ფიბა-ევროპის ოფიციალურმა საიტმა ქართველ ფორვარდთან ინტერვიუ გამოაქვეყნა
ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე ჟურნალისტი ჯეფ ტეილორი ევრობასკეტი-2011-ის მონაწილე გუნდებზე რიგრიგობით აქვეყნებს ინფორმაციებს. ბელგიის, ესპანეთისა და უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერი დადგა. ტეილორი ვალენსიაში დაესწრო "ლაგუნ აროსა" და "ვალენსიას" დაპირისპირებას, რომელიც ლაგუნელთა მაისურით ნიკა ცქიტიშვილისთვის ბოლო იყო. ჯეფ ტეილორი ნამატჩევს შეხვდა ქართველ ფორვარდს და ელაპარაკა როგორც კლუბზე, ასევე ნაკრებზე. გთავაზობთ პუბლიკაციის ქართულ ვერსიას.

საქართველო

"ნიკოლოზ, ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებში თამაშს თუ აპირებ? - ვკითხე ცქიტიშვილს. იგი "ვალენსიასთან" წაგების გამო უხასიათოდ ჩანდა, თუმცა ნაკრები რომ ვახსენეთ გახალისდა:

- დაუჯერებელია - საქართველო ევრობასკეტზე! სხვადასხვა ასაკის ნაკრებებში მითამაშია, ეროვნულის ღირსებას 1999 წლიდან ვიცავ. მანამდეც და მას მერეც ბევრს ვმუშაობდით, მაგრამ ევროპის პირველობის საგზური ერთხელაც ვერ მოვიპოვეთ. ევრობასკეტი 2011-ის შესარჩევ ეტაპზე მეორე ადგილზე გავედით და საკვალიფიკაციო ტურნირში თამაში დავიბევეთ, მაგრამ მოულოდნელად ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 24-მდე გაზარდეს და სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ - საქართველო ევრობასკეტზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე რვიდან ხუთი მატჩი მოიგო და მხოლოდ ბელგიას ჩამორჩა. თუმცა, სექტემბერში ფიბა-ევროპამ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე გაზარდა და საქართველოს ნაკრების ცაზე მზემ გამოანათა.

ევრობასკეტი

ნიკა ცქიტიშვილის გუნდი D ჯგუფში სლოვენიასთან, რუსეთთან, უკრაინასთან, ბელგიასთან და ბულგარეთთან მოხვდა. ჯგუფიდან საუკეთესო სამეული გადის. ქართველებს წარმატების იმედს ნაკრების შემადგენლობა აძლევს: ზაზა ფაჩულია გასულ შესარჩევზე გუნდის მთავარი მექულე იყო (15.8 ქულა), ვიქტორ სანიკიძეს ყველაზე მეტი მოხსნა ჰქონდა (9.4). ასევე დიდ როლს ასრულებდნენ მანუჩარ მარკოიშვილი, ტორინ გრინი (ნატურალიზებული ამერიკელი "გრან კანარიადან") და გიორგი ცინცაძე.

- კარგი გუნდი გვყავს, რომელშიც ბევრი ნიჭიერი კალათბურთელია შეკრებილი. მთავარ მწვრთნელად ძლიერი სპეციალისტი, იგორ კოკოშკოვი მუშაობს. ერთობითა და დაუღალავი შრომით ევრობასკეტზე წარმატების მიღწევის იმედი გვაქვს, - ამბობს ნიკა ცქიტიშვილი და დასძენს:

- წინასწარ ვიცით, რომ რთული ბრძოლები გველის. ჩვენს ჯგუფში ხომ რუსეთი, სლოვენია, უკრაინა, ბელგია და ბულგარეთი ითამაშებენ. თუმცა, სამეულში მოხვედრის შანსი გვაქვს, რაც იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ კონდიციებში შეხვდება საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს. ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ.

NBA

ცქიტიშვილი 2002 წლის დრაფტზე "დენვერ ნაგეტსმა" აიყვანა, მაგრამ ქართველს ამერიკული კარიერა სათანადოდ ვერ აეწყო. იგი ევროპაში 2006 წელს დაბრუნდა, ითამაშა ესპანეთსა და იტალიაში.

- ამერიკა საინტერესო იყო. მქონდა რთული დროება და საკუთარი გარჯით გაწბილებული ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება შემეძლო. დღევანდელი გადასახედიდან მსჯელობა იოლია - ამერიკაში წასვლა არ უნდა მეჩქარა, იტალიაში რამდენიმე წელი კიდევ მეთამაშა, მაგრამ იმდენად მიმზიდველი იყო NBA-ს კლუბიდან მიღებული წინადადება და ამერიკაში თამაშის პერსპექტივა, რომ ევროპაში დარჩენაზე უარი ვთქვი.

სკიტა აშშ-ში დაბრუნებას აპირებს:

- ამერიკაში ცხოვრება სასიამოვნო იყო. ამ ზაფხულსაც ვაპირებ ოკეანის გაღმა გამგზავრებას.

ესპანეთი

ნიკოლოზ ცქიტიშვილმა სეზონის დასაწყისში რამდენიმე თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა ბოლო დროს სიტუაცია გაუარესდა. ამიტომ, ქართველი კალათბურთელისა და "ლაგუნ აროს" გზები გაიყო.

- ყველაფერი კარგად იქნება, საკუთარ თავზე კვლავაც ბევრს ვმუშაობ და იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში ისეთ კლუბში ვითამაშებ, სადაც საკმარისი დრო მექნება, - ამბობს ცქიტიშვილი."

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა