ინგლისელმა ფეხბურთელმა ფოტოკამერის წინ ისე იპოზიორა, გეი-ჟურნალების მოდელებსაც შეშურდებათ
ფოტოკამერების წინ დევიდ ბექჰემის პოზიორობა ვის უკვირს, მაგრამ ის, რაც სულ ახლახან ამ ინგლისელმა ფეხბურთელმა გააკეთა, ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. დიახ, ინტერნეტში ამ ბოლო დროს გავრცელებულ სურათებში მრავალშვილიანი მამიკო გამომწვევ პოზებში, "ლეოპარდის სტრინგებით" კეკლუცობს.

არადა, ცოტა ხნის წინ დევიდმა ჟურნალ "ფანტასტიქ მენისთვისაც" გადაიღო სურათები, სადაც "კანალის", "ლორენისა" და სხვათა კოლექციების სიახლეებს წარმოადგენდა, თუმცა იქ ფეხბურთელს ნაღდი მამაკაცური იმიჯი ჰქონდა მორგებული და არატრადიციული ორიენტაციის პოპულარიზებას ვერავინ დასწამებდა.

მაგრამ როგორც ჩანს, ამ სამყაროში მუდმივი არც ორიენტაცია ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ამ ახალ სურათებზე, რომელზეც ცნობილ ფოტოგრაფს დევიდ ლაშაპელს უმუშავია, დევიდი თავმოყვარე ჰეტეროსექსუალს აშკარად არ ჰგავს - ხან ტრუსის რეზინს ექაჩება, რათა ინტიმური დეტალები გამოაჩინოს, ხანაც საკუთარ კუნთებს ენით ელამუნება. ერთი სიტყვით, ტანზე ზეთწასმული ბექჰემი არაფრით განსხვავდება გეი-ჟურნალების მოდელებისგან.

ჯერჯერობით უცნობია, ნახა თუ არა ეს ფოტოები მისმა მეუღლე ვიქტორიამ და როგორი რეაქცია ჰქონდა მათზე, თუმცა ის, რომ დევიდმა ამ ნაბიჯით თაყვანისმცემელთა არმია, პლანეტის ჰომოსექსუალთა ხარჯზე, კიდევ უფრო გაზარდა, ეჭვგარეშეა.

მომზადებულია eg.ru-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა