საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიკა ცქიტიშვილმა ესპანურ კლუბ "ლაგუნ აროს" ხელმძღვანელობასთან ხელშეკრულება გააუქმა და ახლა თავისუფალი აგენტია
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა ცქიტიშვილი თავისუფალი აგენტია. მან ესპანურ კლუბ "ლაგუნ აროს" ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ხელშეკრულება გააუქმა. ამის მიზეზი ორივე მხარის უკმაყოფილება იყო: ნიკა სათამაშო დროის შეზღუდვას უჩიოდა, ხოლო კლუბის მესვეურები - კალათბურთელის დაბალ შედეგიანობას.

გამოცემა Noticiasdegipuzkoa-ზე ამ თემას პუბლიკაცია მიეძღვნა, რომლის თარგმანსაც მკითხველს აქვე ვთავაზობთ:

"27 წლის ქართველი ფორვარდი ნიკა ცქიტიშვილი "ლაგუნ აროს" მაისურით აღარ ითამაშებს. ამ მოვლენას გუნდის მთავარი მწვრთნელი, პაბლო ლასო ასე გამოეხმაურა:

- ბოლო დროს ცქიტიშვილის შედეგიანობამ იკლო. აქედან გამომდინარე, საუკეთესო გამოსავალი კონტრაქტის გაუქმება იყო.

სკიტამ სეზონი კარგად დაიწყო, რამდენიმე მატჩის ბოლო წუთებზე გადამწყვეტი ქულებიც ჩააგდო, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. იანვარში ზედიზედ სამ თამაშში მწვრთნელმა იგი მოედანზე არ გაიყვანა. თუმცა, მწვრთნელ-კალათბურთელმა საერთო ენა მაინც გამონახეს და მეოთხე შეხვედრაში ცქიტიშვილმა "კახასოლის" წინააღმდეგ ეფექტურადაც ითამაშა. ამას კვლავ დაღმასვლა მოჰყვა და საქმე კონტრაქტის გაუქმებით დასრულდა".

შეიძლება, მწვრთნელს მართლაც ჰქონდა უკმაყოფილების საბაბი, მაგრამ არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ კალათბურთელის შედეგიანობა სათამაშო დროზეა დამოკიდებული. ცქიტიშვილს კი იანვრის შემდეგ მწვრთნელი აღარ ენდობოდა.

საბოლოოდ ნიკას "ლაგუნ აროს" მაისურით 24 მატჩი მოუგროვდა, საშუალოდ 14 წუთში 5.3 ქულასა და 2.4 მოხსნას აგროვებდა.

საინტერესოა, რომ საწყის 13 მატჩში ქართველი ფორვარდი გაცილებით ნაყოფიერად მუშაობდა: 17 წუთში, 7.2 ქულა, 3.7 მოხსნა. ბოლო 11 თამაშში: 10.5 წუთი, 3.3 ქულა, 1.6 მოხსნა.

რჩება ერთი კითხვის ნიშანი: მოასწრებს თუ არა ნიკა სეზონის ბოლომდე რომელიმე კლუბში გადასვლას. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სატრანსფერი ფანჯარა უკვე დახურულია.

დოსიე

ნიკა ცქიტიშვილი

დაიბადა: 14.04.1983

სიმაღლე: 215 სმ.

წონა: 111 კგ.

პოზიცია: ფორვარდი

კარიერა

1997-98 კოლხა

1998-99 თსუ/სტუ

1999-01 სლოვანი (სლოვენია)

2001-02 ბენეტონი (იტალია)

2002-04 დენვერი (NBA)

2004 გოლდენ სტეიტი (NBA)

2005 მინესოტა (NBA)

2006 ფინიქსი (NBA)

2006 ნიუ იორკი (NBA)

2007 კახასოლი (ესპანეთი)

2007-08 ტერამო (იტალია)

2008-09 ფუენლაბრადა (ესპანეთი)

2009 პანიონიოსი (საბერძნეთი)

2009-10 ფუენლაბრადა (ესპანეთი)

2010-11 გრან კანარია (ესპანეთი).

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა