ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვენდეტა საფეხბურთო მოედანზე

ვენდეტა საფეხბურთო მოედანზე

ამხანაგური მატჩი
პრანდელის ექსპერიმენტმა გაამართლა

უკრაინა-იტალია 0:2

უკრაინა: შოვკოვსკი - ფედეცკი, რაკიცკი, ტიმოშჩუკი, ოშიპკო - სტეპანენკო, როტანი (76. ოლეინიკი), ალიევი (53. დევიჩი), გუსევი - იარმოლენკო, სელეზნიოვი.

იტალია: ვივიანო - მაჯო (46. სანტონი), გასტალდელო, კიელინი (17. ასტორი), კრიშიტო - აკვილანი (46. ჯოვინკო), მონტოლივო, ნოჩერინო, მარკიზიო (88. პაროლო) - როსი (61. მატრი), ჯილარდინო (76. ბონუჩი).

გოლები: 0:1 როსი (27), 0:2 მატრი (81).

საოცარია როგორ მოახერხა მარჩელო ლიპიმ და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ეროვნული ნაკრებში ჯგუფში ჩატოვა. თანაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სუსტ ჯგუფში, სადაც "სკუადრა აძურა" პარაგვაის, სლოვაკეთის და ახალი ზელანდიის გუნდებმა ჩამოიტოვეს. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ზოგადად იტალიურ ფეხბურთს საუკეთესო დროება უდგას, მაგრამ "აძურას" რომ აქვს პოტენციალი და თანაც, საკმაოდ დიდი, ჩეზარე პრანდელიმ უკვე არაერთხელ დაგვანახვა. სლოვენიაში მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ, იტალიის ნაკრები კიევს ესტუმრა, სადაც უკრაინის უმთავრეს გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ანუ, ბოლო ოთხ დღეში აპენინელებმა ორი მეტად რთული გასვლითი პაექრობა ჩაატარეს, ორივე მოიგეს, სამი გოლი გაიტანეს და არც ერთი არ გაუშვიათ. შედეგი მართლაც რომ შესანიშნავია და რაც მთავარია, თამაშის ხარისხია საკმაოდ მაღალი. დაცვა ისე დგას, როგორც იტალიელებს სჩვევიათ და შეეფერებათ, შეტევაში კი საკმაოდ დიდი რესურსი გამოჩნდა და პრანდელისაც მუდმივად ასარჩევად აქვს საქმე.

უკრაინის წინააღმდეგ ჩეზარემ ნახევრადექსპერიმენტული შემადგენლობით იასპარეზა. კარს ემილიანო ვივიანო იცავდა, დაცვის ცენტრში კი თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში დანიელე გასტალდელოსა და დავიდე ასტორისგან შემდგარი ტანდემი ირჯებოდა. მართალია, ძირითად შემადგენლობაში ჯორჯო კიელინი გახლდათ, მაგრამ მალევე დაშავდა და სწორედ სარდინიელმა ასტორიმ შეცვალა. მარჯვენა ფრთაზე პირველ ტაიმში კრიატიან მაჯომ იასპარეზა, მეორეში კი დავიდე სანტონი ვიხილეთ. მარცხნივ დომენიკო კრიშიტომ ითამაშა და თანაც შეუცვლელად. ახალი სახეები არც ნახევარდაცვას აკლდა, თავდასხმაში კი სულაც დებიუტანტი, ალესანდრო მატრი გამოჩნდა, რომელმაც ნახევარი საათი დაჰყო მინდორზე და გოლი გაიტანა.

მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან სცადეს სათამაშო უპირატესობის მოპოვება და დიდი ძალებითაც გადავიდნენ შეტევაში - რამდენიმე ნახევარმომენტიც შექმნეს, ძირითად შორიდან ცდილობდნენ მეტოქის კარის აღებას, თუმცა ემილიანო ვივიანო გახლდათ მოწოდების სიმაღლეზე. აქვე ვთქვათ, რომ "ბოლონიას" კარის დარაჯმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი სახით იტალიას მართლაც საიმედო მეკარე ჰყავს. მოკლედ, უკრაინელები დიდი ძალებით გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე, თუმცა ვერას გახდნენ, იტალიელთა პირველივე მცდელობა კი გოლით დასრულდა - 27-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც დომენიკო კრიშიტომ მეტოქის საჯარიმოში ჩააგდო ბურთი, იქ დიდი არეულობა შეიქმნა და ალბერტო აკვილანის მიეცა თავის გამოჩენის შანსი, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი ერთ-ერთმა მცველმა აისხლიტა, დამატებაზე კი ყველას ჯუზეპე როსიმ აჯობა და გახსნა ანგარიში, 0:1.

პირველ ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა, მეორე კი დაახლოებით ისევე დაიწყო, როგორც პირველი. უკრაინელებმა სწრაფი გოლის გატანა სცადეს, მაგრამ მათYიერიშებს სიმწვავე აკლდა. ერთი თამაშით რთულია დასკვნების გაკეთება, მაგრამ დარჩა შთაბეჭდილება, რომ უკრაინულ ფეხბურთს მაღალი კლასის მოთამაშეები შემოელია და ეს ის თაობა არ არის, რომელსაც დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია. არადა, მომავალ წელს სწორედ ამ ქვეყანაში (პოლონეთთან ერთად) გაიმართება ევროპის ჩემპიონატი და დიდი იმედი აქვთ სლავებს, რომ ფურორს მოახდენენ. დავუბრუნდეთ თამაშს და აღვნიშნოთ, რომ ერთი ხანობა იტალიელებმა ბურთი დაუმალეს მეტოქეს და თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს. სტუმართა გამარჯვება მას შემდეგაც არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც დავიდე ასტორი გააძევეს მოედნიდან - პირიქით, სწორედ ამის შემდეგ გაიტანეს აპენინელებმა მეორე გოლი და შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირეს. გოლი კი მართლაც ეფექტური გამოვიდა - შეცვლაზე შესულმა სებასტიან ჯოვინკომ მეტოქის ნახევარზე მიიღო ბურთი, ერთი მეურვისგან კარგად გაითავისუფლა თავი და ქუსლით ალესანდრო მატრი მოძებნა, რომელიც მარჯვენა ფრთიდან წამოეხმარა, ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში და სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები საბოლოოდ დაადუმა, 0:2. მატჩის ბოლო წუთებზე მასპინძლებმა შეარხიეს ვივიანოს კარის ბადე, მაგრამ ლაინსმენმა სრულიად სამართლიანად თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. მთლიანობაში, იტალიელებმა გაცილებით კარგად იასპარეზეს, უბრალოდ დაჯაბნეს მეტოქე და დამსახურებულად გაიმარჯვეს. მეტიც, იტალიელებმა საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლებს. არადა, ევრო 2012-ის მასპინძლობის უფლებისთვის იტალიაც იბრძოდა, მაგრამ უეფამ არჩევანი სწორედ უკრაინა-პოლონეთზე შეაჩერა - ანუ, ეს ერთგვარი ვენდეტა იყო, ოღონდ საფეხბურთო მოედანზე.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჩეზარე პრანდელიმ შემდეგი განაცხადა: "ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ შეგირდებმა ჩემი მითითებები ზუსტად შეასრულეს და ძალიან ორგანიზებულად მოქმედებდნენ. იყო რამდენიმე კითხვა, რომლებზეც პასუხი მჭირდებოდა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პასუხები მივიღე. უკრაინელები ხშირად კარგავდნენ ბურთს მოედნის ცენტრში, რამაც მნიშვნელოვნად გაგვიადვილა ამოცანა. მართალია, მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ შედეგსაც მნიშვნელობა ჰქონდა და საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ".

როგორც ზემოთ ვთქვით, გოლით აღნიშნა სანაკრებო დებიუტი ალესანდრო მატრიმ. ნამატჩევს, "იუვენტინო" ემოციებს ვერ მალავდა: "ასეთ დებიუტზე ვერც კი ვიოცნებებდი და თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ. ჯოვინკოს პირადადაც ვუთხარი მადლობა და აქედანაც ვეტყვი - შესანიშნავი პასი მომცა და ისღა დამრჩენოდა გოლი გამეტანა. როდესაც ბურთი სებამ მიიღო, მაშინვე გავეხსენი, რადგან კარგად ვიცი მისი პლეიმეიქერული შესაძლებლობები და დარწმუნებული ვიყავი, რომ პასს არ დამიგვიანებდა. მოკლედ, ყველაფერი იდეალურად დასრულდა".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა