ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური: გამსვლელები გავიდნენ, ჩამრჩენები ჩარჩნენ
5 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის პირველ სათამაშო დღეს ოთხივე ჯგუფში პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და სასწაული უნდა მოხდარიყო, რაიმე რომ შეცვლილიყო. არ მოხდა.

A ჯგუფში ცსკა-მ "ოლდ ტრაფორდზე“ თამაშგარედან კი გახსნა ანგარიში, მაგრამ მეორე ტაიმში "მანჩესტერ იუნაიტედმა“ ორი გოლი გაუტანა (2:1), ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, არმიული გუნდი კი ევროპა ლიგაზე გაისტუმრა. მეორე ადგილზე ლისაბონში "ბენფიკას“ მძლეველი (2:0) "ბაზელი“ გავიდა.

მანჩესტერი15, ბაზელი 12, ცსკა 9, ბენფიკა 0

B ჯგუფში მიუნხენში "ბაიერნმა“ ვერ მოახერხა ოთხბურთიანი სხვაობით პსჟ-ს დამარცხება, 3:1 მოიგო და მეორე პოზიციაზე დარჩა, პარიზელები კი 1/8 ფინალში პირველი ადგილიდან გავიდნენ. "რეკორდმაისტერმა“ ჯგუფური ეტაპის ზედიზედ 22-ე საშინაო მატჩში გაიტანა გოლი და ტურნირის რეკორდი დაამყარა. აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკიმ ევროტურნირებზე 50-ე გოლი გაიტანა, ხოლო მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე მე-10 და თავის ასაკში რეკორდსმენი შეიქნა (კილიანი 18 წლისა და 11 თვისაა). "ანდერლეხტმა“ გლაზგოში კი დაამარცხა "სელტიკი“ 1:0, თუმცა ევროპა ლიგაზე შოტლანდიური გუნდი გავიდა.

პსჟ 15, ბაიერნი, 15, სელტიკი 3, ანდერლეხტი 3

C ჯგუფში "ჩელსი“ სახლში ფრეს, 1:1-ს დასჯერდა "ატლეტიკოსთან“ და მეორე ადგილით მოუწია დაკმაყოფილება. ისე, "არისტოკრატების“ მენეჯერმა ანტონიო კონტემ ამ შეხვედრის წინ თქვა, შეიძლება ჯგუფში გამარჯვება არც იყოს პრაქტიკული თვალსაზრისით კარგი, რადგან არაა გამორიცხული მერვედფინალში "რეალს“, "ბაიერნს“ ან "იუვენტუსს“ გადავეყაროთო. უნდა აღინიშნოს, რომ რაც სიმეონე ჩაუდგა როხიბლანკოს სათავეში, პირველად ვერ გავიდა პლეი-ოფში. პირველი პოზიცია შინ "ყარაბაღის“ მძლეველმა (1:0) "რომამ“ დაიკავა.

რომა 11, ჩელსი 11, ატლეტიკო 7, ყარაბაღი 2

D ჯგუფში "ბარსელონამ“ ნება-ნება ბურთაობით "კამპ ნოუზე“ 2:0 მოუგო "სპორტინგს“ და პირველობა არავის დაუთმო, ხოლო "იუვენტუსმა“ პირეოსში ასეთივე ანგარიშით დაამარცხა "ოლიმპიაკოსი“ და მეორე ადგილზე დარჩა.

ბარსელონა 14, იუვენტუსი 11, სპორტინგი 7, ოლიმპიაკოსი 1

დღეს ჯგუფური ეტაპის დანარჩენი მატჩებია, 1/8 ფინალების კენჭისყრა კი 11 დეკემბერს ნიონში გაიმართება.

სოსო
ცსკას გოლი ნაღდი იყო,არავითარი თამაშგარე.ფეხბურთელი კარს უკან,მაინც მოედანზე ითვლება
ტოტტი
ატლეტიკო თავინ ნებით ჩარჩა ჯგუფში აზერბაიჯანი ასპონსორებს და არცერთი თამაში არ მოუგო უქულოდ არ დატოვესსაწყალი აზერები მაგრამ ატლეტიკო კი შეეწირა ამ ყველაფერს
00000
ალბათ თამაშგარეში ძაგოევი იგულისხმეს, რომელსაც შეეხო ბურთი და მერე გავიდა კარში, თორემ ხაზს იქით გადასულზე რა თქმა უნდა არ უნდა იყოს ლაპარაკი
Byrda
imitoa kargad chveni sakme ase magaldoneze ro icit pexburti.saidan iyo ik tamashgare amixsenit erti.pexburteli romelic ukitxavad gadava xazs garet itvleba tamashshi da ik csk pexburteli da manchesteris orive karsukan iko da am shemtxvevashi tamashgare arari.ro icodet ise jurnalistebma .axla amas iasna ar gamoakvekneb magram mainc kargia tu caikitxav gecodineba cesebi.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა