ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

4 დეკემბერი ქართული სპორტი და ფეხბურთი

4 დეკემბერი ქართული სპორტი და ფეხბურთი

ასდასდ

რაგბი. ლეგიონერები

სამი

ქართული ლელო

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომელიც ქართული ლეგიონისთვის უხვლელოიანი გამოდგა.

კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის "ბრივმა" შინ მიიღო ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსი" და 33:30 დაამარცხა. გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი ლელო 66-ე წუთზე კარლენ ასიეშვილმა გაიტანა. სხვა ქართველებს თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ელიტურ, პირველ დივიზიონში პირველი ლელო გაიტანა "აჟენის" პირველხაზელმა ვახტანგ ახობაძემ. აჟენელებმა, რომლებიც დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვიან, სტუმრად წააგეს დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილის, ოთარ გიორგაძისა და ბექა კაკაბაძის "კლერმონთან" - 25:36. კოლელიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, კაკაბაძემ შეცვლაზე ითამაშა. თადარიგიდან ჩაერთო თამაშში "აჟენის" გარემარბი თამაზ მჭედლიძეც.

მეორე დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის ბექა ბიწაძის "ნარბონიც", რომელმაც შინ დაამარცხა ვახტანგ მაისურაძის "ვანი" - 28:21. ბიწაძემ 28-ე წუთზე ლელო გაიტანა. ეს მისთვის პირველი ლელოა მეორე დივიზიონში.

00000000000000000

000000000000

0000000000000000000000

0000000000000

000000000000000000

გუნდური მეათე და

სარეიტინგო 24 ქულა

ხუთი ქართველი მოხმალავე მონაწილეობდა დიორში მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის პირად-გუნდურ გათამაშებაში. ჩვენებურებმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით განვლეს. მიხეილ მარდალეიშვილმა ექვსივე მეტოქე დაჯაბნა: ზედიზედ სძლია იულიან ტეოდოსიუს (რუმინეთი, 5:4), ვილ სპირს (აშშ, 5:0), ემილ დე ვისშერს (ბელგია, 5:2) ანდრეს ერნანდესს (ესპანეთი, 5:2), აბდულრაჰმან ალ ზაჰრანის (საუდის არაბეთი, 5:0), ჯონ შოუს (ავსტრალია) და პლეი ოფში გავიდა.

მომდევნო ეტაპისკენ, ასევე, იოლად გაიკაფა გზა რიოს ოლიმპიადის მონაწილემ და ახალგაზრდებში ევროპის სამგზის ჩემპიონმა სანდრო ბაზაძემ, რომელმაც ჯგუფში დაამარცხა ტომას შაიჩი (გერმანია, 5:3), სეპე ვან ჰოლსბეკი (ბელგია, 5:3), იშტვან კოვაჩი (უნგრეთი, 5:3), ევგენი კონოვალოვი (უზბეკეთი, 5:0), ეტან რენი (დიდი ბრიტანეთი, 5:2) და მხოლოდ ერთი პაექრობა დათმო რუს ვლადისლავ პოზდიაკოვთან - 2:5.

საბა სულამანიძემ ოთხ მეტოქეს დააყრევინა ფარ-ხმალი: ისლამ ატაკან ჰეზერს (თურქეთი, 5:1), ტამაშ დეშის (უნგრეთი, 5:2), ივან მანდოვს (ბულგარეთი, 5:0) და ტედი ველერს (ისლანდია, 5:0), რუმინელ გოდრინ კოზმულეანუსა (3:5) და ფრანგ ბაპტისტა დუბარისთან (2:5) დამარცხდა.

ახალგაზრდა მოხმალავე ნიკა შენგელიამ ჯგუფში აჯობა მუჰამედ ანაზიზს (თურქეთი, 5:2), ეტან ვანგს (კანადა, 5:2), კაიტო სტრიიტს (იაპონია, 5:4), ხოლო დარიო კავალიერესთან (იტალია, 4:5), ვენიამინ რეშეტნიკოვსა (რუსეთი, 1:5) და ნაელ ქანალისთან (საფრანგეთი, 2:5) ვერაფერს გახდა.

პლეი ოფში სამი მოგებით გავიდა ბექა ბაზაძეც: ჯგუფში მან გზიდან ჩამოიშორა ბალინ კოშუტი (უნგრეთი, 5:3), მაქს რეიმერი (ავსტრია, 5:1) და ეტან პასტორე (ავსტრალია, 5:2), ორ მეტოქესთან - იტალიელ რიკარდო ნუკიოსა (2:5) და რუს ვასილი შირშოვთან (3:5) წააგო.

პლეი ოფში ქართველ მოფარიკავეთა შეხვედრები ასე დასრულდა:

სანდრო ბაზაძე: ეტან რენი (დიდი ბრიტანეთი) - 15:2, ხაიმე გონსალესი (ესპანეთი) - 15:5, ტომ სეიცი (საფრანგეთი) - 10:15;

მიხეილ მარდალეიშვილი: სიარჰეი კისელი (ბელარუსი) - 15:4, ალი პაკდამინი (ირანი) - 8:15;

საბა სულამანიძე: აჰმედ ალჰუდინი (საუდის არაბეთი) - 15:8, ნიკლოშ პეჩი (უნგრეთი) - 6:15;

ბექა ბაზაძე: ლორენცო რომანო (იტალია) - 15:10, ალბერტო პელეგრინი (იტალია) - 13:15.

ნიკა შენგელია: ტრისტან ლორენცი (საფრანგეთი) - 15:14, სეპე ვან ჰოლსბეკი (ბელგია) - 5:15;

საბოლოო ადგილები: 1. სანგუკ ოჰი (კორეა), 2. ვენიამინ რეშეტნიკოვი (რუსეთი), 3. ვინსეტ ანსტეტი, ბოლად აპიტი (ორივე - საფრანგეთი)... 21. მიხეილ მარდალეიშვილი, 49. სანდრო ბაზაძე, 74. საბა სულამანიძე, 84. ბექა ბაზაძე, 92. ნიკა შენგელია.

ნნნ

გუშინ გუნდურში მთავარი პრიზისთვის პაექრობაში 25 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაებნენ. ჩვენმა ბიჭებმა სტარტზე ესპანელებს აჯობეს - 45:31, მეორე ორთაბრძოლა კი ირანელებთან ორი ჩხვლეტით დათმეს - 43:45 და IX-XVI ადგილებისთვის განაგრძეს ასპარეზობა. იქ ბელგია (45:43) და დიდი ბრიტანეთი (45:39) დაამარცხეს, რუმინელებთან წააგეს (41:45), გუნდური მე-10 ადგილი დაიკავეს და 24 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურეს. კვარცხკლბეკზე კი ადგილები ასე განაწილდა: 1. კორეა, 2. იტალია, 3. უნგრეთი.

000000000000000000000000

გორგოძის ესპანური სიმაღლე

გუშინ დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა ესპანეთის საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 15 000 დოლარი). კასტელინის კორტებზე შესანიშნავად იასპარეზა თბილისელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც ერთეულებში მესამე ნომრად იყო განთესილი. ჩვენებურმა სტარტზე მასპინძელ მარია გარსიას სძლია იოლად - 6:1, 6:0, მეორე წრეშიც ესპანელი მარისტანი დე რეალისი ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:2, შემდეგ ეკვადორელ შარლოტ როემერს აჯობა - 6:0, 6:3, ნახევარფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ იზაბელ ვალესეს (ავსტრალია) მოუგო - 6:4, 6:3. გადამწყვეტ პაექრობაში ესპანელ ესტელა კაპესა-კანდელას დაუპირისპირდა. მატჩი საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. გორგოძემ მატჩში სამი, მეტოქემ კი ერთი ეისი მიითვალა, ჩვენებურმა 2, პირენეელმა 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ეკატერინემ 12-დან 7, ესტელამ 6-დან 3 ბრეიკპოინტი გამოიყენა. პირველი ხელი გორგოძემ მშრალად მოიგო 18 წუთში, მეორე და მესამე სეტები, შესაბამისად, 34 და 33 წუთს გაგრძელდა. მეორე ხელში ესპანელმა მიაღწია წარმატებას - 6:3, მესამეში ქართველმა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა - 6:1 და მთავარი პრიზი დაისაკუთრა.

წყვილებში გორგოძე ბერძენ დესპინა პაპამიჩელთან ერთად ასპარეზობის მე-4 ნომერი იყო. პირველ წრეში მათ გილერმინა ნაია (არგენტინა) და ბლანკა კავალიერო (ესპანეთი) დაჯაბნეს - 6:3, 6:1, მერე კატარინა გერლაჩი (გერმანია) და კლაუდია ოსტე ფერესი (ესპანეთი) არ გამოუცხადნენ სათამაშოდ და ნახევარფინალში უბრძოლველად გავიდნენ. იქ კი პირველ ნომრად განთესილ იონ კავალე-რეიმერსისა (ესპანეთი) და ლუიზა სტეფანის (ბრაზილია) ვერაფერს გახდნენ - 5:7, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

ეკეტერინე გორგოძე ესპანეთში დარჩა და ამ კვირას ახალ 25 000-იან ტურნირში ჩაებმება.

0000000000000000000

უქმეები ლეგიონერთა

საქმიანობისთვის

საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრები წარმატებით განაგრძობენ ასპარეზობას უცხოეთში. ზოგის გუნდი იგებს, ზოგისაც - აგებს, მთავარი კი ის არის, რომ ჩვენებს თავიანთ კლუბებში მოწინავე პოზიციები უჭირავთ და გოლებიც ხშირად გააქვთ.

სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში შესვენებაა. აქ ერთპიროვნულად გიორგი მაგრაქველიძის "ნოვაკი" ლიდერობს. ჩვენებური ამ დღეებში ქვეყნის 23-წლამდელთა პირველობაში ჩაება. გასულ უქმეებზე ნოვაკელებმა ზედიზედ სამი მატჩი ითამაშა: ჯერ ბრატისლავის "სლავიას" სძლიეს დიდი ანგარიშით - 14:4 (მაგრაქველიძე ორი გოლით გამოირჩა), მერე კოშიცეს "ჰორნეტსა" (13:8, ერთი ბურთი მაგრაქველიძის ანგარიშზეა) და "მოდრი დრაცის" (20:2; მაგრაქველიძემ აქაც ორი გოლი გაიტანა) მოუგეს.

ნნნ

რეგიონალლიგა (ადრიატიკის ჩემპიონატი), რომელშიც ოთხი ქვეყნის 19 გუნდი მონაწილეობს, შეჯიბრებებს ნაახალწლევს განაახლებს, მანამდე კი სერბული კლუბები შინაურ საქმეებს აგვარებენ. ქვეყნის თასზე მეოთხედფინალური სამი მატჩი გაიმართა (აქაური გრანდი - ბელგრადის "პარტიზანი" პირდაპირ ნახევარფინალშია დაშვებული). დანარჩენი სამი საგზურისთვის ექვსი გუნდი იბრძოდა. გიორგი მესხისა და ნიკოლოზ შუშიაშვილის "შაბაცმა" შინ "რადნჩკის" 10:7 აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. შუშიაშვილს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, მესხმა კი ორი საგოლე პასი მიითვალა, ერთხელ კი ბლოკით საკუთარი კარი იხსნა გოლისგან. "ცრვენა ზვეზდამ" "ვალიევოს" სძლია 19:4, "ნიშიმ" კი ნოვი სადის "ვოივოდინა" ჩამოიშორა გზიდან - 11:10. ნახევარფინალის წილისყრა დღეს გაიმართება ბელგრადში.

ნნნ

გერმანიის ბუნდესლიგაში ალექსანდრე ყაზახიშვილი ბერლინის "ნოიკიოლნის" სპორტულ ღირსებას იცავს. გუშინ მისი გუნდი "ესლინგენს" მასპინძლობდა. ორი პერიოდის შემდეგ ბერლინელები 2:6 აგებდნენ შეხვედრას. მე-3 რვაწუთიანი მონაკვეთის დასაწყიში ყაზახიშვილმა მესამე გოლი გაუტანა სტუმრებს, მერე მისმა თანაგუნდელებმაც იყოჩაღეს და პაექრობა ზავით (6:6) დასრულდა. "ნოიკიოლნი" გათამაშების ცხრილში მეოთხე საფეხურზეა.

ნნნ

ხვიჩა ჯახაია და ლევან ჩიქვინიძე საბერძნეთის ჩემპიონატში თამაშობენ კრეტის "ორხის" შემადგენლობაში. შაბათს მათი გუნდი ჩინეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში 12:13 დამარცხდა. ჯახაიამ ორი, ჩიქვინიძემ კი ერთი ბურთი გაიტანა აზიელთა კარში.

ნნნ

იტალიის ჩემპიონატში წარუმატებლად იასპარეზეს ჩვენებურთა გუნდებმა: სერია A-ში მარკო ელაჩას "ორტიჯიამ" (სირაკუზა) შინ "სპორტმენეჯმენტთან" 9:12 წააგო. ელაჩას გოლი არ გაუტანია. მეორე ლიგის სამხრეთის ჯგუფში ანდრია ბითაძის "ვის ნოვამ" (რომი) საკუთარ აუზში ვერაფერი გააწყო "ბარის" წინააღმდეგ და 6:10 დათმო ორთაბრძოლა. ჩრდილოეთის ჯგუფში რევაზ იმნაიშვილმა ერთი გოლი შეაშველა "სორის", რომელიც შინ "კროსერასთან" 7:10 დამარცხდა.

000000000000000

წყალბურთი

აკადემია-დინამომ ფინალი გაინაღდა

სასპორტო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში 2002-2003 წლებში დაბადებულ წყალბურთელ ვაჟთა საქართველოს პირველობის პირველი წრის მეორე ტურის ორთაბრძოლები გაიმართა. აქ ცხრა გუნდი ეცილება ერთმანეთს ფინალურ ექვსეულში მოსახვედრად. ისინი ორ ჯგუფში არიან გადანაწილებული. B-ში ერთი საგზური უკვე გაინაღდა "აკადემია-დინამომ", რომელიც ერთიანი გუნდით მონაწილეობს ჩემპიონატში და ჯგუფური ეტაპის ოთხივე მატჩი მოიგო. A-ში 6-6 ქულით "ივერია" და "არენა" ლიდერობენ.

II ტური. პირველი დღე. "ივერია"-"ტონუსი" 23:0, "სპორტმენეჯმენტი"-"აკადემია" 3:13, "საჩხერე"-"დიღომი" 23:1; მეორე დღე. "არენა"-"ბათუმი" 10:0, "ქუთაისი"-"აკადემია" 2:17, "საჩხერე"-"სპორტმენეჯმენტი" 14:3. ფინალურ ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან სამ-სამი გუნდი გავა. ბოლო მესამე რაუნდი 9 დეკემბერს გაიმართება. წინა დღით კი აუზი 2004-2005 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეებს დაეთმობათ - ისინიც მესამე ტურის შეხვედრებს ჩაატარებენ და ფინალის ექვს მონაწილეს გამოავლენენ.

გვერდი მოამზადა

ვაჟა დანელიამ

00000000000000000

ეროვნული ლიგა.

პლეი ოფი. საპასუხო მატჩი

კოლხეთი

(გა)დარჩა

მერანი-კოლხეთი 2:2

პირველი მატჩი 1:2

03.11. მარტვილი. მურთაზხურცილავა

1:0 კურდღელაშვილი (16), 1:1 ბუხაიძე (53. კაკულიას პასით), 1:2 ბუხაიძე (90. ჯანელიძის პასით), 2:2 კურდღელაშვილი (90+1)

მერანი: კულუა - მელიავა, ორბელაძე, ლომაშვილი, ჩალაძე (55. რუხაძე) - ტეიდი, მაისაშვილი (83. ჯიქია) - ტრეტიაკი, კურდღელაშვილი, გეგია - ბარაბაძე

სათადარიგოები: მამალაძე, თოლორდავა, ლუკავა, ფაცაცია

მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე

კოლხეთი: სეფიაშვილი - გ. კილასონია, გურეშიძე, გოგონაია, ჟიშკარიანი - ბოლქვაძე, კაკულია - ბროვკო, ჯანელიძე, ბახია (36. ბუხაიძე) - დერებჩინსკი

სათადარიგოები: შერმადინი, კერძევაძე, მაჩარია, შალიკაშვილი, ლ. მახარაძე, ვ. კილასონია

მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი

გაფრთხილებები: ჯანელიძე (57), ჯიშკარიანი (69), მაისაშვილი (77), დერებჩინსკი (80), ორბელაძე (80)

არბიტრი: გ. ყრუაშვილი

მარტვილელებმა პლეი ოფის საპასუხო მატჩი აქტიურად დაიწყეს. "კოლხეთის" კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა. მე-5 წუთზე, კუთხურის შემდეგ, ფოთელთა კარის აღებას თავურით ცდილობდა რევაზ ბარაბაძე, მაგრამ მიზანს სანტიმეტრებში ააცილა.

მე-7 წუთზე იმავე ბარაბაძემ ჩინებულად შეასრულა საჯარიმო, მაგრამ კოკა სეფიაშვილმა ბურთი ნახტომში მოიგერია.

საბოლოოდ, მარტვილელთა მონდომებამ შედეგი მაინც გამოიღო: მე-16 წუთზე ვანო კურდღელაშვილმა საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიში გახსნა - 1:0.

"მერანი" შეტევებს აგრძელებდა. კოლხების კარს ბენჯამინ ტეიდიც დაემუქრა. კიჭი მელიავას მშვენიერი გადაცემის შემდეგ ის კარის წინ აღმოჩნდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

სტუმრები ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ და პირველი სახიფათო მომენტი შექმნეს. კარისკენ გიორგი კილასონიამ დაარტყა, თუმცა - უშედეგოდ. 35-ე წუთზე ლევან კაკულიამ სცადა ბურთის "მოჭრა", მაგრამ ისიც ვერაფერს გახდა.

მეორე ტაიმში ფოთელებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს, მაგრამ მწვავე მომენტები მაინც მარტვილელებმა შექმნეს: ბარაბაძის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელმა მოიგერია, შეტევა გაგრძელდა და მელიავას დარტყმული ბურთი სეფიაშვილმა "დაამიწა".

ფოთელებმა კი თავიანთი შანსით ისარგებლეს: კაკულიას მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ კარის წინ გიორგი ბუხაიძე გაიხსნა და თავურით გაათანაბრა ანგარიში - 1:1.

დარჩენილ დროში მარტვილელები ბევრს და სახიფათოდ უტევდნენ. საჯარიმოდან ბარაბაძის დარტყმულ ბურთს სეფიაშვილი გადაეღობა. შემდეგ მასვე ახლო მანძილიდან შეეძლო მასპინძელთა დაწინაურება, თუმცა თავური ოდნავ ააცილა.

73-ე წუთზე, "მერანს" დაწინაურების რეალური საგოლე შანსი ჰქონდა - მელიავას ჩაწოდებული ბურთი კარში სერგეი ტრეტიაკმა გაგზავნა და კოლხები ხარიხამ მეორედ გადაარჩინა.

ბოლო წუთები დაძაბულად წარიმართა. მარტვილელები მთელი ძალებით უტევდნენ. ამ დროს კონტრშეტევა გამოეპარათ და გიორგი ჯანელიძესთან გათამაშებული "კედლის" შემდეგ, ბუხაიძემ ახლო მანძილიდან აიღო "მერანის" კარი - 1:2.

ამ გოლმა საბოლოოდ გადაწყვიტა ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი. ბოლო წამებზე მარტვილელმა კურდღელაშვილმა წონასწორობა ულამაზესი გოლით აღადგინა. საბოლოოდ, მატჩი 2:2 დასრულდა და "კოლხეთმა"ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

მერაბ მამულაშვილი

00000000000000

ეროვნული ლიგა.

პლეი ოფი. საპასუხო მატჩი

დვალმა სიონი დააბრუნა

დინამო (ბთ)-სიონი 3:2, პენ 2:4

პირველი მატჩი 2:3

03.12. ბათუმი. რაგბი არენა

1:0 გრიგალაშვილი (8. კვასოვის პასით), 1:1 კოშკაძე (36), 2:1 კვასოვი (62. გრიგალაშვილის პასით), 3:1 მარცვალაძე (83. გრიგალაშვილის პასით), 3:2 სიხარულია (90+2)

გამოუყენებელი პენალტი: თევდორაძე (23. დინამო ბთ)

პენალტების სერია: 0:1 სიხარულია, 1:1 კვირკველია, 1:2 უგულავა, 1:2 მარცვალაძე (მეკარე), 1:3 ქიქავა, 1:3 გრიგალაშვილი (მეკარე), 1:3 ჭანკოტაძე (მეკარე), 2:3 შონია, 2:4 დვალი

დინამო (ბთ): ტიმოფეევი - ფარტენაძე, მგელაძე, კვირკველია, სუხიაშვილი - ვარშანიძე, შონია - ქავთარაძე (81. კვანტალიანი), თევდორაძე (59. მარცვალაძე), ე. გრიგალაშვილი - კვასოვი (72. მახარაძე)

სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, ჩოგაძე, ხუბუა

მწვრთნელი: ასლან ბალაძე

სიონი: ზარქუა - ჯაფარიძე (67. ჭეიშვილი), ნოზაძე, თომაშვილი, გიორბელიძე - ქიქავა, სიხარულია - მანაგაძე (82. უგულავა), კოშკაძე, მიქაბერიძე (76. ჭანკოტაძე) - დვალი

სათადარიგოები: მაქაცარია, ყურაშვილი, თევზაძე, პაპუაშვილი

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

გაფრთხილება: დვალი (48), ქიქავა (55), კვასოვი (62)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულდა და მომავალი სეზონის ეროვნული ლიგა საბოლოოდ დაკომპლექტდა. ლიგის ბოლო მონაწილე ბათუმის "რაგბი არენაზე" გაირკვა. ბოლნისის "სიონმა" პლეი ოფის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" შინ 3:2 დაამარცხა. საპასუხო შეხვედრაც ძალზე დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა და კვლავ 3:2 დასრულდა, მაგრამ ამჯერად ბათუმელებმა გაიმარჯვეს და ლიგის საგზურის მფლობელის გასარკვევად დამატებითი დრო გახდა საჭირო, ხოლო შემდეგ - პენალტების სერია...

თავიდან ორივე გუნდის ფეხბურთელებს მღელვარება ეტყობოდათ და თამაში ქაოსურად მიმდინარეობდა. ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა. გიორგი ქავთარაძემ საჯარიმოში იაროსლავ კვასოვი მოძებნა, რომელმაც უმალვე კარის წინ ელგუჯა გრიგალაშვილს უპასა - 1:0.

23-ე წუთზე ბათუმელთა ნახევარმცველმა ვალერიან თევდორაძემ სხვაობის გაზრდის რეალური შანსი გაუშვა (რაც, შეიძლება, საბედისწეროც იყო) ხელიდან - ბოლნისელმა გურამ გიორბელიძემ საჯარიმოში ხელით შეაჩერა და დანიშნა პენალტი, რომელიც თევდორაძემ ვერ გამოიყენა - სტუმართა მეკარე თორნიკე ზარქუამ დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთიც იოლად აიღო.

მომხდარმა სტუმრებზე კარგად იმოქმედა და მალე წონასწორობა აღდგა - "სიონის" ნახევარმცველმა ალექსანდრე კოშკაძემ საჯარიმოს ხაზთან დანიშნული ჯარიმიდან ლამაზი გოლი გაიტანა - 1:1.

მეორე ტაიმიც ნერვულად მიმდინარეობდა. გუნდები დაცვაზე ნაკლებად ფიქრობდნენ და ბევრს უტევდნენ. 62-ე წუთზე ბათუმელები წინ გრიგალაშვილის მშვენიერი ინდივიდუალური გარღვევის წყალობით გავიდნენ - მასპინძელთა შემტევი ნახევარმცველი საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა, მცველებს გასცდა და კარის წინ იაროსლავ კვასოვს საგოლე გადაცემა "დაუბრუნა" - 2:1.

83-ე წუთზე კი ბათუმელებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს: მეკარე ანატოლი ტიმოფეევმა ბურთი გრიგალაშვილს (უდავოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი) გადააწოდა, რომელმაც შეტევა მეტოქის ნახევარზე სრულიად მარტო დარჩენილ ოთარ მარცვალაძეს გაუგრძელა. სტუმართა მეკარე მეტისმეტად წინ გამოვარდა, გამოცდილმა თავდამსხმელმა ის იოლად ჩამოიშორა და დაახლოებით 30 მეტრიდან შეაგორა ბურთი კარში - 3:1.

ყველაფერი ბათუმელთათვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო წუთზე ბათუმელთა მეკარის უხეში შეცდომით კარგად ისარგებლა ზვიად სიხარულიამ და კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარის ხაზიდან გაიტანა - 3:2.

გამარჯვებულის გასარკვევად ჯერ დამატებითი დრო გახდა საჭირო, ხოლო შემდეგ - პენალტების სერია. აქ გმირი მეკარე თორნიკე ზარქუა იყო, რომელმაც სულ 5 პენალტიდან 3 მოიგერია. ბოლნისელთაგან კი ბოლო, გამარჯვების მომტანი დარტყმა ჯაბა დვალმა შეასრულა და "სიონი" მთავარ ლიგაში დააბრუნა.

მაშ ასე, 2018 წელს ეროვნულ ლიგაში ეს 10 გუნდი ითამაშებს:

მერაბ მამულაშვილი

0000000000000000000000

საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. ფინალი

ჩიხურას მესამე და სამართალი

პენალტებით 4:3

02.12. გორი. თენგიზ ბურჯანაძე

გამოუყენებელი პენალტი: კუხიანიძე (18. ტორპედო)

ჩიხურა (4-5-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, კაკუბავა, მირცხულავა, ჩიკვაიძე - სარდალიშვილი (97. ცხადაძე), დობროვოლსკი (113. განუგრავა), ფონიავა (72. ლექვთაძე), გორგიაშვილი, გაბედავა - ტატანაშვილი

სათადარიგოები: მწყერაშვილი, გრიგალაშვილი, ჭელიძე, დეკანოიძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ტორპედო (4-5-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ქიმაძე - დოლიძე (114. ბერიაშვილი), გიგაური (118. ბაბუნაშვილი), ფალავანდიშვილი კუხიანიძე, კორობკა (82. კვირკვია) - კუტალია

სათადარიგოები: მეშველიანი, ჭიჭინაძე, მამასახლისი, საღრიშვილი

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გაფრთხილება: ჰამზიჩი (18), ფალავანდიშვილი (27), ქიმაძე (30), კორობკა (52), გურული (77), ხურცილავა (112)

არბიტრი: ჯ. ხორავა

პენალტების სერია

1:0 განუგრავა

1:0 კუტალია (მეკარე)

1:0 ცხადაძე (ძელი)

1:1 ტაბატაძე

2:1 ტატანაშვილი

2:2 ბაბუნაშვილი

3:2 გორგიაშვილი

3:3 კვასხვაძე

4:3 გაბედავა

4:3 კუხიანიძე (მეკარე)

მატჩის სტენოგრამა

3" - ტატანაშვილის დარტყმული ბურთი კვასხვაძემ თავგანწირულ ნახტომში კუთხურზე მოიგერია.

17" - გაბედავამ საჯარიმოში ჩაუწოდა ტატანაშვილს, რომელსაც ცოტა დააკლდა საგოლე პოზიციიდან გასატანად.

18" - საჯარიმოში შეჭრილ კუტალიას მეკარე ჰამზიჩმა წესების დარღვევით აართვა ბურთი და არბიტრმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი. 11-მეტრიანის ნიშნულიდან კუხიანიძემ ბურთი ხარიხას გაარტყა.

37" - დოლიძის საჯარიმო დარტყმა ჰამზიჩისთვის იოლი ნადავლი აღმოჩნდა.

47" - საჩხერელთა შეტევა. სახიფათო გასწვრივ ჩაწოდებაზე ყველას კვასხვაძემ დაასწრო და სიტუაცია განმუხტა.

68" - კუხიანიძის პასით კუტალია პირისპირ გადიოდა მეკარესთან, მაგრამ ბოლო წამს იმარჯვა კაკუბავამ და ხიფათი გააუვნებლა.

73" - შეცვლაზე შესული ლექვთაძის სწრაფი გარღვევით სარდალიშვილს მიეცა კარში დარტყმის შანსი, თუმცა ბურთი კვასხვაძემ აართვა. სტუმრები პენალტს ითხოვდნენ...

78" - კაკუბავამ ახლოდან თავურით მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა.

98" - დოლიძემ საშუალო დისტანციიდან გაგზავნა ბურთი კარისკენ, თუმცა ჰამზიჩს ვერ აჯობა.

სოსო ფრუიძე ("ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი): "პირველ ყოვლისა, მინდა ქუთაისის "ტორპედოს" საქართველოს 2017 წლის ჩემპიონობა მივულოცო, რომელიც რამდენიმე დღის წინ დამსახურებულად მოიპოვა. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ვფიქრობ, მოტივირებულები ჩვენ უფრო ვიყავით. ჩანს, ქუთაისელებმა დიდი ძალა და ემოცია შეალიეს თბილისის "დინამოსთან" საჩემპიონო მატჩს. ამასთან, რასაკვირელია, ჩვენმა მეკარე დინო ჰამზიჩმა დიდი როლი ითამაშა "ჩიხურას" გამარჯვებაში, ორი მოგერიებული პენალტით. აქვე, მადლობელი ვარ ყველა ჩვენი ფეხბურთელის, რადგან დღევანდელ შეხვედრაში მათ ყველაფერი გააკეთეს წარმატებისთვის და ეს გამარჯვება თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა".

დიმიტრი ტატანაშვილი ("ჩიხურას" ფორვარდი): "საკმაოდ რთული თამაში იყო. "ჩიხურა" უკვე ქვეყნის ჩემპიონს ეთამაშებოდა... ჩვენი გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა, რათა დღევანდელი საფეხბურთო საღამო სწორედ საჩხერელთა ზეიმით დასრულებულიყო. მადლობა ღმერთს, რომ დაგვიფასდა შრომა. თამაშის დროს მეც მომეცა გოლის გატანის შანსები, რომლებიც ვერ გამოვიყენე, მაგრამ, საბედნიეროდ, "ჩიხურასთვის" მაინც ყველაფერი კარგად დასრულდა. სასიამოვნოა, რომ 7 გოლით თასის წლევანდელი გათამაშების ბომბარდირი გავხდი".

გიორგი განუგრავა ("ჩიხურას" ნახევარმცველი): "თამაში ძალიან დაძაბული იყო, უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა 120 წუთის განმავლობაში... "ტორპედოს" შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ იღბალმა ზურგი არ გვაქცია არც თამაშის დროს და არც პენალტების სერიაში. ვფიქრობ, მძიმე სეზონის შემდეგ დამსახურებულად მოვიპოვეთ ქვეყნის თასი".

კახა ჩხეტიანი ("ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი): "ევროპის ლიგაზე გასასვლელად "ჩიხურას" აუცილებლად სჭირდებოდა გამარჯვება, მაგრამ უმოტივაციოდ არც ჩვენ ვყოფილვართ - დუბლი გვინდოდა შეგვესრულებინა. საჩხერელები მჭიდროდ გვეთამაშნენ, ვერ შევქმენით იმდენი მომენტი, რომელიც გამარჯვებას მოგვიტანდა. მეტოქეს წარმატებას ვუსურვებთ გაისად, ევროტურნირზე".

შოთა ბაბუნაშვილი ("ტორპედოს" ნახევარმცველი): "უაღრესად დაძაბული მატჩი იყო. ორივე გუნდმა ყველაფერი გაიღო გამარჯვებისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, ცოტა არ იყოს, გაუმართლა "ჩიხურას", თუმცა გულწრფელად ვულოცავ ჩვენს დღევანდელ მეტოქეს გამარჯვებას. გვინდოდა, თამაშის ბედი 90 წუთში გადაგვეწყვიტა, მაგრამ... არ გამოგვივიდა. ამასთან, გვინდოდა დუბლის შესრულება და ასევე, "საბურთალოსთვის" მადლობის ამ გზით გადახდა ("ჩიხურა" თასს თუ ვერ აიღებდა, ევროტურნირზე "საბურთალო" გავიდოდა - ავტ), რადგან, რომ არა "საბურთალოს" ფრე ბოლოსწინა ტურში "დინამოსთან", საჩემპიონო მატჩი არ იქნებოდა და შესაბამისად, "ტორპედოც" ვერ მოიპოვებდა ჩემპიონობას".

დავით მუჯირი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი): "თასის გათამაშება ისეთივე საინტერესო აღმოჩნდა, როგორც მთელი ჩემპიონატი. თუკი თასის ნახევარფინალში პენალტების სერიაში "ტორპედომ" იმარჯვა და ფინალში გავიდა, ამჯერად უკვე დამარცხდა და ვერ შეძლო სეზონის დუბლით დასრულება. ქუთაისელთათვის დუბლი იყო ტიტულთან ერთად დამატებითი მოტივაცია, "ჩიხურასთვის" კი ასეთ მოტივაციას ევროტურნირზე გასვლის პერსპექტივა წარმოადგენდა. ვულოცავ "ჩიხურას" და აქვე წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებ ევროტურნირზე ყველა ქართულ კლუბს".

ფინალის რეპორტაჟი მოამზადა

ვასილ ბალახაძემ

იმერლები გორში

ორი იმერული კლუბი ქვეყნის თასის ფინალში რომ გავიდა, იმის მაუწყებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ამ რეგიონში, სხვებთან შედარებით, ფეხბურთი უფრო წარმატებულია, ხოლო თასის ფინალი რომ გორში ჩატარდა, ხოლო ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების ამხანაგურ მატჩსაც "თენგიზ ბურჯანაძემ" რომ უმასპინძლა და ზაფხულში აქვე ევროპის 19- წლამდელთა ჩემპიონატის გახსნისა და ფინალური მატჩებიც რომ სწორედ აქ გაიმართა, ნიშნავს იმას, რომ გორის მთავარი არენა ღირსეულად მასპინძლობს ასეთი მაღალი რანგის მატჩებს და სამომავლოდაც მზად იქნება სერიოზული დონის საფეხბურთო პაექრობების სამასპინძლოდ...

გოლგაუშვებლები

საქართველოს თასის ფინალში ორჯერ ხელმოცარვის შემდეგ, საჩხერის "ჩიხურამ" ნავსი გატეხა და ხელთ იგდო სანუკვარი ჯილდო. აქამდე, "ჩიხურას" მხოლოდ სუპერთასი ჰქონდა მოპოვებული (2013 წელს). იმ შეხვედრაში ერთადერთი გოლი დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა, რომელიც "ტორპედოსთან" შაბათის ფინალშიც ამავე გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა და, მართალია, ამჯერად იგივე ვერ მოახერხა, მაგრამ 11-მეტრიანების სერიაში თავისი წილი შეაგდო, ხოლო 7 გოლით საქართველოს თასის 2017 წლის გათამაშების ბომბარდირი გახდა.

საჩხერელთა წარმატება და, საერთოდ წლევანდელი ფინალი, გამოსარჩევი იყო ერთი ფაქტითაც - "ტორპედო" და "ჩიხურა" ისე მივიდნენ გადამწყვეტ დაპირისპირებამდე, ჯამში მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდათ მიღებული. ეს ერთიც "ტორპედომ" გაუშვა, ხოლო "ჩიხურა" ფინალის შემდეგაც დარჩა კლუბად, რომელმაც საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშება ისე მოიგო, გოლი არავის გაატანინა, საპასუხოდ კი მეტოქეები 17-ჯერ დაამწუხრეს.

დანავსული

კუხიანიძე

ზემოთ აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, რომ ფინალი დაცვით ფეხბურთზე იქნებოდა ორიენტირებული. თუმცა გოლებს ვინ ჩივის, საგოლე მომენტებიც ძალიან იშვიათად იქმნებოდა.

საჩხერელები დებიუტში მცირე ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. როცა შეტევაში გამოკვეთილ თავდამსხმელად დიმიტრი ტატანაშვილი გყავს, ლოგიკურია, საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებების იმედი გქონდეს, მით უფრო, რომ "ჩიხურას" სხვა მოიერიშეებიც ტანმაღალი ჰყავს.

ამიტომ, "სტანდარტულებისას" თუ ისე შეტევების დროს სოსო ფრუიძის შეგირდები ჩაწოდებებს ხშირად მიმართავდნენ. რასაკვირველია, ქუთაისელებისთვის ეს მოულოდნელი არ იქნებოდა და მათი მცველები ასეთ დროს მაქსიმალური ყურადღებით მოქმედებდნენ.

თავად "ტორპედოს" იერიშებიც, ჩვეულებისამებრ, ფლანგებზე მოთამაშე ფეხბურთელების აქტიური გარღვევებით ხორციელდებოდა. მოედნის ცენტრალური ნაწილიდან კი თამაშის დინამიკაზე გავლენას მეტწილად გუგა ფალავანდიშვილი, ხოლო მეორე მხარეს დენის დობროვოლსკი კარნახობდნენ. სხვათა შორის, ამ უკანასკნელისთვის ეს ფინალი მეხუთე იყო კარიერაში.

რადგან მატჩების რაოდენობა ვახსნეთ, გრიგოლ დოლიძის სარეკორდო მაჩვენებელიც არ უნდა გამოგვრჩეს. ის მეშვიდედ(!) მონაწილეობდა თასის ფინალში და ხაზგასასმელია, რომ 35 წლის გარემარბი ამ დღეს მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე უფრო შესამჩნევი ფიგურა გახლდათ. მეტიც, დამატებით დროში, როცა მოედანზე მასზე გაცილებით ახალგაზრდა ფეხბურთელები დაიღალნენ, დოლიძის მწვავე გარღვევები უფრო შესამჩნევი იყო.

პირველი ტაიმის შუა წელიდან ქუთაისელები მოწინააღმდეგის იერიშებს ხისტი თამაშით ხვდებოდნენ. ამ პერიოდში ნომინალურმა სტუმრებმა მოედნის ცენტრში ბურთის გათამაშება და ტემპის დაგდებაც დაისახეს მიზნად. პენალტი, რომლითაც ქუთათურებს დაწინაურების ჩინებული შანსი მიეცათ, სწორედ მათ სწრაფ კონტრშეტევას მოჰყვა.

პენალტების

მოლოდინი

მეორე ტაიმში ორივე გუნდი იმაზე ფრთხილად შეუდგა გარჯას, ვიდრე შესვენებამდე მოქმედებდა და რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო მატულობდა აქცენტი სიფრთხილეზე. მეტიც, დაბალ სათამაშო ტემპში მიმდინარე მეორე ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი საყურებელი გახდა, ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და გამწვავებას ორივე გუნდი ერიდებოდა. ისინი დაცვაში უშეცდომო თამაშზე ფიქრობდნენ და შეტევაში გადასვლისას, როცა თავდამსხმელები მკვეთრ რიცხობრივ უმცირესობაში ხვდებოდნენ, მცველებთან ვერას ხდებოდნენ. ასეთი სურათიდან გამომდინარე, მეორე ტაიმიდან გულშემატკივარმა დაიწყო მზადება პენალტების სერიისთვის.

შესვენების შემდეგ ბურთის ფლობაში "ტორპედოს" გარკვეული უპირატესობა გამოიკვეთა. კახა ჩხეტიანის შეგირდები უფრო დიდ დროს ატარებდნენ მეტოქის ნახევარზე, ვიდრე - "ჩიხურა".

ამ დროს ფრუიძემ ირაკლი ლექვთაძე ჩართო თამაშში, რომელმაც "ჩიხურას" მოქმედება შეტევაში გვარიანად გამოაცოცხლა. სწორედ ლექვთაძის პასით ერთ ეპიზოდში მიხეილ სარდალიშვილს მართებდა გატანა. მერე ტემპმაც მოიმატა და თამაში ერთხანს უფრო თვალსასეირო გახდა.

ცხადად გამოჩნდა, რომ ფინალი დამატებით დროში გადავიდოდა. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ მწვრთნელებმა საამისოდ ორ-ორი შეცვლა შემოინახეს.

დამატებით დროში "ტორპედო" თითქოს უფრო მეტად ცდილობდა შეტევას, მაგრამ როგორც ისინი, ისე მეტოქეც უფანტაზიოდ მოქმედებდნენ და კომბინაციების ორგანიზების დროს თუ გადაცემებისას ხშირად ცდებოდნენ.

გმირი და ანტიგმირი

პენალტების სერიას უემოციოდ და გმირების გარეშე, აბა, როდის ჩაუვლია და ამჯერადაც ჰყავდა თავისი გმირი საფეხბურთო "ლატარიას" - ეს იყო "ჩიხურას" ბოსნიელი კარის დარაჯი დინო ჰამზიჩი. რაღა გასაკვირი იყო, რომ საჩხერელთა გოლკიპერი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სპეციალური პრიზიც გადასცა. ჰამზიჩის გმირობა იმაში მდგომარეობდა, რომ პენალტების სერიაში ორჯერ არ გაატანინა მეტოქეს - ერთი ლევან კუტალიას აუღო, მეორე და გადამწყვეტი კი - გიორგი კუხიანიძეს.

ფინალს ჰყავდა ანტიგმირიც. იმავე კუხიანიძემ ჯერ თამაშიდან ვერ გაიტანა პენალტი, მერე კი 11-მეტრიანების სერიაშიც არ გაუმართლა. თავის გუნდს, გარკვეულწილად, ახლაც დაეხმარა საჩემპიონი მატჩის გმირი როინ კვასხვაძე, რომელმაც, მართალია, ამჯერად ვერცერთი პენალტი ვერ აიღო, მაგრამ, სამაგიეროდ, თავად დაარტყა და გაუტანა კიდეც კოლეგას.

საბოლოოდ, 4:3 და "ჩიხურამ" საქართველოს თასი მესამე ცდაზე აღმართა.

0000000000000000000

ჰამზიჩის მეორე

პირადი გამარჯვება

ჩიხურას მეკარე: ბოსნიის თასზეც

დაახლოებით იგივე მოხდა...

დინო ჰამზიჩი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. საჩხერელთა ბოსნიელმა მეკარემ ეს გადამწყვეტ შეხვედრაში ღირსეული თამაშით დაიმსახურა. ფინალის განმავლობაში ჰამზიჩს 6-ჯერ დაურტყეს პენალტი და მხოლოდ სამი გაუტანეს: მე-19 წუთზე გიორგი კუხიანიძემ კარიერაში პირველად ვერ გამოიყენა 11-მეტრიანი ("ტორპედოს" ნახევარმცველმა ბურთი ძელს მოარტყა), პენალტების სერიაში კი ჰამზიჩმა ჯერ ლევან კუტალიას დარტყმული მოიგერია, ხოლო კუხიანიძეს მეორე ცდაზეც აუღო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჰამზიჩმა ფინალი პირადად მოიგო: 2015 წელს, ბოსნიის თასის ფინალის პირველ მატჩში, მისმა "ოლიმპიკმა" გასვლაზე 1:1 ითამაშა "შიროკი ბრიეგთან". ასეთივე ანგარიშით დასრულდა საპასუხო მატჩიც, ხოლო პენალტების სერიაში სარაევოს გუნდმა 5:4 მოიგო და ევროპალიგაზე სწორედ ჰამზიჩის მიერ მოგერიებული 11-მეტრიანის წყალობით გავიდა - მან ბოლო, გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია...

"ლელომ" გორული ფინალის გმირთან ინტერვიუ ჩაწერა...

- პირველ რიგში, გამარჯვებას და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას გილოცავთ!

- დიდი მადლობა! საბედნიეროდ, თასი მოვიპოვეთ და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრის ბოლო შანსი გამოვიყენეთ.

- თამაშის დროსაც გქონდათ რამდენიმე ეპიზოდი, როცა მეტოქის ძალიან სახიფათო მომენტები მოიგერიეთ...

- "ტორპედო" ძალიან რთული მეტოქე იყო, ჩემპიონი შემთხვევით არ გამხდარა. ქუთაისელებთან სეზონში 4-დან 3 თამაში წავაგეთ და რა დასამალია, ამ ფინალს ძალიან დიდი სიფრთხილით ველოდით, შესაძლოა, პატარა შიშითაც კი.

- 6 პენალტიდან მხოლოდ 3 გაგიტანეს, გადამწყვეტი მაინც კუხიანიძის დარტყმა იყო. დარტყმის მიმართულება გამოიცანით თუ იღბალზე იყავით დამოკიდებული?

- თამაშის დროს ჩემი შეცდომის გამო დანიშნულ პენალტზე ძალიან გამიმართლა. კუხიანიძემ ბურთი ძელს მოარტყა. ამ ეპიზოდში ღმერთმა გადაგვარჩინა. კუტალიას დარტყმაზე კი კუთხე წინასწარ შევარჩიე, რადგან ის პენალტს ხშირად სწორედ მეკარისგან მარცხენა კუთხეში ურტყამს. რაც შეეხება კუხიანიძის დარტყმას, შევეცადე, არ გადავმხტარიყავი, სანამ მის მოძრაობას არ დავინახავდი და მერე მივხვდი, რომ ისევ ჩემგან მარცხნივ უნდა დაერტყა, გადავხტი და ბურთი მოვიგერიე.

- წარსული გამეორდა: 2015 წელს სარაევოს "ოლიმპიკს" ბოსნიის თასის ფინალში სწორედ პენალტების სერიაში მოაგებინეთ. 11-მეტრიანების მოგერიებაზე სპეციალურად მუშაობთ?

- პენალტებზე მუშაობა ნამდვილად მიყვარს. სხვათა შორის, ბოსნიურ ფინალშიც თითქმის იგივე მოხდა, რაც "ტორპედოს" შემთხვევაში - ბოლო დარტყმა 2015 წელსაც მარცხენა კუთხეში მოვიგერიე. მაგრამ მაშინ ეს ერთხელ შევძელი, ქუთაისელებთან კი ორი დარტყმა მოვიგერიე.

- საქართველოში ყოფილი ფეხბურთელის, მამუკა წერეთლის დახმარებით ჩამოხვედით. მაშინ, ვერც წარმოიდგენდით, რომ "ჩიხურაში" ასეთი ბედნიერი დღე გელოდათ...

- ცხადია, წინასწარ ყველაფრის გათვლა შეუძლებელია. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მამუკამ ჩამომიყვანა და მოვხვდი კლუბში, სადაც ასეთი სიხარული განვიცადე. ის ამერიკაში წავიდა და წარმატებები მინდა ვუსურვო.

- "ჩიხურაში" დარჩენას აპირებთ? კონტრაქტი ხომ არ დაგისრულდათ?

- არა, კონტრაქტი ჯერ არ დასრულებულა, ერთი წლის შემდეგ მიმთავრდება. მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვიცი, დავრჩები "ჩიხურაში" თუ სხვაგან ვითამაშებ. შევეცდები, ფინანსურად უკეთესი ვარიანტი მოვძებნო. თუ სხვა კლუბიდან უკეთეს შეთავაზებას მივიღებ, დავთანხმდები, რადგან ამაზე უარს ვერავინ ამბობს. ისე, "ჩიხურაში" ჩემ მიმართ კარგი დამოკიდებულებაა და სურთ, რომ დავრჩე... ვნახოთ... ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

მერაბ მამულაშვილი

000000000000

ეროვნული ლიგა 2. საპასუხო პლეი ოფი

ნორჩი დინამო და თელავი ერთი რანგით მაღლა!

გურია-თელავი 1:1

პირველი მატჩი 1:2

03.12. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე

0:1 გ. ნიქაბაძე (45), 1:1 ა. შენგელია (82)

გამოუყენებელი პენალტი: დ. მეგრელიშვილი (88. გურია)

გურია: ა. პოლტავცევი, ა. შენგელია, მ. ტელა, რ. მონდო, დ. მეგრელიშვილი, ვ. ტყემალაძე, ნ. კიკნაველიძე, ნ. ნარიაშვილი, ლ. შარიქაძე, გ. არქანია (46. ბ. ბაკურაძე), ვაგნერი (65. ლ. კოტრიკაძე)

სათადარიგოები: ზ. ჭანტურიძე, გ. დუდუჩავა, ბ. ბერიძე, ლ. ლაბაძე, ი. ხვედელიძე

მწვრთნელი: დავით მახარაძე

თელავი: ლ. სანიკიძე, ა. თოლორდავა, გ. მურველაშვილი, პ. მოსემღვდლიშვილი, მ. ჯიქია (53. ფ. მარაქველიძე), ნ. ნოზაძე (89. ი. ბერიაშვილი), მ. ბაშელეიშვილი, ნ. ბაშელეიშვილი, ვ. გოგოლიძე, ხარებაშვილი (85. ლ. კუკუჯანაშვილი), გ. ნიქაბაძე

სათადარიგოები: გ. ქუცურუა, ლ. იმედაშვილი, ნ. განახვარიძე, ს. ზუროშვილი

მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

გაფრთხილება: მ. ტელა, ვ. ტყემალაძე - მ. ბაშელეიშვილი, გ. ხარებაშვილი, ა. თოლორდავა, პ. მოსემღვდლიშვილი, გ. ნიქაბაძე

გაძევება: მ. ტელა

არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

ნორჩი დინამო-მეშახტე 4:0

პირველი მატჩი 2:0

03.12. თბილისი. შატილი

1:0 გ. ფიფია (1-პენ), 2:0 ი. დეისაძე (60), 3:0 ა. გოგობერიშვილი (69), 4:0 ვ. შენგელიძე (76)

ნორჩი დინამო: ბ. მიქავა, ზ. ძამსაშვილი, მ. ჟვანია, ს. თოდუა, ბ. ბეროშვილი (72. ვ. შენგელიძე), ა. გოგობერიშვილი, გ. კაშია, ვ. ჯოჯუა, გ. მელქაძე (78. შ. ავლოხაშვილი) გ. ფიფია (68. ც. ბუკია), ი. დეისაძე

სათადარიგოები: ა. კალაძე, ზ. ლობჟანიძე, მ. ბობღიაშვილი

მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია

მეშახტე: ლ. ტყეშელაშვილი (82. თ. კვერნაძე), ნ. ხარაბაძე, გ. ყურულაშვილი, ი. ჭანკვეტაძე, ბ. ქართველიშვილი (68. ლ. ჭოხონელიძე), ა. ენდელაძე, თ. ბანძელაძე, ს. ვინოგრადოვი (68. ს. ვინოგრადოვი), ლ. ყიფიანი, გ. ცაგარეიშვილი, გ. ტყეშელაშვილი

სათადარიგოები: ლ. მჭედლიშვილი, გ. გვენეტაძე, ლინკოლნი

მწვრთნელი: მალხაზ ფორჩხიძე

გაფრთხილება: ბ. ბეროშვილი - ნ. ხარაბაძე, ლ. ჭოხონელიძე, ა. ენდელაძე

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

00000000000000000

დანიური და უკრაინული გამონათებები

ამ უქმეებზე ქართულ ლეგიონში მთავარი მოქმედი პირი დანიურ "სილკებორგში" მოთამაშე დავით სხირტლაძე იყო. გოლით თავი გამოიჩინა სანდრო კობახიძემაც უკრაინიდან.

ჰოლანდია

ერედივიზიე. "ახლა "ფეიენოორდს" არ უდგას კარგი დრო, ჩვენ დაახლოებით ერთნაირ პირობებში ვართ და კარგი დროა, გამოვიყენოთ მეტოქის ეს სისუსტე", - განაცხადა "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ "ფეიენოორდთან" მატჩამდე, თუმცა როტერდამში "ვიტესი" დამარცხდა - 0:1. იორგენსენის გოლის დროს კაშიამ (90 წ.) ვერ შეძლო მეტოქისთვის ხელის შეშლა, რომელიც უკვე ცარიელ კარში ურტყამდა - "ვიტესი" მე-7 ადგილზეა.

ესპანეთი

ლა ლიგა 2. "ოსასუნასა" და ოთარ კაკაბაძის "ჟიმნასტიკის" მატჩი პამპლონაში დიდთოვლობის გამო, გადაიდო. "სევილია ატლეტიკო" შინ "ლუგოს" დაუზავდა, მასპინძელთა ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია მოედანზე 83-ე წუთზე გამოიყვანეს. გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" ხიხონში "სპორტინგს" 1:0 სძლია. ჩვენებურმა, რომელმაც "ვალენსიასთან" სათასო დაპირისპირება გამოტოვა, ამჯერად, შეუცვლელად ითამაშა არაგონელთა რიგებში.

გერმანია

II ბუნდესლიგა. აკაკი გოგიას (90 წ.) "უნიონი" სტუმრად "ბოხუმთან" დამარცხდა - 1:2.

პორტუგალია

სეგუნდა. ავთო ებრალიძის "ვიზეუ" საშინელ ფორმაშია, გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, მაგრამ ჯერ კიდევ პირველ ადგილზეა. ამ ტურში "ვიზეუ" მადეირაზე "უნიაოსთან" 3:5 დამარცხდა, ავთომ შეუცვლელად ითამაშა.

იტალია

ლეგა პრო. რომან ჭანტურიას (69-ე წუთზე გამოვიდა) "პრატო" სტუმრად "არეცოსთან" დამარცხდა - 0:1.

დანია

სუპერლიგა. ჩვენთვის საინტერესო ტური იყო, სადაც "სილკებორგი" "რანდერსს" მასპინძლობდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა დავით სხირტლაძემ, სტუმრებში კი - საბა ლობჟანიძემ. ორივემ ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა მატჩის გმირი სხირტლაძე გახდა. ჩვენებურმა დუბლი მიითვალა (ჯერ თავით ოდნავ შეეხო დარტყმულ საჯარიმოს, მერე კი ახლო მანძილიდან დაუმუშავებლად დაარტყა) 3:2 მოგებულ თამაშში, ერთი გოლიც მას მსაჯმა გაუუქმა. სხირტლაძის დუბლი მაინც საეჭვოა, მართალია, უმრავლესობა მას უთვლის პირველ გოლს, მაგრამ გამეორებაზე ნათლად არ ჩანს ეხება თუ არა იგი ბურთს. ლობჟანიძის ანგარიშზე საგოლე პასია. მასპინძელთა რიგებში მათე ვაწაძე 77-ე წუთზე გამოჩნდა. "სილკებორგი" 17 ქულით მე-12 ადგილზეა, "რანდერსი" 14-ით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა. სხირტლაძის ანგარიშზე ამ სეზონში 5 გოლია.

პოლონეთი

ექსტრაკლასა. ქართველთა "პოგონი" გავარდნის უპირველესი კანდიდატია. ბოლო ტურში "პოგონი" "იაგელონიას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა.

პლოცკში ქართული დუელი შედგა, სადაც გიორგი მერებაშვილის "ვისლამ" 2:0 მოუგო ლუკა ზარანდიას "არკას". მერებაშვილი სასტარტოში იყო და კარგადაც ითამაშა, პირველ ტაიმში მან მოიპოვა გუნდისთვის პენალტი, რომელიც ვარელამ ვერ გამოიყენა. თუმცა 42-ე წუთზე ქართველმა მაინც გაატანინა ურუგვაელს, თავად კი საგოლე პასი (მე-4 სეზონში) მიითვალა. მერებაშვილი მეორე ტაიმში გააფრთხილეს, რაც შეეხება ზარანდიას, ის შესვენებაზე გამოცვალეს.

ავსტრია

ბუნდესლიგა. "რაპიდი" სტუმრად "ვოლფსბერგერს" დაუზავდა 0:0 და 30 ქულით მესამე ადგილზეა. გიორგი ქვილითაიამ სტუმართა რიგებში 62-ე წუთამდე ითამაშა.

სლოვაკეთი

ფორტუნა ლიგა. გიორგი ბერიძის (90 წ.) "ტრენჩინი" სტუმრად "სლოვანს" დაუზავდა - 1:1.

რუმინეთი

ლიგა 1. ნიკა ძალამიძის (83-ე წუთზე) "იუვენტუსმა" ბუქარესტის დერბი იოლად დათმო "სტიაუასთან" - 0:4.

უნგრეთი

OთP. ქართველთა "ბალმაზივაროში" ერთ-ერთ ლიდერ "უიპეშტს" სტუმრად ეომა - 2:2. ორივე ჩვენებური სასტარტოში იყო, ირაკლი მაისურაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ბაჩანა არაბული 81-ე წუთზე გამოცვალეს.

კვიპროსი

I დივიზიონი. გიორგი ჩიხრაძის "ახნასი" სტუმრად "ალკისთან" 1:2 დამარცხდა.

რუსეთი

პრემიერლიგა. ტულის "არსენალმა" ჩემპიონ "სპარტაკს" უმასპინძლა და 0:1 წააგო. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა გია გრიგალავამ, რომელიც გააფრთხილეს. საბა კვირკველიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და იმარჯვა - "ლოკომოტივმა" 1:0 დაამარცხა "რუბინი" და კვლავ პირველია. საბამ შეუცვლელად ითამაშა და "ჩემპიონატისგან" 7 ბალი მიიღო. აუტსაიდერთა მატჩში "ანჟიმ" 4:0 გაანადგურა "სკა-ხაბაროვსკი". გიორგი ლორიამ კარი მშრალად შეინახა, სტუმართა რიგებში თავიდან ბოლომდე ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ.

უკრაინა

პრემიერლიგა. დუბლების მატჩში "შახტარმა" "ვერესს" 1:0 მოუგო, გიორგი არაბიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა. გამარჯვების გოლი მას მერე გავიდა, რაც მის დარტყმულზე დაამატეს. "ვორსკლას" რიგებში 21 წლის ანდრო გიორგაძის დებიუტი შედგა (90 წ, გააფრთხილეს). სასტარტოში იყო სანდრო კობახიძეც, რომელმაც 49-ე წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა "ოლექსანდრიას" კარში, მატჩი კი "ვორსკლამ" 3:1 მოიგო. ეს სანდროს მეორე გოლია უკრაინის ჩემპიონატში.

ირანი

სპარსეთის ყურის პროლიგა. გიორგი გველესიანის (90 წ.) "ზობ აჰანი" ლიდერ "პერსეპოლისს" ესტუმრა და 0:4 დამარცხდა.

ნიკოლოზ ნეფარიძე

არ უთამაშიათ

* ლევან ელოშვილს (კაპფენბერგერი, ავსტრია, ერსტე) "ვაკერთან" სტუმრად 1:1 დასრულებულ მატჩში (სათადარიგო).

* მათე ცინცაძეს (პოგონი, პოლონეთი).

* დავით ხოჭოლავას (შახტარი, უკრაინა) "ვერესთან" 2:0 მოგებულ მატჩში.

* გიორგი ილურიძეს (ახნასი, კვიპროსი).

* ლუკას ჰუფნაგელს (ნიურნბერგი, გერმანია, II ბუნდესლიგა) შინ "ზანდჰაუზენთან" 1:0 მოგებულ მატჩში (სათადარიგო).

* გიორგი მაკარიძეს (მორეირენშე, პორტუგალია) შინ "მარიტიმუსთან" - 1:1.

* გიორგი ჭანტურიას (ურალი, რუსეთი) სტუმრად "ზენიტთან" 1:2 წაგებულ მატჩში (სათარიგო)

* ჯიმი ტაბიძეს (უფა, რუსეთი) შინ "ამკართან" 3:0 მოგებულ მატჩში.

* ჯაბა ჯიღაურს (ვარდარი, მაკედონია) სტუმრად "შკუპისთან" 0:2 წაგებულ მატჩში.

* თამაზ ცერცვაძეს (საბაილი, აზერბაიჯანი) "ზირასთან" შინ 0:1 წაგებულ მატჩში.

0000000000000

არ უთამაშიათ

* ლევან ელოშვილს (კაპფენბერგერი, ავსტრია, ერსტე) "ვაკერთან" სტუმრად 1:1 დასრულებულ მატჩში (სათადარიგო).

* მათე ცინცაძეს (პოგონი, პოლონეთი).

* დავით ხოჭოლავას (შახტარი, უკრაინა) "ვერესთან" 2:0 მოგებულ მატჩში.

* გიორგი ილურიძეს (ახნასი, კვიპროსი).

* ლუკას ჰუფნაგელს (ნიურნბერგი, გერმანია, II ბუნდესლიგა) შინ "ზანდჰაუზენთან" 1:0 მოგებულ მატჩში (სათადარიგო).

* გიორგი მაკარიძეს (მორეირენშე, პორტუგალია) შინ "მარიტიმუსთან" - 1:1.

* გიორგი ჭანტურიას (ურალი, რუსეთი) სტუმრად "ზენიტთან" 1:2 წაგებულ მატჩში (სათარიგო)

* ჯიმი ტაბიძეს (უფა, რუსეთი) შინ "ამკართან" 3:0 მოგებულ მატჩში.

* ჯაბა ჯიღაურს (ვარდარი, მაკედონია) სტუმრად "შკუპისთან" 0:2 წაგებულ მატჩში.

* თამაზ ცერცვაძეს (საბაილი, აზერბაიჯანი) "ზირასთან" შინ 0:1 წაგებულ მატჩში.

00000000000000

ტრავმა

* ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი).

* ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია, სერია B) "ნოვარასთან" სტუმრად - 1:1.

* თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი) "ახმატთან" შინ - 3:2.

* ჯაბა ლიპარტია (ანჟი, რუსეთი).

* გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია).

0000000000000

დღეს ითამაშებენ

* ნიკა კაჭარავას "კორონა (პოლონეთი) - სტუმრად "კრაკოვიასთან".

* კახა მახარაძის "ლოკომოტივი (უზბეკეთი) თასის ფინალში "ბუნიოდკორთან".

0000000000000

000000000000000

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა