სერ ალექს ფერგიუსონი არ ცხრება და კვლავ ცუდ მსაჯობაზე ლაპარაკობს. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი დასჯილია
სერ ალექს ფერგიუსონი არ ცხრება და კვლავ ცუდ მსაჯობაზე ლაპარაკობს. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი დასჯილია. ის „ჩელსისა“ და მისი გუნდის შეხვედრის არბიტრ მარტინ ატკინსონის კრიტიკის გამო ხუთთამაშიან დისკვალიფიკაციას იხდის.

სტატისტიკა კი მეტყველებს, რომ „იუნაიტედმა“ „სტემფორდ ბრიჯზე“ ბოლო სამი სტუმრობა წააგო. „ჩელსისა“ და მანჩესტერის გუნდის შეხვედრათა ჩამონათვალს ჟურნალისტებმა იმიტომ ჩახედეს, რომ შემდეგ ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ეს გუნდები კვლავ ერთმანეთს ხვდებიან. როდესაც ფერგიუსონს ინგლისის ჩემპიონატში „იუნაიტედის“ დღევანდელ მდგომარეობაზე ჰკითხეს (მანჩესტერული გუნდი ლიდერია, ის „არსენალს“ 5 ქულით უსწრებს) მან უპასუხა:

„ძალიან მარტივად შეიძლებოდა კიდევ უფრო მყარი პოზიცია გვქონოდა. ბოლო რამდენიმე შეხვედრაში მსაჯებმა ჩვენს საწინააღმდეგოდ საშინელი შეცდომები დაუშვეს. ამაზე რომ იფიქრო შეიძლება პარანოია დაგემართოს.

არადა, ჩვენ დიდი შესაძლებლობების მქონე ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. მაგალითად, ბოლო შეხვედრაში „ჩელსის“ წინააღმდეგ შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ დაუმსახურებლად დავმარცხდით“.

ზემოთ ხსენებული ხუთთამაშიანი დისკვალიფიკაციის გარდა ფერგიუსონი 30 ათასი ფუნტითაც დასაჯეს. მიზეზი ის კი არ იყო, რომ მან ატკინსონის შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება, არამედ ის, რომ მან მსაჯის სამართლიანობაში შეიტანა ეჭვი. ფერგიუსონი ამტკიცებს, რომ „ჩელსის“ ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუიზი, რომლის გოლმაც ინგლისის ჩემპიონს 2:1 მოაგებინა, მანამდე მოედნიდან უნდა გაეგდოთ.

სხვათა შორის, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ახლა კარგად ესმის მისი დასჯის მიზეზი, თუმცა ისიც დაიჩივლა, რომ არც მას უნდა წაართვან ხმის ამოღების უფლება.

„ფეხბურთში ერთი პრობლემაა: თუ რასაც ფიქრობ იმას ამბობ, შეიძლება დაგსაჯონ. ასოციაცია მსაჯებს თავგამოდებით იცავს. მართალი გითხრათ, თავადაც ვფიქრობ, რომ ეს სწორი დამოკიდებულებაა, მაგრამ ხმის ამოღების უფლებაც უნდა დაგვიტოვონ. ვფიქრობ, მე ცუდი არაფერი ჩამიდენია, უბრალოდ გულწრფელად ვთქვი რასაც ვფიქრობდი“.

ჟურნალისტებმა კი „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ის შეხვედრები გაიხსენეს, რომლებშიც ფერგის მსაჯების მიმართ პრეტენზია გაუჩნდა. ჩამოვთვალოთ:

2009 წლის 8 ნოემბერი

„იუნაიტედის“ კარში გოლი ჯონ ტერიმ გაიტანა. ჯარიმა, რომლიდანაც ტერის თავის დასარტყმელად ჩააწოდეს, დარენ ფლეტჩერის მიერ ეშლი კოულის წაქცევისთვის დაინიშნა, თუმცა შესაძლოა ამ ეპიზოდში დარღვევა არც ყოფილა. გარდა ამისა, დიდიე დროგბა თამაშგარე მდგომარეობაში იდგა.

2010 წლის 3 აპრილი

დროგბამ „იუნაიტედს“ გაუტანა გოლი, რომლის წყალობითაც „ჩელსი“ ინგლისის ჩემპიონი გახდა. ფერგიუსონის მტკიცებით „ლურჯების“ თავდამსხმელი ოფსაიდში იდგა. თამაშის შემდეგ ის მსაჯ მაიკ დინს ეჩხუბა.

2011 წლის 1 მარტი

სერ ალექსი აღშფოთდა, რომ ატკინსონმა დავიდ ლუიზი ხავიერ ერნანდესისა და უეინ რუნის წაქცევისათვის არ გააძევა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა