გაფიცვა არ იქნება

ამ შაბათ-კვირის ტური ესპანურ პრიმერადივიზიონში კალენდრის მიხედვით ჩატარდება - მადრიდის სასამართლომ ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგას (LFP) გაფიცვის უფლება არ მისცა. ამას წინათ "სევილიას" ბოსები მედიასთან საუბარში ამობდნენ, რომ სიტუაცუა ესპანურ ფეხბურთში მხოლოდ სატირალი აღარ არის, უკვე ძალზე სასაცილოცაა და მთელი ევროპა დაგვცინის კიდეცო. მართლაც, წარმოიდგინეთ, ორგანიზაცია, რომელიც ჩემპიონატის ორგანიზატორია, თავად არის გაფიცვის წამომწყები, მას კი... კლუბები უჩივიან, ნუ იფიცებითო.

შეგახსენებთ, რომ LFP-ს დადგენილება 30-ე ტურის ივნისში გადადების შესახებ, მადრიდის სასამართლოში 6-მა კლუბმა, "ვილიარეალმა", "ბილბაომ", "რეალ სოსიედადმა", "სარაგოსამ", "ესპანიოლმა" და "სევილიამ", გააპროტესტა. "მარკა" წერს, რომ სასამართლომ სწორედ "მეამბოხეთა" მხარი დაიჭირა. მოკლედ შეგახსენებთ საქმის არსს - კლუბებში უკმაყოფილებაა იმის გამო, რომ სატელევიზიო ტრანსლაციებიდან შემოსული თანხები ძალზე არათანაბრად ნაწილდება - უდიდესი ნაწილი თანხისა "რეალისა" და "ბარსელონას" სალაროებში შედის, სხვა კლუბებს კი გროშებს აძლევენ. ამას ემატება კანონი, რომლის თანახმადაც კვირაში ერთი თამაში აუცილებლად უნდა გადაიცეს უფასო ტელევიზიით და ამ თამაშიდან შემოსავალს კლუბები და ლიგა ვერ ნახულობენ. LFP სწორედ ამ მეორე კანონის წინააღმდეგ გამოვიდა ჯერ კიდევ თებერვალში. მაშინვე გადაწყდა, რომ ლიგა გაიფიცებოდა, თუკი მთავრობა არ დათმობდა - შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და 29-ე ტურის შემდეგ LFP-მ ერთტურიანი ლოკაუტი გამოაცხადა, მაგრამ ახლა კლუბებმა უჩივლეს...

ამ ტურში ყველაზე საინტერესო მატჩი ვალენსიის მხარეში, "ელ მადრიგალზე" შედგება, სადაც მესამეადგილოსანი "ვილიარეალი" ჩემპიონ "ბარსელონას" უმასპინძლებს. თუკი იქ "ბარსას" ფეხი დაუცდება, საჩემპიონო რბოლა უკიდურესად დაიძაბება, ახლა კი კატალონიელები "რეალს" 5 ქულით უსწრებენ.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა