ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბილიჩი: ქართველებს ივნისში დავუმტკიცებთ

ბილიჩი: ქართველებს ივნისში დავუმტკიცებთ

ხორვატები იმედოვნებენ, რომ "ბორის პაიჭაძეზე" განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას სპლიტში შეძლებენ
საფრანგეთისა და ხორვატიის უგოლო ფრეს შემდეგ ბალკანელთა გულშემატკივრები ორ ბანაკად გაიყვნენ. ერთი ნაწილი უკმაყოფილოა მათი ეროვნული გუნდის ასპარეზობით, მეორე პირიქით, საქართველოსთან წაგების შემდეგ ფრანგებთან მიღწეული შედეგით დაკმაყოფილდა.

თუმცა უნდა ითქვას, რომ სლავენ ბილიჩის შეგირდებმა უკანასკნელი შეხვედრა ისევ სუსტად ჩაატარეს. ბილიჩი ეროვნულ ნაკრებში უკვე 5 წელია მუშაობს. ამ დროის განმავლობაში სულ 5 მატჩი წააგო. დაგვეთანხმებით, ძალიან ბევრი მწვრთნელი დაიტრაბახებდა ამ შედეგით, მაგრამ ხორვატებში მაქსიმალისტები ჭარბობენ და მწვრთნელისგან კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ.

მაგალითად, რატომ გაატარა 90 წუთი მინდორზე საქართველოსთან მლადენ პეტრიჩმა, ფეხბურთელმა, რომელსაც პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია. რატომ იყო, რომ ფრანგმა შემტევებმა ლამის გადაქელეს ხორვატი მცველები? ისინი აცხადებენ, რომ არა სტიპე პლეტიკოშა და იოსიპ შიმუნიჩი, ლორან ბლანის ბიჭები აუცილებლად გაიტანდნენ გოლსო - ჩვენი აზრით, ეს მოსაზრება ახლოს დგას სიმართლესთან. ზემოთ ნახსენებ ორ ფეხბურთელთან ერთად ფანებს პრეტენზია მხოლოდ ლუკა მოდრიჩთან არ აქვთ. მიუხედავად ამისა, ბილიჩმა მატჩის შემდეგ ერთი კრიტიკული ფრაზაც კი არ გაიმეტა შეგირდების მისამართით.

აი, რა განაცხადა მან: “შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენი უტეხი ხასიათი გამოვაჩინეთ. მინდა მივულოცო ფეხბურთელებს, რომ მათ მოახერხეს ძალების მოკრება იმის მიუხედავად, რომ მატჩამდე მათი განწყობა თითქოს სკეპტიკური იყო. პარიზული მატჩი კარგი საშუალება იყო რეაბილიტაციისთვის.

ფრანგების ასეთი დომინირება არ გამკვირვებია, რადგან ისინი ამას ყოველთვის ახერხებენ საშინაო მატჩებში. ჩვენ სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიეთ მეტოქეს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დაცვაში მოვიკოჭლებდით. გავითვალისწინოთ, რომ სანაკრებო მატჩებისას წნეხი ფანების მხრიდან ძალიან დიდია. ჩვენი ყოველი წაგება ხომ ხორვატიაში დიდი დრამატიზმით აღიქმება.

ისრაელი-საქართველოს მატჩის ანგარიში არავისთვის მიკითხავს, რადგან მიმაჩნია, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ ჩვენს ხელშია. ივნისში ქართველებს დავუმტკიცებთ, რომ მათთან თამაში უბრალოდ ძალიან ცუდ დროს მოგვიხდა.”

მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა, რისი შედეგიც იყო ის, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, მაგალითად, 24-ე წუთის შემდეგ თამაში ვერ განაგრძო დანიელ პრანიჩმა, ვის ნაცვლადაც ივან სტრინიჩი შემოვიდა. დაშავებული ფეხის გამო მეორე ტაიმში ეს უკანასკნელიც გამოცვალეს და მარცხენა მცველად თამაში ნომინალურმა მარჯვენა მცველმა ვედრან ჩორლუკამ განაგრძო. სიხისტეში არც სტუმრები მოიკოჭლებდნენ, დაშავდნენ ქარიმ ბენზემა და ადილ რამი. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, მათი ტრავმები სერიოზული არ აღმოჩნდა.

მწვრთნელის მსგავსად საბრძოლო განწყობაა ხორვატ ფეხბურთელებში - ისინიც ივნისს ელოდებიან. თამაშის დასრულებისთანავე ჟურნალისტებთან სასაუბროდ ნიკო კრანჩარმა მოიცალა. მის ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

- თბილისში წაგების შემდეგ იმდენად აგზნებული ვიყავი, რომ არც კი ვფიქრობდი ფრანგებთან დაპირისპირებაზე. ვენაში თურქებთან წაგების შემდეგ (2008.20.VI. 1-1, პენ. 1-3. ევროპის ჩემპიონატის ј-ფინალი. რედ.) ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მძიმე წაგება იყო. რა იქნება მომავალში? უნდა შევეგუოთ, რომ ეს მატჩი წავაგეთ და დაველოდოთ ივნისს. დარწმუნებული ვარ ყველაფერს გამოვასწორებთ.

- ნუთუ ნაკრები გულშემატკივართა შორის უკვე აღარ იწვევს ნდობას?

- თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენთან რამე წესრიგში არ არის, ცდება. იცით, რა? შეიძლება ჩვენ ერთმანეთისთვის არ ვიყოთ საუკეთესო მეგობრები, მაგრამ რაღაც კლანებზე და დაჯგუფებებზე ლაპარაკი სისულელეა. დამერწმუნეთ, ჩვენ საკმაოდ შეკრულნი ვართ საერთო მიზნებისთვის საბრძოლველად და ერთად მივაგნებთ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს.

- თქვენი ნდობა მწვრთნელის მიმართ იმდენადვე ძლიერია თუ არა როგორც ადრე?

- ფეხბურთელები ბილიჩს დიდად ვაფასებთ, ის ჩვენთვის ავტორიტეტია. რაც თბილისში მოხდა, ეს ცუდი იყო, მაგრამ ასეთი რამეები ყოველთვის მოულოდნელად ხდება. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მომავალში აღარ განმეორდება. ვიცი, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს აუცილებლად მოვიპოვებთ.

- რაც შეეხება თქვენს სამომავლო საკლუბო გეგმებს... “ტოტენჰემში” სათამაშო პრაქტიკით განებივრებული არ ხართ.

- არ ვიცი, მივიღებ კონკრეტულ წინადადებას და დავფიქრდები. გააჩნია კიდევ კლუბს და ქვეყანას, საიდან იქნება შემოთავაზება.

- ინგლისიდან წასვლა არ გინდათ?

- არა, ჩემი თვითმიზანი არ არის ინგლისში თამაში.

- ივნისში საქართველოსთან დაპირისპირებას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებთ.

- თამაში სპლიტშია დანიშნული. იმის მიუხედავად, რომ “პოლიუდეს” ჩვენთვის ცუდ არენას მიიჩნევენ და იქ მოუგებელ სერიებზე ხშირად ლაპარაკობენ, ნაკრები მზად არის იქ საასპარეზოდ. თუკი მართლა არსებობს რამე ცუდი აურა და ამის გამო ვერ ვიგებთ, ესე იგი მოვიდა დრო ეს ახლა გავაკეთოთ.

- თანაგუნდელებთან თუ გილაპარაკიათ და მათ თუ უნდათ სპლიტში ასპარეზობა?

- დიახ, ერთხელ ვილაპარაკეთ ამ თემაზე და ბიჭები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.

• Tornike

ერთი დროზე გამოჯანმრთელდნენ და ხორვატებთან უკვე გვყავდნენ ანანიძე, მჭედლიძე და გურული და მერე ვნახოთ :) მაგ ბიჭებს უძლიერესი დაცვის გარღვევა შეუძლიათ და ხორვატების შედარებუთ სუსტი დაცვაც აუღებელი ნამდვილად არ იქნება მათთვის.

• Rezo Chkhaidze

ხორვატებს სულ ვგულშემატკივრობდი,მებრძოლი ხალხია. მარა ეტყობა ცაში დაიწყეს ფრენა. ჯერ იყო და თბილისში ჩამოსვლამდე იქნეოდნენ მუშტებს ... საკადრისადაც დაისაჯნენ. კიდე ვარესი დაემართებათ.. ღმერთით ჩვენი გუნდი იყოს ჯანმრთელად და ერთმუშტად შეკრული.

• football's fan:d

ვაი ეს საცოდავი...რას გვემუქრება...აქ წააგეს და იქ მოიგებენ?!:D ჰო კიდე იბაქიავონ ხორვატებმა მოგიგებთ მოგიგებთო და დავინახავ ერთი რას მოოიგებენ..:D ფრთხილად იყავით ხორვატებო...ძაან ბევრს ტრაბახობთ და ზედმეტები მოგდით...საქართველოს ნაკრები არც ისე დაბალი დონის ნაკრებია და მოეშვით ტრაბახობას

• Tornike

ეს კაი კაცი რას გვემუქრება ნეტავ? :) თუმცა, თუ ისე ვითამაშეთ როგორც ისრაელთან... ფიქრიც არ მინდა ამაზე. დროზე უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის