გიორგი დევდარიანმა "ლოკომოტივიდან" წასვლის შესახებ ისაუბრა
29 ნოემბერს თბილისის "ლოკომოტივის" ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდს გიორგი დევდარიანი აღარ გაწვრთნის. "რკინიგზელთა" ხელმძღვანელობამ 44 წლის სპეციალისტს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა.

ჩვენ დევდარიანს დავუკავშირდით და ამ თემაზე ვესაუბრეთ.

"კონტრაქტი დამიმთავრდა და აღარ გამიხანგრძლივეს. რატომ, მე თითონაც ვერ გავიგე. რამდენიმე დღის წინ სულ სხვა თემებზე ვილაპარაკეთ და სულ სხვა თემა იყო ჩვენი შეხვედრის საბაბი.

ახალი გადახდის სისტემაზე უნდა გადასულიყო გუნდი და ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ მომხდარიყო. ახალი სისტემა გულისხმობდა, რომ ხელფასი უნდა შემცირებულიყო და პრემია კი გაზრდილიყო, რაც თავისთავად მოტივაციას გაზრდიდა.

მიზანი იყო, რომ სამეულში შევსულიყავით. მე დავინტერესდი, თუ რა ბირთვით მომიწევდა ბრძოლა. მაგალითად, "დინამოს" ზურგს აკადემია უმაგრებს, "სამტრედიას" და "ტორპედოსაც" კარგი შემადგენლობები ჰყავთ და ყოველ წელს ძლიერდებიან...

საბოლოოდ, ერთმანეთს დავშორდით ისე, რომ როცა მეცოდინებოდა ფეხბურთელების ვინაობა, მაშინ მიიღებდნენ ჩემგანაც პასუხს. გუშინ კი ტელეფონით დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდებოდა, მიზეზად კი ფინანსები მოიტანეს და ისინი ვერ დააკმაყოფილებდნენ ჩემს მოთხოვნებს.

ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ "ლოკომოტივში" დარჩენამდე ძალიან მიმზიდველ და სარფიან წინადადებაზე ვთქვი უარი. იმიტომ, რომ "ლოკომოტივთან" ერთად მინდოდა საქმის გაკეთება.

ვთვლი, რომ ეს გასული სეზონი წინა ორთან შედარებით უკეთესი იყო. მე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელების ასე ხშირი ცვლა არცერთ გუნდს არ უხდება.

ჩვენი პრობლემა წელს იყო მოკლე სკამი. გაიხსენეთ, პირველ წრეში ლიდერები ვიყავით, თუმცა შემდეგ დაიწყო ტრავმები, რამაც თავი იჩინა. "დინამოსაც" სწორედ ანალოგიური პრობლემა ჰქონდა.

ჩემი აზრით, როდესაც საქმე უკეთესობისკენ იყო დაძრული, როცა პროგრესი იგრძნობოდა, მაშინ გამიშვეს... გაგახსენებთ, რომ "ლოკომოტივს" "დინამოსთვის" ბოლო 15 თუ 17 წელი არ ჰქონდა მოგებული და ქუთაისის "ტორპედოსთან" თუ სხვა გუნდთან გახსოვთ, რომ ასეთი ანგარიშებით "ლოკომოტივი" იგებდა? გავარდნაზე კი არა, ბოლო ორი ტურით ადრე უეფას ზონაში შეგვეძლო შესვლა და იქაც თავი ისევ სკამის არქონამ იჩინა.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდებოდა. მე-3 ლიგაში ჩვენი დუბლშემადგენლობა იბრძოდა მე-2 ლიგაში გადასასვლელად, სადაც დიდი საპრიზო ფონდი იყო და კლუბს ეს ფული სჭირდებოდა. ამიტომ მთელი ჩვენი რესურსი იქ გადავისროლეთ, მაგრამ რა ვიცი... სხვანაირად გადაწყვიტეს და მინდა, რომ მე ვცდებოდე.

"ლოკომოტივს" წარმატებებს ვუსურვებ. თუმცა, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელების ასე ხშირი ცვლა გუნდს წარმატებას ვერ მოუტანს", - განაცხადა დევდარიანმა.

Dragonfly
მე ვფიქრობ დევდარიანმა ამ ეტაპზე იმ გუნდთან ერთად რა გუნდიც ყავდა და შემადგენლობა კარგი შედეგი აჩვენა და კარგი თამაშები ითამაშა. დრო გვიჩვენებს რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო მისი გათავისუფლება თუმცა ერთი მინდა ავღნიშნო რომ უმეტეს შემთხვევებში ძალიან სცოდავენ მწვრთნელებთან მიმართებაში!
გულშემატკივარი
დევდარიანზე კი არა ფერგიუსონის კრიტიკას არ მოერიდნენ და რა გსნსაკუთრებული დამსახურება აქვს მას, რომ შედეგი არ მოსთხოვოს ან კლუბმა ან მაყურებელმა?
zviadi
კი მაგრამ ასეთი ბნელები როგორ არსებობთ, აი რატომ კი არა როგორ საერთოდ. თითქოს გიორგი დევდარიანზე კი არა ვიღაც სხვაზე ლაპარაკობდნენ...(?), როგორ შეიძლება ეს კაცი ვინმეში შეგეშალოს, ასეთ აბსურდს და ღორჯოობას მარტო პირადი ბოღმით დაბრმავებული სუბიექტი თუ დაწერს, თუ გაბედავს. ან მისი წარმატებები და ბრწყინვალება როგორ უნდა დაგავიწყდეს, ის არის ჩვენი უძლიერესი და უნიჭირესი, ნამდვილი პროფესიონალი სპეციალისტი, რომელსაც ეს ღორები ვერ ეგუებიან. ასეთი კაცი მარტო ორი გვყავს, ეგ და ვასილი მაისურაძე და ეს იცის მთელმა საქართველომ. ეს ჭაობი არ ამოშრა რა ჯერჯერობით.
ვაკო
ფეხბურთში მწრვთნელი არ არის პრეზიდენტი აგვარებს გუნდი მოიგებს თუ წააგებს გადახედეთ ტოპ ლიგებს გოლები უმეტესად გადის ბოლო წუთებზე ფეხბურთი გახდა ბიზნესი გუნდის ფლობელებისთვის.
gela
ნამეტანი პროფესორული ბაზარი გავს
buba
rato ar unda gaetavisuflebiat? ar mkavdes exla egez lipi an fergiusoni))) ra shedegi dado ro? kvela poziziaze ori fexburteli hkavda gundshi, erti ori fexburteli daemtvra es aravitari argumenti araa tavis gasamartleblad))) kolkhettan da shukurastan zedized tamashebi rom gakides da 8 kushianebi dasves kargad gvaxsovs))) saidan aakvt am xalxs sakutar tavze amxela tarmodgena, asetebs evropashi bavshvebs ar gaatvrnevineben))))
saba
geguchadzis da devdarianis nairi mtvrnelebi, rom blataoben sakartveloshi eg texavs, didi tarmodgenebi rom aakvt sakutar tavze))))
qomagi
im kontinentis raz devdarians hkavda sameulshi unda shesuliko, magram tamashebi gahkides, ra ukvirs rom gaantavisuflen rame shedegi dado, izaxet axla kai mtvrneliao))))
gaga
მე მგონი სწორედ ესაა ქართული ფეხბურთის პრობლემა, რომ მწვრთნელებს არ ანდობენ ფეხბურთელების საკუთარი ნებით აყვანას. დევდარიანი ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელი იყო და იქნება. თუნდაც მისი ნაკრებში მუშაობა გაიხსენეთ, რამხელა წარმატებას მიაღწია.
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა