ოქსანა კალაშნიკოვამ ჩინურ ვენშანში ერთეულთა ბადე მალევე მოილია, წყვილებში კი უკრაინელ ვერონიკა კაპშაისთან ერთად პირველი წრე დასძლია
28 წლის მაკა ჩახნაშვილი (232) თვეზე მეტი კომერციული ტურნირების გარდა არსად გამოდიოდა. მისი დაბრუნება საერთაშორისო ასპარეზზე ესპანურ მონსონში შედგა, თუმცა დაბრუნებას წარმატებულს ვერ ვუწოდებთ - მაკა 50-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მე-6 ნომრად იყო განთესილი, მაგრამ ვერ შეძლო ძირითადში გასვლა.

ორი შეხვედრის მოგების შემდეგ ჩახნაშვილი პორტუგალიელ ჟოაო კოელერთან (286) დამარცხდა - 4:6, 5:7. ჩვენებური წყვილთა ბადეში ხორვატ ივანა ლისიაკთან (241) ერთად თამაშობს. პირველ წრეში მათ მე-4 ნომრად განთესილი რუსები (ბრატჩიკოვა, ივანოვა) დაამარცხეს - 6:4, 1:6, 10:6. მეოთხედფინალში მათი მეტოქე დენტონისა (იტალია) და პივოვაროვას (რუსეთი) დუეტია.

მოკლედ, წყვილები ჩვენი გოგონების ძლიერ მხარედ იქცა - ჩინურ ვენშანში (50 ათასი დოლარი) ოქსანა კალაშნიკოვამ (196) ერთეულთა ბადე მალევე მოილია, წყვილებში კი უკრაინელ ვერონიკა კაპშაისთან (324) ერთად პირველი წრე დასძლია, ფრანგ დე გუბერნატისსა და ხორვატ მიაჩიკას მოუგო - 6:4, 4:6, 10:4. მეოთხედფინალში ჩვენებური და უკრაინელი ტაივანელი ჩანისა და ბრიტანელი რობსონის დუეტს შეხვდებიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილი (705) ოკლაჰომა სიტიში (15 ათასი დოლარი) ტურნირის ძირითად ბადეში 17 წლის ამერიკელ კრისტოფერ ჰეუორთს ხვდება, რომელსაც ორგანიზატორებმა "უაილდ ქარდი" მიანიჭეს. ანთალიის ტურნირის (10 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა გიორგი რევაზიშვილმა, რომელიც გათამაშებიდან მე-3 საკვალიფიკაციო წრეში გამოვარდა.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა