ბოლო დროს საქართველოს ნაკრებსმიღმა დარჩენილი ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდის გაძლიერება შეუძლიათ
ისრაელის ნაკრებთან გამოჩნდა, რომ სამდღიან ციკლში მატჩების გამართვა ძალიან ძნელია და გუნდებს ძალების აღდგენა უჭირთ. ასეთ დროს ნაკრებს გრძელი სათადარიგოთა სკამი ჰაერივით სჭირდება, მაგრამ ჩვენს ეროვნულ გუნდში მაღალი კლასის შემსრულებელთა დეფიციტია.

არადა, კიდევ რამდენიმე მოთამაშის იმედი გვაქვს და ურიგო არ იქნება გავიხსენოთ ისინი, რომლებსაც გუნდის გაძლიერება შეუძლიათ.

აიყვანეთ ასათიანი კიევის "დინამოში"!

“სოვეტსკი სპორტმა” იური სიომინს ინტერვიუ ჩამოართვა, კიევის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ამავე დროს გაზეთის მკითხველთა შეკითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების მცველ მალხაზ ასათიანს შეეხებოდა, რომელსაც სიომინი ძალიან ენდობოდა და მოსკოვის “ლოკომოტივში” დააწინაურა.

“ასათიანი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ უგუნდოდ დარჩა. მიიწვიეთ კიევის “დინამოში”! - ეს უფრო თხოვნას ჰგავდა.

“ჩვენ ოთხი ცენტრალური მცველი გვყავს, ანუ გუნდი დაკომპლექტებული იყო. ადრე კი, როდესაც მალხაზი კიევში მივიწვიე, ამ პოზიციაზე დეფიციტი გვქონდა. ჩემი ინფორმაციით, ასათიანი კარიერის გაგრძელებას კვლავ მაღალ დონეზე აპირებს და დარწმუნებული ვარ, ამას მოახერხებს, რადგან რეჟიმის მოყვარული და ჭკვიანი ფეხბურთელია. მიკვირს, რომ დღემდე თავისუფალია”, - თქვა სიომინმა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის დეკემბერში ასათიანმა მოსკოვის “ლოკომოტივი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მაგრამ ახალი გუნდი ვერა და ვერ მოძებნა. იყო ინფორმაცია, თითქოს “მონაკო” და მახაჩყალის “ანჟი” კონტრაქტს სთავაზობდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ხმებად დარჩა.

არადა, უცნაური ისაა, რომ ასათიანს იწვევდნენ მაშინ, როდესაც მოსკოვის “ლოკომოტივთან” კონტრაქტი აკავშირებდა, ახლა კი თავისუფალი აგენტია, რაც თითქოს ხელ-ფეხს უნდა უხსნიდეს, ამ დროს კი გუნდი ვერ მოძებნა. უფრო სწორად, შესაფერისი გუნდი ვერ მოძებნა, თორემ, ჩვენი ინფორმაციით, საკმაოდ ბევრი წინადადებაც ჰქონდა, მაგრამ “ლოკომოტივზე” ნაკლებ კლუბში და უარეს პირობებზე თამაში არ სურს.

დასანანი კია, ასეთ პრინციპულ შეხვედრებში საქართველოს ნაკრებს რომ ვერ დაეხმარა. სხვათა შორის, თემურ ქეცბაიას თქმით, უთამაშებლობის მიუხედავად, შეკრებაზე მისი ჩამოყვანა და დაკვირვება სურდა, იქნებ, მაინც გამოგვადგესო, მაგრამ მალხაზი პრობლემების გამო ვერ ჩამოვიდაო.

ასათიანი პრინციპულად წინააღმდეგი იყო მენეჯერებთან თანამშრომლობისა, მაგრამ ახლა მის ტრანსფერებზე მამუკა ჯუღელი და ჩეხი მენეჯერი დალიბორ ლაჩინა მუშაობენ.

ანანიძე აპრილში ითამაშებს

ჯანო ანანიძემ, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში “როსტოვთან” გასვლით შეხვედრაში დაშავდა, ვარჯიში განაახლა. “სოვეტსკი სპორტის” ინფორმაციით, ჯანოს ინდივიდუალური გრაფიკით ტვირთავენ.

ანანიძე თბილისში ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა, მაგრამ კოჭის მყესი ჰქონდა გაწყვეტილი, მის ვარჯიშს აზრი არ ჰქონდა და ქეცბაიამ მოსკოვში ნაადრევად დააბრუნა. ცხადზე უცხადესია - ისრაელთან და ხორვატიასთან ნაკრებს ჯანოსნაირი შემოქმედებითი ფეხბურთელი ჰაერივით სჭირდებოდა.

მჭედლიძე გოლით დაბრუნდა

“ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი იმედთაგანია, მაგრამ დიდი ხანია, ნაკრებში არ უთამაშია. 28 იანვრის შემდეგ მან პირველად 27 მარტს ითამაშა: იტალიის სერია B-ს ბოლო ტურის გასვლით შეხვედრაში “კროტონესთან” მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა და დაბრუნება ულამაზესი გოლით აღნიშნა. ეს ქართველი თავდამსხმელის პირველი გოლი იყო მიმდინარე სეზონში.

სამწუხაროდ, ლევანი ტრავმებმა გააწვალა და ამის გამო ვერც ეროვნულ ნაკრებს ეხმარებოდა და ვერც ახალგაზრდულს. ოთარ გაბელიას მისი დახმარება ახალგაზრდულ ნაკრებში ამ დღეებში დამთავრებულ ავსტრიულ ოთხთა ტურნირში სურდა, მაგრამ ლევანს გამოძახების დროს ტრავმა აწუხებდა. თუმცა “ემპოლიში” 27 მარტს, ანუ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჩნდა. ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ 21 წლის თავდამსხმელის (24 მარტს გახდა 21 წლის) მოედანზე დაბრუნება გვაიმედებს, რომ ადრე თუ გვიან ნაკრებშიც გამოჩნდება.

მჭედლიძემ დაამტკიცა, რომ დიდი პოტენციალის თავდამსხმელია, მისნაირი შემტევი კი ნაკრებს ძალიან წაადგება.

ლევან ყენია - ხუთ თვეში

მუხლზე ოპერაციის შემდეგ ლევან ყენია გერმანიაში რეაბილიტაციას გადის, მაგრამ ჯერ წოლით რეჟიმშია და მოძრაობაც აკრძალული აქვს. მას ხშირად ვეხმიანებით და ვიცით, რომ ლევანი უთამაშებლობას ძალიან განიცდის. თუმცა, მის გასახარად, “შალკეს” მთავარი მწვრთნელი, ფელიქს მაგათი მოხსნეს და იმედია, ახალი მწვრთნელი ტრავმამოუშუშებელს ვარჯიშს აღარ დააძალებს.

ყენია მოედანს მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ დაუბრუნდება. ანუ ვერც 4 ივნისს დაგვეხმარება ხორვატიასთან, უკეთეს შემთხვევაში, 2 სექტემბერს ლატვიასთან თუ ითამაშებს.

უჩა ლობჟანიძე ვარჯიშობს

მუცლის კუნთის ოპერაციისა და კუნთის დაჭვიმის შემდეგ დნეპროპეტროვსკის “დნიპროში” მოთამაშე უჩა ლობჟანიძემ ვარჯიში განაახლა და მოედანს მალე დაუბრუნდება. ჯანმაგარი და მებრძოლი მარჯვენა მცველი ჩვენი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. რაც მთავარია, ნაკრებში კონკურენციისთვის თითოეულ პოზიციაზე ასეთი ფეხბურთელი აუცილებელია.

გოგიტა გოგუა - ფინიტა?

რა მოხდა გოგიტა გოგუასა და თემურ ქეცბაიას შორის ხორვატიის ნაკრებთან მატჩისამდელ ვარჯიშზე, შეხვედრის შემდეგ გასახდელში და მეორე დილით ეროვნულზე აღდგენითი ვარჯიშის დროს, ჯერ ზუსტად არავინ იცის. ჯერჯერობით მწვრთნელი და ფეხბურთელი კომენტარისგან თავს იკავებენ.

თუმცა, ზოგადად, დასამალიც რაღაა, ეგაა, ზუსტად ვინ ვის რა უთხრა და რატომ, ამის დაზუსტება შეუძლებელია, ყველა სხვადასხვაგვარად იხსენებს, თუმცა ფაქტი ერთია და სამწუხარო - მწვრთნელსა და ფეხბურთელს კონფლიქტი მოუვიდათ, რამაც გოგუას გუნდიდან დათხოვნა და ნიჟნი ნოვგოროდში ნაადრევი გამგზავრება გამოიწვია.

ცხადია, გოგიტა გოგუა ნაკრებს ძალიან დააკლდა, მაგრამ, მეორე მხრივ, მწვრთნელის საქმეში ჩარევაც გაუმართლებელია, რადგან ქეცბაიამ იცის, რა უნდა და რას ითხოვს ფეხბურთელებისგან. ჩვენ მხოლოდ ამ კონფლიქტის დროული ამოწურვის იმედი გვაქვს.

ძნელი სათქმელია, ამ ყველაფრის შემდგე ქეცბაია გოგუას გამოიძახებს თუ არა ეროვნულ ნაკრებში, დღევანდელი გადასახედიდან ეს არარეალურია, მაგრამ არასოდეს თქვა არასოდესო და ამიტომ კატეგორიულობას მოვერიდებით. თუნდაც იმიტომ, რომ ყენიას გარდა, ზემოთ ჩამოთვლილი სხვა ფეხბურთელები ჯერ თავადაც ვერ ამბობენ, 4 ივნისს ხორვატიასთან თამაშისას რომელი მათგანი იქნება მზად. არადა, მათ ნაკრების გაძლიერება უდავოდ შეუძლიათ.

არ ვიცით, იგივე ითქმის თუ არა გროზნოს “ტერეკის” ნახევარმცველ ლევან გვაზავაზე, რომელიც მომჯობინდა და გუნდშიც თამაშობს, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებში ვერა და ვერ ითამაშა.

gega
რაოო? დედა შეაგინაო? მე არ ვიცი რა როგორ იყო და რა მოხდა მაგრამ ვინმეს არ დაავიწყდეს რომ ეს საქართველოა და დედის გინებისთვის თავს აჭრიან. ქეცბაია კი არა სერ ალექსი იყოს თუ გინდა. ასეთი შეურაცყოფა არავის ეპატიება და არც არავინ აპატიებს
japaneze
ქეცბაიას დიდი მადლობა გუნდის გაძლიერებისთვის, მაგრამ დედის გინებას ქართველი რომ ვერ იტანს, ეს უნდა იცოდეს. ან რად უნდა ისეთი ფეხბურთელი, დედას რომ შეაგინებს და გაუცინებს? ასეთი მოედანზე იბრძოლებს? ბევრმა არ იცით - გოგუა რომ ჩამოდიოდა, ახლობელს ჰკითხა, ქეცბაია მოთამაშეებს მართლა აგინებსო? თუმცა გოგიტამაც უნდა იცოდეს, რომ სათადარიგოებში ჯდომის გამო არ უნდა გაიბუტოს - ნაკრები საბავშვო ბაღი არაა.
temo
ქეცბაიას გოგუა არუნდა გაეშვა რადგან მან ძალიან კარგად ითამაშა ხორვატიასთან მისი შემოსვლით გაძლიერდა ჩვენი გუნდის შეტევები მჯერა რომ ისრაელთან კიდევ უკეთ ითამაშებდა, მათშორის ურთიერთ კომფლიქტის გამო იგი არუნდა გაეშვა მისი გაშვებით ნაკრებს დიდი ძალა დააკლდა რამაც გამოიწვია ჩვენი ნაკრების მარცხი. მე 99%-ით დარწმუნებული ვარ რომ გოგუას ყოფნის შემტხვევაში ჩვენ მოვიგებდით.
guja_kakhadze
ნაკრებს მუმუს გოლები ჰაერივით სჭირდება.
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!