ბოლო დროს მსოფლიო ბევრს კამათობს დერბის რაობაზე და ეს კამათი ქართულ მედიასაც შემოერია
ბოლო დროს მსოფლიო ბევრს კამათობს დერბის რაობაზე და ეს კამათი ქართულ მედიასაც შემოერია. კლასიკური გაგებით, "იუვენტუსი"-"ინტერი" დერბი არ არის, მაგრამ მთელი მსოფლიო ასე მიიჩნევს და თავად იტალიელებიც ასე უწოდებენ - 'derby d'italia. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულები ვერ ვიქნებით.

ერთი კია, რომ გნებავთ, გუნდების ამჟამინდელი სტატუსიდან გამომდინარე და გნებავთ, ისტორიისა თუ ტრადიციების გათვალისწინებით, გვარიანი თამაში უნდა გამოვიდეს, რადგან ორივე სკუდეტოსთვის იბრძვის და ორივეს ჭარბად აქვს შესაბამისი ამბიციაც.

რაც მთავარია, ამ დროისთვის, თუ შაბათ საღამომდე ფარსაგი რამ არ მოხდა, ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით იქნება. შემადგენლობა კი არც ერთს დაეწუნება და არც - მეორეს. მოკლედ, ისეთი თამაშია, მთელი იტალია მოუთმენლად რომ ელის.

ერთადერთი, რის გამოც შეიძლება "ინტერი" წუხდეს, ესაა მაურო იკარდის შესაძლო შეთანხმება "რეალთან", მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საფეხბურთო ჭორი დღეს ბევრზე ბევრია და მათგან ყველა როდი მართლდება.

წინა სეზონში გუნდებმა გამარჯვებები "გაცვალეს". "ინტერმა" ტურინში ბოლოს 2012 წლის ნოემბერში გაიმარჯვა (2:1). მიმდინარე სერიას რაც შეეხება, ორივეს ზედიზედ 3-3 მოგება აქვს, ხოლო "ინტერის" სვლა ნამდვილად ზეშთამბეჭდავია - გუნდს ლუჩანო სპალეტის ხელში ჯერ ერთი მატჩიც არ წაუგია.

სერია A-ს ეგიდით "იუვენტუსი" და "ინტერი" შაბათს 169-ე მატჩს ჩაატარებენ. აქედან 80 თამაში მოიგო "იუვემ", 46 - "ინტერმა", ხოლო 42 დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობაც "ბებერი ქალბატონის" უპირატესობაზე მეტყველებს - 278:243.

დიდად თვალსასეირო თამაში უნდა გამოდგეს ნეაპოლური შეხლა, სადაც ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს "ფიორენტინა" სტუმრობს. ამ გუნდებს შორის თამაში ყოველთვის სანახაობრივი გამოდის და სხვანაირად არც ამჯერად უნდა იყოს.

ყველა მოუთმენლად ელის "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯენარო გატუზოს მეორე შეხვედრას. "როსონერიმ", რომელსაც რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, აუცილებლად უნდა მოიგოს, მით უმეტეს, იმის ფონზე, რაც წინა მატჩში მოხდა ("ბენევენტოსთან" ბოლო წამზე გაშვებული გოლი ხომ გახსოვთ?). წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება "რინოს" ნერვებმა უმტყუნოს, ასეთ დროს კი გატუზო აშკარად სახიფათოა.

"ლაციო" და "რომა" წყვილებში ფავორიტები არიან. "რომამ" ჩემპიონთა ლიგაზე ყველა პრობლემა მოაგვარა და ახლა მთელ ძალისხმევას საშინაო ასპარეზისკენ მიმართავს. რაც შეეხება სიმონე ინძაგის გაწვრთნილ "ლაციოს", გუნდმა ცოტა შეანელა ძლევამოსილი სვლა, მაგრამ ეს ალბათ მოსალოდნელიც იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ბიანკოჩელესტე" ალბათ მართლაც იბრძოლებს ჩემპიონობისთვის, რაც ამ გუნდის რესურსიდან გამომდინარე, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

ფაქტები

''იუვენტუსმა" ბოლო 4 შეხვედრაში კარი "მშრალად" შეინახა.

"რომამ" ბოლო 3 თამაში მოუგო "კიევოს".

"ნაპოლისა" და "ფიორენტინას" ბოლო 5 მატჩიდან ოთხში ორივემ გაიტანა.

სერია A-ში სპალ-ი და "ვერონა" ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

"უდინეზე" და "ბენევენტო" არსებობის ისტორიაში ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

"მილანისა" და "ბოლონიას" ბოლო 5 მატჩიდან ორივეს არც ერთში არ გაუტანია.

"ატალანტამ" ბოლო 3 შეხვედრა მოუგო "ჯენოას".

"ლაციოსა" და "ტორინოს" ბოლო 3 მატჩში ორივემ გაიტანა.

სერია A. XVI ტური

შაბათი, 9 დეკემბერი

კალიარი-სამპდორია 21:00

იუვენტუსი-ინტერი 23:45

კვირა, 10 დეკემბერი

კიევო-რომა 15:30

ნაპოლი-ფიორენტინა 18:00

სპალ-ვერონა 18:00

უდინეზე-ბენევენტო 18:00

სასუოლო-კროტონე 21:00

მილანი-ბოლონია 23:45

ორშაბათი, 11 დეკემბერი

ჯენოა-ატალანტა 22:00

ლაციო-ტორინო 23:59

ბომბარდირები: 16 - მაურო იკარდი (ინტერი); 15 - ჩირო იმობილე (ლაციო); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 9 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი