ქართველი დიდოსტატი ლევან აროშიძე ესპანურ ბალაგერში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტუნირზე საკმაოდ წარმატებით გამოდის...

ქართველი დიდოსტატი ლევან აროშიძე ესპანურ ბალაგერში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტუნირზე საკმაოდ წარმატებით გამოდის. 4 პარტიის შემდეგ მას 3,5 ქულა ჰქონდა და ლიდერებს მცირედით ჩამორჩებოდა. მომდევნო ორ ტურში ფავორიტებს დაუპირისპირდა და შეხვედრები ყაიმებით დაამთავრა: ჯერ ინგლისელ სთიუართ ჰესლინგერს დაუზავდა, შემდეგ კი _ შავი ფიგურებით რობერტ ალომას და 4,5 ქულას მოუყარა თავი. მე-6 ტურში ლიდერთაგან ასევე დაზავდნენ მანუელ ლეონი (მექსიკა)-იუნესკუ ქესადა (კუბა), ჰრანტ მელქუმიანი (სომხეთი)-დანიელ ვოკატურო (იტალია), რობერტო კარლოს გომესი (კუბა)-ფიდელ კორალესი (კუბა). არტურს ნეიქსანსმა (ლატვია) ჰესლინგერს სძლია, ვინეი ბჰათმა (აშშ) ინდოელი დიდოსტატი ქალბატონი შვაინათან შოუმია დაამარცხა.

ექვსი ტურის შემდეგ 5-5 ქულით ქესადა, ვოკატურო, ნეიქსანსი და ბჰათი პირველ-მეოთხე ადგილებს ინაწილებდნენ. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები ჰქონდათ მელქუმიანს, პაველ მელეტინს (რუსეთი), ლეონს, ალომას და აროშიძეს. გუშინ მე-7 ტურში ჩვენებურმა სომეხ მელქუმიანს თეთრებით აჯობა. დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ქესადა-ნეიქსანსი 0,5:0,5, ვოკატურო-ბჰათი 0,5:0,5, მელეტინი-ლეონი 0,5:0,5, იური დროზდოვსკი (უკრაინა)-ალომა 1:0.

შვიდ ტურში ლიდერებმა - ქესადამ, ვოკატურომ, ნიექსანსმა, ბჰათმა და აროშიძემ 5,5-5,5 ქულას მოუყარეს თავი, ხოლო ექვსმა მოჭადრაკემ ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები მოაგროვა. მე-8 ტურში ქართველი დიდოსტატი მელეტინს შეხვდება.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა