სოსო ფრუიძე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია
სოსო ფრუიძე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია.

60 წლის სპეციალისტი საჩხერის "ჩიხურას" 2008 წლიდან წვრთნის. მას კლუბთან ერთად საქართველოს სუპერთასი აქვს მოგებული, წელს კი დავით ყიფიანის თასის გამარჯვებულიც გახდა.

როგორც თავად ამბობს, ახლა ჯერი საქართველოს ჩემპიონობაზეა...

- როგორ შეაფასებდით საჩხერის "ჩიხურას" ასპარეზობას გასულ სეზონში?

- არასტაბილურობა გვქონდა დასაწყისში და ყველამ იცის, ეს რისი ბრალიც იყო. ფაქტია, რომ ვერ აღმოვფხვერით რაღაც სიტუაციები და პრობლემები... მომავალი წლისთვის გავითვალისწინებთ ამას. კარგი არის მაინც, რომ ტიტულის გარეშე არ დავრჩით და ევროპის ლიგის საგზური მოვიპოვეთ. ეროვნულ ლიგაში კი, მე-5 ადგილზე ზევითაც შეგვეძლო გავსულიყავით.

- დავით ყიფიანის თასის მფლობელები გახდით. რას იტყოდით ამის შესახებ?

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. ერთი ტიტული უკვე გვქონდა მოპოვებული სუპერთასის სახით, ახლა დავით ყიფიანის თასიც მოვიგეთ და დაგვრჩა მარტო ჩემპიონობა... მომავალ წლებში შევეცდებით, ეს მიზანიც შევასრულოთ.

- როგორ შეაფასებდით დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატს? წინ წავედით თუ ისევ იმ დონეზე დავრჩით?

- ხარისხზე თუ ვილაპარაკებთ, გამორიცხულია, ასე უცბად ხარისხი ვერ აიწევს. ჩემპიონატში ნანმდვილად იყო დაძაბულობა, ინტრიგა ბოლო ტურებამდე შენარჩუნდა და ეს კარგია. ფეხბურთელი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ასეთ ჩემპიონატში უფრო ჩამოყალიბდება.

- თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ქართველ ფეხბურთელს 3-4 დღეში ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება უჭირს. რას იტყოდით ამის შესახებ?

- მე რეგლამენტს არასდროს არაფერს ვაბრალებ. რეგლამენტს დააბრალო, რომ ევროტურნირებზე კარგად ვერ გამოვედით, სწორი არ იქნება. უბრალოდ, ვთქვი, რომ აღდგენითი პროცესები არ არის საქართველოში იმ დონეზე, რაც საზღვარგარეთაა და ჩვენთან არ არის ამის საშუალება.

- რას იტყოდით მომავალ სეზონზე, შენარჩუნდება თუ არა გუნდის ბირთვი და იგეგმება თუ არა გაძლიერება?

- ჯერ არაფერი ვიცით. 2-3 დღეში შევხვდები ხელმძღვანელობას და შემდეგ გადაწყდება. კონტრაქტები მეკარე ჰამზიჩის ნაცვლად ყველას დამთავრებული აქვს.

- სად აპირებს გუნდი შეკრების გავლას?

- ერთ-ერთ შეკრებას გუნდი აუცილებლად თურქეთში გაივლის.

- ევროთასებზე გუნდის მიზანი რა იქნება?

- ეს ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა პირობები გვექნება და რა კონტინგენტი გვეყოლება. ვგულისხმობ იმას, რომ "ჩიხურაში" არ არის მაღალი ხელფასები და ამით 2-3 გუნდს თუ ვჯობივართ...

- თქვენ ყოველთვის აკრიტიკებდით მსაჯებს და ჩაწყობილი თამაშებისკენ მიუთითებდით... რას იტყოდით ახლა ამის შესახებ?

- ეს სეზონი ამ ფაქტით ნამდვილად კარგი იყო. მსაჯებიც მაღალ დონეზე სჯიდნენ თამაშებს და ჩაწყობილი თამაშებიც არ შეიმჩნეოდა.

საჩხერელი
ეს თასი რომ ვერ აღეღოთ აპალონიჩ.დარხეული ქონდა კლუბის99% სუყველას
საჩხერელი
ბოღმა გაგხეთქავთ!
Chixura
ვის ატყუებ ან როდემდე უნდა მოატყუო ხელმძღვანელობა და ხალხი.გუნდში რომ ქაოსი გაქ და რომ გლანძღავენ ფეხბურთელები ამაზე რას იტყვი.
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"პასუხს 15 იანვრამდე ველოდები" - სად გააგრძელებს კარიერას დინო ჰამზიჩი?
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
"ტორპედომ" 10 ახალწვეული წარადგინა - ზიდანი 9 ნომერია
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
დინო ჰამზიჩი: "ფოლაზე" უფრო ძლიერი გუნდების დამარცხებაც შეგვიძლია
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს