - ასე შეაჯამა თამაში ჟოზე მოურინიომ.

"იუნაიტედმა" ზედიზედ 2 საგარეო მარცხის შემდეგ გაიმარჯვა და თანაქალაქელი "სიტის" მთავარ ოპონენტად რჩება. აღსანიშნავია ეშლი იანგის დუბლი ყოფილი გუნდის კარში. ბოლოს ერთ მატჩში 2 გოლი მას სწორედ "უოტფორდის" მაისურით, ამავე სტადიონზე ჰქონდა გატანილი 2006 წლის ოქტომბერში.

Video

28.11.17. უოტფორდი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:4

ფაქტები

2001/02 წლების სეზონის შემდეგ "ლესტერმა" პრემიერლიგაში შინ პირველად დაამარცხა "ტოტენჰემი".

პრემიერლიგის წინა სეზონიდან მოყოლებული, ჯეიმი ვარდიმ 11 გოლი გაიტანა "დიდი ექვსეულის" გუნდების კარში - ხუთით მეტი, ვიდრე ყველა სხვა ფეხბურთელმა.

ჰარი კეინმა, ყველა ტურნირის ჩათვლით, 11 გოლი გაუტანა "ლესტერს" - ოთხით მეტი, ვიდრე სხვა გუნდების კარში.

პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩში რიად მაჰრეზმა ("ლესტერი") 5 გოლში მიიღო მონაწილეობა - 3 გაიტანა, ორიც საგოლე პასი გააკეთა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "უოტფორდს" ბოლო 9 პრემიერლიგური მატჩიდან 8 მოუგო (ერთი მარცხი წინა სეზონში), ხოლო 7 მატჩიდან თითოეულში სულ მცირე, 2 გოლი გაუტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე პრემიერლიგის 14 მატჩში 32 გოლი გაიტანა და მხოლოდ 8 გაუშვა. "იუნაიტედის" ბურთების სხვაობა (+24) საუკეთესო მაჩვენებელია მისთვის 2000/01 წლების სეზონის შემდეგ, როცა ამავე ეტაპზე +26 ჰქონდა.

რომელუ ლუკაკუმ პრემიერლიგაში მე-200 მატჩი ჩაატარა და ამ მატჩებში გატანილი 93 გოლით მხოლოდ 10 ფეხბურთელს ჩამორჩება.

ტროი დინიმ პრემიერლიგაში 12 პენალტი დაარტყა და 11 გაიტანა, აქედან 3 - "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში, ყველა - საკუთარ მოედანზე და ზედიზედ - ბოლო სამ სეზონში.

1998 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის სემ ფილდი ("ვესტ ბრომვიჩი") მეორე ფეხბურთელია ტომ დევისის ("ევერტონი") შემდეგ, ვინც პრემიერლიგაში გოლი გაიტანა.

"კრისტალ პალასმა" არ გაუშვა გოლი "ბრაიტონთან" მატჩში, რაც ამ გუნდისთვის პირველი შემთხვევაა მიმდინარე პრემიერლიგაში.

"კრისტალ პალასს" არ გაუტანია გოლი პრემიერლიგის ზედიზედ 9 გასვლით მატჩში (2 მატჩი წინა სეზონიდან), მიმდინარე კამპანიის სტარტიდან კი სულ 7 "მშრალი" საგარეო მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ერთით ჩამორჩება "დერბი ქაუნთის" ანალოგიურ "მიღწევას" 2007/08 წლების სეზონში.

პრემიერლიგა. XIV ტური:

არსენალი-ჰადერსფილდი 5:0

გოლები: 1:0 ლაკაზეტი (3), 2:0 ჟირუ (68), 3:0 ალექსის სანჩესი (69), 4:0 იოზილი (72), 5:0 ჟირუ (87)

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - კოსიელნი, მუსტაფი, მონრეალი - ბელერინი, რემზი (73. უილშირი), ჯაკა, კოლაშინაცი - იოზილი, ალექსის სანჩესი (73. უელბეკი) - ლაკაზეტი (46. ჟირუ).

Video

29.11.17. არსენალი - ჰადერსფილდი 5:0

ბორნმუთი-ბარნლი 1:2

გოლები: 0:1 ვუდი (37), 0:2 ბრეიდი (65), 1:2 ჯ. კინგი (79)

ჩელსი-სუონსი 1:0

გოლი: 1:0 რიუდიგერი (55)

ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - რიუდიგერი, კრისტენსენი, კეჰილი - ძაპაკოსტა (75. მოზესი), ფაბრეგასი, კანტე, ალონსო - ვილიანი (81. დრინკუოტერი), პედრო (81. აზარი) - მორატა.

Video

29.11.17. ჩელსი - სუონსი 1:0

ევერტონი-ვესტ ჰემი 4:0

გოლები: 1:0 რუნი (18), 2:0 რუნი (28), 3:0 რუნი (66), 4:0 ე. უილიამსი (78)

გამოუყენებელი პენალტი: რუნი (18. ევერტონი), ლანსინი (59. ვესტ ჰემი)

Video

29.11.17. ევერტონი - ვესტ ჰემი 4:0

მან. სიტი-საუთჰემპტონი 2:1

გოლები: 1:0 დე ბრუინი (47), 1:1 რომეუ (75), 2:1 სტერლინგი (90+6)

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, კომპანი, ოტამენდი, დელფი - დე ბრუინი, ფერნანდინიო, გიუნდოგანი (80. ბერნარდო სილვა) - გაბრიელ ჟეზუში (74. დავიდ სილვა), სტერლინგი, აგუერო.

Video

29.11.17. მანჩესტერ სიტი - საუტჰემპტონი 2:1

სტოკი-ლივერპული 0:3

გოლები: 0:1 მანე (17), 0:2 სალაჰი (77), 0:3 სალაჰი (83)

ლივერპული (4-3-3): მინოლე - გომესი, მატიპი, ლოვრენი, მორენო - ვეინალდუმი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (67. მილნერი), ჩანი - მანე (89. ჰენდერსონი), ფირმინო, სოლანკე (67. სალაჰი).

Video

29.11.17. სტოკი - ლივერპული 0:3

ბომბარდირები: 12 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 10 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 9 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური

2 დეკემბერი: ჩელსი-ნიუკასლი, ბრაიტონი-ლივერპული, ევერტონი-ჰადერსფილდი, ლესტერი-ბარნლი, სტოკი-სუონსი, უოტფორდი-ტოტენჰემი, ვესტ ბრომვიჩი-კრისტალ პალასი, არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედი

3 დეკემბერი: ბორნმუთი-საუთჰემპტონი, მანჩესტერ სიტი-ვესტ ჰემი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
პრემიერ ლიგის მოგებიდან 10 წლის შემდეგ - "ლესტერი" ინგლისის მესამე დივიზიონში გავარდა
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
უკან პრემიერ ლიგაში - ვარდი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს