დღეს ჩემპიონთა ლიგის ოთხ ჯგუფში ეს ეტაპი დასრულდება
დღეს ჩემპიონთა ლიგის ოთხ ჯგუფში ეს ეტაპი დასრულდება. სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს...

დიდი ინტრიგაა A ჯგუფში, სადაც ყველაფერი გასარკვევია. თუმცა არ მოხდება სასწაული და "მანჩესტერ იუნაიტედი" "რუსულ არმიასთან" ასტრონომიული ანგარიშით არ წააგებს. ამიტომ აქ უფრო "ბაზელსა" და ცსკა-ს შორის იქნება "გარჩევები". უკეთესი შანსი შვეიცარიელებს აქვთ, რადგან ისინი აბსოლუტურად უმოტივაციო "ბენფიკას" ეთამაშებიან, მოსკოველები კი ინგლისს სტუმრობენ, სადაც მათ "იუნაიტედი" ელით.

სანამ არ არსებობს გასვლის საბოლოო გარანტია, ჟოზე მოურინიო, ალბათ, არ გარისკავს და ოპტიმალურთან მიახლოებულ შემადგენლობას დააყენებს. გასათვალისწინებელია, რომ მომდევნო უქმეებზე მანჩესტერული დერბია. ტრავმების გამო შეიძლება ვერ ითამაშონ ნემანია მატიჩმა და ფილ ჯოუნსმა.

B ჯგუფში პლეი-ოფში გამსვლელი ორი ადგილის მფლობელი გარკვეულია. კარგა ხანია, ეს პატივი "პარი სენ-ჟერმენმა" და "ბაიერნმა" ირგუნეს. ცხადია, მათი უშუალო შეხვედრა ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. ახლა მათ მხოლოდ პირველ-მეორე ადგილების ბედი აღელვებთ.

გახსოვთ, ალბათ, ფრანგულმა გრანდმა პარიზში ქვა ქვაზე არ დატოვა "ბაიერნთან" მატჩში (3:0). ახლა გერმანელები რევანშისა და პირველ ადგილზე გასვლის წყურვილით იწვიან. "ბაიერნს", წესით, არ ეყოლებიან არიენ რობენი და ტიაგო ალკანტარა, "პარი სენ-ჟერმენს" კი ლუკასი და ტიაგო მოტა დააკლდებიან.

C ჯგუფში ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი მადრიდის "ატლეტიკო" კატასტროფის წინაშე დგას. "ათლეტებს" ჯგუფში ჩარჩენა ემუქრებათ. რა თქმა უნდა, ამას ბევრი ვერ წარმოიდგენდა.

მადრიდელებმა "ჩელსი" რომც დაამარცხონ, "რომა", უდიდესი ალბათობით, მოუგებს "ყარაბაღს" და ესპანელების საქმე წასულია. ასე რომ, მადრიდული კლუბი სასწაულის იმედზეა. სასწაულები ფეხბურთში ხშირად კი ხდება, მაგრამ არა - ამ დონის.

გასაგებია, რომ "ჩელსის" განაღდებული აქვს შემდეგი ეტაპის საგზური, მაგრამ რა უნდა მოხდეს რომში ისეთი, რამაც შეიძლება იტალიელებს ხელი შეუშალოს? თანაც, მასპინძლებს ოპტიმალური შემადგენლობა ეყოლებათ.

D ჯგუფში "ბარსელონას" თავი ქუდში აქვს, მაგრამ კატალონიელები ირწმუნებიან, რომ იოლად არაფერს დაუთმობენ "სპორტინგს". თავის მხრივ, თუ პორტუგალიელებს შემდეგ ეტაპზე გასვლა უნდათ, პატარა სასწაული უნდა მოახდინონ "ნოუ კამპზე".

არავინ იცის ზუსტად, როგორი იქნება "ბარსას" შემადგენლობა. ფაქტია, არ იქნებიან დემბელე, მასკერანო და უმტიტი. არ არის გამორიცხული, რამდენიმე ფეხბურთელმა დაისვენოს.

"ნაპოლის" ძლევით გაამაყებული "იუვენტუსი" საბერძნეთში ჩადის და მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. საკმარისია, ტურინელებმა "ოლიმპიაკოსს" მოუგონ, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე არიან. "იუვესთვის" დიდი დაბრკოლება არ უნდა იყოს მარიო მანჯუკიჩისა და შტეფან ლიხტშტაინერის შესაძლო არყოფნა.

თავის მხრივ, ბერძნები დიდი ბრძოლისთვის ემზადებიან. მათ უკვე არ მოაგებინეს "ბარსელონას" და გამორიცხული არაფერია, თუმცა, თქმა რად უნდა, აშკარა ფავორიტი "იუვეა". ტურინულ გრანდს სატურნირო მოტივაციაც მეტი აქვს და კლასიც.

ფაქტები და სცენარები

1/8-ფინალში უკვე გავიდნენ: "ბარსელონა" (* - ჯგუფის გამარჯვებული), "ბაიერნი", "ბეშიქთაში"*, "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი"*, პსჟ, "რეალი", "ტოტენჰემი"*.

სამშაბათის მატჩების შემდეგ შეიძლება გავიდნენ: "ატლეტიკო", "ბაზელი", ცსკა, "იუვენტუსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "რომა", "სპორტინგი".

"მანჩესტერ იუნაიტედს" სჭირდება 1 ქულა პირველი ადგილის მოსაპოვებლად, ან უნდა აიცილოს 6-ბურთიანი სხვაობით მარცხი.

თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" წააგებს, ხოლო "ბაზელი" ვერ მოიგებს, "მანჩესტერი" და ცსკა გადიან თანაბარი ქულებით, ხოლო პირველი ადგილის ბედს გადაწყვეტს ერთმანეთს შორის მატჩები. "იუნაიტედს" მოსკოვში 4:1 აქვს მოგებული...

თუ ცსკა და "ბაზელი" მოიგებენ, 3 გუნდი აგროვებს თანაბარ ქულებს და პირველ-მეორე ადგილებზე გავა ამ სამს შორის 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი. "მანჩესტერ იუნაიტედი" გავა, თუ არ წააგებს 7-ბურთიანი სხვაობით, ხოლო პირველ ადგილზე გავა, თუ არ წააგებს 5-ბურთიანი სხვაობით.

თუ "ბაზელი" და ცსკა დააგროვებენ თანაბარ ქულებს (ან ორივე წააგებს, ან ორივე ფრედ ითამაშებს), გავა "ბაზელი", რომელსაც ურთიერთშეხვედრებში ბურთების უკეთესი ბალანსი აქვს.

თუ "ბაზელი" და ცსკა მოიგებენ, სამი გუნდი დააგროვებს თანაბარ ქულებს, ხოლო "ბაზელი" გავა იმ შემთხვევაშიც, თუ ცსკა მოიგებს 3-6-ბურთიანი სხვაობით.

თუ "ბაზელი" და ცსკა მოიგებენ, ამ უკანასკნელს დასჭირდება 3-ბურთიანი სხვაობით გამარჯვება, რათა გამსვლელები გაირკვეს სამ გუნდს შორის, ხოლო 5-ბურთიანი სხვაობის მოგების შემთხვევაში, იკავებს პირველ ადგილს.

"ბაიერნი" და პსჟ გასულები არიან, მაგრამ იმისთვის, რომ პირველ ადგილზე გავიდეს, 4-ბურთიანი სხვაობით უნდა მოიგოს, რადგან პარიზში 0:3 აქვს წაგებული.

"ანდერლეხტსა" და "სელტიკს" შეუძლიათ მე-3 ადგილზე (ევროპალიგის ჯგუფში მოსახვედრი საგზური) გასვლა. "ანდერლეხტმა" "სელტიკთან" შინ 0:3 წააგო, ამიტომ გლაზგოში 4-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება.

"ჩელსი" გასულია, ხოლო პირველ ადგილს დაიბევებს იმ შემთხვევაში, თუ მოუგებს "ატლეტიკოს", ხოლო "რომა" ვერ შეძლებს "ყარაბაღის" დამარცხებას.

"რომა" გავა, თუ გაიმარჯვებს, "ატლეტიკო" კი ვერ შეძლებს "ჩელსის" დამარცხებას. თუ "რომა" მოიგებს, ხოლო "ჩელსი" - ვერა, პირველ ადგილზე გადის "რომა".

"ატლეტიკოს" სჭირდება მოგება. თუ ის "რომასთან" ერთად თანაბარ ქულებს (9-9) დააგროვებს, გავა "ატლეტიკო", რადგან იტალიურ კლუბთან ურთიერშეხვედრაში უპირატესობა აქვს.

"იუვენტუსი" გავა, თუ მოიგებს ან "სპორტინგი" ვერ შეძლებს გამარჯვებას. თუ ისინი თანაბარ ქულებს დააგროვებენ, გავა "იუვენტუსი", რომელსაც ურთიერშეხვედრებში უპირატესობა აქვს.

"სპორტინგი" გავა, თუ მოიგებს, ხოლო "იუვენტუსი" ვერ შეძლებს "ოლიმპიაკოსის" დამარცხებას.

A ჯგუფი

მანჩესტერ იუნ-ცსკა 23:45

ბენფიკა-ბაზელი 23:45

B ჯგუფი

ბაიერნი-პსჟ 23:45

სელტიკი-ანდერლეხტი 23:45

C ჯგუფი

რომა-ყარაბაღი 23:45

ჩელსი-ატლეტიკო 23:45

D ჯგუფი

ბარსელონა-სპორტინგი 23:45

ოლიმპიაკოსი-იუვენტუსი 23:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პაპა
ცხრილებიც რომ დაწეროთ ძნელია?
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
[VIDEO] ფინალში გასასვლელად "ბარსელონას" "ატლეტიკოს" 3:0 ძლევა არ ეყო
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს