დღის მატჩი

"არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ჯახი იმ ტიპის თამაში იყო, ინტრიგას თითიდან გამოწოვა რომ არ სჭირდება. და თავად თამაშის ხარისხმაც გაამართლა - 90 წუთის განმავლობაში ფეხბურთის გურმანი ნახავდა ყველაფერს, რისთვისაც ჭკუას ვკარგავთ მილიონებისთვის საყვარელ თამაშზე...

მცველების შეცდომების გამო "არსენალმა" ძალიან მალე მიიღო ცივი შხაპი - უკვე მე-11 წუთისთვის "მანჩესტერი" ორი ბურთით დაწინაურდა. რა თქმა უნდა, ბევრი გუნდი ფარ-ხმალს დაყრიდა; ბევრიც, "იუნაიტედის" ადგილას, უპირატესობის გაზრდას შეეცდებოდა...

არადა, ყველაფერი პირიქით მოხდა - "არსენალი" არ შეეგუა მარცხს, შტურმზე გადავიდა და მეტოქე მისსავე ნახევარზე გამოკეტა, მოურინიოს შეგირდებმა კი ძალიან ადრე დაიწყეს შედეგის შენარჩუნებაზე ზრუნვა...

დაახლოებით 60-70 წუთის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ბრწყინვალე ფეხბურთი და ეს, პირველ რიგში, "არსენალის" დამსახურება იყო - მაღალი ტემპი, გააზრებული იერიშები ფლანგებიდან თუ ცენტრალური ზონიდან...

მაგრამ ერთი წუთით - აქ უნდა გავჩერდეთ. რა არის ფეხბურთის ხიბლი და ეშხი? რა თქმა უნდა, ეს არის გოლი, მაგრამ გავრისკავ და ვიტყვი - შაბათის ცივ და წვიმიან ლონდონურ საღამოს, "ემირეითსზე" გატანილმა ოთხმა გოლმაც კი ვერ გადაწონა ერთი დავიდ დე ხეას "სუპერსეივები".

"მანჩესტერის" მეკარე იქცა ნამდვილ გოლიათად, რომელიც ყველა ასაღებსა თუ აუღებელ დარტყმას იგერიებდა ხელით თუ ფეხით, მათ შორის - თანაგუნდელისგანაც (როცა რომელუ ლუკაკუს ფეხიდან ბურთი კარში წავიდა)...

"არსენალიც" კი, რომელიც ხასიათის გუნდია, ნამდვილად ცოდვა იყო ამ თამაშის წასაგებად, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ "იუნაიტედის" გამარჯვება დაუმსახურებელია. მეკარეც ხომ გუნდის ნაწილია (თან - ძალიან მნიშვნელოვანი) და ფრაზა, რომელსაც ასეთ დროს ხშირად გაიგონებთ - "აი, მეკარეს რომ არ გადაერჩინა..." - აბსოლუტურად უადგილო და უსამართლოა!

ერთადერთი, რაც მოურინიოს გულში ხინჯად დარჩებოდა, პოლ პოგბას (რომელმაც შექმნა პირველი და მესამე გოლი) გაძევება იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფრანგი ნახევარმცველი მომავალ უქმეებზე თვით მანჩესტერულ დერბის გამოტოვებს...

Video

02.12.17 არსენალი-მანჩესტერი 1:3

კომენტარები

არსენ ვენგერი (არსენალი): "დავიდ დე ხეამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ჩვენც შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ სწორედ ასეთი მაღალი ხარისხის ფონზეც კი წაგებულები დავრჩით. არ უნდა დაგვეშვა ისეთი შეცდომები, როგორიც მატჩის დასაწყისში გვქონდა. ეს იყო სწორედ მარცხის მიზეზი".

ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი): "არსენალმა" ძალზე შთამბეჭდავი, შემტევი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა ყველანაირი საქებარი სიტყვა დაიმსახურეს. იმდენად კარგად არ ვიცი ინგლისური, რომ ეს სიტყვები მოვძებნო - ფენომენალური, ფანტასტიკური!.. ეს იყო აბსოლუტურად დამსახურებული 3 ქულა".

ფაქტები

2017 წლის იანვრის ("უოტფორდი", 1:2) შემდეგ "არსენალმა" პირველი საშინაო მატჩი წააგო.

დავიდ დე ხეამ მატჩის განმავლობაში 14 "სეივი" გააკეთა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2003/04 წლების სეზონის შემდეგ, ვიტო მანონესა (ამჟამად "რედინგის" მეკარე) და ტიმ კრულის ("ბრაიტონი") ანალოგიურად.

პოლ პოგბამ ("მანჩესტერი") პრემიერლიგის ბოლო 9 მატჩში 10 საგოლე პასი გააკეთა.

2013 წლის მაისის ("იუვენტუსი"-"პალერმო") შემდეგ პოლ პოგბამ პირველი წითელი ბარათი მიიღო ჩემპიონატის მატჩში.

საკუთარ მოედანზე გატანილი გოლების რაოდენობით (6) პრემიერლიგის ბომბარდირი ალექსანდრ ლაკაზეტია ("არსენალი").

"ლივერპულმა" ზედიზედ მესამე საგარეო მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით, ბოლო 4 გასვლით შეხვედრაში გაიტანა 15 გოლი (ყველა ტურნირის ჩათვლით) და უკანასკნელ ექვს მატჩში მოპოვებული 5 გამარჯვებით, აგვისტოს მერე პირველად აღზევდა ტოპ-ოთხეულში...

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ იურგენ კლოპმა და მისმა შეგირდებმა სათანადო დასკვნები გამოიტანეს ბოლო პერიოდის ჩავარდნიდან. ერთადერთი, გასაკვირი ის იყო, რომ "ბრაიტონის" კარში გატანილი 5 გოლიდან არც ერთი არ ეკუთვნოდა მოჰამედ სალაჰს. მიმდინარე პრემიერლიგის ბომბარდირი შაბათს მხოლოდ საგოლე პასით დაკმაყოფილდა. თუმცა 25 წლის ეგვიპტელს ვერავინ უსაყვედურებს - ამ სეზონში მას 15 გოლში (12 გაიტანა, 3 გაატანინა) უდევს წილი და ეს "ლივერპულის" გოლების ლამის ნახევარია!..

ამ კონკრეტულ მატჩში კი უფრო ფილიპე კოუტინიო უნდა გამოვარჩიოთ, ვინც პირველ ტაიმში ორჯერ გასწია ასისტენტობა, ხოლო მეორე ნახევარში თავის წილადაც გაიტანა.

Video

02.12.17 ბრაიტონი-ლივერპული 1:5

"ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს დავფრინავდით, - თქვა კლოპმა თამაშის შემდეგ. - რეალურად კი, ეს ძალიან დიდი და მძიმე შრომის ნაყოფი იყო. ჩვენ გვჭირდება შედეგები, რადგან, როცა მშვიდად ვართ, სწორედ მაშინ გამოგვდის კარგი თამაში. ახლა უკვე მომავალ დაპირისპირებაზე ვფიქრობ. კარგ ფორმაში ვართ და ეს გზა უნდა გავაგრძელოთ. ამიტომ აუცილებლად გვჭირდება გამარჯვება "ევერტონთან" მომავალ უიქენდზე, რათა ლიდერებთან რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ".

"ჩელსიმ" ბოლო 8 მატჩიდან 6 მოიგო. "ნიუკასლთან" გამარჯვებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. ჯერ ერთი, რომ ბრწყინვალედ ითამაშა ძირითადში დაბრუნებულმა ედენ აზარმა; მეორე ის, რომ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით "ჩელსიმ" მოიგო ყველა (17) ის თამაში, რომელშიც ბელგიელმა გაიტანა; და მესამეც: აზარს პრემიერლიგაში ყველაზე მეტი - 6 გოლი სწორედ "ნიუკასლის" კარში აქვს გატანილი.

Video

02.12.17 ჩელსი-ნიუკასლი 3:1

ზედიზედ მეოთხე ტურია, ვერ იგებს "ტოტენჰემი". აშკარაა, რომ "მამლებს" კრიზისისმაგვარი სჭირთ, დრო კი გარბის, ქულები იკარგება და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაც სათუო ხდება. მაურისიო პოჩეტინო კი ფილოსოფოსობს:

"წარუმატებელი პერიოდი გვიდგას, მაგრამ ხანდახან ეს კარგია ჭკუის სასწავლებლად. "ტოტენჰემი" არ არის ერთი ან ორი წლის პროექტი, ჩვენ მომავალზე ვმუშაობთ", - თქვა "მამლების" დამრიგებელმა.

მატჩი დახუნძლული იყო საკამათო ეპიზოდებით, რაც არბიტრ მარტინ ატკინსონის დამსახურება გახლდათ. თუმცა ის მართალი იყო იმ ეპიზოდში, როცა "ტოტენჰემის" მცველ დავინსონ სანჩესს იდაყვის უადგილოდ გამოყენებისთვის წითელი ბარათი უჩვენა.

Video

02.11.17 უოტფორდი-ტოტენჰემი 1:1

"ევერტონმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და საგრძნობლად გაუიმჯობესა სატურნირო ყოფა. შაბათს "კანფეტებს" პირველად უხელმძღვანელა სემ ელერდაისმა, ვისაც ლივერპულურმა კლუბმა წლინახევრიანი კონტრაქტი დაუდო. საქმის მოგებით დაწყება მნიშვნელოვანია თვით ისეთი გამოცდილი მწვრთნელისთვისაც, როგორიც "დიდი სემია".

ელერდაისისგან განსხვავებით, წარმატებული ვერ იყო ალან პარდიუს დებიუტი "ვესტ ბრომვიჩის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე - საშინაო 0:0 "კრისტალ პალასთან", რომელსაც ამ სეზონში სტუმრად ჯერ ერთი გოლიც არ გაუტანია, ნამდვილად ვერ ჩაიწერება გამოცდილი სპეციალისტის აქტივში.

"ლესტერმა" ამ სეზონში პირველად მოიგო ზედიზედ 2 საშინაო მატჩი. არადა, "ბარნლის" დამარცხებას კინაღამ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - დემარაი გრეი, რომელმაც, როგორც მერე გამოჩნდა, გამარჯვების გოლი შეაგდო, იმ ეპიზოდში ისე მიენარცხა ძელს, ძლივს მოასულიერეს...

სხვა ფაქტები

პრემიერლიგაში დებიუტის (2015) შემდეგ რობერტო ფირმინომ 26 გოლი გაიტანა - ყველაზე მეტი "ლივერპულის" ფეხბურთელებს შორის.

"ლივერპულმა" ზედიზედ მესამე საგარეო მატჩი მოიგო, მაშინ, როცა წინა ხუთ გასვლით მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება იზეიმა.

"ნიუკასლმა" პრემიერლიგის ბოლო 19 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო.

სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ალვარო მორატამ 11 გოლი გაიტანა თავური დარტყმით. ამ მაჩვენებელს ანალოგი არ აქვს ევროპის 5 ტოპ-ლიგის მასშტაბით.

ედენ აზარს ბოლო 10 მატჩში (ყველა ტურნირის ჩათვლით) "ჩელსის" 11 გოლში (8 გოლი და 3 საგოლე პასი) უდევს წილი.

"ტოტენჰემმა" ბოლო 7 მატჩში მხოლოდ ერთხელ შეძლო კარის "მშრალად" შენახვა.

კრისტიან ერიქსენმა ("ტოტენჰემი") პირველი საგოლე პასი გააკეთა ბოლო 13 მატჩში.

ყველა ტურნირის ჩათვლით, "ლესტერი" ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (5 მოგება, 4 ფრე).* მხოლოდ მეორედ მოხდა, რომ "ბარნლიმ" პრემიერლიგის ბოლო 11 საგარეო მატჩში ვერ გაიტანა გოლი.

ვილფრიდ ბონის წყალობით, "სუონსიმ" ბოლო 431 წუთში პირველი გოლი გაიტანა. ეს იყო კოტდივუარელი ფორვარდის პირველი პრემიერლიგური წარმატება 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა 2 გოლი გაუტანა... "სუონსის".

პრემიერლიგა. XV ტური

ჩელსი-ნიუკასლი 3:1

გოლები: 0:1 გაილი (12), 1:1 აზარი (21), 2:1 მორატა (33), 3:1 აზარი (74-პენ)

ჩელსი (3-5-1-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი (81. კეჰილი), რიუდიგერი - მოზესი, დრინკუოტერი, კანტე, ფაბრეგასი (79. ბაკაიოკო), ალონსო - აზარი (79. ვილიანი) - მორატა

ბრაიტონი-ლივერპული 1:5

გოლები: 0:1 ჩანი (30), 0:2 ფირმინო (31), 0:3 ფირმინო (48), 1:3 მარეი (51-პენ), 1:4 კოუტინიო (87), 1:5 დანკი (89-საკ. კარში)

ლივერპული (4-3-3): მინოლე - ალექსანდერ-არნოლდი, ჩანი, ლოვრენი, რობერტსონი - მილნერი, ჰენდერსონი (90. გრუიჩი), ვეინალდუმი - სალაჰი (80. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), კოუტინიო, ფირმინო (88. სოლანკე).

ევერტონი-ჰადერსფილდი 2:0

გოლები: 1:0 სიგურდსონი (47), 2:0 კალვერტ-ლიუინი (73)

ლესტერი-ბარნლი 1:0

გოლი: 1:0 გრეი (6)

სტოკი-სუონსი 2:1

გოლები: 0:1 ბონი (3), 1:1 შაქირი (36), 2:1 დიუფი (40)

უოტფორდი-ტოტენჰემი 1:1

გოლები: 1:0 კაბასელე (13), 1:1 სონი (25)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დაიერი, დემბელე - ერიქსენი (64. სისოკო), ალი (86. უინქსი), სონი (76. ლამელა) - კეინი.

გაძევება: დავინსონ სანჩესი (52. ტოტენჰემი)

არსენალი-მანჩესტ. იუნ 1:3

გოლები: 0:1 ვალენსია (4), 0:2 ლინგარდი (11), 1:2 ლაკაზეტი (49), 1:3 ლინგარდი (63)

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - კოსიელნი, მუსტაფი (15. ივობი), მონრეალი - ბელერინი, რემზი, ჯაკა (70. უელბეკი), კოლაშინაცი (76. ჟირუ) - იოზილი, ალექსის სანჩესი - ლაკაზეტი.

მანჩესტერი (3-4-1-2): დე ხეა - ლინდელიოფი, სმოლინგი, როხო - ვალენსია, პოგბა, მატიჩი, იანგი (90+3. რაშფორდი) - ლინგარდი (76. დარმიანი) - ლუკაკუ, მარსიალი (67. ერერა).

გაძევება: პოგბა (74. მანჩესტერ იუნ)

ბორნმუთი-საუთჰემპტონი 1:1

გოლები: 1:0 ფრეიზერი (42), 1:1 ოსტინი (61)

მანჩესტ. სიტი-ვესტ ჰემი 2:1

გოლები: 0:1 ოგბონა (44), 1:1 ოტამენდი (57), 2:1 დავიდ სილვა (83)

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი, მანგალა, დანილო (46. გაბრიელ ჟეზუში) - დე ბრუინი, დელფი, დავიდ სილვა - სტერლინგი, სანე (90+3. ბერნარდო სილვა), აგუერო (85. ფერნანდინიო).

ვესტ ბრომვიჩი-კრ. პალასი 0:0

ბომბარდირები: 12 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 10 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 9 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (ჩელსი).

მომდევნო ტური

9 დეკემბერი: ვესტ ჰემი-ჩელსი, ბარნლი-უოტფორდი, კრისტალ პალასი-ბორნმუთი, ჰადერსფილდი-ბრაიტონი, სუონსი-ვესტ ბრომვიჩი, ტოტენჰემი-სტოკი, ნიუკასლი-ლესტერი

10 დეკემბერი: საუთჰემპტონი-არსენალი, ლივერპული-ევერტონი, მანჩესტერ იუნაიტედი-მანჩესტერ სიტი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zviadi
კანფეტი რა პონტია
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს