"ბარსელონას" გულშემატკივრებმა ამერიკიდან ცუდი ამბავი შეიტყვეს, ლიონელ მესიმ იქ კოსტა რიკასთან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო და

"ბარსელონას" გულშემატკივრებმა ამერიკიდან ცუდი ამბავი შეიტყვეს, ლიონელ მესიმ იქ კოსტა რიკასთან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო და ის ვერც "ელ მადრიგალზე" იქნება პრიმერადივიზიონის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ვილიარეალის" წინააღმდეგ. არგენტინის ნაკრებმა 0:0 ითამაშა კოსტა რიკასთან. არგენტინელთა თავკაცი სერხიო ბატისტა მიიჩნევს, რომ მან უბრალოდ არ გარისკა მესის ჯანმრთელობით, თუმცა ნაკრების ექიმები ამბობენ, რომ მესიმ "ვილიარეალთან" მატჩშიც უნდა დაისვენოს. ვფიქრობთ, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს "ბარსას" სამედიცინო შტაბიც, რადგან გუნდს კარს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი მოადგა "შახტართან" და მესის ჯანმრთელობით გარისკვა მართლა არ ღირს.

კოკე ნახევარ პრიმერას მოსწონს

მადრიდის "ატლეტიკო" სეგუნდადივიზიონის ლიდერის, "რაიო ვალეკანოს" მცველ კოკეს თამაშით არის მოხიბლული და დიდი შანია, ზაფხულში კოკე მადრიდში აღმოჩნდეს. 23 წლის კოკე "რაიო ვალეკანოს" აღზრდილია და 2007 წლიდან ამ კლუბში თამაშობს და უკვე 100-ზე მეტი მატჩიც ჩაატარა. სხვათა შორის, "ატლეტიკოს" გარდა კოკეს შეძენა "სევილიას", "ვილიარეალსა" და "სპორტინგსაც" სურთ.

რაიო აჯანყდა

სეგუნდადივიზიონის ლიდერი "რაიო ვალეკანო" ისეთ ფინანსურ კრიზისშია, რომ ფეხბურთელებს უკვე ყელში ამოუვიდათ დაპირებები და შესაძლოა, მომავალ ტურში თამაშზე უარი თქვან კიდეც. ყოველ შემთხვევაში, გუშინდელი დღიდან ისინი ვარჯიშებზე აღარ დადიან.

კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სამი შესაძლო მყიდველი შერჩეულია და უკვე ამ კვირაში შეიძლება ერთ-ერთმა კრიზისში მყოფი "რაიო ვალეკანო" შეიძინოს კიდეც. კლუბის პრეზიდენტმა მარია ტერესა რივერომ ისიც კი განაცხადა, რომ თუ "რაიო" "ბეტისს" დაამარცხებს, ახალი ინვესტორი მადრიდულ კლუბთან ხელშეკრულებას გააფორმებს, მაგრამ ფეხბურთელები უკანდახევას არ აპირებენ, მათ ლამაზი სიტყვების ნაცვლად საქმე სჭირდებათ.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა