საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ლიგის მეორე წრეში ჩაება
18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ლიგის მეორე წრეში საასპარეზოდ ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი გუნდი მეორე წრის ფარგლებში ჯგუფში 3 მატჩს გამართავს, ხოლო შემდეგ, დაკავებული ადგილის შესაბამისად საკვალიფიკაციო მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პირველი წრე გასულ ოქტომბერში, უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩაატარა, სადაც გამართული 4 მატჩიდან გამარჯვება ვერ მოიპოვა და 8 გუნდში ბოლო ადგილზე გავიდა. მეორე წრეშიც 8 გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ჯგუფში ბელგიური “ანტვერპენი” და შვედური გუნდები – “ალვიკი” და “ლულეა” მოხვდნენ.

პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა დღეს “ანტვერპენთან” გამართა და 20:45 დამარცხდა. ჩვენს ნაკრებში ქულები ოთხმა კალათბურთელმა მოაგროვეს, რომელთაგან 11 ქულით საუკეთესო მარიამ ოქროპირიძე გახლდათ. ქართველები მეორე მატჩს დღესვე, თბილისის დროით 20:00 საათზე “ლულეასთან” გამართავენ, ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრა ხვალ, “ალვიკთან”, 11:00 საათზე გაიმართება.

ჯგუფის 2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა, ხოლო მე-3 და მე-4 ადგილებზე გასული გუნდები ტურნირის 5-8 ადგილებს გაითამაშებენ.

GBF.GE

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა