ბოლნისის "სიონი" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
3 დეკემბერს, ეროვნული ლიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში ბათუმის "დინამო" "რაგბი არენაზე" ბოლნისის "სიონთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და "სიონი" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.

როგორც იცით, პირველი შეხვედრა "სიონმა" 3:2 მოიგო და მიზნის მისაღწევად ზღვისპირელებს აუცილებლად გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდათ. შეხვედრა მათი შეტევებით დაიწყო და დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება. ქართარაძე-კვასოვი-გრიგალაშვილის კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. 23-ე წუთზე გიორბელაძემ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, თევდორაძის დარტყმული თერთმეტმეტრიანი კი მეკარე ზარქუამ აიღო.

ამის შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლენ და კოშკაძემ საჯარიმოდან ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მალე დვალმა კიპერთან პირისპირ მანაგაძე გაიყვანა, მან კი ბურთი ძელს გაარტყა.

62-ე წუთზე გრიგალაშვილი ფლანგზე გაექცა მცველებს, კვასოვს უპასა და 2:1, ხოლო 83-ე წუთზე იმავე გრიგალაშვილის გადაცემით მარცვალაძემ ისარგებლა, კარიდან წინ გამოსული ზარქუა მოატყუა, მესამე გოლი გაიტანა, თითქოს ბათუმელებს გამარჯვება მოპოვებული ქონდათ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეკარე ტიმოფეევმა შეცდომა დაუშვა და ბოლნისელებმა თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხეს. დამატებით დროში მეტი გოლი არ გასულა, პენალტების სერიაში კი ბოლნისელებმა იმარჯვეს და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდნენ.

"დინამო": ანატოლი ტიმოფეევი, მირზა ფარტენაძე, ბექა ვარშანიძე, გიორგი ქავთარაძე (81. ნიკა კვანტალიანი), თეიმურაზ შონია, ვალერიან თევდორაძე (59. ოთარ მარცვალაძე), ანზორ სუხიაშვილი, დავით კვირკველია, ელგუჯა გრიგალაშვილი, ნიკა მგელაძე, იაროსლავ კვასოვი (72. ბორის მახარაძე)

"სიონი":თორნიკე ზარქუა, გულვერდ თომაშვილი, გურამ გიორბელიძე, ლუკა ნოზაძე, ალექსანდრე კოშკაძე, ლაშა მანაგაძე (82. ჯაბა უგულავა), ჯაბა დვალი, ლაშა ჯაფარიძე (67. გიორგი ჭეიშვილი), ვაჟა ქიქავა, გიორგი მიქაბერიძე (76. გიორგი ჭანკოტაძე), ზვიად სიხარულია

გოლები: 8. ელგუჯა გრიგალაშვილი 1:0, 36. ალექსანდრე კოშკაძე 1:1, 62. იაროსლავ კვასოვი 2:1, 83. ოთარ მარცვალაზე 3:1, 90+2. ზვიად სიხარულია 3:2

გაფრთხილება: 48. ჯაბა დვალი, 55. ვაჟა ქიქავა, 62. იაროსლავ კვასოვი, 103. ბორის მახარაძე, 112. ზვიად სიხარულია

გამოუყენებელი პენალტი: 23. ვალერიან თევდორაძე

გაძევება: 90+3. არჩილ მაქაცარია

aleko
პრეზიდენტი ფედიჩკინი რო გეყოლება აბა რას ელოდებით. მამამისი ყოფილი კაგებეშნიკი და შვილსაც გაუჩალიჩა ადგილი . შიდა სამზარეულოს მხიედეთ მუქთახორები გაუშვით გუნდიდან პრეზიდენტიანად და მერე წამოაყენეთ პრეტენზიები
gio
მეცოდება ბათუმის ხელმძღვანელობა ეხლა უფრო ნაკლები დაფინანსება ექნება გუნდს.როგორც ვიცი ჩამოსულმა ფეხბურთელებმა დატოვეს გუნდი;საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ღირსეულო ხელმძღვანელობა?თქვენით წახვალთ თუ.....
imedia dawert
daviwyeb iqedan ro vusamdzimreb batumelebs am samarsxvino tragedias.meore samarcxvino faqti pirveli kapitani gaiqca dadziruli gemidan.mesame xelmdzgvaneloba chumadaa aravis arunda dakargos muqta fuli,aravin gamodis da bodish arixdis fedichkini kai mocekvavea tu ragacaa malxaza xo chveni gundis legendaa da ucvleli kapitani iyo arsheshvenis aseti saqcieli.kidev erti samarcxvino faqti isaa ro gundis mwvrtneli yofili mekareaa tanashemwe yofili mekare da kidev mekaris mwvrtneli yavdat da ver mixvden ro timofeevi ubralod azrze araaa misi saqmis,ps exla chumad iqnebian xalxi damshvideba da isev gagrdzeldeba es unamusoba usasrulobamde essaa chemi prognozi.
Sinsilo
Batums magari gulshematkivari yavs martla guli damwyda ro gavardnen,bevrad mets imsaxurebda is gulshematkivari vidre ligashi adgilis shenarchunebaa.
zurab
ბათუმის "დინამო" თვით კომუნისტებიდან მოყოლებული ხელში უპყრია უცოდინართა, არასპეციალისტთა გროვას. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გუნდი, როგორც გამონაკლისი, ახლავე ათამაშონ უმაღლეს ლიგაში. ასევე არაა გამორიცხული, ჩემი ნაწერი, ისე როგორც ხშირად ხდება, არც გამოაქვეყნოს ამ საიტმა. რადგან ვერაფრით გამოვაქვეყნებინე შეკითხვა: ვისი დაფინანსებით ახლდა ამ გუნდს "ხელმძღვანელობა ევროპაში.
tngh
სირცხვილი აჭარის ფეხბურთის ფედერაციას. ორივე გუნდი უკრაინელი მწვრთნელებით და ლეგიონერებით გამოტენეს. შედეგი კი, სავალალო... ორივე გუნდი გავარდა. როგორც ამბობენ, ანაზღაურებაც გაცილებით მეტი ჰქონდათ ლეგიონერებს, ვინემ ადგილობრივ ფეხბურთელებს. ესეც, ცოტა საეჭვოა...
Potinski
Ertaderti megruli gundi darcha kolkheti da imedia shemdegi sezonistvis gundis xelmdzgvaneloba da qalaqis xelmdzfvaneloba gamofxizldebian, droa potma magali adgilistvis ibrdzolos!!!
1
გაძევებული მაყურებელი იყო??? )))
devida
ბატუმს მეკარე არ კავს საერტოდ სად იპოვეს ეს ჯანდაკი მეკარე
deme
kartli-imeretis chempionati magari ikneba, aba tkven izit))))))
alexandre
qomagi, ბიძია, ბოლნისელები ერთხმად წერდნენ, ფედერაცია ბათუმს უდგებაო. ეხლა ბათუმი გავარდა და სიონს მფარველობსო. როგორ ფიქრობ, qomagi - გვეშველება რამე? ა?!
bacho
ra shuaishia megobaro dasavleti da agmosavleti hyolodat uketesi fekhburtelebi da ar eqnebodat saqme cudad aq ra shuashia federacia.ps:me tviton dasavletidan var rame rom iyos
Byrda
Yvelas batumis mogeba undoda dges .penalti ro daunishnes im momentshi kavtaradzes xelshi moxvda burti da im msajma romelic karsukan dgas amas ver shexeda xo da imas shexeda bilnisels ro moxvda.gmerti ar daushvebs ro batumis naxevarma lotma pexburtelebma gaimarjvon.kvelam mis gulshi.chaixedos rogor ixarjeba da ras adzlevs pexburts igives gibrunebs ukan.ipikret bichebo amaze da shemdeg itiret.erteulebis scori midgoma araa sakmarisi.
qomagi 2
მართლა სამარცხვინოა შენი დონის აზროვნება, რა შუაშია დასავლეთი და არმოსავლეთი, ფეხბურთს თამაში უნდა, ყველა დასავლელი, რომ აღმოსავლეთში მირბის სათამაშოდ ამაშია ფედერაცია დამნაშავე? ვერ გამოვედით უკიდურეს პროვინციალიზმიდან.
ბათუმურა
რას ნიშნავს გაყარეს ? ვერ ითამაშეს და გავარდნენ, თანაბარ პირობაში იყო გუნდები. ყველამ თავის თავს დააბრალოს წარუმატებლობა და ნუ იშვერთ ხელს სხვისკენ
ზორბა
ქომაგს- დასავლეთის გუნდებმა მოიგეს ჩემპი და თასი.ფედერაციიის ბრალია ტიმოფეევმა რაც გააკეთა? ასეთი კარგი გაშუქება'ორგანიზება'დაძაბულობა და მიუკერძოება ჯერ არ ყოფილა ჩემპიონატში.მადლობა ჩემგან კობიაშვილს.
ზვიად
გაძევებული შემადგენლობაში არ არის.
aba hee
ბალაძე სანამ იქნება ბათუმში ამ გუნდს მომავალი არ ექნება
qomagi
dasavlet sakartvelos gundebi gahkares pro1 da pro2 ligidan, chaataret barem agmosavlet sakartvelos pro1 da pro2 liga))) samarzxvino federazia!
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ოფიციალურად | პაულო ვიტორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ოფიციალურად | მაურიდესი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"