ამბები კულისებიდან
“ჩელსის” ყოფილმა დამრიგებელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ბრაზილიურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც ყოფილ კლუბ “ჩელსის” შიდა სამზარეულოდან საინტერესო ამბები გაიხსენა. სენიორ ლუიშ ფელიპე “სტემფორდ ბრიჯზე” 2008 წლის ივლისში მიიწვიეს. როგორც ჩანს, ლონდონელთა ბოსები მას თავიდანვე ნაკლებად ენდობოდნენ, რადგან ტრანსფერებისთვის სულ რაღაც 8 მილიონი ფუნტი გამოუყვეს, რომელიც “ბარსელონადან” დეკუს გადაბირებაში დაიხარჯა. სამხრეთამერიკელმა სპეციალისტმა თანამდებობაზე მხოლოდ თებერვლამდე გაძლო - ის დაითხოვეს. ეს ის ინფორმაციია, რომელსაც საზოგადოება ისედაც ფლობდა... მაინც რა ილაპარაკა საინტერესო? კი, ბატონო, მოუსმინეთ მას: “ძალიან მიჭირდა გუნდში თავმოყრილი ამდენი ვარსკვლავის დამორჩილება. ზოგიერი ფეხბურთელი იქამდეც კი მიდიოდა, რომ პირდაპირ საბოტაჟს მიწყობდა და ჩემს დარიგებებს დემონსტრაციულად არ უსმენდა. მთავარი პრობლემა რომელსაც გუნდში შევეჯახე, ეს დიდიე დროგბა იყო. მას თავი გუნდის უმთავრესი ფიგურა ეგონა, რომელსაც ჩემი წესების საწინააღმდეგოდ, ძირითადში ადგილი გარანტირებული უნდა ჰქონოდა. მე დროგბას ადრიანოში გაცვლა მსურდა, თუმცა ეს გარიგება პირადად რომან აბრამოვიჩმა დაბლოკა. ძალიან მინდოდა რობინიოს ყიდვაც, თუმცა ამის წინააღმდეგ ისევ და ისევ აბრამოვიჩი წავიდა და საბოლოოდ ის “მანჩესტერ სიტის” დარჩა. ფეხბურთელებს ერთმანეთთან მეგობრობას ვერ მოვთხოვდი, მაგრამ ის, რაც მიხაელ ბალაკსა და დეკუს შორის ხდებოდა, ზღვარს გადადიოდა. გერმანელი უბრალოდ არ ელაპარაკებოდა თანაგუნდელს. მიხაელს დეკუსი უბრალოდ შურდა. ბალაკს იმის პრეტენზიაც ჰქონდა, რომ გასახდელში ლიდერი ყოფილიყო, თუმცა იქ ძალიან ბევრი ვარსკვლავი და ძალიან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი იყო, რომ მას ეს მისია ეტვირთა.

ყველაფრის მიუხედავად, “ჩელსიდან” წამოსვლა ძალიან განვიცადე, რადგან ლონდონი მშვენიერი საცხოვრებელი ადგილია, პრემიერლიგა კი დიდებული ტურნირი. მას მერე მთელი ორი თვე ვიყავი დეპრესიაში და ფეხბურთის გაგონებაც კი აღარ მსურდა”.

იბრა ისევ ფეხებს იქნევს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი გარდა იმისა, რომ თავის ტექნიკურ არსენალს მშვენივრად იყენებს თამაშებისას, ფეხებს ხანდახან “არადანიშნულებისამებრაც” ხმარობს და კარატისტის ტექნიკას უადგილო ადგილას იყენებს, მაგალითად თანაგუნდელებთან ჩხუბში. ალბათ გახსოვთ, რომ მან “მილანელოზე” როდნი შტრასერი გალახა, ხოლო ოგუჩი ონიევუს ვარჯიშზე ლამის ფეხი მოსტეხა. როგორც შვედური პრესა წერს, იბრა მოლდოვასთან მატჩის წინ (2:1 შვედეთის სასარგებლოდ) ნაკრებში მის თანაგუნდელებზე “გადაერთო”. მან და კრისტიან ვილჰელმსონმა ბურთი ვერ გაიყვეს, რასაც თავდამსხმელის მხრიდან აგრესია მოჰყვა – ფეხი საჯდომში საკმაოდ მტკივნეულად ამოარტყა. ფაქტი, რომ ფეხბურთელებს საქმის წიხლებით გარჩევა აღარ გაუგრძელებიათ, შვედეთის ნაკრების სხვა ფეხბურთელების დამსახურებაა.

მწვრთნელი 21 აპრილს

გუშინ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი უნდა გადაეწყვიტა. შეგახსენებთ, რომ იური კალიტვინცევი დღემდე მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლად მიიჩნევა. სხდომის შემდეგ სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ჟურნალისტების წინაშე გრიგორი სურკისი წარდგა. გთავაზობთ მის განცხადებას: “ახლა ყველა ელის, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას დავასახელებ, მაგრამ ამას ამწუთას ვერ გავაკეთებ. ჩვენ ავწონ-დავწონეთ კანდიდატურები და იმ რამდენიმე პიროვნებაზე შევთანხმდით, რომლებიც შეიძლება რომ დაინიშნონ. საბოლოო გადაწყვეტილება 21 აპრილს გამოცხადდება. იქამდე ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრ კონსულტაციას გავივლით და გავმართავთ მოლაპარაკებებს პოტენციურ კანდიდატებთან”.

სურკისმა დაადასტურა, რომ აღმასკომს მხოლოდ რამდენიმე მწვრთნელზე ჰქონდა მსჯელობა. ესენი არიან იური კალიტვინცევი, ოლეგ ბლოხინი, პაველ იაკოვენკო, პრეზიდენტმა მხოლოდ გაკვრით ახსენა მარჩელო ლიპი.

ლუკასის თანხმობა, მექსეს უარი

“ლივერპულის” ოფიციალურმა საიტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბმა 28 წლის ლუკას ლეივასთან ახალი, ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ ეს ფეხბურთელი “ენფილდზე” 2007 წელს რაფაელ ბენიტესმა გადაიყვანა. მან მას შემდეგ თავი ვერაფრით შეაყვარა “წითლების” გულშემატკივრებს. ამის მიუხედავად, კენი დალგლიშმა ბრაზილიელ ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელება საჭიროდ მიიჩნია.

გარდა წარმატებისა, ამ გზაზე მერსისაიდელებმა მცირე მარცხიც იწვნიეს. “რომას” ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა ფილიპ მექსემ “ლივერპულს” კატეგორიული უარი უთხრა. ფილიპმა არა ზოგადად კლუბის, არამედ ქვეყნის დატოვება არ ისურვა. მას კარიერის იტალიაში გაგრძელება სურს. ხმების თანახმად, მისი სამსახურით დაინტერესებული იყო “არსენალიც”. რეალურ კანდიდატურებს შორის მხოლოდ “მილანს” ასახელებენ.

ლუჩო მარსელში დარჩება

ბოლო დროს ძალიან ბევრს წერენ “მარსელის” ერთ-ერთ ლიდერ ლუჩო გონსალესის სატრანსფერო ამბებზე. ისიც კი ითქვა, თითქოს, მას საფრანგეთიდან წასვლა გადაწყვეტილი ჰქონოდა. ფეხბურთელმა კატეგორიულად უაყო ეს ხმები. მისი თქმით, ის კლუბთან სიამოვნებით გაახანგრძლივებდა კონტრაქტს. “ჩემს ხელშეკრულებას “ოლიმპიკთან” ვადა ორ წელიწადში გასდის, თუმცა ახალ შეთანხმებას ხვალვე თუ შემომთავაზებენ, მზად ვარ, ამ წინადადებაზე დავფიქრდე. მარსელში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და სხვა ქალაქში საცხოვრებლად გადასვლის პერსპექტივა არ მხიბლავს,” – განაცხადა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ “ველოდრომზე” არგენტინელი 2009 წელს “პორტუდან” გადავიდა. ფრანგებს მისი ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ლიონი გარაიზე ფიქრობს

აღმოჩნდა, რომ “რეალის” არგენტინელი ცენტრალური მცველი ესეკილ გარაი “ლიონის” სატრანსფერო გეგმების ნაწილია. ესპანური გამოცემა “ასის” მტკიცებით, ფრანგები მზად არიან 24 წლის ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადონ. იმავე გაზეთის მტკიცებით, ეს თანხა საკმარისი არგუმენტი უნდა აღმოჩნდეს სამეფო კლუბის ხელმძღვანელობისთვის, რათა მათ სამხრეთამერიკელი “ლიონს” დაუთმონ. გარაის კონტრაქტს ვადა 2014 წელს გასდის. თუმცა მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში “ვოლფსბურგი”, “მილანი” და “ვილიარელიც” ჩაებმებიან. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა სულ რაღაც 2 მატჩი ჩაატარა. ის უთამაშებლობით აშკარად შეწუხებულია.

ფრანგული პრესის მტკიცებით, “ლიონის” ბრაზილიელ მარცხენა მცველ მიშელ ბასტოსს “იუვენტუსის” გარდა “ტოტენჰემიც” ეკურკურება. ლონდონელები ამ ფრონტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდებიან, თუკი გაირკვა, რომ ისინი თავის უელსელ ვარსკვლავ გარეთ ბეილს ვერ შეინარჩუნებენ.

ლევან ბიბილაშვილი

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა